სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ მატჩში "შავმა ლომმა" სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, არგენტინულ "დოგოს XV-ს" 75:19 სძლია.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ქართულმა გუნდმა 56:0 მოიგო.

შემდეგ შეხვედრას "შავი ლომი" ურუგვაის დედაქალაქში 14 აპრილს იმავე სტადიონზე ჩილეს "სელკნემთან" გამართავს.

მონტევიდეო. "ჩარუა"

შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა) 75:19

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ნიკა პატარაია, 4. თორნიკე აქუბარდია, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიგა ჯულუხაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. დემე თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. სოსო მათიაშვილი.

სოსო
მადლობა რამაზ!წინა სტატიაშიც ვნახე,შენი ინფორმაცია.იმისთვისაც და ამისთვისაც მადლობას გიხდი!მე მგონი ჩვენებს ოფიციალურად მონაწილეობა სურდათ,მაგრამ რაკი არ გამოვიდა,სულ არაფერს,ისევ ეს არჩიეს.მაინც მგონია,რომ ესენი გამარჯვებისათვის იბრძვიან ტურნირზე და ჯანი,საიქაოდ შეინახეს.სხვა პრეტენდენტებმაც შეიძლება ასე გააკეთონ,მაგრამ თავმოყვარეობის საკითხიც არის და რაკი ამათი განადგურება ნახეს,უფრო სერიოზულად მოემზადებიან, ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ.არავის მოუნდება, საკუთარ მოედანზე განადგურდეს.
დინს
დიდებული ბიჭები. გავანადგურეთ არგენტინის საუკეთესო კლუბი. თან ექვსი ერში არ გვიღებს, ეს დამპალი ევროპა.(ვინ უნდა აგოს პასუხი ამ უაზრო ხარჯზე რაც ჩვენი გუნდის ვიზიტის გამო გავიღეთ, ამ უსუსტეს გუნდთან თამაშით).
სოსო
გმადლობ,მეგობარო!ტრანსლაციის თხოვნით,ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამოვედი შავი ლომის შესახებ საინფორმაციო სტატიებში. უკვე მატჩის შემდეგ,ჩემს ერთ ასეთ პოსტზე,ვიღაცის დისლაიქი ვნახე.მივხვდი,ეტყობა იყო მეთქი რეპორტაჟი და ჩანაწერიც წუხელვე ვნახე.საწყენი ის არის,რომ დალოცვილო,ვინც ის დისლაიქი გამომიგზავნე,რომ მოგეწერა,რეპორტაჟიაო,ხომ მისიც ისეთივე მადლიერი დავრჩებოდი,როგორიც ახლა შენს მიმართ ვარ?გულისხმიერება იყო მხოლოდ საჭირო,მან კი,ბრაზი შემომანთხია! წუხელ,8-9 აპრილის ღამე იყო!ღამე,რომელმაც 1989 წელს,მთელი საქართველო გააერთიანა,როდესაც ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით.ღამე,რომელმაც მთელი საქართველო,სულიერად გაათავისუფლა საბჭოთა კავშირისაგან.დღეს კი,თითქოს უკვალოდ არის გამქრალი,ეს ყველაფერი.დაგვყვეს,დაგვაცალკევეს,ერთმანეთი შეგვაძულეს და სხვაზე დამოკიდებული გაგვხადეს.მხოლოდ ერთად ყოფნა,ერთმანეთის სიყვარული და გაფრთხილება გადაგვარჩენს და გადაგვირჩენს სამშობლოს,ყველა მხრიდან შემოხვეული, ვითომ მოყვარეების ძალადობისაგან. ჩვენ ბიჭებს ყოჩაღ!თუმცა თუ ყველა ასე გვეთამაშა,ტყუილად გადაყრილი ყოფილა ფული და ვერც ბიჭები მიიღებენ საჭირო გამოცდილებას.იმედი ვიქონიოთ,რომ სხვა მეტოქეები,უფრო სერიოზულად შეაფასებენ ამ თამაშების მნიშვნელობას და კარგ სპარინგს გაგვიწევენ. ბზობის დღესასწაულს გილოცავთ,ჩემო ძვირფასებო!
ვაცლავ ჰაველი
შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, საერთოდ არ უნდა გასულიყვნენ სათამაშოდ. შეურაცხყოფა იყო რაც არგენტინელებმა იკადრეს. ბავშვები ათამაშეს. პ.ს. დროის და ფულის კარგვაა ეს ტურნირი. დრო ჯანდაბას, ისედაც ვფანტავთ ყველაფერში და ყველა მიმართულეით, მარა რაგბის სად აქვს წყალში საყრელი ფული?
სოსოს
ტრანსლაცია იყო რაგბი ტვ-ზე.
რამაზ
პირდაპირი ტრანსილაცია იყო რაგბიტივიზე და საკმაოდ კარგი ხარისხით. ვიდეორეფერიც იყო და მსაჯობაც ობიექტური. გუნდი ტურნირში თამაშობს და ამხანაგური თამაშისთვის არ დაიხარჯა. თავიდანვე ვთქვი უკეთესი იქნებოდა ტურნირში ოფიციალურად ჩავრთულიყავით, თუნდაც გაცდენილი მატჩებში წაგება რომ ჩაგვთვლოდა, მაშინ თამაშებს სხვა დაძაბულობა ექნებოდა. იმედი მაქვს ჩილესა და ურუგვაის ფრანჩაიზები (იმდენად რამდენადაც თავიანთი ნაკრების საბაზისო გუნდებია) ჩვენთან სპარინგს პასუხისმგებლიანად მიუდგებიან. ყოველი შემთხვევაში შავმა ლომმა ბოლომდე უნდა "მიჯირყნოს" მეტოქეები თუნდაც სამომავლოდ მსოფლიო რაგბისთვის პრეტენზიის წასაყენებლად(ეს ტურნირი ხომ მათი მხარდაჭერა/რეკომენდაციითაა), ჩელენჯკაპში იქნებადა ადგილი გამოვაძებნინოთ...
zura
ასე არ შეიძლებ! ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ! არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაც უნდა ჩაიდოს თავიდანვე, რომ ასეთი უპატივცემლობა არ გამოიჩინონ ჩვენდამი. მეორე გუნდით თუ უნდა გვეთამაშონ და მესამეთი და ეზოს ბავშვებით, ამხელა გზაზე რისთვის ვიფრინეთ? ეს რა იყო საერთოდ? დიდი 10 ს ნებისმიერი გუნდი მოუგებდა ამათ 40=50 ქულით. იმედია შემდეგ შეხვედრებამდე დააყენებს ჩვენი ფედერაცია საკითხს, რომ ასე მასხრად აღარ აგვიგდონ. ასეთი თამაშები რაში უნდა გამოგვადგეს? ხარჯი ხარჯად კიდევ
სოსო
ძალიან კარგია და ვულოცავ ბიჭებს,მაგრამ ტრანსლაცია არ ხერხდება?ისე კი,ეტყობა მეტოქეს,თავი არ მოუკლავს უკონკურსოდ მოთამაშე ლომებთან.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"