ლა ლიგის 28-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ვილიარეალს" უმასპინძლა და მოულოდნელად 2:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კი მადრიდელთა ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდესა და სტუმართა შუახაზელ ალექს ბაენას შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, ურუგვაელი შეხვედრის მერე პარკინგზე 21 წლის ფეხბურთელს დაელოდა და ხელი გაარტყა.

კონფლიქტის ისტორია კი ჯერ კიდევ 2023 წლის 20 იანვარს Copa Del Rey-ს მატჩიდან იწყება, სადაც "სამეფო გუნდმა" გასვლაზე "ყვითელ წყალქვეშა ნავს" 3:2 სძლია.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ბაენამ ვალვერდეს შემდეგი ფრაზა უთხრა - "იტირე, რადგან შენი ბავშვი არ დაიბადება".

ბაენას ეს სიტყვები ურუგვაელის მიმართ კი შემდეგი ამბით იყო განპირორებული - იანვარში ვრცელდებოდა ცნობა, რომ "რეალის" ფეხბურთელის მეუღლე მინა ბონინომ მეორე ორსულობის დროს ნაყოფი დაკარგა.

ბონინომ თებერვალში გამოაქვეყნა პოსტი, რომ ყველაფერი მართლაც ასე ჩანდა, მაგრამ ტესტებისა და გამოკვლევების შემდეგ საბედნიეროდ, ნათელი გახდა, რომ ნაყოფი ჯანმრთელი იყო.

როგორც ჩანს, ვალვერდეს ბაენას მიმართ წყენა სწორედ ამ ფრაზის შემდეგ შემორჩენილი ჰქონდა, ის პარკინგზე დაელოდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ეუბნებოდა ის სიტყვები გაემორებინა და შემდეგ ხელი გაარტყა.

ჯერჯერობით უცნობია, ემუქრება თუ არა რაიმე სასჯელი "ბლანკოსის" შუახაზელს. პირველი ინფორმაციით, "ვილიარეალის" წარმომადგენლებმა ინციდენტი გადაიღეს და ამის ამსახველი ვიდეო აქვთ და საქმემ შესაძლოა, პოლიციაში გადაინაცვლოს.

ვინმეს თუ შეურაცხყოფენ ვისაც არ შეეშინდება ყველა უპასუხებს მკაცრად. არ აქვს მნიშვნელობა საიდან არის. რაც დაწერე და რასაც გულისხმობ კავშირი არის აბსურდი. რა აზრის გამოხატვაც გინდა ისიც აბსურდია , არ გეწყინოს
რატომ
1) პირველუ: მაგრად მიედ-მოედები. ყურმოკრულს მესაუბრები. საფუძვლიანი ცოდნა არ გაქვს საკითხის. სხვისგან გაგონილს და ტელევოზორშო მოსმენილს მიყვები 2) კორექტულად უნდა მიპასუხო. ქუჩაში ხომ ვერ გაბედავ ეგრე მიმართო უცხო ადამიანს. აქ რატომ ხდებით რემბოები ეკრანს ამოფარებული
მურთო
პროსტა რა არაადამიანი უნდა იყო რომ ესეთი რაღაც უთხრა ვინმეს. კიდე გადარჩენილა კარდაგ ის საწყალი, ისე უნდა ეცემა მეორედ ფეხბურთის თამაში აღარ შეძლებოდა!
ქართველი
ზუსტათ საქართველოს გარშემო ტრიალებს ქვეყანა.
რატომს
ვაი შენს პატროოონს…ომს გააჩნია თინდაც დრეს ავიღოთ ომობენ უკრაინელებიც და რუსებიც ვისი საქციელია ღირსეული …?! საქართველო და ქართველები იმით განსხვავდებიან სხვებისგან რომ სულ ომობდენ და აქედან 99.9999% თავდაცვითი ომები იყო და ღირსებაც მაგიტომ შემორჩა ერს …ყველაზე ლაით თავდამხსმელები ვინც იყვნენ და თითქოს ქრისტეს სახელით ეს ჯვაროსნები იყვნენ და ისეთ საზიზღრობებს ჩადიოდნენ არაფრით არ ჩამორჩებოდნენ შენგან ჩამოთვლილ პერსებს არაბთა ხალიფატს , თურქ-სელჯუკებს, თათარ-მონღოლებს , რომაელებს და თუნდაც ძველ ბერძნებს …დამყრობელ ერს აქვს თავისი მენტალიტეტი რომელიც შორს არის ადამიანობისგან როგირც რუსები არიან დღეს და არამარტო დღეს მთელი მათი ისტორია …ასევე იყვნენ გერმანელები 80 ,100 წლის უკან …მათ გარდა კოლონოიები ქონდათ ნიდერლანდებს დიდ ბრიტანეთს საფრანგეთს ესპანეთს პორტუგალიას …ასე იყვნენ ვიკინგები რომლებმაც დემოგრაფია შეცვალეს ათასი წლის წინ ევროპაში ….არის მეორე კატეგორია ხალხების რომლებიც იდენტობის შესანარჩუნებლად და თავის გადასარჩენად მიმართავს სხვა ხერხს ( სომხები, ებრაელები, ციგნები, პონტოელი ბერძნები და ბევრი სხვა ერები) ისინი ქრთამავენ დამყრობელს რომ არ შეეხონ და არ ჯანყდებიან …!!! ქართველებს კი აჯანყებები სისხლში გვაქვს 30 წელია უკვე საკუთარ თავს ვუჯანყდებით წელიწადში 2-3 დიდი მიტინგი რომ არ მოხდეს შანსი არაა….!!! ქართველების გარდა ღირსება და ადათ წესები შემორჩათ ირლანდიელებს,შოტლანდიელებს ესპანეთში ბასკებს და ნაწილობრივ კატალონიელებს საფრანგეთში კორსიკელებს იტალიაში სიცილიელებს და ასე შემდეგ მე ვამბობ მხოლოდ ევროპის მასშტაბით …შეუძლებელია შენ იყო მოძალადე უსამართლო ანუ დამპყრობელი და გაგაჩნდეს ღირსება !!!
Superman
ურუგვაელები უვაჟკაცესი ერია
რატომ?
შენ გგონია ვაჟკაცობა მარტო ქართველებს აქვთ? არ გაქვს ეტყობა ურთიერთობა სხვასთან არავისთან მაგრამ ტელევიზორს ხომ მაინც უყურებ. გინდა ლათინურ ამერიკაში, გინდა ბალკანეთში (სერბეთი, ხორვატია, მონტენეგრო და ა.შ.), გინდა სამხრეთ ევროპაში- იტალია საბერძნეთი, იგივე თურქები, არაბები და რომელი ერთი ჩამოგითვალო. ადამიანი ყველგან ადამიანია. ომებით აქვთ გამომვლილი ისტორია ყველა ერს. მარტო შენ არ ხარ ომებით მოსული დღემდე. სამყარო საქართველოს გარშემო არ ტრიალებს
გოᲩა
ვენაცვალე ხელებში,ოჯახს შეეხო არაკაცი დი მიიღო დამსახურებულად.
ხვიჩა
სასჯელი კი არა კაცზე ბონუსია მისაცემი
ბავარია
ეს რა წაუკადრებია ამ გნიდას, ხელის გარტყმას არა უშავს კიდევ, თორემ ასეთ სიტყვებზე საქართველოში მაგრად მიაღებინებდნენ და ღირსიც იქნებოდა
იეა
დედა ხო არ ყავს ქართველი ?
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
ვალვერდემ ლუნინს "რეალის" დატოვება ურჩია
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა - "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
რჩება თუ მიდის - "რეალისა" და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?
[VIDEO] ვალვერდემ ბოლო წუთზე რეალს ასეთი გოლით მოაგებინა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
კარლო ანჩელოტიმ "რეალისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელი დაასახელა