ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - ხვიჩას ფაქტორი, სპალეტის უცნაურობები და პროფესიონალიზმის პრობლემები...

"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - ხვიჩას ფაქტორი, სპალეტის უცნაურობები და პროფესიონალიზმის პრობლემები...

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის წინ ერთბურთიანი (0:1) სხვაობა ბევრი არაფერია, თუმცა "ნაპოლიმ" კვლავ ვერ აღმოფხვრა გარკვეული პრობლემები, რომლებიც "მილანთან" ცოტა ხნის წინ ჩატარებულ მატჩში ჰქონდა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ანგარიში (0:4) და თამაში გაცილებით მძიმე იყო.

პირველ რიგში, საინტერესო იყო, თუ რა შეიცვლებოდა ნახევარდაცვაში. სტანისლავ ლობოტკა და ზამბო ანგისა მოწინააღმდეგის შუა ხაზის მარწუხებიდან გათავისუფლებას ახლა გაცილებით უკეთ ახერხებდნენ და სპალეტის გუნდი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა გოლი ისევ ამ ზონის ჩავარდნისას გაუშვეს. თუკი ლეაოს რეიდისას გუნდი გადარჩა, ბრაჰიმ დიასს კვლავ ვეღარაფერი მოუხერხეს, დაცვასა და შუა ხაზს შორის კი დიდი ნაპრალი წარმოიშვა.

სპალეტიმ კვლავ თავისი ფეხბურთის დემონსტრირება სცადა, ამასობაში კი ისევ კონტრშეტევიდან გაუშვა. ნეაპოლური მატჩის სცენარიც დაახლოებით მსგავსი იქნება, იქ მასპინძლებს აუცილებლად გასატანი აქვთ. ამასობაში კი ვერ ვნახეთ ის, პიოლის გუნდი პოზიციურად როგორ უტევს და შემდეგ მათი დასჯა კონტრიერიშებით როგორ შეიძლება. მით უმეტეს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას სისწრაფის ბონუსი გაქვს.

"ნაპოლის" დამრიგებელი ზოგჯერ საკუთარი თავის მტერი გვგონია. უკვე რამდენჯერ დავწეროთ, რომ სტანდარტულების შესრულებისას, როცა მათ შედეგი არ მოაქვთ, ცვლილებებია საჭირო. კვარაცხელიას კვლავ მხოლოდ ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე თამაში და ყველა კუთხურისა და ჯარიმის დროს მარიო რუის აუცილებლად იქ ყოფნა ხომ აშკარად მწვრთნელთან შეთანხმებით ხდება და ჯიუტად რატომ არ იცვლება? იყო ეპიზოდი, როცა "კვარამ" თავისივე დამსახურებით დანიშნული კუთხურის სწრაფად შესრულება სცადა, მაგრამ ამის "უფლება" არ მიეცა. ჩვენებურის თავმდაბლობა მოგვწონს, ეს კი ის ეპიზოდი იყო, როცა ალბათ "სისტემის წინააღმდეგ" წასვლა შეიძლება და გულშემატკივრები ამას სიხარულით მიიღებენ. ქართველი გარემარბი გუნდში პირველ სეზონს ატარებს, თუმცა მას ასე მონატრებულ სკუდეტოსთან მიახლოებაში დიდი როლი აქვს და გარკვეულ ეპიზოდებში იქნებ მეტიც უნდა მოითხოვოს, მათ შორის - პასებიც, მით უმეტეს, როცა თავად უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელებს, ფაქტობრივად, სულ ამჩნევს.

მატჩის პრევიუში ხაზი გავუსვით რუმინელი არბიტრის ხასიათსა და ბარათების "სიყვარულს". ვფიქრობთ, "ნაპოლის" თითოეულ ფეხბურთელს ამის შესახებ მეტი ინფორმაცია რომ ჰქონოდა, არაერთ პრობლემას აირიდებდნენ. ერთია ეგ, თუმცა მეორე ის, რომ მოთამაშეებს მატჩის განმავლობაში უნდა გაეაზრებინათ ის დამოკიდებულება, რაც მსაჯს ჰქონდა და ემოციების უაზროდ გამოვლენისგან შეეკავებინათ თავი, როგორც ეს კიმ მინ ჯეს შემთხვევაში ვნახეთ და სამხრეთკორეელი შემდეგ მატჩს გამოტოვებს. ზამბო ანგისაზეც იმავეს თქმა შეიძლება, თუმცა მას მოედანი მანამდე, მწვრთნელის გადაწყვეტილებით უნდა დაეტოვებინა. შეხვედრის დასაწყისში სიტყვიერი შენიშნვა კვარაცხელიამაც მიიღო და მან იცოდა, ნებისმიერი შემდეგი პროტესტი გაფრთხილების ფასად დაუჯდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებული იყო. პროფესიონალიზმი სწორედ ესაა და სამართლიანი იყო თუ არა მთავარი არბიტრი, ეს სხვა საკითხია.

ხვიჩას უკვე რამდენჯერმე შევეხეთ. მან შეგვაჩვია გოლებს და ახლა თითქოს უკმარისობის გრძნობა არ გვასვენებს. მისგან რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი ისევ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ორი მეტოქის გარემოცვაში იყო. კაპიტან კალაბრიას მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდა, მაქსიმალურად ახლოს ეთამაშა "კვარადონასთან" და მისთვის სივრცე არ მიეცა. მილანელებს მარცხნივ ტეო ერნანდესი ჰყავთ და შეუძლიათ შეტევის ძირითადი ნაწილი ამ ფლანგიდან ააწყონ, მარჯვენა მცველის ლამის ერთადერთი ფუნქცია კი "ნაპოლის" მთავარი კაცის ნეიტრალიზება იყო. ლუჩანო სპალეტის აქაც უცნაურად მოიქცა. მას "ცრუ ცხრიანით" არ უთამაშია. ასე რომ ყოფილიყო, ფეხბურთელებს პოზიციები უნდა შეეცვალათ და ყველაზე წინ ხან ხვიჩა უნდა აღმოჩენილიყო, ხანაც ირვინ ლოსანო. ჯაკომო რასპადორის შემოსვლამდე ფორვარდად მხოლოდ ელიფ ელმასი თამაშობდა. ჩრდილომაკედონიელი გაუთავებლად მოძრაობდა და რამდენჯერმე კარგი კომბინაციის მონაწილეც იყო, თუმცა მის რესურსებს მეტი ნამდვილად აღემატება. ელიფი ვიქტორ ოსიმენი ვერაფრით იქნება, რომელსაც შეუძლია, მისკენ გაშვებული ნებისმიერი ბურთი დაამუშაოს და გოლად აქციოს.

ელმასს ყველაზე სახიფათო ეპიზოდი მაშინ ჰქონდა, როცა კვარაცხელიას პასის შემდეგ თავით ურტყამდა. საწყის 20 წუთში მასიური იერიშების დროს სტუმრებს რომ გაეტანათ, სხვა თამაშს ვნახავდით და "შვიდიანის" გამოყენებაც მეტად მოხდებოდა. იტალიურ მედიაში წერენ, რომ მეორე წუთზე მომენტის ვერგამოყენების შემდეგ, "კვარა" თამაშის რიტმში ვერ ჩაჯდა, თუმცა ეს მაინც რადიკალური მოსაზრება გვგონია. ზოგადად, სწრაფი გოლი თამაშს ცვლის და ის ორივე გუნდზე მოქმეებს, ხოლო რაც შეეხება ხვიჩას, რა თქმა უნდა, იდელური მატჩი არ ჰქონია, თუმცა თავისი შანსები შექმნა და სხვებსაც შეაქმნევინა. მას მთელი მატჩის განმავლობაში თავისივე ფლანგიდან სათანადო დახმარება არ ჰქონია - რუი არც ზონებს ხსნიდა და როცა ქართველი ცენტრისკენ შედიოდა, ვერც მის გამოყენებას ახერხებდა. არადა, ქვემოთ შემოგთავაზებთ ილუსტრაციას, სადაც კარგად ჩანს, მილანელებს თავიანთ მარჯვენა ფლანგზე რამხელა კონცენტრაცია ჰქონდათ და ამის გამოყენება "კვარას" თანაგუნდელებს როგორ შეეძლოთ.

77-ე ნომრისგან ყველა მატჩში ფინტების დემონსტრირებას და მოწინააღმდეგეთა აწიოკებას თუ ველით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ეს რთული ამბავია. ჩვენებურს მოედნიდან გაყვანა გაუკვირდა და ცოტათი გაბრაზებული ჩანდა. ანგარიშის შენარჩუნება გასაგებია, თუმცა ბოლო წუთებში ხვიჩას სწრაფი იერიში იქნებ "ნაპოლის" მთავარი ხსნა ყოფილიყო. სხვა თუ არაფერი, ის მილანელებს მასიურ შეტევებზე ხელს ააღებინებდა.

ვიქტორ ოსიმენი ბრუნდება. ნაპოლელებს ერთი პრობლემა მოაკლდათ, თუმცა ორი დაემატათ. კიმის დანაკლისი მართლაც სერიოზულია, მაგრამ ოდეგორსა თუ ჟეზუსს შეუძლიათ, კარგი შეხვედრა ჰქონდეთ. რაც შეეხება ანგისას შეცვლას, ნდომბელე საკმაოდ კარგად, აქტიურად შემოვიდა. ფორმის მიუხედავად, სპალეტი კამერუნელს როტაციაში მაინც არ ახვედრებს, ახლა კი მოუწევს. ლობოტკას გვერდით ზელინსკისა და ელმასის ერთდროულად გამოყენებაც შესაძლებელია. ოლივეირაც ენერგიული იყო და მას მარცხენა მცველად ველით. სტანდარტულების დროს შეტევაში სახიფათოდ ჩართვა გასაგებია, თუმცა კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსაც ტეო-ლეაოს წინააღმდეგ მეტი მოეთხოვება... ლიგის საპასუხო მატჩამდე ჯერ "ვერონას" მასპინძლობის დროა.

• სვანსკი

მთელი საქართველო მარიო რუის აგინებს,გამიხარდა რომ ,,გეეთრა,,

• ერი daviti-ს

მოუჭერ საწყალ კაცს?

• კახა

გეთანხმები.კარგი მწვრთნელი ხვიჩას ბევრ რამეში არ შეზღუდავდა.

• SOS!!!

ყველა ყველაფერს კარგად ხვდება, ხვიჩას თავმდაბლობა და მისი ადამიანურობა, ისევე როგორც პროფესიონალიზმი დასაფასებელია. ხვიჩა, გული არაფერზე გაიტეხო, უფრო მეტი მონდომებით ითამაშე და იცოდე, მზეს ხელებს ვერ მიაფარებენ, უთვალავ გამარჯვებას გისურვებ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, შენ ამას იმსახურებ!

• daviti

ძალიან მლიქვნელები ხართ და სკდებით მაამებლური სტატიების წერით. იმედია ქართველუ სპორტსმენები არ კითხულობენ როგორ ეტენებით

• საჩინო

სპალეტი ან არასაკმარისად კომპეტენტურია ან გუნდს ვერ მართავს,უბრალოდ.როგორ შეიძლება კვარაცხელიას მონაცემების მქონე ფეხბურთელს მთელი ძალა და ენერგია მოწინააღმდეგე"კასტალომების" ფიზიკური წინააღმდეგობების დაძლევაში დაახარჯვინო?!როგორ შეიძლება კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი ქანცის გაძრობამდე არბენინო თავისუფალი სივრცეების ძიებაში და მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ხეირიანი პასიც ვერ მისცე?!როგორ შეიძლება გუნდში კვარაცხელია გყავდეს და სტანდარტულებს ზელენსკი და მარიო_რუი ასრულებდეს?!როგორ შეიძლება მას შავი სამუშაოებით ტვირთავდე ,მაგივრად ,რომ მთელი გუნდი მასზე მუშობდეს და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას ცდილობდეს [,უკუგება ხომ ათმაგი იქნებოდა}.,როგორ შეიძლება შინ,ძლიერ გუნდთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ ,დროის მცირე მონაკვეთში იგივე გუნდთან გასვლაზე იგივე ტაქტიკით თამაშობდე {მითუმეტეს თუ მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებიც გაქვს },ეს ხომ ბეწვის ხიდზე სიარულს და ცეცხლთან თამაშს ნიშნავს?...არ ვიცი ,არ ვიცი -----სპალეტი ან არასაკმარისად კომპეტენტურია ან გუნდს ვერ მართვს ....

• რატი

ნაწერი გაიაზრე. სწორედ რუის (ძირითადად, თორემ არც სხვები აკლებენ) მიერ ხვიჩასთვის პასების არმიცემა და იგნორირება არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ იყენებს კვარა თავის უნარებს. და კიდევ, საეჭვოდ მიჯაჭვული ჩანს მარცხენა ფლანგზე, რაც მწვრთნელის დავალებას ჰგავს. რუი და დანარჩენები ჯანდაბას, მაგრამ მწვრთნელი ამას ვერ ხედავს?! შეუძლებელია.

• ჟიჟილა

ამბობენ მარიო რუი ფორმულაში იწყებს მუშაობას სანაიას ნაცვლადო და მართალია?

• Zviads

მწვრთნელს აქედან რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ანგისამ ძალიან მოუკლო, სუსტია პირდაპირ რომ ვთქვათ, ხოლო ვინ ჩაანაცვლებს და როგორ ეს მეორე საკითხია... ფაქტია, რომ ნახევრადცაში გაუჭირდა ნაპოლის ყველაზე მეტად, ისე როგორც საქართველოს ნაკრებს...

• ჭორლეონე

სპალეტი მწვრთნელი არაა. პროსტა პალასაზე ზის. ემე ჟაკემ საფრანგეთს მსოფლიო მოაგებინა მაგრამ თვითონ ნოლი იყო. ვიდაოთ ვისაც გინდათ

• ჭორლეონე

თითქმის ყველა თამაშში ეგრეა.

• ხოოო?

რა მზე ყავხარ გამჩეეენს...

• ფუჰ მაგისი

მარიო რუი რას წარმოადგენს ამისთანას, რომ ხვიჩას იგნორს უკეთებს, სპალეტის ადგილას მაგრად გავჯორავდი ამის გამო, ვერ ვიტან ამ პელენწუკა პოტუგალიელს

• Რაგბის ფანი

ვინც წერთ, ხვიჩა ნაპოლიში ახალი მისული უფრო ეფექტური იყოო, ენას ძვალი არა აქვს? ადამიანმა სეზონის მეორე ნახევრის ბოლო ორი თვის საუკეთესო ფეხბურთელი ტიტულის ტიტული მოიპოვა. თქვენ სხვა თამაშებს ხომ არ უყურებთ?

• გიორგი

გადახედე შეფასებებს, ყველათამაშში ეგ არის საუკეთესო. ხვიჩამ კიარა ნაპოლმა მოუკლო.

• გიორგი

მდონია რომ ცდები, ახლაც ძალიან მომაკვდინებელია. ისევ ისე ატყუებს როგორც ადრე. პასებს არ აძლევენ და თუ მისცეს შემდეგ არ ეხსნებიან. უფრო სხვების ბრალია ვიდრე ხვიჩასი. ასევე, არ გაუმართლა ცოტათი.

• რატის

არადა მარტივადაა ახსნილი - რუი ისე თუ იმოძრავებს, როგორაც ამას ტეო აკეთებს, ხვიჩას ირგვლივ სამი მეტოქე ვერ იქნება და თავისუფლება მიეცემა. ხვიჩა რომ შუაში შევიდა, ვერც ეგ გამოიყენა რუიმ და ადვოკატი არ სჭირდება

• აბდულაი

ხომ მიიღეთ რაც გინდოდათ,ხვიჩა ოსიმენის გარეშე ვერაფერს აკეთებს.ქონდა მომენტები ,მაგრამ არის ისეთი რამე რასაც ვერ უშველიდა,ოსიმენის არ ყოფნაში 2დამცველი განთავისუფლდა და ხვიჩა ჩაკეტეს.მეორე ფლანგიც. ბოლოს შეძახილმა ხე გაახმოო ანდაზა არის და მართლა იმოქმედა. არ შეიძლება სულ სულ ხვიჩა ხვიჩა ვააა დაანებეთ თავი სტატიების წერას თავი ვაა.ერთი ფეხიც არ გადაადგმევიოთ ისე რომ სტატია არ დაიწეროს.რა წაიღეთ ტვინი ხვიჩა ხვიჩა.დაანებეთ თავი

• ჭკუისკოლოფებს

სპალეტის რას ერჩით თამაშით მილანს აჯობა.ოსიმენი რომ ყოლოდა მოიგებდნენ. ხვიჩამ რომ ბურთი გამაზა და ამ ბოლო დროს რომ დაუკლო თურმე სპალეტის ბრალია.საქართველუს ნაკრებში სუსტი თამაში ალბათ სანიოლის ბრალია.

• პატრიოტი

ყველა პროფესორობს, საწუწუნო არაფერი გვაქვს, ხვიჩას ცუდად არ უთამაშია, მოუკლოო, კი არ მოუკლო მეტ ყურადღებას აქცევენ, უფრო ფრთხილად ეთამაშებიან, რატომ არ ტვირთავენო, განა მას შეუძლია, მუდმივად დატვირთული იყოს? ოსიმენის დროს მეტი თავისუფლება ჰქონდა, თვითონ ოსიმენიც ითხოვს ყურადღებას, ამიტონ გაუჭირდათ, მაგრამ მე მგონი მაინც აჯობეს მილანს, ცოტა მეკარეა ჩვენი უფრო სუსტი, მაგრამ ნაპოლი უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და იმსახურებს ნახევარფინალს და ფინალსაც

• რატი

,,რუი არც ზონებს ხსნიდა" ჟურნალისტებს სანამ ხვიჩასთან პრეტენზიები გექნებათ, ჯერ აქედან (და არა მარტო) დაიწყეთ.

• გია

რაღაცა მოხდა გუნდში შიგნით, რაღაცამ შეცვალა გუნდში კლიმატი. ოსიმენის ტრამვა ეხლა ხელჩასაკიდი მიზეზია. თორემ უიმისოდაც უთამაშიათ თავგანწირულად და აწყობილად. მაინც ვეჭვობ, რომ მთავარი მიზეზი კლუბის პატრონია. თორემ სპალეტი, ოსიმენი და დანარჩენები ახალი მოსულები არიან. და გუნდი რომ ამდენი წელი ვერ ხდება ჩემპიონი მაგათი ბრალი არაა. პატრონშია პრობლემა. კარაბას-ბარაბასივით ექცევა (ხელფასებს ვგულისხმობ) ფეხბურთელებს, ვითომ მაგის თოჯინები იყვნენ. ხვიჩას დაბალმა ხელფასმა ალბათ არია ფეხბურთელებში განწყობა და დამოკიდებულება. ფეხბურთელების "განწყობა და დამოკიდებულებაა" მთავარი პრობლემა დღეს. და ოსიმენი დაბრუნება ძველ სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს არ დაგვიბრუნებს. არაა

• Givi

Napolis problema aris neli mokle pasebi moednis centrshi,sanam 2-3 kaci at miva kvarastan manamde burti ar midis mastan,pirvel wreshi ufro swrafebi ikvnen igive angisa,zelenski,lobotka...zogjer sul marto dgas flangze da grdzel pass ar uketeben...calke temaa mario rui,ar vici ra unda cocxali tavit ar adzlevs burts kvaras da bevrad cud poziciashi mkof zelenskis tenis koveltvis pass.

• მამუკა

ავტორს გამორჩა ერთი მთავარი ნიუანსი, რაც უმეტესობა გუნდებს ემართებათ სეზონის მიწურულს, ნაპოლი აშკარად გადაღლილია,გაიხსენეთ პირველი წრე და შეადარეთ ეხლა რასაც თამაშობენ, სპალეტი ფაქტიურად ერთი შემადგენლობით თამადობს მთელი წელი, ასეთი გრძელი სეზონი ნაპოლის არ ჰქონია არასოდეს, ამას დაემატა მსოფლიო ჩემპიონატი და ნაკრების თამაშები და ვხედავთ რომ ფეხბურთელები უბრალოდ გამოფიტულები არიან, ანგისა, ზიელინსკი, ლოზანო, რუი იმის 50% ვერ თამაშობენ რასაც პირველ წრეში თამაშობდნენ, იგივე ხვიჩა ავიღოთ, ბიჭი თამაშობდა კვირაში ერთ თამაშს, უცებ ეხლა ხანდახან უწევს კვირაში სამი თამაშის ჩატარება, პირველი წელია და მისი კუნთები და ორგანიზმი ამას შეჩვეული არ არის, როგორიც გინდა აღდგენითი საშუალებები მიიღო ორგანიზმს აქვს რაღაც ზღვარი, ამიტომ ტოპ მწვრთნელობაზე როცა ადამიანს აქვს პრეტენზია ეს ყველა ნიუანსი უნდა იცოდეს, თავისუფლად შეეძლო სპალეტის თუნდაც მილანთან ჩემპიონატში დაესვენებინა ძირითადი ბირთვი, ურთულესი მატჩი გამოუვიდათ ასევე ლეჩესთან, სადაც ასევე ძირითადი შემადგენლობით ათამაშა გუნდი და გუშინდელი მარცხის შედეგიც ეს არის, ეხლა ვერონასთან თუ დასვენების საშუალება არ მისცა რამოდენიმე ფეხბურთელს, მილანი ნეაპოლშიც მოუგებს

• თენგაბი

ხვიჩა ახალმისული უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ახლა. მესმის, რომ მისი თამაშის სტილი შეისწავლეს, მაგრამ უფრო დიდი დონის მწვრთნელის ხელში უფრო გაიზრდებოდა და გააგრძელებდა წინსვლას. სამწუხაროა რომ სპალეტი და ნაპოლი მის უნარებს მაქსიმალურად ვერ იყენებენ. საბოლოოდ ეს თვით გუნდს უფრო ვნებს, ვიდრე ხვიჩას.

• ტიტე

არსებობს ფეხბურთელის მოედანზე მოქცევის ეთიკური წესები, რითაც მაყურებლის და შენი გულშემატკივრების სიყვარულს იმსახურებ. "გიჟი თავისუფალია" მოქცევის პრინციპი, არსად არ ამართლებს, მითუმეტეს ამხელა აუდიტორიის წინაშე. კარგია რომ ვარჩევდეთ, რას ნიშნავს ეთიკა და თავისუფლება.

• tngh

წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!

• G.LA

მთლიანობაში ვთანხმდებით რომ საპლეტი ნორმალური მწვრთნელია და არა მაღალი კლასის მწვრთნელი. ხვიჩას ვერ გამოყენება სათანადოდ ამაზე მეტყველებს. ოსიმენ-ხვიჩას დუეტი რომ არ ყოფილიყო ნაპოლში, ოთხეულშიც ვერ შევიდოდა ნაპოლი. ახლა კი როცა მხოლოდ ფორამალობაა ჩემპიონობის გაფორმება ყველა სათავისოდ ფიქრობს დივიდენტები მიიღოს. ჩვენ თითქმის ყველანი სეზონის წინ ვთანხმდებოდით რომ ეს შემადგენლობა ოთხეულში ვერ მოხვდებოდა. ვერ წამოვიდგენდით ხვიჩას ასე გაბრწყინებას და ოსიმენის ასეთ ფორვარდის თვისებებს. მეორე სეზონია რაც ოსიმენი ნაპოლშია და ევროპაშიც უკვე მეოთხე წელია რაც თამაშობს. ოსიმენი 70 მილიონად არის შეძენილი და ეს ყველაფერი მას მატებს ავტორიტეტს. ხვიჩა მხოლოდ 10 მილიონად გადავიდა და პირველი სეზონია საერთოდ ევროპაში. ამიტომ არის რომ მას პასებს არ აძლევენ საჭიროების შემთხვევაშო და ამიტომ არის სპალეტი რომ შლის ხელებს ხვიჩას იშვიათ უზუსტო პასზე. ეს ვითომ უმნიშვნელო რამ არის. მაგრამ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია იგრძნო დაფასება, ავტროიტეტი ფეხბურთელენისაგან და მწვრთნელისაგან. ჯერ ხვიჩას ისევ როგორც ახალბედა ფეხბურთელივით უყურებენ და ესაა შესამჩნევი ჩემთვის. ცოტა ვიტყოდი ეჭვიანობა თუ პირადაპირ შურიც იგრძნობა ხვიჩასადმი, რომ ხვიჩა მთლად ისე არ ააღმერთონ. პატარა გუნდია ნაპოლი და მახსენდება ჩემგან დაგმობილი ჟორდანიას სიტყვები ''სოფლის გუნდია'' მართლა ნაპოლი. მაინც მგონია 1/2 ფინალში გასვა შეუძლია ნაპოლის იმიტომ რომ ყავს ხვიჩა და ოსიმენი.

• უვიცი

ყველაფერი სწორია, ანგისა ნდომბელემ და რუი ოლივერამ უნდა ჩაანაცვლოს. მაგრამ ვფიქრობ ნდომბელეს ნაცვლად ელმასს დააყენებს შუა ხაზზი კაპუეტი სპალუეტი.

• სვანსკი

რასაც ჩვენ ვხედავთ სპალეტი ვერ ხედავს თუ თავს იშტერებს.გუნდურობა მხოლოდ ხვიჩას მოეთხოვება და სხვას არა? რუი პატარა კაცი,დიდი ამბიციებით.კუთხურს ხვიჩა აწვდის და ეს აუცილებლად უნდა შეეტენოს და თვითონ დაარტყას,ხვიჩასაც საქმეს უფუჭებს ეს ახ..რი,მერე გამოდიან ქართველ-იტალიელი სანაიები და ხვიჩას უარყოფითში მოიხსენიებენ. ერთი კიდევ ამ ქართველ კომენტატორებს რა უხარიათ იმ გოლს ისეთი ოვაციებით შეხვდნენ ეტყობა მილანის პირველ გოლზე ედოთ, ბ...ბი

• buxo

რა გადამეტებული ემოცია, ფეხბურთელი მონა ხომ არაა, ესთი თამაში, ამდენი ბრძოლა და თერმე ემოციების გამიოხატვა არ შეიძლება, ე.ი. მსაჯი მეფეა მოედანზე და ფეხბურთელები მონები. ისევ ორმაგი სტანდარტი, გაიხსენეთ თეოს ემოცია ლოსანოსთან, ლეაოს კუთხურის ალმის დამტვრევა (გასვლაზე რომ ექნა სადმე აოცილებლად გააყვითლებდნენ). ივერიის ერთი სახუმარო სიმღერა გამახსენდა: მსაჯი ზოგჯერ პენალს არ მოგვცემს, გოლს არ ჩაგვითვლის,ნერვებს აგვიშლის, ჩვენ კი ისევ უნდა ვიძახოთ ,,მადლობთ ბოდიში''.

• მამუკა

მინდა ვცდებოდე, მაგრამ მილანმა მიიღო ის შედეგი რომლითაც წარმატების მიღწევა შეუძლია. მილანი თავქუდმოგლეჯილი არ გარბის თავდასხმაში და კონტრშეტევებზე ძალიან მაგარია. ერთი მომენტი რომ მიეცეს იმასაც გამოიყენებს და მერე 2-3 მომენტს კიდევ შექმნის. დარწმუნებული ვარ განმეორებით შეხვედრაში დაცვაში ჩაჯდება და თავის შანსებს შეტევაშიც მიიღებს. თან ძალიან ყისმათიანი გუნდია. მეკარეს ერტი უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვია და აუღებელი ბურთიც აიღო. ნაპოლიმ დასაწყისშივე თუ არ გაიტანა, მერე დაიწყება ნერვიულობა, შეცდომების დაშვება და ა. შ.

• zviadi

სწორი შეფასებაა ხვიჩას და ელმასს ადგილები უნდა ეცვალად და ეს მილანის დაცვას არევდა ხვიჩას გაწელილ კუტხეში ყოფნა მუდმივად არ მგონია სწორი იყოს.რაც შეეხება მარიო რუის ეს ასეტი სტილის ფეხბურტელია ცენტრისკენ იცის ჩAწოდებები და არა ხვიჩას აიგნორებს, ესეც სპალეტის გადასაწყვეტია როდის გამოიყენოს რუი.რაც შეეხება შეცვლას ელმასი უნდა გაეყვანა პოლიტანო გადავიდოდა მარჯვნივ და კვარა დარცჰებოდა თავის ადგილზე მიტუმეტეს გაცილებიტ კარგი იყო ვიდრე ელმასი დასვენებული არც ელმასი ჩანდა ხანდახან უცნაურ გადაწყვეტილებებს იგებს სპალეტი

• H

ძალიან სწორი და ობიექტური ანალიზია. გასაგებია, რომ უპირატესობას ნაპოლი ფლობდა და მეტი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ამ უპირატესობის გამოყენებას უფრო მაღალი კლასის შემსრულებელები სჭირდება. ბევრი ამბობს, რომ კვარაცხელია იდეალურ გუნდში მოხვდა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მარიო რუიზე საუბარს საერთოდ აზრი აღარ აქვს, მაგრამ ზიელინსკიმ და ანგისამ, რომ ერთი ზუსტი პასი ვერ გაუკეთეს ეს მათ კლასზე მეტყველებს. ჩემი აზრით კვარას და ოსიმენის გამოკლებით გუნდი საშუალო და საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მერეტი საშუალო დონის მეკარე არის, რომელიც მხოლოდ ისეთ ბურთებს იღებს, რომელსაც ყველა მეკარე უნდა იღებდეს. დაცვის ხაზი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ძლიერ მეტოქეებთან ბევრ შეცდომას უშვებენ. იგივეს თქმა შეიძლება ნახევარდაცვაზეც, რომლენიც ბურთის ართმევის კომპონენტში უკეთ გამოიყურებიან, მაგრამ შეტევის დროს კრეატივსა და შედეგიან მოქმედებაში უჭირთ. შეტევის მარჯვენა ფლანგზე ორი დაახლოებით ერთი დონის ორი საკმაოდ მშრომელი, მაგრამ ნაკლები ფანტაზიის მქონე ფეხბურთელი ყავთ. რაც შეეხება კვარას და ოსიმენს ორივე ძალიან მაღალი დონის შემსრულებელია იმ განსხვავებით, რომ ჩემი აზრით ხვიჩას ზრდისა და განვითარების მეტი რესურსი აქვს. ისინი ძალიან კარგად ავსებენ ერთმანეთს და როდესაც მოედანზე არიან ორივეს მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია. მართალია ხვიჩას მიმართ ყურადღება ყოველთვის დიდია, მაგრამ მილანთან ორივე თამაშმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოსიმენის არყოფნის პირობებში მეტოქეს კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელის გამოყენების საშუალება აქვს ხვიჩას გასანეიტრალებლად. გუშინდელ თამაშში 3 კაცი მუდმივად ხვიჩას მეურვეობდა და მეოთხეც ყოველთვის იქვე ჩნდებოდა დასაზღვევად და მიუხედავად ასე პრესინგისა ის მაინც ახერხებდა დრიბლინგსა და ხიფათის შექმნას.

• 07-01

ხვიჩას ეხლა უნდა დაემტკიცებია რომ დიდი ფეხბურთელია, როდესაც ოსიმენი აკლია გუნდს და შენ მის არყოფნას არ აგრძნობინებ და მის გარეშე გაამარჯვებინებ ასეთ პრინციპულ მეტოქესთან, მაშინ ხდები ნამდივილი ლიდერი, აი ეს შანსი თითქოს ხვთისაგან ბოძებული, შენთვის გამოწერილი, დაკარგა კვარამ სამწუხაროდ. თავის თავზე უნდა გადამხდარიყო და ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, ეხლა რა გამოდის? ლიდერია ოსიმენი და ხვიჩა არის ოსიმენით, იგი მუდმივად მის ჩრდილში იქნება. აი ეს არის ძალიან ცუდი. ღმერთმა ქნას და მე ვცდებოდე ჩემს ანალიზში. ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ! ეხლა დგება გარდამტეხი მომენტი ან ყალიბდები სუპერ კლასის ლიდერად ან  მეორე ხარისხოვან კარგ ფეხბურთელად.

• გიო

ხვიჩას ზღუდავს სპალეტი აც ცუდია. მეტი თავისუფლება უნდა მიცეს, ელმასი და ანგისა მეორე ტაიმში არ უნდ აეტამაშებინ ადა უნდა გაეყვანა. მარი რუის სინდისზეა ის გატანილი გოლიც. რა თქმა უნდა წნეხი ხვიჩაზე დიდია. რაც თამაშზეც ეტყობა. მეტი თავისუფლება

• Ggg

Dilorencoom rac maza kide xvichas abralebdnen. Dilorenco da losano praxadnoi dveri iyo. Moashoron rui, amas daemateba osimeni romelic xvichastan ertad dz magrad modzraobs da egaa. Araferi gundi araa milani. Leaos mimart ragac zizgis grdznoba maq titqos tavi kitri gonia arada didi araferiaa

• Juventus

ძალიან ბევრს ვითხოვთ ხვიჩასგან ხალხნო!!!

• 123

ხვიჩამ იმხელაზე აწია თამასა რომ უკვე მეტი მოეთხოვება. 1-2 წარმატებული დრიბლინგი არ არის საკმარისი. უფრო უნდა მოითხოვოს ბურთი და ცოტა სითავხედის დონე გაზარდოს კარგი გაგებით. მაგალითად შორიდან დაარტყას ხოლმე, სულ პასზეაქვს ორიენტირება. ბოლო 4-5 თამაშია ვერ არის ისეთი როგორიც გვინდა რო იყოს მაგრამ არაუშავს ღმერთი მისკენ და იმედია მარადონაზე დაამწუხრებს მილანს

• pirlo

ეს ხო აშკარაზე აშკარაა რომ რუი პასებს არ აძლევს ხვიჩას როცა თავისუფალია და ცენტრში შეაქვს ან აწვდის, მხოლოდ მაშინ აძლევს ან როცა გამოუვალი მდგომარეობა აქვს ან 2 კაცი აზის ფეხზე... ჩვენ კაი გასაგებია ვფერ ვხსნით რუის მოქმედებას და ქართველების თვალში უკვე შესულია მარიო ხუის ფსევდონიმით მაგრამ მე ის მაინტერესებს სპალეტი ამას ვერ ამჩნევს? ან გულშემატკივრებს რატომ არ აქვთ ამაზე რეაქცია და პროტესტი? ხვიჩასგან რომ მოელიან ბევრს და არაორდინალურებს, რატომ არ აპროტესტებენ რუისგან აშკარა იგნორს??? თუნდაც კომენტარებში ( თუ გგონია არ კითხულობენ ფეხბურთელები თავისი გუნდის გვერდის კომენტარებს) ან ტრიბუნებიდან სტვენის სახით გამოხატონ. რავიცი რავიცი!!!

• გიორგი

ნაპოლი მიეჩვია ხვიჩას 2-3 ფეხბურთელი რომ გადაყავს და ცდილობს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას, მაგრამ არ გამოდის. მაგას სჯობს ხვიჩა დატვირთონ. თავდამხსმელები ნაპოლს არ ჰყავს (როცა ოსიმენი არ არის), ხვიჩამ რამდენჯერმე კარგად ჩააწოდა. მაქედან ოსიმენი ერთს მაინც გაიტაქნდა. ანგისა დაიღალა, ორმოცდამეათე წუთზე ეტყობოდა რომ ვერ მოძრაობდა ისე როგორც მანამდე და შეტევას ანელებდა. კვარას უნდა გაეტანაო, 3 კაცი იდგა კარში და ის ბურთიც ისე მივიდა კვარამდე გამიზნულიც არ იყო. მომავალში უკეთესი გუნდი სჭირდერბა კვარას.

• Charley

თამაშის წინ ვწერდი ნაპოლიმ ტაქტიკა უნდა შეცვალოს და 4-3-3-ის მაგივრად 4-4-2 გამოიყვანოს გუნდი სპალეტიმთქო მაგრამ დაადასტურა მშიშარა მწვრთნელია ვერ გარისკა სქემის შეცვლა ამიტომ არ არის მელოტი ტოპ მწვრთნელი. ცენტრმა და მარიო რუიმ დააღალატა ისევ გუნდი. 4 ნახევარმცველით კი ეს არ მოხდებოდა და ამაზე ვრცელი პოსტიც დავწერე თავისი ნიუანსებით. დავაკონკრეტოთ. ნაპოლის ჰყავს ძირითადის 3 ნახევარმცველი, ლობოტკა, ანგისა, ჟელინსკი. აქედან მინიმუმ 2 იანვრის მერე ფორმაში არაა. ელმასი და ნდომბელე დიდი არაფერი არ არიან. ანუ გაძლიერებაც არ გამოდის. შესაბამისად, ნაპოლის არა აქვს არანაირი რესურსი აჯობოს გუნდს, რომელიც ეთამაშება 5(2+3) ნახევარმცველით. დისციპლინირებულად აპრესინგებს, არ არღვევს ხაზს, მისი ფეხბურთელები დაცვაში აზღვევენ ერთმანეთს, არ ამორბიან ზემოთ და არ ქმნიან სივრცეებს ზურგსუკან, სადაც ნაპოლის ნახევარდაცვა/თავდასხმა გაილაღებდა. შეტევაში სწრაფად გადადიან ნახევარდაცვაში უპირატესობის ხარჯზე. ეს პირველივე თამაშში გამოჩნდა, მაგრამ აქ სპალეტიც ვერაფერს ვერ შეცვლის, რადგან ამის რესურსი არაა. ნაპოლი არის 1 შემადგენლობის გუნდი. ამიტომ თამაშობს იმას, რაც შეუძლია - 4+3+3 ნახევარდაცვაში უმცირესობაშია და და ძირითადად გამართლების იმედზეა. და რა უშლის ხელს ნაპოლის მაგალითად რომ 4-2-3–1 ით ან 4-4-2 -ით ითამაშოს და კვარა არა ფლანგზე არამედ ცენტრში იყოს კაცი რომელიც არ იქნება შეზღუდული და ხან ფლანგზეც იქნება და ხან მეორე ფორვარდადაც კაკა იყო მილანში ეგრე 2007 წელს ესეც მელოტის მინუსზე მიუთითებს. რასაც ვუყურებ კვარა მიაწება ფლანგზე და როცა ზონა თავისუფლდება იქ შერბის რუი რომელსაც არ აქვს ტექნიკური არსენალი, არადა მაშინ იქნება სახიფათო მომენტი როცა კვარა ფლანგიდან ცენტრში შედის, გუშინ რუის მაგივრად ოლივერას უნდა ეთამაშა კვარას და ელმასს პოზიციები უნდა ეცვალა დავიჯერო მე ვატყობ მარტო ამას?

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ