საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს "ბათუმი" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შეხვდებიან. 11 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში ამ გუნდებმა ოთხთა ფინალის პირველი დაპირისპირებები მოიგეს და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ბათუმელებმა ნახევარფინალიდან გურჯაანის "დელტა" გამოთიშეს. არადა, კახეთის წარმომადგენელმა თამაში შედეგიანად დაიწყო და პირველ პერიოდში ლიდერობა არ დაუთმია. საწყისი 10-წუთეული გურჯაანელთა გამარჯვებით - 21:18 დასრულდა, რის შემდეგაც "ბათუმის" ჯერი დადგა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ათწუთეული 26:11 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 12 ქულით გალიდერდა. აჭარლებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდეს და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას ზრდიდნენ.

ბოლო პერიოდში ბათუმელთა ლიდერობამ 36 ქულას მიაღწია და შეხვედრამ აზრი დაკარგა. საბოლოოდ აჭარლები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს – 107:74. მატჩში საუკეთესო შედეგი ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კაილი რიდლიმ დააფიქსირა – 35 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა. ჯორდან სეშენმა 16 ქულა მოაგროვა, ბრენდონ ელსტონმა – 11. "დელტაში" 22 ქულით საუკეთესო შედეგი ვახტანგ ქადარიამ დააფიქსირა.

მეორე ნახევარფინალს 1000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. "ოლიმპთან" მატჩში საკუთარი გუნდის საქომაგოდ თსუ-ს უამრავი სტუდენტი მოვიდა, რომლებმაც მსვლელობა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაიწყეს და გზად თავიანთი გუნდის ფერების შაშხანებს უშვებდნენ. მატჩის მსვლელობამ თსუ-ს გულშემატკივარს აქტიურობის მეტი მუხტი მისცა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი მოსაგებად იყო შემართული და არაფრის დათმობას არ აპირებდა.

პირველი პერიოდი თსუ-მ 27:25 მოიგო. 2-ქულიანი სხვაობა იყო დიდი შესვენებისთვისაც. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ლიდერი მუდმივად თსუ იყო. მესამე პერიოდი სტუდენტებისთვის შედეგიანი გამოდგა. გიორგი ცინცაძის აქტიურობით თსუ-მ 20:14 მოიგო პერიოდი და 8 ქულით დაწინაურდა.

"ოლიმპი" არ შეეპუა თსუ-ს გალიდერებას და ჩამორჩენა გააბათილა. თსუ-ს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწია, რაც მშვენივრად გამოუვიდა. უნივერსიტეტელებმა ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე და დაცვაში დისციპლინა გამოავლინეს, რის ხარჯზეც 87:84 გაიმარჯვეს. თსუ-ში საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა ბექა ბექაურმა. 14 ქულა ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზეა. "ოლიმპში" 17 ქულით, 6 მოხსნითა და 4 ჩაჭრით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 18 ქულა და 10 პასი გივი ბაქრაძემ მოაგროვა.

ფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს თასის მოსაგებად "ბათუმი" და თსუ შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში 12 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა