ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბევრი ლამაზი სიტყვა იწერება თუ ხატოვანი შედარება არსებობს. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, წმინდა საფეხბურთო ანალიტიკა გვქონდეს და არა დითირამბები მივუძღვნათ მას და პოეტური ალეგორიები გამოვიყენოთ. ახლა "კვარას" ერთ თვისებას გვინდა ხაზი გავუსვათ, რაც ტელეეკრანებიდანაც შეიცნობა, ამის შესახებ მის გუნდშიც აღნიშნავენ და გარეთაც - ქართველი ფეხბურთელი მარცხს ვერაფრით ეგუება და მზადაა, მარტოც კი იბრძოლოს, რათა ეს არ დაუშვას. ხვიჩას ფსიქოლოგიურად გატეხა და გამარჯვებაზე ხელის აღება შეუძლებელი ჩანს.

კვარაცხელიამ ზუსტად იცის, რა მიზანი აქვს და ამისკენ როგორ უნდა წავიდეს. მოტივირება მის ქმედებებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. "კვარადონა" დარწმუნებულია, რომ დიდი გზის მაინც დასაწყისშია და ყოველთვის ნახულობს გზებს, ამ ლაბირინთებში იაროს. ხვიჩა იმ მოქმედებებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ყველა სიტუაციაში ცდილობს და ხშირად ახერხებს კიდეც. ვერავინ იტყვის, რომ "ნაპოლის" 77-ე ნომერს სურვილის ასასრულებლად ყოველთვის იდეალური გარემოებები ჰქონდა ან აქვს, მაგრამ ის არავისთვის არაფრის გადაბრალებას აპირებს, აკეთებს იმას, რაც მისი საქმეა.

თუკი შეგვეძლება "მოწოდებად" და "ხელობად" ნებისმიერი პროფესია დავყოთ, იმას ვიტყვით, რომ კვარაცხელია შინაგანად დიდი სპორტსმენია, ეს მასში ზის; ამავდროულად კი, მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშს არ აპირებს, ბუნებისგან ბოძებული ნიჭით თვითკმაყოფილებას არ ეძლევა. ვაღიაროთ, რომ ქართულ სინამდვილეში ეს იშვიათიც კია.

ახალი თავგადასავალი ლუკაკუსთან ერთად...

ხვიჩას შინაგანი წონასწორობა დაბალანსებული აქვს. ქართველ გარემარბს შთაგონების წყარო სულ გააჩნდა და ეს მას დამატებით ძალას ისე აძლევს, არ თრგუნავს და დაძაბულობაში არ გადადის. ოცნებებს, რომლებსაც შორიდან უყურებდა, ახლა ხელით ეხება. მას დიდებთან შედარებები თავბრუს არ ახვევს.

კვარაცხელიამ თავისი ცხოვრების წესით დაიმსახურა, ასეთ გუნდში და ამ დროს მოხვედრილიყო. შემდეგ თავისი დიდი რესურსი ჩადო და ყველაფერი იდეალურთან მიახლოებულად წარემართა. სპორტს რთული პერიოდებიც აქვს. როცა უმაღლეს მიზნებს ესწრაფვი, სხვანაირად შეუძლებელია. ვგრძნობთ, "კვარა" ყველა მიმართულებით გაზრდილია, ემოციების სასარგებლოდ წარმართვაც ისწავლა და სხვადასხვა სიტუაციიდან სწორად გამოვა, არც კრიტიკის გამო ექნება სასოწარკვეთის განცდა და არც ქების გამო შემოჰკრავს ბედნიერების ზარებს.

ხვიჩა კვარაცხელია ახლა სეზონის სტარტზეა. ის ასეთივე მონდომებული, მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული დარჩება!..

nugi
სულ სხვა გუნდი იქნება
კვარა მაგარია
წინასწარ ვგრძნობ, როგორ გადასხვაფერდება ნაპოლი ლუკაკუს, ნერესის, მაკტომინეის და გილმორის ძირითადში მოხვედრის შემდეგ
ტარიელ ხინთიბიძეს
ვიტია??.ეს ცინიზმი საიდან რუსეთმა რომ ტაბუტეტკით გცემა?? კვარას დასცინიხარ??...შე ენჯეო პოეტო რას გავს ეს ქალაქი თქვენს ხელში
პაოლო
მართალი ხარ და ვიღაცეებს ეს რომ არ მოსწონს ფაქტია,ეგერ დისლაიქებშიც კარგად ჩანს
სოსო
გეთანხმები 100%ით
ბაჩი
არც მანამდე აკლდა ეგ,მაგიტომაც გავედით ევროპის ჩემპიონატზე...
გიო
ხვიჩას მონდომება განუსაზღვრელია დამიანეს მოვლინების შემდეგ.
ტარიელ ხინთიბაძე
დასანანია რომ ვიტია ოსიმენი არ ეყოლება გვერდში,მაგრამ რას ვიზამთ,ყველას გზები სხვადასხვა მიმართულებით მიემართება.
რეალობა
1. ამ ახალმა ნაპოლიმ რთულ თამაშში საბრძოლო ხასიათი გამოავლინა. 2. ქინქლაძე უძლიერესი შემოქმედი იყო; ხვიჩა უძლიერესი სპორტსმენია.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
კვარამ მარტომ ათრია "ნაპოლი" ვიდრე მეორე ტაიმში არ დაიღალა და დარტყმები არ გაუცუდდა. მძიმე ფორვარდი სჭირდებოდათ და უკვე ეტყობა, რომ ლუკაკუსთან ერთად კარგ დუეტს შექმნის და ჩვენი "ოქროს ბიჭი" ისევ ძველებურად გაიბრწყინებს.
დავით 67
გეთანხმები თითქმის ყველაფერში. ის ვინც ამბობს რომ გაყიდულია თამაშიო, ის უბრალოდ ტოტალიზატორის მონაა. ვერ გამოიცნო შედეგი და უნდა რომ ვიღაცას დააბრალოს. ადრე მეცოდებოდნენ ესეთი ხალხი, ვცდილობდი ამეხსნა თუ რატომ არ უნდა ითამაშონ (უპირველესად ჯანმრთელობას აზიანებს) ახლა აღარ მეცოდებიან. პირიქით მიხარია კიდეც რომ აგებენ. მეც გავეგოისტდი
სოსო
დიახ,ასევე მესხები,მესხებიც ქართები არიან,ქართულ ენოვანები,დღევანდელი გურულები,იმერლები და აჭარლები ლაზ მეგრელების და მესხებისგან წარმოიქმნა,სანამ მესხები გააქართულ ენოვანებდნენ კოლხეთს მანამ კოლხური(ლაზურმეგრული) და ნაწილიც სვანური ენოვანი იყო დღევანდელი სრულიად დასავლეთ საქართველო,ეს ისტორიული ფაქტია მარა ჩვენ მხოლოდ ქართლკახეთის ისტორიაზე გვზრდიან ხალხნო. ასე რომ მეგრელი,სვანი,ლაზი არ არის სხვა ვიღქცეებს ბონდი რომ გეკრებათ თვალზე მათი ხსენებისას...
ცუმპა-ტრამპა
ხვიჩა ლაბირინთაც ყოფილაო))))
სოსო-ს
და მესხეთი, სამხრეთ საქართველო ,,აფსოლუტურად" ამოიღეთ ქართველური ტომების თქვენეული ვერსიიდან? :)
სოსო
ვერ იშლით თქვენსასს ეხება ეს... იმერელი კაცი ვარ ბიძიკო მე,ნახევარ საუკუნეზე მეტი ცხოვრება გავლიე და ვიცი რასაც ვამბობ. და კიდევ მარგალობა არ არის მხოლოდ კუთხე ისეთი როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ,თქვენ ჯერ ისტორია ისწავლეთ,თუმცა ვინ მოგცათ ნამდვილი ისტორია გესწწვლათ ამის შესაძლებლობა,მხოლოდ ქართლკახეთის ისტორიაზე აღზრდილ თაობებს. საქართველო შედგება 3 ძირითადი ეთნოსისგან,ესენი არიან სვანები,მეგრელები და ქართები.ქართები ვართ ქართლელები კახელები,იმერლები,გურულები,მთის ხალხი,რაჭა ლეჩხუმი და აჭარა,ასევე ქვეყნის გარე ტერიტორიაზე ფერეიდნელები,იმერხეველები და ინგილოები ესენი არიან ყველა ქართულ ენოვანი ვინც არის ნატურაში არის ქართულ ენოვანი,მეგრელები ნატურაში მეგრულ ენოვანები არიან და არა ქართულ ენოვანები(ისინი ქართულ ენას მხოლოდ წინა საუკუნიდან ეუფლებიან და ისიც სკოლის საშუალებით),ასევე სვანები სვანურ ენოვანები არიან და არა ქართულ ენოვანები(სვანები მხოლოდ წინა საუკუნიდან ეუფლებიან ქართულს და ისინიც ასევე სკოლების საშუალებით,ქართულ ენოვანი ეს ხალხი მხოლოდ იმიტომ გახდა რომ სახელმწიფოს ენა არის ქართული,ასე გაერთიანება გადაწყვიტეს ჩვენმა წინაპრებმა და ამ სამმა ეთნოსმა გაერთიანებით შექმნა ერთიანი ქვეყანა და მეგრელ სვანებმა ყველაზე მეტი გაიღეს ამ ქვეყნისთვის,ლამის მშობლიური ენები შესწირეს მას,მეტიც,საუკუნეების წინ დღევანდელი დასავლეთ საქართველო იყო აფსოლუტურად მეგრულ ენოვანი და ნაწილი სვანურ ენოვანი. მათი ენები არც მეტი არც ნაკლები იმდენადვე ძვირფასია ჩვენი ერისთვის როგორც ქართული მაგრამ თქვენ უმეტესობას ეს სულ ფეხებზე გკიდიათ, ფეხებზე გკიდიათ თქვენი ქვეყნის ღირებულებები. მეგრელი,სვანი და ქართელი განსხვავება თავისი ხასიათით,კრეატიულობით და ასევეპროფესიონალური ბუნებით,სწორედ ეს აღვნიშნე მე,ეს მხოლოდ მე კი არა ყველამ იცით აქ... ვინ ხართ,რა ხალხი ხართ,რა გაღიზიანებთ თუ ჩემიანს მოვეფერე,კვარას არ ვგულისხმობ,მეგრელს ვგულისხმობ ზოგადად...
ირაკლი
აბა რა სისულელეა? ჭანტურია მეგრელი არ იყო? რატომ გაანიავა მაშინ ნიჭი?
ვერ იშლით თქვენსას.
მეც მეგრული გვარი მაქ და მაგრა გულზე მხვდება ხაზის გასმა ამ მარგალობაზე და რაღაც განსაკუთრებულობაზე.მოეშვით ამ კუთხურობაზე ხაზის გასმას.მაგან დაგვღუპა 90 იანებში.სხვა არცერთი კუთხის შვილები არუსვამს ხაზს მეგრელების გარდა.არავისზე მეტი არაფრით არხართ,ყველა ქართველები ვართ და ტვინს ნუ ტ...თ. ბლ..
Status quo
კარგი სტატიაა, ზომიერი და გააზრებული, ასევე კარგი ქსრთულით დაწერილი.
Spain
ფეხბურთი პირველ რიგში ემოციაა. ყოველთვის ემოციების გამო მიყვარდა ფეხბურთი, ბავშვობიდანვე. წაგებული თამაშის მერე ცრემლებიც მიყვარდა, მსაჯთან კამათიც და ყველანაირი ემოცია, რაც ამ თამაშის დროს ამოხეთქავს ხოლმე. როგორ მაყურებელს და გულშეატკივარს, რომელიც მათთან ერთად განვიცდი სიხარულსაც და ტკივილსაც, იმის შთაბეჭდილება არ უნდა მრჩებოდეს, რომ ერთი სული აქვთ ფეხბურთელებს თამაში დამთავრდეს და თავიანთ მდიდრულ, უდარდელ ცხოვრებაში გადაეშვანთქო. აქ ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა გაყიდულ თამაშზე და რაღაც სისულელეებზე. ბავშვობიდან ვუყურებ ფეხბურთს და ვადევნებ თვალს თამაშების მერე კომენტარებსაც, არარსებობს რომელიმე მნიშვნელოვანი თამაში დასრულდეს და ვინმემ მაინც არ თქვას, რომ გაყიდული იყო, რადგან მისი მოსაწონი შედეგი არ დაფიქსირდა. არ დაინაგვიანოთ ტვინი ასეთი კომენტარების კითხვით! წლებია, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ გაყიდულ თამაშევს უყურებს, საინტერესოა საერთოდ რატომ აგრძელებს ამის მერე ფეხბურთის ყურებას... იმედოვნებს, რომ რომელიმე თამაში არ იქნება გაყიდული თუ თვითონ რომელიც არ მოსწონს მარტო იმას ჰყიდიან? :))
ვოოტ
ყველაფერს ვეთანხმები და ხელს ვაწერ... მაგრამ ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ - მინიმუმამდე უნდა შეამციროს მსაჯთან კამათი, არ შეიძლება, ყველა სადაო სიტუაციაში მსაჯი ცდებოდეს და შენ იყო მართალი... და ასეც რომ იყოს, მსაჯების გადაწყვეტილების განუწყვეტელი გაპროტესტება მხოლოდ ავნებს მის ავტორიტეტს... ემოციები აქ არაფერ შუაშია - ღირსეულები მსაჯთან კამათს ძალიან იშვიათად კადრულობენ და ღირსება კი ხვიჩას საკმარისად აქვს, იქნებ მომეტებულადაც... თამამად შეუძლია, ეს აბეზარი საქმე თანაგუნდელებს გადაულოცოს და დარწმუნებული იყოს, რომ ამისთვის ვერავინ დაძრახავს...
რობი
ისეთი პირი უჩანს ჩვენი ხვიჩა მანამდე არ მოისვენებს სანამ ოქროს ბურთს სამჯერ მაინც არ მოიგებს :) წარმატებები ხვიჩუნეზეს ამ საქმეში :)
Charley
მარცხი არავის არ მოსწონს მაგრამ არსებობენ სპორცმენები რომლებიც მარცხს არ ურიგდებიან (ვერ ეგუებიან მას) და მათ ჩემპიონებს უწოდებენ კვარა კი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთნება ის დეენემით (მოწოდებით) ჩემპიონია.
სოსო
თვითკმაყოფილებას არ ეძლევა. ვაღიაროთ,რომ ქართულ სინამდვილეში ეს იშვიათიც კია. დიახ და ეშ იმიტომ რომ ის არის მარგალი და მარგალურად პროფესიონალი ბუნების პატრონი მოსწონს ეს ვიღაცეებს თუ არა...
ჟორა
დამისახელეთ ქართველი, რომელიც წაგებას ეგუება? მაგრამ სპორტში არის კმაყოფილების გრძნობა, რომელიც მაშინ გეუფლება, როცა შეხვედრას ყველაფერი მიეცი, ყველა ღონე დახარჯე, ამის შემდეგ წააგე თუ მოიგე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, შენ შენი თავის კმაყოფილი ხარ. მოჭიდავე ვიყავი და მქონდა შემთხვევები წაგებული შეხვედრის შემდეგ უფრო კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ზოგიერთი მოგებული შეხვედრის შემდეგ. ეს ჭიდაობაში ხდება, რადგან იქ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, სათამაშო სპორტში როგორაა არ ვიცი, რადგან იქ პარტნიორებზე ხარ დამოკიდებული.
გიორგი
ძალიან ზუსტი პორტრეტია ხვიჩასი. შესაძლებელია ჩაკვეტაძეს ეს თვისებები აკლია მოცემულ ეტაპზე მაინც, რადგან ნიჭით სულ მცირე არაფრით ჩამოუვარდება ხვიჩას, არაბიძეზე რომ არაფერი ვთქვა. ეხლა იმ ფეხბურტს თამაშობს რომელსაც გვპირდებოდა თავისი უნარებიდან გამომდინარე?
ვახსიმონტო
ხვიჩა შენ მაგარი კაცი ხარ გაბრაზებულიც და მშვიდიც 1 მაგრამ გაიღიმე ! ეგ ძალიან გიხდება !
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ