ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო ეტაპამდე მივიდა. ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება მილანისკენაა, სადაც დღეს, 12 აპრილს (23:00 სთ), მეოთხედფინალის პირველ მატჩში, "მილანი" "ნაპოლის" "სან სიროზე" დაუხვდება.

ნეაპოლური კლუბი მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა და ეს, მიუხედავად იმისა, დღევანდელ მეტოქესთან ცოტა ხნის წინ საკუთარ მოედანზე რომ (0:4) განადგურდა. ჩავარდნები სტეფანო პიოლის გუნდსაც აქვს, თუმცა ისინი სერია "ა"-ს ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებულები არიან და პერიოდულად დიდი თამაშების ჩატარება შეუძლიათ.

ცოტა ხნის წინ გამართულ მატჩში მილანელთა ნახევარდაცვამ შთამბეჭდავად იასპარეზა და ლუჩანო სპალეტის გუნდი მოედნიდან გააქრო - სანდრო ტონალისა თუ ისმაელ ბენასერს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოუვიდათ. "მილანს" თავდაჯერება გაზრდილი ექნება, თუმცა შეუძლებელია ყველა მატჩი იმ დონეზე ჩაატარო. ამავდროულად, "ნაპოლი" რევანშზე იფიქრებს და იმის დამტკიცებას ეცდება, 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოს მოპოვება კანონზომიერად რომ ხდება.

ამ გუნდებს შორის უკანასკნელი 32 მატჩიდან ნეაპოლელებმა 13-ში გაიმარჯვეს (8-ის წინააღმდეგ). ბოლო დროს ისე ხდება, რომ სტუმრები უფრო იგებენ, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა, სულ სხვა განზომილება და ტიტული, რომელიც მილანელებმა 7-ჯერ მოიპოვეს.

"მილანმა" იტალიურ გუნდებთან ევროპის მასშტაბით 9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. 2005 წელს მილანურ დერბიში მათ "ინტერს" აჯობეს. თუკი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე პირველადაა, მათ დღევანდელ მოწინააღმდეგეს აქ 2011-12 წლების შემდეგ არ უთამაშია, როცა პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

სპალეტის გუნდის დანაკლისი უდიდესია, ვერც ვიქტორ ოსიმენი ითამაშებს და ვერც ჯოვანი სიმეონე. ჯაკომო რასპადორის არასათანადო მომზადება იმას გვაფიქრებინებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ლიგის მიმდინარე სეზონში 2 შედეგიანი დარტყმა აქვს, ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს. ჩვენებური ყველგან სახიფათოა. ამ შემთხვევაში საინტერესოა, ნახევარდაცვა როგორ დაკომპლექტდება.

თუკი ტაქტიკა არ შეიცვლება, შუა ხაზის სამეულს პიოტრ ზელინსკი უნდა დაუბრუნდეს, მარცხნივ კი ელიფ ელმასი ითამაშებს. თუმცა საყრდენ ზონაში ცოტა ხნის წინ ეს შემადგენლობა ძალიან დაიჩაგრა და ლუჩანოსგან იქნებ სიახლეები ვნახოთ. დიდია ბრაჰიმ დიასისგან წამოსული ხიფათის მოლოდინიც და მარიო რუის ნდობა რამდენად ექნება, რთული სათქმელია. "კვარას" ცენტრფორვარდობის პირობებში, ერთ-ერთი ვარიანტი რუი-ოლივერას ფლანგზე ერთდროულად გამოყენებაც კი შეიძლება იყოს. მარჯვნივ მატეო პოლიტანოს უფრო ველით, ვიდრე ირვინ ლოსანოს. ისე კი, მექსიკელის არც ოსიმენის პოზიციაზე ხილვაა გამორიცხული.

"მილანს" ზლატან ობრაჰიმოვიჩი დააკლდება. შეხვედრას 38 წლის რუმინელი იშტვან კოვაჩი განსჯის, რომელიც ძალიან მკაცრი არბიტრია და გაფრთხილება-გაძევებებს არ ერიდება. მისი ბოლო საერთაშორისო მატჩი 17 მარტს, ევროპა ლიგაზე, "რეალ სოსიედადსა" და "რომას" შორის იყო, სადაც წითელი ბარათი გამოიყენა, სულ კი ბოლო 5 მატჩიდან სამში ფეხბურთელს მოედანი ვადაზე ადრე დაატოვებინა.

შეგახსენებთ დღეს გასამართ კიდევ ერთ მეოთხედფინალურ წყვილს - მადრიდის "რეალი" "ჩელსის" უმასპინძლებს.

megreli
რა ფორმაშია მილანი ?? სასუოლოსთან მილანში 5 - 2 წაგო ... ბოლოს ემპოლისთან ფრე ითამაშა.. რა ფორმაშია ?? და სერია ა ში 20 ქულით ჩამორჩება ნაპოლის ,,, ამას თუ ფორმას ეძახით ამაზე უკეტეს ფორმაში არ მენახიოს არასდროს და სულ 20 ქულით ყოფილიყოს უკან .. ტქვენ კი იძახეთ მაგრ ფორმაში არისო
სოსო
დღევანდელი მდგომარეიბით,მილანი შესანიშნავ ფორმაშია,ნაპოლის კი ტრავმების და ფორმიდან ამოვარდნილი ფეხბურთელების სიმრავლის გამო,შედარებით ჩავარდნა აქვს.ნაპოლის შანსი,უაღრესად გუნდურ თამაშსა და იმ ფეხბურთელების მაქსიმალურად გამოყენებაშია,რომლებსაც თამაში წაუვათ.ერთი თამაშისათვის მაქსიმალურად მობილიზება,ნაპოლის ფეხბურთელებს,ნამდვილად შეუძლიათ,ხოლო როცა სრული ძალით და მობილიზებით თამაშობდნენ,კი ვნახეთ რომ ნებისმიერი მეტოქის წამოქცევა,მათთვის პრობლემა არ იყო.
თენგო
ფრე მაინც უნდა წამოვიღოთ
სვანსკი
დღეს ხვიჩას გულშემატკივრების გული უფრო ძლიერად ძგერს ვიდრე ოდესმე ყოფილა, იმედია სპალეტი ხვიჩაზე პასების შესრულებაზე იზრუნებს, და არა ისე როგორც მარიო რუი აკეთებს, ხვიჩაზე პასის ნაცვლად შეტევის ტემპს აგდებს და საერთოდაც მეკარეს უბრუნებს. ასეთი თამაში მილანთან არ გამოვა,ნაპოლის მხოლოდ სწრაფი თამაში ცენტრში, ყურადღებით დაცვაში საჯარიმოსთან და ხვიჩაზე პასები იხსნის
დავით 67
რთული სათქმელია ვინ გავა1/4 ფინალში. ვფიქრობ ნეაპოლში გადაწყდება ყველაფერი. დღეს არ იქნება ისეთი ანგარიში, რომ მეორე თამაშს აზრი არ ჰქონდეს
Charley
წინ კვარა დღეს შენი დღეა. ამ საღამოს ბევრი "პროჟექტორი" არის შენზე მონათებული და თვალი არ უნდა მოგჭრას. ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის ამ გუნდის "ტვინი" და ლიდერი ეს ყველაფერი კი მილიონობით აუდიტორიას უკვე ყველაზე უპრინციპულეს შეხვედრაში უნდა დაუმტკიცო, მე მჯერა შენი შესაძლებლობების ვიცი ძალიან მოტივირებულიც ხარ იმედია გუნდიც მხარს აგიბამს და მატჩის შემდეგ კიდევ ერთ დიდებულ მონაკვეთს გადაფურცლავს შენი საფეხბურთო კარიერა.
Charley
წინ კვარა დღეს შენი დღეა. ამ საღამოს ბევრი "პროჟექტორი" არის შენზე მონათებული და თვალი არ უნდა მოგჭრას. ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის ამ გუნდის "ტვინი" და ლიდერი ეს ყველაფერი კი მილიონობით აუდიტორიას უკვე ყველაზე უპრინციპულეს შეხვედრაში უნდა დაუმტკიცო, მე მჯერა შენი შესაძლებლობების ვიცი ძალიან მოტივირებულიც ხარ იმედია გუნდიც მხარს აგიბამს და მატჩის შემდეგ კიდევ ერთ დიდებულ მონაკვეთს გადაფურცლავს შენი საფეხბურთო კარიერა.
giorgi 3
მილანი ისეთ კარგ ფორმაშია ნაპოლისთან შედარებით და თან ოსიმენის გარეშე. მინიმალური ანგარიშითაც წაგება პირველ მატჩში მისაღებია,, ფრე ხომ საერთოდ მიღწევა იქნება
L.J.-ს
რომ გაყვითლდება მილანი შემოდგომის ფოთლებივით, აი იქიდან. :)
ლაშა
ჩემპიონთა ლიგას არ ვგულისხმობ, სერია ა ვიგულისხმე, 0:4 რომ დათმო ნაპოლიმ. იქ იყო უხეშობების კასკადი და უამრავ უხეშობაზე მსაჯი თვალს ხუჭავდა...
იღბალო
ასეთი დაძაბულობა, როგორც ამ მატჩის წინ მაქვს, კარგა ხანია არ მქონია...
L.J .
Milantan pirvel tamasshi msajma sami yveteli misca xvichaze uxeshobistvis,saidan gamogaq eseti azri ????
კაპიტან გარდენბურგი
მთავარი "მიგნება" და გამარჯვების დიდი შანსი ის იქნება, რომ ხვიჩაზე არგაკეთებული პასებიბგაარჩიოს სპალეტიმ და ამ თამაშში არც ერთხელ არავინ არ დაუგვიანოს პასი, ვახ. ასეთი დაკომპლექსებულები რანაორად არიან ნაპოლიში. გადაეცით სპალეტის ჩემგან :)
გულშემატკივარი
წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!
მიშა
მართლა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა ნაპოლის შემადგენლობის მხრივ. ერთი ვიცი, რომ რუი ან არ ითამაშებს, ან როგორც სტატიაშია ნახსენები, ოლივერასთან შეწყვილებით (თუ სპალეტის ასწობს ასეთი გაძლიერებული დაცვითი ვარიანტი)
beqa
ანგისამ და ზელინსკიმ თუარ მოუმატეს გლახად დასრულდება!
ლაშა
ჰოდა რუმინელი მსაჯი მილანელთა "უხეშობებზე" თვალს არ დახუჭავს გამოცდილი იტალიელი მსაჯებივით!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა