გუშინ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 81 წუთი გაატარა. ხვიჩას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"დიდებული მომენტი ვერ გამოიყენა, ამის შემდეგ კი სახიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხა. კალაბრიამ მის წინააღმდეგ თამაშს თავი კარგად გაართვა, ამაში კი კრუნიჩიც დაეხმარა" - Areanapoli-მ ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"გუნდის აყოლიებას ცდილობდა, მხოლოდ "კვარა" იბრძოდა" - Calcionapoli-მ "კვარას" 6 ქულა დაუწერა.

"პირველივე წუთზე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა კრუნიჩმა არ გაატანინა. როდესაც სივრცეს პოულობს, დამანგრეველია, მაგრამ ორმაგი მეურვეობის დროს ყველაფერი რთულდება" - Eurosport-მა ხვიჩას თამაში 6 ქულით შეაფასა.

"თანაგუნდელებისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო, კრუნიჩი მის წინააღმდეგ არ დანებდა" - Sport.virgilio-მ ახალგაზრდა გარემარბს 6 ქულა დაუწერა.

"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო. მეტოქე, პრაქტიკულად, ვეღარ მოატყუა. კალაბრიას მის განეიტრალებაში კრუნიჩი დაეხმარა" - Sportmediaset-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"90-ე წამზე ბრწყინვალე მომენტი გაანიავა. მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურობდა" - Calciomercato-მ "კვარას" 5.5 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ავთო
არ გაანიავა, მცველმა შეძლო მოგერიება
დავითი
ხვიჩა ჯერ უბრალო,კარგი ადამიანია და მერე კარგი ფეხბურთელი. ვუსურვებ მრავალი წელი საუკეთესოებში ყოფილიყოს... დარწმუნებული ვარ ბევრ ნიჭიერ ბავშვს აიყოლიებს და ქართულ ფეხბურთსაც ეშველება. წარმატებები ქართველებო...
ბადრი
თუ რუის მოეცილებინა და სხვას დააყენებს სპაგეტის მაშინ ორჯერ მეტს გაიტანს ნაპოლი ხვიჩას დახმარებით! ნუთუ ვერ უყურებს რომ ორი წესიერი პასუხი კი არ გაუკეთებია ხვიჩას!
რიგითი გულშემატკივარი
რას ქვია გაანიავა? ბურთს ფეხი ააცილა, თუ მეორე იარუსზე გაუშვა? კარის მიმართულებით, ძლიერად დაარტყა და მცველმა ბურთს გზა გადაუღობა. ადვილია მატჩის შემდეგ "პროფესორობა": აი ერთი შეხებით რომ არ დაერტყა და ბურთი ოდნავ მარჯვნივ გაეგორებინა, მაშინ ხომ ცარიელ კარში მოუწევდა დარტყმაო? როდესაც კარიდან ორიოდ მეტრში ხარ და ბურთს ეხები იქ მოფიქრების დრო საერთოდ არა გაქვს და რაც გააკეთა დიდი ალბათობით მაინც გოლით, ან რიკოშეტის შემდეგ ავტოგოლით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ფეხბურთის ღმერთებმა სხვაგვარად ინებეს, აქ კვარას ბრალეულობაზე ლაპარაკი უადგილოა.
მე ქართველი ვარ
დათვაკე რამდენი ლაიქი გაქვს და რამდენი დისლაიქი...იმედია ამის მერე აღარ იაქტიურებ.
მე ქართველი ვარ
იმაზე მეტს ვიდრე შეუძლია. არ არის ეს ბიჭი არც მესი,არც რონალდო,არვ ნეიმარი,არც რონალდინიო,არც ზიდანი,არც ანრი და სხვა მრავალი ლიდერი....კიდე კარგად თანაშობს რუსეთში გაზრდილის პირობაზე.
მე ქართველი ვარ
შენ ფეხბურთისაგან შორსა ხარ,ვონც ითხოვს ხვიჩსაგნ მას მხოლოდ უნდა ერთი,იყოს უკეთესი ხვიჩა. აი შენნაირი დამოკიდებულება აცალეთ ერთი.... ლაპარაკობს ერთზე მხოლოდ.....შორსა ხარ ფეხბურთისგან.

ძლივს არ ვნახე ადექვატური შეფასებაა. ამათ მართლა გენიოსი ჰგონიათ! ვის-ვის და ეგრევე მარადონას შეადარეს, ნაკლები არ აკმაყოფილებთ!"ეტყობა "მაგარი" მრჩეველ დამრიგებლი ყავს, თუ როგორ უნდა აღნიშნოს გოლის გატანა, როგორ უნდა მიიქციოს "ყურადღება" და ა.შ.ჯერ ფეხბურთის პატივისცემა ასწავლეთ და მერე კიდევ თამაში!!! რას ვგულისხმოობ?? რას და იმას, რომ დადის გეტრებ ჩაჩაცული ვითომ ეგეც ჟორჟ ბესტი მყავდეს!!! ჯერ დაიმსახურე, ჯერ ითამაშე მისსავით წლების განმავლოობაში და მერე მიეცი თავს ამეების უფლება!(ან საერთოდ რატომ უნდა მისცე?) მოკლედ, რა იმ ავად მოსაგონარმა 90_იანმა წლებმა მარტო პოლიტიკა კი არა, ყველაფერი აურია, ფეხბურთიც მათ შორის, დიდმა ფულმა ყველაფერი მოსპო!!! აბა ყიფიან , გუცაევს და მთლიანად მათ თაობას რა ღა უნდა ექნათ? შიშვლებს ეთამაშაათ?? აქ კი ეს საიტი უნიჭოდ ცდილობს ამ "გენიოსის" გაპიარებას!!!
მამუკა
როცა ათი წელია დარბიხარ 100 მეტრ დისტანციაზე და მერე უცებ გითხრან რომ 3 კმ უნდა ირბინოო იმავე ტემპში, ხო ვერ ირბენ, ასეა ხვიჩაც, ბოლო 5 წელია თამაშობდა ერთ თამაშს კვირაში და თან ისიც რა ტემპში, ეხლა კიდევ უწევს კვირაში სამი თამაში თან რა დატვირთვით, სულაც არ არის გასაკვირი ის რაც ხდება, კუნთს აქვს დამახსოვრების უნარი და როცა შეეჩვევა ამ ტემპს მერე უკვე სხვანირად ათამაშდება, პირველი წრე ზუსტად ამიტომ ჰქონდა ხვიჩას ბომბივით რომ ორგანიზმს ჰქონდა ის ენერგია, სეზონის ბოლოს გადაიღალა კუნთიც და ორგანიზმიც, თან დასვენების საშუალებას არ აძლევს სპალეტი და შედეგიც სახეზეა
giorgi 3
კვარა შეისწავლეს იტალიელმა მცველებმა და ის უკვე ოსიმენის გარეშე ისეთ ხიფათს აღარ წარმოადგენს მეტოქე გუნდებისთვის (გარდა აუტსადერებისა). რაღაც უნდა შეცვალოს დრიბლინგისა და ფინტების მხრივ.
D0N
საშუალო მაინც გაქვს დამთავრებული? საშუალოა თურმე და კვარადონა შეარქვეს,საშუალოა და Golden D'or ის 5 ეულშია?საშუალოა და 3 ჯერ გახდა ტურის საუკეთესო,საშუალოა და რეკორდებს ხსნის რა საშუალებით მოძრაობთ ზოგი?!
სიმართლე
დაანებეთ თავი ამ სიტყვებს:"არ გაუმართლა","დღეს ჩვენი დღე არ იყო","დღეს იღბალი ჩვენსკენ არ იყო" და კულმინაცია "დღეს ღმერთი ჩვენსკენ არ იყო"...ოსტატობა თავდაუხრელი ვარჯიშებით მოდის
Kvaraa
1000% getanxmebit
რატი
წადი თქვენი უმადური..............! მილანის გოლის შემდეგ რომ დაინახა გუნდმა ის, რომ თურმე მარცხენა ფლანგზეც მდგარა კაცი, რომელსაც თავისუფალი სივრცე ჰქონია, რომ საჭირო დროს პასების არ იღებს და ეს უკვე თვეებია გრძელდება, ამას ვერ ხედავს ,,გენიოსების" პრესა?! ამაზე რატომ არ წერენ ხშირად და მწვრთნელს არ მიუთითებენ? ამ უვარგისებსაც და ზოგიერთ იქაურ თუ აქაურ ,,გენიოსსაც" თვალები ....ში რატომ აქვთ?
პაატა
სამაგიეროდ flashscore.com-მა დაუწერა 7.0 და გუნდში მეორე იყო ამ შეფასებით!
toti
ბევრია 2 მეტრიდან გოლის გატანის მოთხოვნა? უნდა გაეტანა და მორჩა არ აქვს მაგას გამართლება
სანდრო
unda aigos lideroba da cota tamamad iyos tavis tanagudelebtan!!! egre ar sheizleba ambicia da driblingi dakarga spaletis xelshi, marto gunduroba ar aris lideroba, tavis tavze unda igos tamashi osimenis gareshe torem darcheba mag doneze!! kvara cota nagloba daanaxe mag shen gundelebs, pas rom ar gazleven da ignorishi xar!!, warmatebebi da gmertma daglocos!!
ბუხუტი
მართლა ძაან ბევრს ითხოვენ და სულ რაღაცას აკრიტიკებენ ხვიჩაზე უფრო რომელს გინდოდათ რო გაეტანა ?!! აცალეთ ამ ბიჭს მაგარი ხარ ხვიჩა წარმატებები!!!
ბუხუტი
რა გინდათ ამ ბიჭისგან სულ რავა უკმაყოფილოები ხართ ვისაც არ მოგწონთ მელიას უყურეთ!მეტი რა გააკეთოს თქვე არასწორებო
ტოტო
ხვიჩა დღესდღეისობით არის საშვალო კლასის ფეხბურთელი ესეთი ყველა გუნდში ყავს მინიმუმ 2-3 და ჩვენ ბევრს ვითხოვთ ამ ბიჭისგან, ეხლა დაიწყებთ ლანძღვას მაგრამ ეს ესე არის და ღმერთმა ჰქნას მართლა ვარსკვლავი გამხდარიყოს ეს მე გამიხარდება მხოლოდ!!! წარმატებები კვარას და ქართველებს!!!!
Mr.kostaia
შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ... მატჩს სილკ-უნივერსალზე ვუყურე, მინდოდა ქართველების კომენტირებით უფრო მეტ მუხტს მივიღებდი და ერთიანად ჩვენი ქართველი ტალანტის გულშემატკივრები ვიქნებოდით, მაგრამ ერთ-ერთს ისე გაუხარდა მილანის გოლი, გეგონებოდა ევრომილიონის ჯეკპოტი მოეგო,ალბათ მილანის ფანია, მაგრამ... როცა ქართველი სპორტსმენი საქრთველოს ნაკრების წევრი თამაშობს, უფრო მეტად დაგეშილი უნდა იყო მისი გუნდის სასარგებლოდ და არა იყო ვითომ კარგი ფეხბურთის მოყვარული ობიექტური კომენტატორი(კოტე და ეროსიც კომენტატორები იყვნენ და ესენიც არიან რა?!). მოკლედ,სანამ ასეთები ვიქნებით(შურიანები),ერთმანეთის გამტანობა არ გაგვიჯდება სისხლში, ჩვენ გაუბედურებულ ლამაზ ქვეყანას არაფერი არ ეშველება... მეორე ტაიმს სხვა არხზე ვუყურე, ნეტა არც პირველი მეყურებინა. წარმატებას ვუსურვებ ხვიჩას მეორე თამაშში.
დისტეფანო
ძალიან ბევრს ვითხოვთ ხვიჩასაგან!!!!!!
07-01
ხვიჩას ეხლა უნდა დაემტკიცებია რომ დიდი ფეხბურთელია, როდესაც ოსიმენი აკლია გუნდს და შენ მის არყოფნას არ აგრძნობინებ და მის გარეშე გაამარჯვებინებ ასეთ პრინციპულ მეტოქესთან, მაშინ ხდები ნამდივილი ლიდერი, აი ეს შანსი თითქოს ხვთისაგან ბოძებული, შენთვის გამოწერილი, დაკარგა კვარამ სამწუხაროდ. თავის თავზე უნდა გადამხდარიყო და ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, ეხლა რა გამოდის? ლიდერია ოსიმენი და ხვიჩა არის ოსიმენით, იგი მუდმივად მის ჩრდილში იქნება. აი ეს არის ძალიან ცუდი. ღმერთმა ქნას და მე ვცდებოდე ჩემს ანალიზში. ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ! ეხლა დგება გარდამტეხი მომენტი ან ყალიბდები სუპერ კლასის ლიდერად ან მეორე ხარისხოვან კარგ ფეხბურთელად.
გიორგი
ვიდეო ნახე, არავინ ჩანს მანდ ვისაც პასს გაუკეთებდა. არც კვარაზე იყო პასი უცებ ჩაუვარდა ხელში, გააკეთა ის რაც უნდა გეკეთებია. უბრალოდ არ გაუმართლა.
Charley
კი ხვიჩას სივრცეები ხშირად შეზღუდული აქ მაგრამ ფინიშზე სერიოზულად აქვს სამუშაო ესეც ფაქტია. ხშირად ისეთი სოლო რეიდებით გააქვს გოლი კვარას კაცი იმას იფიქრებს ეს ხომ შეუძლებელიაო მაგრამ სამწუხაროდ ასევე ხშირად თითქმის ას პროცენტიან მომენტებს გოლად ვერ აქცევს, ხან მცველს არტყამს და ხან ბურთს ხელსაყრელი პოზიციიდან კარს აცილებს. დარტყმა უნდა გააუმჯებოსოს ამას კუ ძალიან ბევრი ვარჯიში ჭირდება დარტყმაზე მას უნდა ქონდეს დაყენებული დარტყმა და არ იყოს მხოლოდ მოჭრილ უდარებზე დამოკიდებული ესეთი მოჭრილი დარტყმები ზოგადად ათი შესაძლებლობიდან გადის მაქსიმუმ 2/3.
ქართველი
სამწუხაროდ ვერ ითამაშა. ბოლო 4-5 თამაშია ვერ არი ისეთი კვარა როგორსაც მიგვაჩვია. ვისაც გიხარიათ არხართ ქართველები. ღმერთმა ქნას გავიდეს ნაპოლი და კვარამ დიდი წვლილი შეიტანოს ამაში
G.LA
ლივერპულთან თითქმის მსგავსი სიტუაცია იყო როცა ცარიელ კარიდან მცველმა ხვიჩას დარტყმული დაბლოკა. ვფიქრობ ორივე შემთხვევაში ხვიჩას ბურთი მიწაზე არ უნდა დაერტყა, ჰაერში უნდა აეწია და ორივე შემთხვევაში გოლი იქნებოდა. სიმაღლეზე აწეული ბურთის დაბლოკვა, თუნდაც ნახევარ მეტრზე გაცილებით რთულია მცველისათვის და იმედია შემდეგისათვის ხვიჩა გაითვალისწინებს. შეფასება 5.5 დაბალი მგონია, მეტს იმსახურებდა. ნაწილობრივ ასეთი შეფასებები რუის ''დამსახურებაცაა''
07
კარგი იყო მას პასი გაეკეთებინა, რაც 100% -ით გოლით დაგვირგვინდებოდა. თუ შენ თავზე აიღებ და დაარტყავ, მაშინ გოლის გატანა უნდა შეძლო, მითუმეტეს როდესაც ასეთ უხერხულ მეტოქესთან გაქვს საქმე - მოქმედ ჩემპიონთან, კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან და ბოლო მატჩში მასთან დამარცხებულთან. ვფიქრობ ეს კარგი გაკვეთილი იქნება კვარასთვის და მომავალში იგი უფრო ბევრად ,,გაზრდილი", ,,დაღვინებული", ,,სიყმაწვილის პერიოდიდან გამოსული" ფეხბურთელის პოზიციიდან იმოქმედებს. წარმატებები ხვიჩას, მას წინ დიდი გამარჯვებები ელოდება!
ჰაჰა
რაოოოო. ცოლი არ უნდა მოეყვანაოოოო???? იქნებ დავასაჭურისოთ. ან ბერად ავღკვეცოთ. ზოგიერთი მე-20 საუკუნეში ჩარჩა. ეგ მაშინ იყო, ფეხბურთელებს მატჩის წინა დღეს ცოლებთან დაწოლას უშლიდნენ, გადაიღლებიანო. თქვენი თავი წარმოიდგინეთ 23 წლის ასაკში, ქალთან ყოფნა რომ აგიკრძალონ. პირიქით ხალხო, მაგ დროს თვაშეკავება, პირიქით შედეგს მოგვცემს. გაკეკლუცებული ფეხბურთელები თუ გინდათ, მაშინ ქალთა ფეხბურთს უყურეთ.
გოგა
როცა ჩემპიონთა ლიგაზე ხვდები კარგ გუნდებს, ნაპოლს დაეტყო უკვე, რო სუსტი გუნდია და ძან მოუკლო, ხვიჩა და ოსიმენი როცა ერთად არიან უკვებსხვა გუნდია, ორივე ერთმანეთს უნთავისუფლებს სივრცებს, ეხლა მარტო კვარას კეტავენ და იქით არავინა რამის გამკეთებელი, როცა ოსიმენია ორი კაცი ან სამი მასაც დასდევს და ხვიჩასაც ეძლევა თავისი სივრცები, მარტო ხვიჩა რომელსაც სულ ფეხზე აზიან ვერაფელს იზამს თუ მისი დონის რამოდენიმე ფეხბურთელი არა მინდორზე, იმ მომენტში უნდა შეგდო, მაგრამ არაუშაცს უარესებიც გვინახავს მსოფლიო ვარსკვლავებისგანაც
გოგია
უკვე მერამდენე სტატიის ქვეშ წერ, ცოლის გამო ვეღარ თამაშობსო. რა იყო, შენ ხომ არ უპირებდი ცოლობას და გულდაწყვეტილი ხარ? :)
ივერ
სამწუხაროდ მართლა ცუდად დაემთხვა დანიშვნის პერიოდს. რომელიც ასევე ოსის არ ყოფნას ემთხვევა. მგონია რომ ოსიმენი რომ დაბრუნდება ნაპოლი ისევ დაიქოქება, და მილანსაც გააგდებენ. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.
saso
საქმეც მაგაშია და მაგას ვჩივივართ, რომ გახსნილია ხშირად და მაინც არ აძლევენ პასს.
მ.კ
ეგრე ხდება სანამ შეყვარებული ცოლი თუ სხვა იარსებებს..პირველი ხელისშემშლელი იქნება..სულ უკანსვლა ექნება.სამწუხაროა..
არა რუსეთს
ელმაზის რა ოასი დაასვა ოსიმენი იმას შეაგდებდა.ასევე 2 კაცი რო აქეტ კვარას დასდევს სხვები რას აკეტებენ ვერ გავიგე რუი არა სემოსაშვები. მსაჯმა კიდე ბრვრი შეცდომა დაუშვაა.
სანდრო
მოსაბეზრებელი გახდა ერთი და იგივე ტექსტი - პასს არ აძლევენ....თუ თანამედროვე ფეხბურთის რაიმე გაგეგებათ ( და არა უაზრო ვაი პატრიოტიოტობის) პასი რომ მოგვაწოდონ უნდა იმოძრაო, გაიხსნა და ბურთი მოძრაობაში მიიღო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კაცი პენალდუს ფანი ხარ და მეტრიდან ცარიელში ვერ იტან. ამის მეტი პენალდუმ კი არ იცის არაფერი დაუგორებენ და ცარიელში შეაგდებდა. 90% გოლები თითქმის ასეთი აქ. უნდა მოუმატოს თამაში რო თავის კუმირს დაემსგავსოს. მაგრამ უკვე გავს. ტრიპაჩობა კარგადაა მომატებული.
Gio
Pass ar adzleven da aignoreben da yvelafers amas abraleben. Viro madlio.
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია