საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბას ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით, რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქციები გაიმართა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და დეპარტამენტის წევრები 3-4 აპრილს სამ რეგიონს: სამეგრელოს, აჭარას და გურიას ესტუმრნენ, სადაც საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.

პირველად ფედერაციის წარმომადგენლები ფოთის საკალათბურთო კლუბ “ირაოს” ესტუმრნენ, სადაც სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ბექაია მუშაობს და რამდენიმე ასაკობრივ გუნდს უძღვება. რეგიონალური ფედერაციისთვის საკალათბურთო ინვენტარის გადაცემას დაესწრნენ ფოთის მერიის სპორტული სამსახურის ხელმძღვანელები, რეგიონის მწვრთნელები და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კალათბურთელები. სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციას მთელი რეგიონისთვის განკუთვნილი ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა გადაეცათ.

ფოთიდან საქართევლოს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ბათუმში გადაინაცვლეს, სადაც ანალოგიური საკალათბურთო ინვენტარი აჭარის კალათბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტ გოდერძი კორძაძეს გადასცეს. ინვენტარი აჭარის ყველა იმ ქალაქსა თუ სოფლის გუნდებს გადაეცემა, სადაც საკალათბურთო ვარჯიშები ინტენსიურად მიმდინარეობს.

რეგიონალური განვითარების პროგრამის მორიგი გასვლითი ტური ოზურგეთში დასრულდა, სადაც ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ დარბაზში მისულ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ბლომად ადგილობრივი დახვდა. დარბაზში თავი მოიყარეს ახალგაზრდა კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა…

ისევე, როგორც ფოთსა და ბათუმში, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ოზურგეთში მის შესახვედრად შეკრებილ ახალგაზრდა კალათბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარა. ბავშვებმა გულისყურით მოუსმინეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელსა და ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და მისგან მეტად სასარგებლო რჩევა-დარიგებები და ავტოგრაფები მიიღეს.

რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. ფედერაციის წარმომადგენლებმა თითქმის მთელი საქართველო მოიარეს და რამდენიმე რეგიონში მეორედ იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში 10 და 11 აპრილს მორიგი გასვლა სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელდება, სადაც რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ვიქტორ სანიკიძის ჩასვლაა დაგეგმილი.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა