ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში და სპორტსმენები თანდათან შედიან ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში
ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში და სპორტსმენები თანდათან შედიან ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში. ამის დამადასტურებელი გახდა "ბრილიანტის ლიგის" მე-11 ეტაპი, რომელიც მონაკოში გაიმართა.

ტურნირის ბოლო დისციპლინა იყო 3-კილომეტრიანი სტიპლჩეზი მამაკაცებს შორის. თავიდან ისე ჩანდა, რომ ეს იქნებოდა კიპროკ კიპროტოსა და ეიზეკილ კემბოის მორიგი რიგითი დაპირისპირება, მაგრამ ორგანიზატორებმა ისინი მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ატარეს. ფინიშთან ახლოს კიპროტომ ბრწყინვალე სპურტი განახორციელა და კემბოის დაშორდა, ხოლო ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ გაარკვია, რომ თურმე საიფ საიდ შაჰინის მსოფლიო რეკორდის გრაფიკით მირბოდა და მის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ერთი მეასედი წამი დააკლდა. ორი წამის შემდეგ დაასრულა დისტანცია ოლიმპიურმა ჩემპიონმა კემბოიმ, რომელმაც ასევე პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

"გარბენი ყველასთვის ძალიან სწრაფი იყო. არც კი ვიცოდი, თუ მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით მივყავდით. როცა საბოლოო დრო დავინახე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მსოფლიოს ჩემპიონატზე შევეცდები რეკორდის გაუმჯობესებას", - განაცხადა კიპროტომ.

კიდევ ერთი შესანიშნავი შედეგი დაფიქსირდა ორ წრეზე (800 მეტრი) სირბილში. დავიდ რუდიშამ სეზონის ახალი რეკორდი დაამყარა - 1.42,61. მის შემდეგ ფინიშთან მისულმა ასბელ კიპროპმა კი პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

სპრინტში მთავარი მოქმედი პირი იყო უსაინ ბოლტი. იამაიკელს წელს მაინც და მაინც არ გამოსდის მაღალი შედეგები და ჯერჯერობით რამდენიმე ოპონენტს ჩამორჩება. მონაკოში უსაინს არაერთი ძლიერი მეტოქე ჰყავდა - კრისტოფ ლემეტრი, ნესტა კარტერი, მაიკლ როჯერსი, მაიკლ ფრატერი და სხვები. ბოლტმა სტარტი წააგო, სამაგიეროდ, ბრწყინვალე დასაწყისი გამოუვიდა მეშვიდე ბილიკზე მორბენალ კარტერს. მხოლოდ ბოლო მეტრებზე გამოსტაცა მან გამარჯვება თანამემამულეს და სეზონში თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა - 9,88. კარტერი მას ორი მეასედით ჩამორჩა. ასე რომ, უსაინი ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს.

400 მეტრზე თარჯრბენში ანჯელო ტეილორმა აჯობა ბერშონ ჯექსონსა და ვან ზილს, რომელიც სეზონის ლიდერი გახლავთ. ამ დისციპლინაში ჯერჯერობით რთულია მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტის დასახელება. 5000 მეტრზე მო ფარაჰმა მხოლოდ ფინიშზე გაასწრო ბერნარდ ლაგატს. 200 მეტრზე ქალებს შორის კარმელიტა ჯეტერმა ელისონ ფელიქსი დაამარცხა, 400 მეტრზე კი ამანტლ მონტშომ სეზონში საუკეთესო დრო აჩვენა - ამ დისტანციაზეც ფელიქსია მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი, ასე რომ, ამერიკელს კონკურენტები ძალიან ავიწროებენ. ელისონი ისევ ეცდება 200 და 400 მეტრზე გამარჯვებას, მაგრამ საკითხავია, რამდენად გამოუვა ეს. 1500 მეტრზე, როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა მარიამ იუსუფ-ჯამალმა. ბარიერულ სპრინტში "ბრილიანტის ლიგის" ჩათვლაში ლიდერობა მოიპოვა ავსტრალიელმა სალი პირსონმა.

ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში ვერავინ შეძლო შვიდ მეტრამდე გადახტომა. პირველი ადგილი დაიკავა ბრიტნი რიზმა 6 მეტრითა და 82 სანტიმეტრით - მან სამი სანტიმეტრით აჯობა რუს ლამაზმან დარია კლიშინას. ასევე დაბალი შედეგი იქნა ნაჩვენები სიმაღლეზე ხტომაში. ხორვატმა ბლანკმა ვალსიჩმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ მხოლოდ მეტრითა და 97 სანტიმეტრით.

შუბის ტყორცნაში ფურორი მოახდინა ბარბორა შპოტაკოვამ. მან მხოლოდ ბოლო სროლისას გაინაღდა გამარჯვება და სწორედ ამ ცდაზე აჩვენა 69,45 მეტრი, რაც

მეტრნახევარით უკეთესია სეზონის წინა ორიენტირზე, რომელიც კრისტინა ობერგფოლს ეკუთვნოდა. თუმცა ეს უკანასკნელი კვლავაც პირველია "ბრილიანტის ლიგის" ჩათვლაში.

ბირთვის კვრის სექტორში მხოლოდ ხუთი კაცი შეიკრიბა. ყველას აჯობა რიზ ჰოფმა, ვინც ორი სანტიმეტრით ჩამოიტოვა უკან კრისტიან კანტველი. სამხტომში ფილიპს აიდოვუმ დიდი გაჭირვებით აჯობა კუბელებს - კოპელოსა და ჯირატს. საინტერესო ბრძოლა გაიმართა ჭოკით ხტომის სექტორში. მალტიე მორმა და რენო ლავილიემ სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს - 5,75, მაგრამ ფრანგი ამაზე არ შეჩერდა და დიდოსტატური მაჩვენებლით - 5,90 მეტრით გაიმარჯვა. ამ სეზონში პირველად გამოჩნდა სტარტზე ოლიმპიური ჩემპიონი სტივენ ჰუკერი, მაგრამ ავსტრალიელმა დებიუტი ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.

"ბრილიანტის ლიგის" შემდეგი ეტაპი ერთი კვირის შემდეგ სტოკჰოლმში გაიმართება.

ბრილიანტის ლიგა

XI ეტაპი. მონაკო

კაცები

100 მ. 1. უსანი ბოლტი (იამ) - 9,88; 2. ნესტა კარტერი (იამ) - 9,90; 3. მაიკლ როჯერსი (აშშ) - 9,96. 800 მ. 1. დავიდ რუდიშა (კენ) - 1.42,61; 2. ასბელ კიპროპი (კენ) - 1.43,15; 3. ნიკ სიმონდსი (აშშ) - 1.43,83. 3000 მ. სტიპლჩეზი. 1. ბრიმინ კიპროპი კიპრუტო (კენ) - 7.53,64; 2. ეზეკილ კემბოი (კენ) - 7.55,76; 3. პოლ კიპსელე კოეჩი (კენ) - 7.57,32. 5000 მ. 1. მო ფარაჰი (ბრიტ) - 12.53,11; 2. ბერნარდ ლაგატი (აშშ) - 12.53,60; 3. ისაია კოეჩი (კენ) - 12.54,18. ჭოკით ხტომა. 1. რენო ლავილიე (საფ) - 5,90; 2. მალტე მორი (გერ) - 5,75; 3. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბ) - 5,60.

ქალები

400 მ. 1. ამანტლ მონტშო (ბოტ) - 49,71; 2. ფრანჩესკა მაკრორი (აშშ) - 50,29; 3. ნოვლენ უილიამს-მილსი (იამ) - 50,61. 100 მ/თარჯრბენი. 1. სალი პერსონი (ავსტრა) - 12,51; 2. კელი უელსი (აშშ) - 12,58; 3. ტიფანი ოფილი-პორტერი (ბრიტ) - 12,60. სიგრძეზე ხტომა. 1. ბრიტნი რიზი (აშშ) - 6,82; 2. დარია კლიშინა (რუს) - 6,79; 3. ელოზი ლესიური (საფ) - 6,74; შუბის ტყორცნა. 1. ბარბორა შპოტაკოვა (ჩეხ) - 69,45; 2. კრისტინა ობერგფოლი (გერ) - 64,86; 3. მადარა პალამეიკა (ლატ) - 62,06.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები