ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ჩაკვეტაძით ესპანური სოლიდური გუნდია დაინტერესებული" - ინტერვიუ გიორგის მენეჯერთან

"ჩაკვეტაძით ესპანური სოლიდური გუნდია დაინტერესებული" - ინტერვიუ გიორგის მენეჯერთან

"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, ლაშა ჯაკობიასთან, რომელიც ამჟამად რამდენიმე ცნობილი ქართველის, მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერია. ჯაკობიამ ჩვენთან რამდენიმე მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ილაპარაკა...

დაცვაში მუშაობის მხრივ მას პრობლემა არ აქვს...

- გიორგი ჩაკვეტაძით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის არის ერთი სოლიდური ესპანური კლუბი. ეგ არის, გიორგიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რომ არ ითამაშა, ძალიან გაუკვირდათ. არ ვიცი, ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს მათ ინტერესზე. დადებითად რომ არ აისახება, ფაქტია.

მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ნორვეგიის ნაკრებთან გიორგის უთამაშებლობის თაობაზე. მე ახლა ვლაპარაკობ, როგორც ეროვნული გუნდის რიგითი ქომაგი და არა, როგორც ჩაკვეტაძის მენეჯერი. მიმაჩნია, რომ ნორვეგიასთან გიორგის გამოყენება ძალიან ნაყოფიერად შეიძლებოდა. ის მეტ სიმწვავეს შესძენდა ჩვენი გუნდის თამაშს შეტევაში...

ვილი სანიოლმა თქვა, ჩაკვეტაძე დაცვაში ვერ მუშაობს ბოლომდე ეფექტურადო. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ვინც "სლოვანის" თამაშებს ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ დაცვაში მუშაობის მხრივ მას არ აქვს პრობლემა. ვლადიმირ ვაისი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევს და ასე რომ არ იყოს, ის შესაბამისად იმოქმედებდა, მიუთითებდა გიორგის ამაზე...

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩაკვეტაძე ნაკრებში, ამაზე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ჩემი შეხედულება მაქვს. გიორგის გამოყენება უპრიანი მგონია მინდვრის ცენტრში. სწორედ იქ ავლენს ის თავის საუკეთესო თვისებებს. აი, მაგალითად, როგორც მარტინ ედეგორს იყენებს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი.

გიორგის ძალიან უყვარს საქართველოს ნაკრები. სრული პაუხისმგებლობით გეუბნებით, ის თავის დროზე ნატკენი ფეხით ჩამოვიდა ეროვნულ გუნდში და ტრავმა გაიმიზეზა. ამაზე არც დაუწუწუნია და არც არასოდეს გაიხსენებს სინანულით. მეც მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ ეროვნული გუნდის მიმართ მის დამოკიდებულებას გავუსვა ხაზი.

რაც შეეხება სანიოლის ნათქვამს, რომ ჩაკვეტაძე ეფექტური ვერ არის დაცვაში მუშაობის დროს, ამას სხვებთან ერთად იმ კლუბების წარმომადგენლებიც ეცნობიან, რომლებიც დაინტერესებული არიან მისი სამსახურით...

გიორგის პროგრესი თვალსაჩინოა და "სლოვანისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ისევე, როგორც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ამას ყველა აღიარებს. მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის ერთად გამოყენება შეიძლება და ძალიან ეფექტურადაც!..

საქართველოს ნაკრებს მინდა მხოლოდ წარმატება ვუსურვო. ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ისიც კარგად ვიცი, რომ მწვრთნელი თავისი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს შემადგენლობას, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია აზრი გამოვთქვათ და აღვნიშნოთ, რა შეიძლება იყოს უკეთესი ნაკრების მომავლისთვის...

განაგრძეთ კითხვა

• ხოო აპაა!!

ისე წერთ აქ ფეხბურთის დიდი ზნატაკ-პატრიოტები ესპანეთის ლა-ლიგის ელჩეს,კადისის ან რაი-ვალეკანოს შესახებ კნინებითი ტექსტებით,ვითომდა ესენი და მათი ყალიბრის გუნდები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გაგრა,თელავი,სამტრედია ანაც ქობულეთის შუქურა იყოს...........

• las

რაც ხდება ეს არის პირველ რიგში ჟურნალისტების ბრალი. ჟურნალისტის მოვალეობა არაა მარტო იმფორმაციის დადება. დასავლეთში უდიდესი გავლენა აქვს ჟურნალისტურ კროპუსს. ხომ არის კითხვები? მერე ვინ სვმამს? ასეთ თემებზე კარებს აუფეთქებდენ მწვრთნელსაც, ფედერაციასაც და ცხოვრებას გაუმწარებდენ. არ მოეშვებოდენ. რატომ არ ჩამოვიდა ხოჭოლოავა? ვინ დაიჯერებს რომ ნარკებში თამაში არ უნდა იკითხა ვინმემ? დასვა კითხვა ჟურნალისტმა? რატომ არ ხერხდება ჩაკვეტაძის გამოყენება, თუნდაც 15 წუთით? რატო არ გამოიძახეს სერია -ა -ს მოთამაშე? ხო ვნახეთ რა დღესი იყო დასვა ნორვეგიასთან? არ უნდა დაისვას ეს კითხვა? რატომ არ მამოიძახეს კიტეიშვილი? გოჩოლეიშვილი მხოლოდ მას მერე გამოჩნდა რაც აზაროვი დაიმტვრა, თორემ არც კი აპირებდა მწვრთენლი მის გამოყენებას. მიქაუტაძემაც აღნიშნა. ბუდუს გამოსვლის მერე გამოადვილდა თამაშიო? რატომ ვერ მოხერხდა სწორი ძირითადის შერჩევა? რომ ყოფილიყო 1 და 2 მოთამაშე კიდევ ხო? მაგრამ ფაქტობრივად სრულად ჩააგდო ნაკრებმა პირველი ტაიმი და მხოლოდ სეცვლებით მოხდა გარდატეხის შეტანა. დარწმუნებული ვარ სწორი მიდგომის შემთხვევაში თამაშს მოვიგებდით

• ზურა

სანიოლზე თუ ხიზანაზე უკეთ?!:))))

• ჩაკვეს გულშემატკივარი

ეგრეა. თუ არ გაექცა, მეც მგონია თავისგან შორს არსად არ გაუშვებს ეს ჯაკობია. აგენტი არა ის. გიორგის ნომერ პირველი ამოცანაა ლაშა ჯაკობიასგან დახსნა

• დავით

რომელი სოლიდური გუნდია დაინტერესებული? ელჩე?

• მეზღვაური

როგორც თავის დროზე ანანიძე დააყენა ცენტრში ცხადაძემ და იმანაც გაამართლა მაგ პოზიციაზე,ასევე ჩაკვეტაძეც უნდა გამოიყენოს მაგ პოზიციაზე სანიოლმა.ჯანოსავით გიოსაც კარგი პასის კულტურა და თამაშის კითხვის უნარი აქვს.ფლანგზე აღარაა მისი ადგილი,რადგან ძველებური სისწრაფე და აჩქარება დაკარგული აქვს.გაგნიძე-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძე ერთად მშვენიერი ნახევარდაცვა იქნება.

• მდააა

რა უბედურება გვჭირს ვინ დაგვწყევლა ეგრე …თუ კაცმა ცოტა წაიბორძიკა ფეხი დაუცდა ან ეგრევე შევჯდებით და ჩავმარხავთ კიდევ ღრმად ან საერთოდ დავიკიდებთ ფეხებზე და დავივიწყებთ იმას თუ ვინ არის და რა გაუკეთებია ყველა ჩვენთაგანისთვის …ჯერ კიდევ მაკედონიის ფინალის წინ მთელი საქართველო შეძრა იმ ფაქტმა რომ კვარა ავად გახდა და ვერ ითამაშებსო და წაგების შემდეგ მთელმა ერმა კვარას არ ყოფნას დავაბრალეთ ის წაგება …ძააან მიკვირდა ის ფაქტი რომ არავის არც ფინალამდის არც შემდეგ ჩაკვე არ გახსენებია არავის ( კი ტრამვა ქონდა და თან მძიმე) თითქოს მისი წვლილი იმ ჯგუფის მოგებაში არ ყოფილიყო საერთოდ თითქოს ნაკრების აღმასვლა ( კი ბატონებო ძაან მცირე მაგრამ აღმასვლა) იმედის გაჩენა იმის შეგრძნება რომ ჯერ მთლად მკვდრები არა ვართ და პატარ-პატარა მოგებების დაწყება ზუსტად რომ ჩაკვეს გამოჩენით დაიწყო ….და რა ხდება შემდეგ და გრძელდება დღემდის და შემდეგშიც გაგრძელდება თუ ეგრე ყველა შევეგუებით ამ სიტუაციას ეს პირველ რიგში ეხება ჟურნალისტებს, ვეტერანებს, ფუნქციონერებს ანუ ყველას ვისაც სიტყვა ეთქმება და შეუძლიათ რამეს შეცვლა ქართულ ფეხბურთში …. ეგრე არ შეიძლება და არც იმის ფუფუნება გვაქვს რომ ვიღაცის ხუშტურებს ( იმიტომ რომ არ იცის 10 ნომრით თამაში და თამაშობს 8 მცველით ოკ 8 დამცველით მხოლოდ 3 შემტევი იყო მოედანზე კვარა, ზურიკო და მიქაუტაძე ) შევწიროთ ეგ ბიჭი ეგეთი დონის მოთამაშე საქართველოს ნაკრებს არ ყოლია ბოლო 20 წელიწადი ( კი გაამწარა ტრამვებმა და ბევრი გაუცდა ) თან ღმერთის ნებით გამოჩნდა მეორეც ( კვარა) და ჩვენ რას ვაკეთებთ პირველს ვივიწყებთ …კვარას გამო ( რა თქმა უნდა დამსახურებულად ) ავაწიოკეთ მსოფლიო ხოლო ევროპა დავიპყარით ))) ეს ყველაფერი კი მაგარია მაგრამ უკეთესი იქნებოდა ის რომ მთელი ერი ჩაკვესაც დავუდგეთ გვერდში ვაგრძნობინოთ ის რომ ისიც ეგრევე გვიყვარს და მასაც ძაან ვაფასებთ და გვახსოვს მისი ფეერიული თამაში რომ ისიც მსოფლიოს დონის ვარსკვლავი ( ტალანტით და გაქანებით არავისზე ნაკლები არაა …ცოტა იღბალი და ჯანმრთელობა და ესეც დამტკიცდება!!!) არის და მთელი ერი გვერდზე ვუდგევართ …ეგრევე დაუბრუნდება ის თავდაჯერება და ათამაშდება არა მარტო ძველ დონეზე არამედ სხვა დონეზეც ავა …თორემ რა გამოდის ერთს ვაპიარებდით ( ვიმეორებ დამსახურებულადაც თქო..) და ვაგრძელებთ ხოლო მეორეს კი ვაჩაგვრინებთ ვიღაცას ( ჩემთვის ნაღდად ვიღაცაა სანიოლები,ტოპმიოლერები,კუპერები და სხვებიც მიდიან მოდიან ხოლო ჩაკვეტეძე იქნება კვარა თუ გაგნიძე ისინი რჩებიან და ესენი არიან ჩვენი საგანძურები) იმის გამო რომ მას ეშინია ან ეზარება გარისკვის ( რა ვი როდესაც ქეცბამ დაიწყო ეგეთი დაცვური ფეხბურთის თამაში არადა ქეცბა იძულებული იყო იმ კონტინგენტის გამო მიწასთან გავასწორეთ შევჭამეთ ცოცხლად რაები არ ვეძახეთ ხელფასს ვაყვედრიდით სანამ არ გავაქციეთ არ შევეშვით დავუვიწყეთ ყვალეფერი კარგი )გამოყავს გუნდი მოსაგებ თამაშში სახლში ვეთამაშებით პირდაპირ კონკურენტს რომელსაც ჩვენდა იღბლად არ ყავს თანამედროვე ფეხბურთის მონსტრი თანაც გადაღლილებს რომლებსაც 3 დღის წინ ძაან მძიმე თამაში ქონდათ აი ბატონო შანსი მიდი გარისკე ეცადე მაინც მოგებას …და რას აკეთებს ჩვენი გენიოსა მწვრთნელი : 1 , მეკარედ აყენებს მამარდაშვილს ( ლორია რომ არ დაშავებულიყო ესეც საეჭვო იქნებოდა…გამოვიდიდა და იტყოდა გამოცდილების გამოოო…)ეგ ჩაეთვალა !!! აყენებს 3 ცენტრალურ მცველს …კარგი კვერკვე მაღალია და შედარებით სწრაფი მარჯვენა ფეხით და საკმაოდ გამოცდილების ,ეს ჩაეთვალა ….მაგრამ კიდევ ორი ცენტრალური მცველი თან ორთავე მარჯვენა ფეხებით რატომ ნეტაავ ?! (პირადულად არავის ვერჩი პირიქით მადლობა ღვაწლისთვის) ოკ ტაბიძე გამოცდილია და აქვს ფლანგზე თამაშის გამოცდილება მაღალიც არის მთლად ნელსაც ვერ დაარქმევ მაგრააამ …აი კაშოს დიდიპატივიცემის მიუხედავად ნორვეგიელებთან შედარებით არც მაღალია არც სწრაფი ბოლოსდაბოლოს 37 წლისაა ერთადაერთი პლიუსი არის გამოცდილება და შეუძლია პოზიციური კარნახი მაგრამ ვისზე უნდა და რა უნდა ეკარნახა ან კვერკველიასთვის ან ტაბიძესვის რა ესენი 18-19 წლისანი არიან ? ერთი 31 წლის მეორე 27 წლის და არც გამოცდილება აკლიათ და საბას კარიერა და ტიტულები მეტი თუ არა ნაღდად არ ქონია ნაკლები ასე რომ ორი ბებერი ხარი სულ ცოტა ზედმეტი იყო …თუ მაინცადამაინც 3 ცენტრ. მცველით ( რასაც არ ვეთანხმები…სახლში კონკრეტულად ნორვეგიასთან თან აუცილებლად მოსაგებ თამაშში) მაშინ შეიძლებოდა დვალის გამოყვანა მემარცხენე მაინც არის თან მაღალიც და ბევრად სწრაფიც ხოლო უკეთესი იქნებოდა 2 მცველით საბას და დვალს ეთამაშა ( ტაბიძეც შეიძლებოდა უბრალოდ მემარჯვენეა)ხოლო ფლანგებზე ერთ მხარეს გოჩოლეიშვილს ( რაც გამოჩნდა და დამტკიცდა რომ უკეთესი იყო ვიდრე ფორმიდან ამოვარდნილი აზარა…ჰა-ჰა შეცვლაზე გამოეყვანა ბოლოსკენ ) ვერ გარისკა არ გარისკა ესე იგი ჩაისვარა …მარცხენა მცველად კი უნდა გაერისკა დაეყენებინა წიტა რავი მანამდის არაერთხელ ათამაშა დაცვაში არადა ტიპი მსოფლუო ჩემპიონი გახდა როგორც შემტევი თან შეუძლია შემტევად მარცხნივაც მარჯვენა ფლანგზეც და 10 ნომრადაც ცენტრში ( მაგრამ ჩვენი ვილიკოს 10 ნომერი ბურთის დამჭერი ამიმტანი და გამნაწილებელი მიუღებელი თემაა მაგას უნდა რომ 8 დამცველი და ჩამჭრელი ყავდეს მოედანზე ….უბრალოდ 10 საც დააყებდა მისი ნება რომ იყოს ) ესე იგი რადგანაც მარცხნივ დააყენა მარჯვენა მცველი რომელიც შეტევას სათანადოდ ვერ დაეხმარა ..ჩაისვარა!!! საყრდენი ზონა რაც რამდენი წელია უკვე ყველაზე პრობლემატური პოზიციაა…კვეკვე ( პირადულად ორთავეს მადლობა შემოვევლე) არ არის სწრაფი მაგრამ პლიუსი ის აქვს რომ კარნახი შეუძლია აბუს კი რა გითხრათ შეცვლაზე ბოლოსკენ კიდევ ხომ …არა და ორთავე ერთად ზუსტად რომ კატასტროფაა…კარგ ვარიანტში ( კარგი ყოფილიყო კვეკვე კარნახის და დაზღვევის პონტში )უეჭველი აბუს მაგივრად უნდა დაეყენებინა გაგნიძე რომელიც სწრაფიც არის ართმევაც და ჩაჭრაც უკეთესი აქვს ბურთის თრევაც და მშვენიერი პასები აქვს ეს უტყუარად უნდა გაეკეთებინა …რაშიც კიდევ ერთხელ ჩაისვარა !!! ეს თუ კარგი ვარიანტი იყო უკეთესი იქნებოდა რომ ენახა თუ სად რომელ პოზიციაზე თამაშობდა საზონოვი რომელმაც ამ სეზონამდის საყრდენი ნახევარმცველი იყო და რუსებს როდესაც ლეგიონერები გაექცათ იძულებული გახდნენ დაცვის ცენტრში გადაეყვანათ ….ზუსტად რომ იძულებული გახდნრნ მაგის გამო ვერ შეეხენ მოქალაქეობის გამოცვლაზე თუ არა უეჭველი არ აპატიებდნენ ჯანოს და კვერკვეს არ აპატიეს თან ჯანოც და კვერკვეც საქართველოში დაიბადენ და გაიზარდენ და საზონოვი იქ გაიზარდა ასე რომ მითუმეტეს ….!!!! ან საერთოდ კარგი მწვრთნელი მოსაგებ თამაშში ერთი საყრდენით და 10 ნომრით ( ანუ პლეიმეიკერით ) აი ზუსტად რომ ჩაკვეს დააყენებდა სასტარტოში და მისცემდა ბურთს და თამაშის სადავეებს როგორც გაიძახით თუ დაიღლებოდა ( კიტეც მაგის გამო არ გამოიძახა) კიტეთი ჩაანაცვლებდა ან რამდენიმე წუთით ზურიკოს ან კვარას შემოწევაც შეიძლება ცენტრში ასე რომ აქ ძააან ჩაისვარააა!!!! შეტევაში მარცხნივ კვარა და მარჯვნივ ზურიკო ხან ლობჟანიძე აქ არ ჩაუსვრია ….წინ კი მიქაუტაძე და ბუდუ როგორც ვნახეთ და რამაც გადაგვარჩინა ასე რომ აქ ჯერ ჩაისვარა მარამ მერე გამოასწორაა …!!! წინა ხაზშიც გვაქვს ვარიანტები ანუ შემცვლელებიც ასევე როდესაც გუნდი დაწინაურდება შეიძლება ერთი შემტევის მოხსნა და მეორე საყრდენის გამოყვანა ….ამას თუ ვინმე გადაუთარგმნის და შეაგნებინებს მაგ სანიოლს რომ ევროპაზე და მითუმეტეს მსოფლიოზე 8 დამცველით და 3 შემტევით ვერასდროს ვერ გახვალ ….!!! თუ არა და მოსაშორებელია ეგ სანიოლი აი მაროკოს ნაკრებში როდესაც დადგა საკითხი ან ზიეჩი ან ხალილხოდჯიჩი უნდა ყოფილიყო ნაკრებში და ზუსტად ამ მწვრთნელმა გაიყვანა მაროკო მსოფლიოზე …არჩივნეს ზიეჩი იმიტომ რომ ის მაროკოელი არის და მიხვდნენ იმას რომ მათ არ აქვთ უფლება ეგეთი დონის თანამემამულე ფეხბურთელი შეწირონ ვიღაც გადამთიელ მწვრთნელს მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოზე გაიყვანა …გარისკეს მწვრთნელი გააგდეს ზიეჩი დაიბრუნეს დანიშნეს ადგილობრივი კადრი და შედეგი ვნახეთ ყველამ …ეგრე ხდება ხოლმე როდესაც სამართლიანად იქცევი !!!! ჩვენთან კი რა ხდება არცერთ ჟურნალისტს ,ექსპერტს ვეტერანს არავის არ უთქვამს სიმართლე ამ 8 დღის განმოვლობაში …ყველა ლაპარაკობს რომ საშინელი პირველი ტაიმი იყო ბურთი ვერ ამოგვქონდა დაცვაც არასტაბილური იყო და მადლობა ღმერთს რომ არ წავაგეთო …არავინ არ თქვა პირდაპირ ( ერთმანეთს ხომ არ აწყენინებენ ვიღაც ვიღაცის ძმაკაცია ვიღაც ნათესავი ვიღაც კი მეზობელი ) თუ ვისი ბრალი იყო კონკრეტულად რომ ბურთი ვერ ამოგვქონდა და ბურთს ვერ ვიჭერდით ვისი ბრალი იყო რომ ეგრე უნიათოდ გავუშვით ბურთი და ყველაზე მთავარი თუ რატომ დააყენა ზუსტად ეგეთი შემადგენლობა და რატომ არ გამოიძახა ესს თუ ის ფეხბურთელი და მთავარი რატომ მოგვიკლა იმედი პირველივე ტურში ჯგუფიდან გასვლის …მას რა ენაღვლება წავა და ჩვენ კი ვკარგავთ უნიკალურ შანსს როდესაც გვყავს ორი დიდი ფეხბურთელი რამდენიმე ძაან მაგარი ახალგაზრდა …და თუ იმას დავიწყებთ მწვრთნელია და მან უკეთ იცის არ უნდა ჩავერიოთ მის საქმეებში …მე არ ვერევი მის ოჯახის საქმეებში ….ხოლო საქართველოს ნაკრები ეს ჩვენი ოჯახის საქმეები არის და ან იმოქმედოს ისე როგორც საჭიროა ან აახვიოს !!! ხომ რაც შეეხება ოჯახს ერთი უცნაური ტენდეცია ჩვენთანაც ხდება …ჯერ არ ვამბობ რომ ეს ცუდია მითუმეტეს ახლა დაემთხვა ისე “ ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასო” …მითუმეტეს მამარდას კვარას ზურიკოს და წიტას ვარიანტებში მართლაც ეგრე არის რომ შვილები სჯობს მამებს …მაგრამ პირიქითაც რომ იყო ისეთი მაგალითებიც გვინახავს და თან ბევრიც !!! აქ საკითხავი არის ერთი რამ ამ ბიჭებს ზემოთ ჩამოთვლილებში რომ მამები არ ყოლოდათ ასე თუ ისე ცნობადი ფეხბურთელები თუ გაიკვლევდნენ გზას ….?! თუ ესენიც აღმოჩნდებოდნენ იმ ბევრთა სიაში ვისაც ეგრეთ წოდებული “პატრონი “ არ ყავს და ესენიც დაიჩაგრებოდნენ და დაკარგავდა ამათ ქართული ფეხბურთი ..?!?!?! ან კიდევ ჩაკვეს ნაკრებში პრობლემებიც ( და ბევრ სხვასაც ) იმის გამო ხომ არ აქვთ რომ არ ყოლიათ მამა ,ბიძა ან ბაბუ ფეხბურთელი …?! და ბოლოს ბატონო ჟურნალისტებო ( დარწმუნებული არა მარტო მე ) თხოვნა მაქვს ამ 30 წელიწადში ნაკრებში რამდენმა ფეხბურთელმა ითამაშა ეგრეთ წოდებულ საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელებმა….ოთხი ზემოთ ვახსენე ხუთი რაც გამახსენდა ხიზანა,ვატო, ყენია, კაჭო, ცხადაძე … და მგონი კიდევ იქნებიან ))) აი სრული ჩამონათვალიდან გამოჩნდება ეგ კარგია თუ ნეპოტიზმის პრობლემასთან გვაქ აქაც საქმე !!!

• Suxumchanin

ქართულ ფეხბურთში ყველაფერი რიგზე ვერაა არახალია, ყველგან პადნოშკა და ზურგში ლახვარია. უცხოელ მწვრთნელს რომელიც აზრზე არაა ვინ რა ფორმაშია, სად თამაშობს, ტრავმიანია, რასაც ეუბნებიან იმის მიხედვით აყენებს შემადგენლობას. ჩაკვეტაძის უთამაშებლობა კიდევაც მათ ნამუსზეა, რომელიც არა აქვთ. გავიხსენოთ როგორ გააგდეს ქართული გუნდებიდან კვარა, მამარდა, ხოჭოლავა, ჩაკვე და მათ მხოლოდ უცხო ქვეყნებში ვარჯიშის შემდეგ მოიპოვეს აღიარება. დამისახელეთ თუნდაც ერთი ფეხბურთელი რომელიც პირდაპირ საქართველოდან მოხვდა გრანდში. ყველამ ვიცით რაც ხდება ქართულ გუნდებში მაგრამ რა? ასეც გაგრძელდება….

• ნუგზარი

გიოორგი მოუმატებს კიდევაც და ძირითადშშის ათამაშებს სანიოლი! მეც მეჩქარება,მაგრამ დროა საჭირო.

• მურთო

მაგარი ფრაზააა რა ,,მათ შორის არის ერთი სოლიდური ესპანური კლუბი,, რომელი სოლიდური გუნდი ბარემ ისიც ეთქვათ. ცოტა ხანში დაიწირება: ,,ჩაკვეტაძე კადისს უნდა და მერე იტყვიან ხომ ვამბობდით სოლიდურ გუნდს უნდოდაო

• Givi

Me vfiqrob sanioli chakves marto marcxniv fiqrobs,iq kidev kvaraa da ewireba mag ambavs,arada centrshic mshvenivrad sheudzlia tamashi chakves.

• საბა

სანიოლ!ზურიკომ,აბურჯანიამ და კვევკესკირმა ხო დაგლიჯეს ყველაფერი გინდ დაცვაში და გინდ შეტევაში!!!და კიდევ კიტეიშვილის არ გამოძახება იყო დიდი შეცდომა, ისევე როგორც გოჩოლეიშვილის არ დაყენება ძირითადში

• თენგო

სანიოლი მგონი ნაწყენი უნდა იყოს ჩაკვეზე, მაგრამ წყენა უნდა დაივიწყოს ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანები არიან ჩვენს ნახევარ დაცვაში. შეიძლება ვიღაც ვოღაცეები ურევენ სიტუაციას

• T.q

ართალი ხარ და ეს აგენტიც უნდა მოიშოროს თავიდან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არაფერი არ გაუჯეთებია როცა ის ტრამვირებული იყო ელემენტარული კლუბს ვერ მიაწვა და ვერ მოსთხოვა მოსათხოვი და აქედანაც ჩანს რო უუნარო პარაზიტია ჩაკვეს ფუკებს ყლაპავს მარტო

• odala

კომენტარს ვაკეთებ როგორ რიგითი რაიანი, ბლა, ბლა, ბლა, არის სრული ბულშეთი. დაინტერესებული პირი ხარ, ჯაკობია და არ გინდა ეს 'რიჟა ბაზარი'. მეტი პროფესიონალიზმი და თავმოყვარეობა იქონიეთ და როდესაც ინტერესთა კონფლიქტი აშკარაა, ხალხს ნუ აშტერებთ და თავს ნუ იჭრით უაზრო კომენტარებით. სანიოლზე უკეთ ნაღდად არ იცი ვინ რისი მაქნისია.

• ლევან მაღლაკელიძე

მართალია. ცენტრშია მისი ადგილი. მის უკან კი კიტეიშვილი. თან, როცა ესეტი ფეხბურტელები გყავს, ჩაკვე, კიტე, გოჩოლე, კვარა, წიტა, გაგნიძე, ლობჟანიძე, დაცვაში რა გინდა კაცო. 4-3-3 სავსებით რეალურია, ან 4-4-2, თუ სამი სტაბილური ცენყრ. მცველი გყავს, 3 ტაქტიკაც კაიაა. გველესიანი სანახავია დაცვაში, კონკურეციასაც გაზრდის. ამ ჯგუფიდან გასვლა რეალურია, თუ ეს ბიჭები ძირითადში გეყოლება

• simartle

ჩაკვეტაძეს არ უნდა უყურებდნენ როგორც კვარას შეცვლაზე შესაყვან ფეხბურთლეს. ის უფრო ცენტრში უნდა თამასშობდეს. მე ვერ მივხ ვდი სანილოის თუ მისი ასისტენტების გეგმას, სახლში ნორვეგიას ეთამაშები და პირვე ტაიმში ბურთს მათ აბარებ. ჩაკვეს შეეზლო ბურთი გაეკონტროლებინა და უკეთესი პასები ეკეთებინა ვიდრე აბურჟანიამ ან კვეკვესკირიმა კეთეს, კვეკვემ თამასი მთლიანად შააგდო განსაკუთრებით პირველი ტაიმი, თითქოს პირველად თამაშობდა დიდ მოედანზე. ამ დროს ამთამაშის მოგებაც შესაძელებელი იყო. სამწვრთნელო შეცდომების გამო ასეთი ცუდი გამოვიდა და გადავრჩით. ამ დროს იმათ ალბათ 3 გოლი მაინც უნდა გაეტანა კიდევ თუ არა მეტი. ას პროცენტიანი შანსები გაუშვეს. ასეთ თამაშებძე მისი დონის მოთამაშის გამოყვანა საცოდაობაა და ასევე უდიდესი შეცდომა. უფრო დიდი შეცდომა ის არის რომ სანიოლი გამოდის და ამბობს რომ აი ხომ ხედავთ კვარა დაცვასაც ეხმარება და ჩაკვე ჯერ კიდევ ფორმაში არ არის რომ მაგდენი შესძლოს. არა მგონია მას მისი თამასები კარგად აქვს ნანახი ვაისთან, იქნებ ეკითხა ვაისისთვის მაინც, როგორ ფორმაშია ჩაკვე? არა და მის თამაშებს რომ ვუყურებ მთელი ცენტრი მიჰყავს, დაცვაშიც უფრო მეტს მუშაობს ვიდრე კვარა და სასწაულ დროულ პასებს აკეთებს. ზურიკო კარგი ბიჭია მაგრამ თავის აწევა თუ არ ისწავლა დროულად რომ მოედანი დაინახოს წინ ვერ წავა, მაგიტომ ზის სკამზე და შემოდის შეცვლაზე თავის გუნდში. ამავე დროს ფიზიკურად სუსტია ისევ, რაც მარტო თავდახრილი ბურთით სირბილში არ გამოიხატება. ბოდიშIთ რომ ვაკრიტიკებ ზურიკოს და დანარჩენებსაც. არიან ახალგაზრდები რომელთაც უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეთ და იმედია მიეცემათ. ჩვენ ყველას ჩვენი ფეხბურთის წარმატება გვინდა რადგა სესაძელებელია

• zura222

ამ ჯაკობიამ დაღუპა ჩაკვეტაძე იმ ბოსელ გენტში რომ წაიყვანა @ და ეხლა ისევ გენტის საკუთრებაა და ვინ იცის იმ ესპანურ გუნდს (თუ მარტალიარასაც ამბობს) იმხელა თანხას მოუთხრიან რომ ისინი უკან დაიხევენ და კიდევ მინიმუმ 1 წელი გაუცდება @@

• მათე

გიოს ღმერთმა ხელი მოუმაეთოს, მარა ჯაკობიას მხრიდან ასეთი საუბარი მინიმუმ არაკორექტულია. გამომივიდა აქ პრაფესორი , თითქოს სანიოლი მაგაზე ნაკლებად ერკვევა და ვერ ხედავს გიოს შესაძლებლობებს. მაგას ფულის შოვნა უნდა და მოუღია პირი და აქ სანიოლის გადაწყვეტილებებს აკრუკიტეკბს. დაანებეთ ამ კაცს თავი ცოტა ხანი, იმუშაოს. ჯაკობიაზე მეტი მაინც ესმის ფეხბურთში. მითუმეტეს გიოსთან მიმართებაში ნაღდად არ შეშლია სანიოლს და გვერდში ედგა გიოს.ყველამ ნახა მონღოლეთთან რო არაა ფორმაში ჯერ გიო.

• გიო

გიო მარცხნივ ხვიჩას პოზიციაზე და ხვიჩა ცენტრში გამთამაშებლათ. ძალიან მაგარი გუნდი გამოვა. მაგრამ ვინ მისმენს მე.

• ბმბ

აქამდე ყოველთვის სკეპტიკურად ვკითხულობდი კომენტარებს, როცა ფედერეციას და ხიზანიშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ამ თამაშმა სიმართლე გითხრათ, დამაფიქრა. ერთი ჩაკვეს უთამაშებლობა და გოჩოლეიშვილის არდაყენება ძირითადში?! კიდევ ბევრი სადაო თემებია, მაგრამ ეს ორი სრულიად გაუგებარია რიგითი გულშემატკივრისთვის.

• Lasha

Ramouvida am fexburtels ar vici arada ra zidanivit tamashobda

• სოსო

რა ვიცი იმაზე მეტს რას დააშავებდა ჩაკვეტაძე რაც აბურჯანია კვეკვესკირმა დააშავეს?!

• ლაშა

როგორც ჩაკვეს, ასევე დავითაშვილს კარგი მწვრთნელი სჭირდებათ და იმედია ძლიერი ჩემპიონატის ძლიერ კლუბში ვიხილავთ!

• Levani

მეც დავწერ ჩემს აზრს. როგორც კი გიორგი დაბრუნდა 3-4 თამაშის მერე როცა უკვე 90 წუთის თამაში შეძლო ყველას ეგონა მომავალ თამაშში უკვე ძველებურად იფრენსო. არადა მამუკა კობახიძეც და კვეკვეც თამაშობენ 90წუთს მაგრამ ხო ვერ დაფრინავენ. ამ ბიჭს ჰქონდა ჯვარედინი იოგების პრობლემა,მაგ დროს ზოგი ამთავრებს კარიერას.ჯერ-ჯერობით თამაშობს და ნორმალურად თამაშობს. მაგრად ათამაშებას დრო სჭირდება, მომავალ სეზონში,ან იმის არ შემდეგში დაიბრუნებს უკვე თავის ნამდვილ ფორმას. ჩვენ კი გვინდა ჩქარა-ჩქარა,მაგრამ რეალობა ასეა

• არტ

მერამდენედ ვწერ უკვე და იქნებ ვინმემ მიაწვდინოს ხმა ამ ბიჭს - პროფესიონალი ფსიქოლოგის აყვანა ჭირდება, რომელიც მის თავდაჯერებულობასა და "ჟილკაზე" იმუშავებს და ფიზმომზადების მწვრთნელის, რომელიც ათლეტიზმზეც იმუშავებს და გამძლეობაზეც. ახლა რა ფულსაც დახარჯავს ამ სპეციალისტებზე, ასმაგად აუნაზღაურდება მომავალში. და რა თქმა უნდა მუშაობა საფეხბურთო უნარების გასაძლიერებლად.დიდი მომავალი აქვს თუ სწორად მიუდგება საქმეს. არადა მერე სანანებლად გაუხდება , წლები სწრაფად გარბის.

• MARGALONA

ვფიქრობ რომ გიომ რთული დროება უკან მოიტოვა და ის მზად არის ტოპ 5 ლიგის კარგ გინდში სათამაშოდ,მაგალითად ფიორენტინა,ატალანტა,სევილია,სოსიედადი,ლაიპციგი,ფრაიბურგიი,ლესქერი,ასტონვილა,ლიონი,მარსელი. ფეიენოორდი პსვ,სპორტინგი,ბენფიკა და ასე.შ... წარმატებები ოქრო ბიჭს...

• Lm

ნეტა მე ვცდებოდე და ჯაკობია არა. სლოვანის დონის გუნდში მეტი ასისტი და გოლები უნდა ქონდეს ამხელა ამბიცია რომ აქვს ჯაკობიას. ვერ არია გიო სამწუხაროდ ისეთი როგორიც გვახსოვს. კარში დარტყმები არ უვარგა. შესაბამისად გოლები არ აქვს. მარტო კუთზურიდან ჩაწოდებულის ასისტად ჩათბვა კიდე ბევრს არაფერს ნიშნავს. არც მკნღოლეთთან გატანილი ორი ბურთი. უნდა მოუმატოს. ლიდერობა რომელიც იტვირთა ადრე ისეთივე იტვორთოს თუნდაც სლოვანში და მერე ვიფიქროთ ესპანეთში წამყვან კლუბებზე. წარმატებები გიოს. და ჯანმრთელობა პირველრიგში

• beqa

კუნთოვან მასას სანამ არ გაზრდის და გამბედაობას არ დაიბრუნებს არგამოვა არფელი..

• ggg

კაით რა ახლა სანიოლს დააბრალეთ თუ სადმე კარგ გუნდში ვერ გადავა, ტიპს გოლი ვერ გააქ ორი წელია მერე სად სლოვაკეთის ჭ ლიგაში და ლა ლიგაში რა უნდა ქნას?

• კაპიტან გარდენბურგი

ამ კაცს რამე რომ ეთქმის კიდევ ჩაკვეტაძეზე საჯაროდ ესაა ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემა. არავითარი ფაქტი არ მაქვს და ცხადია ვერც დავამტკიცებ, მაგრამ ამას რომ გადაეყარა ჩაკვე, იქ დამთავრდა მისი კარიერაც მაშინ და აშკარად შეიცვალა კაცი . სულ სხვანაირი გახდა, თავჩაქინდრული, მენტალურად უმოტივაციო, ჩაძინებული და თითქოს გაბრუებული საერთოდ. მახსოვს როგორ უბრწყინავდა თვალები და მერე ჩააქრეს თითქოს სადღაც. პირადი ცხოვრება ყველას თავისი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩაკვე ამას და კიდევ სხვებს, რომ არ გადაყროდა, სრულიად სხვაგვარად იქნებოდა მისი როლი ნაკრებშიც და მსოფლიო ფეხბურთშიც. აქ ლაშა ჯაკობიას კრიტიკაში არაა საქმე, პრობელმაა სფფ სი და ჩვენი ხალხისაც, რომ ნიჭიერ ბიჭს ამდენი ხნის განმავლობაში დახმარების ხელი არ გაეწოდა, როცა საჭირო იყო. უნდა ჩამოეყვანათ იქიდან და გაეგით მიზეზები , როცა ბრდღვნიდა ყველაფერს. ჩაკვეს მომავალი აქვს ფეხბურთში, უბრალოდ მგონია დროებით მაინც უნდა მოშორდეს ყველა იმ ადამიანს , ვინც ძალით თუ უნებურად, უბრალოდ ცხოვრების და მენტალობის სტილით , აფერხებს მის განვითარებას

• გიორგი

ნეტა გამოვიდეს გიორგის კარგ გუნდში გადასვლა! მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ძალიან გვჭირდება.

• T.q

ჩაკვეტაძე ძალიან საჭიროა და კლასიც უმაღლესი აქვს მაგრამ ერთი ეგ არის რომ თითქოს ცოტა წონა აქვს არ ვიცი ეკრანიდან სწორად ჩანს თუ არა და გამძლეობაზე ურტყავს ეგ კიდე არ დარბის ბევრს სლოვანშიც ჩანს ეს პლიუს ის სიმწვავე და გამბედაობა აკლია რაც ადრე ქონდა გარღვევებზე რომ მიდიოდა და თავისი ლამაზი ფინტებით მცველებს ჩალა გამოვლებუკს ტოვებდა არ ვიცი რატომ აღარ ცდილობს ამ ფეხბურთის თამაშს სიმართლე რომ ვთქვათ მცველის-კაცის მოტყუება მას უკეთესად გამოსდის ვიდრე კვარას აი მაგალითად გიორგი ორ მცველში გამძვრალა ხშირად და კვარას ცოტა უჭირს ეგ ამას სულ სხვანაირი მოძრაობები და სტილი აქვს მეტად მოქნილი ჩანს მისი მოძრაობები მაგრამ რატომღაც გაპასიურდა თითქოს გამბედაობა დაკარგა არადა ტალანტი რაც დევს ადამიანში ის არ ქრება უბრალოდ უნდა იმუშაო ბევრი და იშრომო რომ შენი გონებიდან შენი შესაძლებლობები ამოქექო და ისევ ისეთი გახდე აი დარტყმის დროსაც რატო ვერ იტანს? თითქოს სუსტად ურტყავს ადრინდელთან შედარებით იგრძნობა რო ძალას არ ატანს დარტყმის დროს ბურთს პენალიც სუსტად დაარტყა დაუშვი რა დაუბაბანე გლიჯე როგორც იცოდი ხოლმე რა სიძლიერით ურტყავდა წარმოიდგინეთ საჯარიმოს გარედან სადღაც 20 მეტრიდან ცხრიანებში ახვევდა რატო აღარ აკეთებს ამას ამაზე ბრაზობენ მისი მოსამართით გვინდა რო ისევ ასე ითამაშოს გაბედულად და იგრძნოს რომ ლიდერია ეხლაც ძალიან მაგარია მაგრამ ცოტა ქარიზმა უნდა შემატოს თავისთავს და მოუმატოს უფრო გაბედული და შეუბრალებელი უნდა გახდეს როგორც აქამდე.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი