სუპერლიგას ახალი წევრი შეემატა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში რეგიონის გუნდების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. 2023-24 წლების სეზონში ტყიბულს სუპერლიგაში საკუთარი გუნდი ეყოლება. საკალათბურთო კლუბმა "ორბმა", რომელიც თბილისური ორგანიზაციაა, თუმცა მიმდინარე სეზონის წინ ტყიბულში გადავიდა, "ა" ლიგის ფინალური სერია მოიგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა. ირაკლი ტომარაძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა სერიის მე-4 მატჩში სტუმრად 99:81 მოუგო გორის "ივერიონს" და "ა" ლიგის ჩემპიონი გახდა.

ფინალური სერია ტყიბულელებმა 2 საშინაო გამარჯვებით გახსნეს და საბოლოო გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. სერიის მომდევნო, მე-3 მატჩი "ივერიონმა" საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო, რითაც ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა სერიაში საერთო ანგარიშის გასათანაბრებლად ძალა აღარ ეყო. ტყიბულელებმა მომდევნო და მათთვის გადამწყვეტი მატჩი დამაჯერებლად მოიგეს.

გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ დემარკუს ეიდი და კენი კუპერი. ეიდიმ 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, კუპერმა - 20 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი. 23 ქულა დააგროვა მიხეილ ჭოჭუამ. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალი, რომელზეც სუპერლიგის ახალი წევრის, "ორბის" მოთამაშეებს შესაბამისი მედალიონები, სიმბოლური საგზური და თასი ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცა.

GBF

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა