შეიფარებენ ბრაზილიელს მადრიდში?
ფელიქს მაგათის მძიმე ვარჯიშებმა შედეგი გამოიღო - „ვოლფსბურგის“ ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო ფორმაში ჩადგა. თუმცა „დესპოტ ფელიქსს“ ის მაინც არ სჭირდება - „მგლების“ თავკაცი ბრაზილიელი გამთამაშებლის შესახებ აზრის შეცვლას არ აპირებს და პირდაპირ ამბობს, დიეგო კარგად იმიტომ მოვამზადე, რომ მაქსიმალურად კარგად გაიყიდოსო.

დიდი შანსია, რომ გაურკვევლობას ბოლო ამ დღეებში მოეღოს: როგორც ესპანური გამოცემა „ასი“ იტყობინება, დიეგოთი მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა. მეტიც: ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელებმა ვოლფსბურგელებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. გერმანული „კიკერის“ ინფორმაციით კი, „ატლეტიკომ“ „ვოლფსბურგს“ უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბრაზილიელს სხვა მთხოვნელებიც გამოუჩნდნენ.

გუშინ „ვოლფსბურგში“ სეზონის ოფიციალური გახსნა იყო, რომელზეც მაგათმა თქვა, რომ დიეგოს შესახებ ახალი და კონკრეტული არაფერია. ესპანელი ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ „ატლეტიკოში“ გადასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელი ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდნეს - მადრიდელები მას წელიწადში მხოლოდ 2.5 მილიონ ევროს სთავაზობენ, „ვოლფსბურგში“ კი 4 მილიონს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო „მგლებმა“ ერთი წლის წინ, „იუვენტუსიდან“ 15 მილიონ ევროდ შეიძინეს. გასული სეზონის ბოლო ტურის წინ კი, 26 წლის ბრაზილიელს მაგათთან უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც ფელიქსმა თქვა, რომ დიეგოს „ვოლფსბურგში“ აღარასოდეს ათამაშებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა