ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:1 დამარცხდა.

ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო, პრაქტიკულად, მოიგო, დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ახლა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის უნდა დაემტკიცებინა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციისას შეუძლია პრობლემების გადაჭრა და შედეგის მიღწევა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან კრუნიჩმა გამოიტანა. შემდეგ „როსონერი“ ორჯერ მეკარე მანიომ გადაარჩინა. „ნაპოლი“ მაღალი პრესინგით თამაშობდა და შუა პირველ ტაიმამდე უკეთ გამოიყურებოდა. მასპინძლებმა პირველი მომენტი 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ლეაო მეურვეებს გაექცა და ოდნავ ააცილა მიზანს. მე-40 წუთზე კი "მილანი" ბენასერმა დააწინაურა. ბოლოს კიაერის თავური ხარიხას მოხვდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. ხვიჩამ პასი ელმასს გაუკეთა და ამჯერად ხარიხამ მასპინძლები იხსნა. სადღაც 65-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა. 73-ე წუთზე ანგისამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მერე მსაჯმა კიმი გააფრთხილა, რომელიც საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს. 81-ე წუთზე „კვარა“ სპალეტიმ შეცვალა. დარჩენილ დროში კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" შეუტია. დი ლორენცოს გატანა მანიომ არ დაანება, ოლივეირამ მიზანს ვერ უწია და 0:1 დამარცხდნენ.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ჩატარდება.

მილანი. „სან სირო“

მილანი - ნაპოლი 1:0

გოლი: ბენასერი (40)

გაძევება: ანგისა (73)

დავით 67
იმიტომაც წააგო ნაპოლიმ ეგ რომ იყო. კიდევ კარგი საკუთარ კარში რომ არ გაიტანეს გოლი. ეგ თარსი ეგა
მიშა
მთლიანობაში, ნაპოლიმ კარგად ითამაშა. გასაგებია, რომ მთავარი ანგარიშია, მაგრამ ფაქტია, რომ მილანს აჯობა თამაშით და მეორე რაუნდი იმედს გვიტოვებს. სულაც არ ვთვლი, რომ ანგისა ცუდი იყო ამ თამაშში. ელმასის ბრალიც არაა, მისთვის უჩვეულო პოზოციაზე რომ მოუწია თამაშმა. თამაშამდე კი დავწერე, უეჭველი ვიცი, რომ რუი არ იქნება შემადგენლობაში თქო, მაგრამ სპალეტი არ კითხულობს როგორც ჩანს ჩვენს კომენტარებს. :)) მეგონა, მეორე ნომრად ითამაშებდა ნაპოლი, მაგრამ ეტყობა, სპალეტის სქემებში ეგ მონახაზი არაა. :) ისიც მეგონა, კაცნაკლულ გუნდთან მილანი შტურმზე გადავიდოდა, მაგრამ მაგედანაც ჩანს როგორ უფრთხოდა მილანი ნაპოლის კონტრშეტევებს და არ აპირებდა პირველ ნომრად თამაშს. ნაპოლი შესანიშნავი გუნდია. ცოტა სათამაშო დისციპლინის გამოსწორება და ყველას დაიფრენს.
გოგა
ბურთი უნდა აეწია, მაგრამ არაუშავს, უარესები მინახავს მსოფლიო ვარკვლავებმა, რო ვერ გაიტანეს მარტივ სიტუაციაში
თემური
რომ დაუკვირდეთ კვარას ვერ-გატანილ გოლს ადვილი გასატანიც არ იყო... ისე ელმასისთვის რომ მიეცა 100% გოლი იყო. მაგრამ ხდება რა! კვარამ მაინც მაგრა ითმაშა.
odala
მესმის, ჩემო ლელთ ღუნიავ, რა ნესტარითაცა ხაარ დაჭრილი. შენნაირ მოაზროვნე და პატრიოტ ხალხზე იდგა ყოველთვის ჩვენი გურჯისტანი. ცოტაც გაუძელ, ცოტაცა და გახვალ დამკაში :)
თორელი
ერთი სწორი კომენტარი ვერ ვნახე, რომელიც გუშინდელი თამაშის რეალურ ანალიზს ასახავდა. ნაპილომ აჩვენა უმაღლესი დონის საჩემპიონო ფეხბურთი, მილანთან, რომელმაც ასევე უმაღლესი დონის ფეხბურთი დაუპირისპირა. ჩვენ, რომ ფეხბურთი კარგად გვესმოდეს, მივხვდებოდით რა დონის პრესინგისა და ტემპის პირობებში თამაშობდნენ თითქმის უნაკლო ტექნიკურ ფეხბურთს. ცენტრი პირწმინდად მოიგო ნაპოლიმ, ორჯერ მეტი საგოლე მომენტი შექმნა, რომ არა მსაჯის ტენდენციურობა მონიმუმ ფრე იქნებოდა შვიდჯერ ლიგის მომგები გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე. კვარამ ითამაშა ძალიან კარგად და სწორად. ისინი ვინც გაფუჭებული მომენტის გამო აკრიტიკებთ ვფიქრობ , რომ ფეხბურთის ყურება ეხლა დაიწყეთ და არ იცით , რომ ესეთი რაღაც ნებისმიერ ვარსკვლავს მოსვლია. ნაპოლი ნახევარფინალშია და სახლში მილანს ორბურთიანი სხვაობით მოუგებს.
GAL-s
გუცაევს როგორ ადარებ ხვიჩას,ხვიჩა ვარსკბლავია რომლის მსგავსი საქართველოში არ დაბადებულა და არა ვიღაც ჩარჩი ჯინსების და ლიფების გამყიდველი
სიმართლე
ხვიჩა ძალიან მაგარია. კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო საკუთარ თავზე, რომ სტაბილურობას მიაღწიოს. უეჭველი გაგვახარებს სიგიჟემდე...........
Lobotka
რუის თავის ფლანგზე კვარას სიახლოვეს აუტის ხაზთან რომ ცოლ-შვილი დავუყენოთ იქნებ გაამართლოს. სულ იქეთ ექნება ყურადღება და კვარასაც მეტ პასს მისცემს.
არტ
სპალეტის არ უნდა ეთამაშა მილანში პირველ ნომრად. ამის კარგი ილუსტრაციაა თამაშის ბოლო, როდესაც მილანმა ჩათვალა, რომ კაცნაკლულ ნაპოლის მეორეს გაუტანდა და პირველ ნომრად ათამაშდა. ხოდა მომენტი მომენტზე შეუქმნა ნაპოლიმ. ანგისა გასაყვანი იყო უკვე პირველი ტაიმის მერე.შეცდომა შეცდომაზე ქონდა. რუი საერთოდ არ უნდა გამოეყვანა- მარგი ქმედების კოეფიციენტი ნული აქვს. უაზროდ წინ სირბილის გარდა არაფერს აკეთებს.ელმასს რა უნდოდა იმ პოზიციაზე სადაც ათამაშა? რაც შეეხება ხვიჩას. ეს მისი პირველი წელია ასეთ დონეზე. დიდი ნიჭის პატრონია და ამ ნიჭს გაფრთხილება უნდა მათ შორის ჩვენი მხრიდანაც. არ არის საჭირო ზედმეტი წნეხი ხვიჩაზე-არც ზედმეტი მოლოდინები. გუშინ ძალიანაც ნორმალურად ითამაშა და ვინც თხოვს ყველა თამაშში დრიბლინგი დრიბლინგზე აკეთოს და გოლები და ასისტები არიგოს, კარგ სამსახურს არ უწევს. ხვიჩა დიდი გზის მხოლოდ დასაწყისშია ჯერ, ბევრი რამ აქვს სასწავლი (უბურთოთ უკეთ მოძრაობა მაგალითად). თან მთლიანად გუნდი და მათ შორის კვარაც ცოტა არ იყოს გადაღალა სპალეტიმ - შიგადაშიგ დასვენების საშუალება უნდა მიეცა წამყვანი ფეხბურთელებისათვის. ნეაპოლში ნაპოლის კარგი შანსი აქვს. მთავარია სპალეტიმ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. წარმატებები ნაპოლის და ხვიჩას!
ჟორა
სწორედ აქ იყო საჭირო ტექნიკური თამაში და არა უდარის გაკეთება.
რაბუ
ადექი შე ოჯახ აშენებულო და რუის ნაცვლად ნახე ვინმე ტექნიკური, აი როგორიც გოჩო გვყავს, აი როგორიც ტეო ერნანდესია და შეუწყვილე კვარას ფლანგზე. შედეგიანობაც ერთი ორად მოიმატებს და მარცხენა ფლანგი უფრო დამანგრეველი იქნება. დავიჯერო ვერავინ ნახეს თუნდაც ახალგაზრდა პერსპექტიული. რუი არის თვითდაჯერებული ...
G.A.L.
1. კვარა ვალდებული იყო გოლი შეეგდო. დარტყმა "ხარიხის ქვეშ". (ვოვა გუცაევი იყო განუმეორებელი ასეთ ეპიზოდებში). 2. მარიო რუი " მილანის" მე-12 მოთამაშე იყო. 3. ელმასი მე-13. 4. მსაჯი ტენდენციური, პრომილანური! 5. გოის ეპიზოდში: ა) მარიო რუი, მოედნის ცენტრში, მაშინ როდესაც ლობოტკა ებრძვის დიასს, არ უნდა შესულიყო უკნიდან ბრძოლაში. თუ შევიდა, უნდა ეუხეშა და შეეჩერებინა მოწინააღმდეგე, თუნდაც ყვითელი ბარათის ხარჯზე. ბ) მერეტს, ბურთის მოგერიება ხელებით და კორპუსით უნდა ეცადა და არა ფეხით. 6. რუის, ზელენსკის, ლოსანოს უნდა ნისცე თითო ბურთი საკუთრად. 7. რახმანი სულ ამოვარდნილია ფორმიდან. კარგად გამჩდა კიაერის თავით დარტყმის მომენტში. 8. კრეატივი, საფეხბურთო სწორი აზროვნება მოდის კვარასგან. შესაბანისად ხიფათიც მის გადაცემებს მოაქვს. მასთან ერთად ლობოტკა ცდილობს დაალაგოს თამაში მოედნის შუაში.სხვები ნაკლებად. მოკლედ ეგოიზმის პიკია გუნდში, რაც სპალეტის მისახედია. 9. კიმი და ანგისა გასაყვითლებელი არ იყვნენ. მითუფრო ანგისა გასაძევებელი. იმ ფონზე რასაც მილანელები სჩადიოდნენ. ერნანდესი მაგარი "იგროკია" თანაც აფერისტი, კარგად გააფორმა. ზელენსკისაც მსაჯმა გაუჩალიჩა ყვითელი. მანამდე "მილანელი" მასზე არაერთხელ დაჯარიმდა ყვითლის გარეშე. 10. სათამაშო დისციპლინა "ნაპოლიში" დარღვეულია. მაგის ხარჯზე მოიგო "მილანმა" თამაში. კვარას პირველი სეზონია. მიიღებს დიდ გამოცდილებას და თუ პროგრესს განაგრძობს დიდ მწვერვალებს დაიბყრობს (კარგი იქნება თუ კრიტიკულ შენიშვნებს გაითვალუსწინებს და მეტს იმუშავებს განვითარებაზე). წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ოქროს ბიჭს!!!
სვანსკი
ბევრი სანაია უყურებს და იმიტომ
odala
მოიცა, უნგრელს რატომ გაუსვი ხაზი, პუტინის დავალებას ასრულებდა? :))) ასეთ სიგიჟეებამდე მხოლოდ ქართველი ფანები მიდიხართ ხოლმე და ალბათ სადღაც ტაჯიკი ან ავღანელი ტიპები :))
ზაზა
ცუდად,ძალიან ცუდად თამაშობს ნაპოლი,ერთადერთი ლობოტკა და ხვიჩა იყვნენ სათანადო სიმაღლეზე,დანარჩენები საზიზღრად თამაშობენ,სუფთა ეგოისტები,ხვიჩა რამდენჯერაც იყო კარგ პოზიციაზე იმდენი იგნორი,განსაკუთრებით რუისგან,არადა მისი მოვალეობაა,მის ფლანგზეა,სწორედ ამიტომ დაიკარგა ხარისხი ნაპოლიში,ეს რუი ვერც დაცვაში ვარგობს,ვერ დარბის,რისთვის გამოჰყავთ?ელმასი საერთოდ არ იცოდა რა ეკეთებინა,ზელინსკი ცოტა გამოსწორდა,მეორე თამაში არ იქნება ადვილი,ორი ბურთის სხვაობა ადვილი საქმე არაა,ხვიჩა და ოსიმენი თუ გვიშველიან!მილანი ყრუ დაცვაში ჩაჯდება,მათი მეკარე სასწაულად თამაშობს,ძნელია გაუტანო,თუ გააგრძელებენ იგნორს გამოვარდებიან ლიგიდან!!!!!
gogi
უნდა ვაღიაროთ რომ ხვიჩას რომ ის მომენტი არ გაეფუჭებინა შედეგი სხვა იქნებოდა. სხვებს რაც შეეხება რუი უკვე ზარალია სერიოზული, ანგისა და ლობოტკა უკეთესი ვიდრე წინა თამაშში. დი ლორენცო ტოვებს ყველაზე სტაბილური მოთამაშის შთაბეჭდილებას.
ILIA
მსაჯი აშკარად მილანისკენ იყო. ნაპოლი უდავოდ ჯობდა მილანს. ხვიჩა თავის გუნდში საუკეთესოა. შთამბეჭდავი იყო მისი რამდებიმე ულამაზესი ფინტი და ეფექტური პასი. მშიერი მგელივით იბრძოდა და სხვებსაც აგულიანებდა. კაცნაკლული რომ დარჩნენ და მილანი თამაშს წელავდა, ხვიჩა მსაჯს საათზე ანიშნებდა, დაამატე დროო... 18-ში ოსიკაც იქნება და გადავუვლით!

კახი კალაძე იყო ჩასული თამაშზე. რათქმაუნდა თამაშის მერე ხვიჩას შეხვდებოდა. იქნებ მან მაინც დაინდოს ხვიჩა და არ გამოაჭენოს მასთან გადაღებული ფოტო სხვებივით და არ მიუგდოს საჯიჯგნად ეგ ბიჭი ფეისბუქ ლომებს. ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვისთან გადაიღებს კვარა ფოტოს მაგრამ ბრბოს რას გააგებინებ.
ჯარისკაცი
ხვიჩას ქართველი ხალხისგან ევალება განმეორებით შეხვედრაში გოლიც გაიტანოს და "მილანის" გაგდებაც უზეუნველყოს!
წწწ
წერტილოვანი გაფრთხილებები მისცა მსაჯმა

ერთი ორი თამაშის წაგება კიდე ხვიჩა და ზუსტად დაინახავ ქართველების სახეს. მახინჯ სახეს! რუსმა კომენტატორმა, ხვიჩა ჩვენ გვიყვარსო თორე ნომერ პირველი ოსიმენიაო. ერთი-ერთში ჰგავს ქართველების და რუსების რიტორიკა. როცა მსოფლიო დონის ლეგენდები კვარას აღიარებენ, ჩამორჩენილი ქვეყნის ნახირი ასე იქცევა. ნეტა რაში ჭირდება კვარაცხელიას თქვენი აღიარება. სუნი აგივიდათ კლავიატურაზე ისე დალპით!
დინამოელი
ამდენი გამოუყენებელი მომენტი... ძალაინ ცუდია ლიგის პლეიოფისთვის. მილანის მეკარეს ზღაპრულად კარგი თამაში ქონდა, ყოჩაღ!!!
მირზა
მარიო რუი აშკარად დაბოღმილია კვარაზე.სპალეტიმ ამას უნდა მიხედოს.
MAO
კიმი ჯარიმის გამო კი არა გაპროტესტების გამო გააფრთხილა
gio
სხვა მწვრთნელის ხელში უფრო ითამაშებს ხვიჩა. რასაც ეგ შრომობს წინ და უკან, ლეაო მაგის ნახევარსაც არ აკეთებს. ძლიერი მწვრთნელია სპალეტი, მაგრამ საშუალო დონის ფეხბურთელებისთვის და არა ვარსკვლავებისთვის. მარიო რუიზე საერთოდ ალერგია მჭირს. ურუგვაელი მირჩევნია. სარის დროინდელი "სტარიკი" ფეხბურთელები, რომ წავლენ ამ გუნდიდან, მაშინ პასსაც მიიღებს დროულად და გუნდის სრულ ლიდერათაც ჩამოყალიბდება. ისე ხვიჩასთან ურთიერთობაში თამაშს ვგულისხმობ, აფრიკელები (ოსი, ანგისა,ნდომბელე/ფრანგი) უფრო აფასებენ პასებში, ვიდრე ევროპელები. დროის ფაქტორია უბრალოდ და ეგ ნაპოლი ისეთივე გახდება ხვიჩასთვის, როგორიც ბათუმის დინამო იყო.
დავით 67
არა რა მსაჯი ნაღდად დეგენერატი იყო. ლეაოსთვის არ უნდა მიეცა ყვითელი? კუთხურის ალამი რომ დაამტვრია? კიმი საერთოდ არ იყო გასაფრთხილებელი! რას ერჩოდა ? ამ შტერი მსაჯის გამო 18ში ვეღარ ითამაშებს, რაც დიდი დანაკლისია გუნდისთვის
გიო
ყველაზე საზიზღარი ამ თამაშში მაინც ეს უნგრელი (რუმინული პასპორტით) მსაჯი იყო და თან აშკარად იცოდა რასაც აკეთებდა: ვინ უნდა გაეფრთხილებინა და ვინ არა.
დავით 67
თამაშით დღეს ნაპოლი სჯობდა, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. კაცნაკლულებმაც უკეთ ითამაშეს. ეს მსაჯიც რაღაც გაუგებრობა იყო. რას დაერია ამ ყვითელი ბარათებით ნაპოლის ფეხბურთელებს? ჩემი გადმოსახედიდან ორი პენალიც არ დანიშნა მილანის კარშიც და ნაპოლის კარშიც. ვერც ის გავიგე 81-ე წუთზე რატომ შეცვალა სპალეტიმ ხვიჩა? ამ პრესკონფერენციებზეც ვინმე ჟურნალისტი ვერ მოინახა ისეთი, რომელიც დაუსვავს კითხვას ლუჩანოს თუ რატომ არ აძლევენ პასს ხვიჩას. ეს უკვე ფაქტია და არავითარ ეჭვს არ იწვევს.როგორც იტყვიან ,ხვიჩას თამაში სწყურია .ბიჭი ასეთი მონდომებულია და პასს არ აძლევენ. დიდი იმედი მაქვს რომ 18ში ოსიმენი შეძლებს თამაშს და 2 ბურთის სხვაობით დაამარცხებენ მილანს. ისე პირველ წუთზე ცოტა უკეთესად რომ დაერტყა ხვიჩას გოლი იქნებოდა და მერე ვინ იცის რა მოხდებოდა. იქნებ 0-4 გამეორებულიყო ( რევანში). ტყუილად ნუ ჰგონიათ მილანის ფანებს, რომ უკვე გასულები არიან. ეგ მარტო სიტის ფანებს შეუძლიათ თქვან, ალბათ რეალის ფანებსაც. გული მიგრძნობს რომ ნეაპოლში ფორტუნაც ნაპოლის მხარეს იქნება.
მამუკა
1:0 ნეაპოლში და პენლებამდე მივა საქმე
გეგი
არ ვიცი შეიძლება მეჩვენება მაგრამ ჩემის აზრით გუნდს აკლია უკვე რამოდენიმე თამაშია დისციპლინა.
დელ პიერო
დღეს შემეცოდა ხვიჩა ამათ გვერდით,ყველა თავისთვის უბერავდა,ანგისა,რუი,ზიელინსკი გოიმები ძაან

ოჰ გამოსულან ხავსმოდებულები. საკუთარი უბადრუკი ცხოვრების გადასაფარად კვარას უგოლო თამაშები გაძლევს შვებას? არ გიფიქრია თავადაც რეალიზდე საკუთარ პროფესიაში? მსგავსი საბრალო აზრების გამოთქმის სურვილი აღარ გაგიჩნდება. სანამ არ რეალიზდები ყოველთვის ასეთი შესაბრალისი დარჩები.❤️
nika
ეს ნაპოლი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ნაპოლის რომლის თამაშიც ასე მოგვწონდა, კრიტიკულ სიტუაციებში გუნდი კარგავს რაციონალურ გადაწყვეტილებებს, თუნდაც მარიო რუი რომელიცაშკარად აფუჭებს თამაშს და ამ სემთხვევაში ხვიჩას არ ცნობს, თუ ეს პირადულია მითუმეტეს, ანგისა ბევრს დარბის მაგრამ ფეხბურთი არ ჰქვია რასაც ის აკეთებს, ცენტრიც უკიდურეასად სუსტია,მოშლილი... ტაქტიკური საფეხბურთო აზროვნება ხშირად შესამჩნევად სუსტი აქვს... ეგოიზმი განსაკუღტებულია... კვარას კი აშკარად არ ამჩნევენ, დღეს 5-6 ჯერ რაც ჩანდა ისეთი იგნორი გაუკეთეს გამიკვირდა, ხელებს წევდა, ეძახდა თან თუმცა 0 რეაქცია... მილანი დღეს იყო გაცილებით სუსტი და ახასიათებს არასტაბილური თამაში, ამან უშველა დღეს ნაპოლის დიდი ანგარიშით რომ არ წააგო. რაც შეეხება ოსიმენს, ვიცით რომ განსაკუთრებულია თუმცა თუ თამაშის დინამიკა და დისციპლინა მოშლილია ოსიმენი ხვიჩაზე მეტს ვერაფერს გახდება... მოკლედ იმედი ვიქონიოთ რომ რუის არ დააყენებს სპალეტი შემდეგ მატჩში და სხვა პასუხისმგებლობით ითამაშებენ...
გივი
ხუტა არ ვიცი ვინაა და აბურჯგა ერთი რუსეთუმე, საშუალო გონების მომხმარებელია. სხვა საიტებზეც აქტიურად აქებს და ადიდებს ,,მატუშკა რასიას".

მეც ვბრაზდები მაგრამ არ ღირს. ყოველთვის მყეფარე ძაღლებას დარჩებიან ასეთები. ჩასაფრებულები უცდიან, როდის ვერ გაიტანს კვარა გოლს. ამაზე მეტი უბადრუკად როგორ უნდა ცხოვრობდე :დ

მართლა მაინტერესებს, კვარაზე ვინც იძახით, ფორმაში არააო, საიდან გამოგაქვთ ეგ დასკვნა? თამაშის ხარისხი თქვენთვის არაფერს ნიშნავს? გოლი თუ არ გაიტანა ესე იგი ფორმა დაკარგა? ასე პრიმიტიულად რატომ უყურებთ ფეხბურთს. გოლი გაიტანა უუუუ ვაქებთ ყველააა... გოლი ვერ გაიტანა- ფორმაში არაა, გაშიფრეს, პროგნოზრებადია, ვერ თამაშობს.. კააარგით რააა! მარტო გოლები თუ გინდათ უყურეთ ჰალანდის თამაშებს. ტიპი დგას, ბურთს მიუტანენ და უცებ გოლს იტანს, მეორე იბრაგიმოვიჩია. სულ ყველა რეკორდი რომ მოხსნას, მაინც დრიბლიორი და კაცის მომტყუებელი ფეხბურთელი იქნება ჩემთვის უპირტესი.
L.J .
Vambob milans vgulshemativrob tko 30 welia titkmis,magram dges msaji napilis jarimebs upro met yuradgebas aqcevda...zambo da kimi gamoaklo am ruminelma arada araperi iyo sayviylo(sawitlo xo vabshe)milani miyvas magram dges gaimartlat tan msajic rumineli iyo
კაპიტან გარდენბურგი
მარიო რუიზე წერეთ იტალიურ გვერდებზე, თორემ სპალეტი არ აპირებს არაფრის თქმას მაგისთვის როგორც ჩანს. გადამწყვეტ პასებს არ აძლევს და ეს არ შეიძლება შემთხვევით ხდებოდეს. ზელინსკისაც უჭირს პასის მიცემა გეგონება იკლებს რაღაცას. კუთხურები კვარას რომ ჩამოართვეს ეს ცხადია სპალეტის მითითებაა და ბევრ ეჭვს აჩენს უკვე ეს ყველაფერი. ასეთი მოთამაშე გყავდეს, ანთებული, მოტივაციით, შემართებით, ტექნიკით, ნიჭით და პასს არ აძლევდე, რა ტაქტიკაა ეს. სამარცხვინო გადაწყვეტილება, სრულიად უაზრო და კოპლექსებით სავსე. ელმასი , ანგისა, მარიო რუი - დღეს უდონოდ ცუდი თამაში ჰქონდათ. ანგისა არც პირველ ტაიმში მომეწონა, უბრალოდ ცენტრში მჭიდროდ თამაში დაავალა ყველას სპალეტიმ როგორც ჩანს. სწორი იყო, მაგრამ კვარას ვერ გამოყენება მისი მწვრთნელობის ყველაზე დიდი შეცდომაა, მოუწოდე რა ყველას ითამაშონ ხვიჩაზე
ზურა
და რა გააკეთა ჯუღელმა?
გულშემატკივარი
მივმართავ ხუტას,აბურჯგას და მათნაირ რამდენიმე “ვაი გულშემატკივარს”: არ დავინახო ხვიჩას მიმართ თქვენგან დადებითი კომენტარები მომავალში!!! დღევანდელი თქვენი შეფასებების მერე მე შემრცხვებოდა… ნეტა რატომ ვბრაზდები?! თქვენი შესაფასებელი ხვიჩას დონის ფეხბურთელს ნეტა რა სჭირს???:)))
100%
არ დატვირთოთ ხვიჩა პასებით და გნახავთ რას მოიგებთ. ლეაო ძლიერია, როცა მარტოა და სივრცე აქვს.

რაც ჯუღელმა გააკეთა პირდაპირ აისახა უკვე ხვიჩას თამაშზე…დაღუპავს ხვიჩას ის თაღლითი თუ დროზე არ მოიშორა
გელა
მსაჯს და მარიო რუის რო დავადე შავი (ცენზურა)ქვა.ფრე მართლა სამართლიანი იყო
გულშემატკივარი
დიახ “დიეგო მარადონაზე” გადაწყდება ნაპოლის სასარგებლოდ!!! წინ კვარა!!! წინ ნაპოლი!!!
xisti
ის ბრაჰიმ დიასი მაგარი ყავთ ეგ იგებს თამაშებს ფაქტიურად ლეაო იმდენ ხიფათს არ ქმნის რასაც ეგ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. კვარაცხელოვმა კარგად მოუშვას წვერები და ტრიპაჩობას მოუმატოს . მერე აუცილებლად მოვა შედეგი.
გიორგი777
ჩემი აზრით ფრე სამართლიანი იქნებოდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? - "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
„სპორტი ჩვენთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — იტალიის ელჩი თბილისში „მილანის“ საფეხბურთო ბანაკის დაწყებას ეხმაურება
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ