ქართველმა მოჭადრაკემ ჩინური სუპერტურნირის ფინიშთან ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევას სძლია
ობიექტური მიზეზების გამო ნანა ძაგნიძემ ჩინეთში მოჭადრაკე ქალთა სუპერტურნირში ჩვეული შემართებით ვერ ითამაშა. ბოლო ტურის წინ მას სულ 3 ქულა ჰქონდა. ფინიშთან ორგზის ევროპის ჩემპიონ ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) სძლია და საბოლოოდ 4 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.

ცხრა შესაძლებლიდან 6,5 ქულით ტურნირი მოიგო ჩინელმა იუ ვენძიუნმა (ბოლო ტურში იგი მსოფლიოს ექსჩემპიონ ჟუ ჩენს (ყატარი) დაუზავდა), რომელმაც მთავარი პრიზი - 5 ათასი დოლარიც დაიმსახურა. მე-9 ტურში მშვიდობიანად დაასრულა ორთაბრძოლა ინდოელმა ჰარიკა დრონავალიმ ანა ზატონსკიხთან (აშშ), თუმცა ეს შედეგიც საკმარისი აღმოჩნდა მეორე პრიზის (4000 დოლარი) მოსაპოვებლად. მესამე-მეოთხე ადგილები ნადეჟდა კოსინცევამ (რუსეთი) და ჟაო სიუმ (ჩინეთი) გაინაწილეს. მომდევნო ადგილებზე მოდიან: ჰოუ იფანი (ჩინეთი), მარი სებაგი (საფრანგეთი), ჟუ ჩენი-4,5-4,5, ძაგნიძე-4, ტ. კოსინცევა-3, ზატონსკიხი-2,5 ქულა.

ხანჩჯოუში ქალთა ტურნირი თუ დამთავრდა, ნინბოში ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ გრძელდება. 7 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია: სომხეთი- 12 (ქულათა საერთო რაოდენობა-18,5), ჩინეთი- 9 (17), უკრაინა-9 (15), რუსეთი- 8 (15,5), უნგრეთი- 8 (15), აშშ-8 (14,5), აზერბაიჯანი- 6 (14,5), ინდოეთი- 5 (12), ისრაელი- 5 (11,5), ეგვიპტე- 0 (6,5) ქულა. შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა