სამხრეთამერიკულ ტურნეზე მყოფი "შავი ლომი" 14 აპრილს, საქართველოს დროით 22 საათზე, მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მონტევიდეოში, "ჩარუას" სტადიონზე, ამჯერად მისი მეტოქე ჩილეს "სელკნამი" იქნება, რომლის 90% პრაქტიკულად ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენს.

"სელკნამი" სამხრეთ ამერიკის სუპერლიგაში პირველივე გათამაშებიდან ჩაერთო, 2021 წელს რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში ურუგვაის "პენიაროლთან" 14:17 დამარცხდა.

შარშან ჩილელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, ნახევარფინალში კი არგენტინის "ხაგუარესს" 16:10 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, იქ კი კვლავ "პენიაროლთან" დამარცხდნენ – 13:24.

მიმდინარე გათამაშებაში "სელკნამმა" 6-იდან 2 თამაში მოიგო და 11 ქულით მე-5 ადგილზეა. მან გაიტანა 148 ქულა და 19 ლელო, თავად კი 140 ქულა და 18 ლელო მიიღო. ჩილელებმა პირველ ტურში 45:10 მოუგეს აშშ-ის "რეპტორსს", ხოლო მეორე ტურში არგენტინულ "პამპასს" 34:20 სძლიეს.

"სელკნამმა" მომდევნო 4 თამაში დათმო – არგენტინულ "დოგოსთან" 10:24, ბრაზილიურ "კობრასთან" 24:30, "პენიაროლთან" 24:35 და პარაგვაის "იაკარესთან" 11:21.

შეცვლილი რაზმით

ტურნეს პირველ მატჩში არგენტინის "დოგოსის" გადახალისებულმა შემადგენლობამ "შავ ლომს" ვერაფერი დაუპირისპირა და ქართველებმა 75:19 მოიგეს. რადგან ტურნეს მიზანი ნაკრების კანდიდატებისთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემაა, წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში 9 მოთამაშე შეიცვალა.

ხაზში ადგილი მხოლოდ 9 ნომერმა თენგიზ პერანიძემ შეინარჩუნა, რომელსაც მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ცენტრში ბრუნდებიან კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე, ფრთებზე კი - სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე. ფულბეკის პოზიციაზე ვიხილავთ სოსო მათიაშვილს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ერთი კვირის წინ თამაშში მარქაფიდან ჩაერთო.

შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯი კვლავ დავით აბდუშელიშვილი იქნება. კვაჭის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი გამოჩნდა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ნიკა ხატიაშვილია. მეორე ხაზში ბრუნდება ნოდარ ჭეიშვილი და მისი მეწყვილე მიხეილ ბაბუნაშვილი იქნება. უცვლელია მესამე ხაზი – მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

რადგან მატჩი ამხანაგურია, განაცხადში ნორმაზე სამით მეტი. 26 მოთამაშეა. შერკინების ხაზში თენგიზ ზამთარაძეს, გოგა ქადარიას, გიორგი ჩხარტიშვილს, თორნიკე აქუბარდიას, ნიკო აფციაურს და გრიგორ ქერდიყოშვილს ვიხილავთ. ხაზში შეცვლაზე გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მირიან მოდებაძე, ლაშა ხმალაძე და ოთარ ლაშხი შევლენ.

სამხრეთამერიკული ტურნე

14 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა. 22:00 (საქ. დრო)

შავი ლომი (საქართველო) – სელკნამი (ჩილე)

შავი ლომი

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. მირიან მოდებაძე, 24. ლაშა ხმალაძე, 25. გრიგორ ქერდიყოშვილი, 26. ოთარ ლაშხი.

rugby.ge

svano magarski
მათიაშვილი-რომ-ზარალია-იმ-მალალეტკებტან-შეხვედრაშიც-გამოჩნდა.მაისაშვილი-რამე-გჭიირს,-ხომ-ჯანზე-ხარ?!
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"