სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინ „ვერონასთან“ სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი, ამირ რაჰმანი, სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ზილენსკი არ დააყენა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა.

თანაბარი დებიუტის შემდეგ ნეაპოლელები უპირატესობას დაეუფლენ, გაიტანეს კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ლაზანიას დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია.“ნაპოლი“ მეტოქის კარზე სახიფათო შეტევების მიტანას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, მასპინძლები ისევ უნიათოდ მოქმედებდნენ და სპალეტი იძულებული გახდა 64-ე წუთზე შეცვლაზე კვარაცხელია და ზილენსკი, 72-ე წუთზე კი ოსიმენი და ლობოტკა შეეშვა. ქართველი აქტიურად ჩაერთო თამაშში, ორ მოწინააღმდეგეს ყვითელი ბარათი მიაღებინა (კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი თავადაც მიიღო), ოსიმენმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე სწრაფი კონტრიერიშისას, როდესაც "კვარამ" ბურთი დაკარგა, ნგონჯი მეკარე მერეტთან პირისპირ გავიდა, შანსი ხელიდან გაუშვა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 75 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლაციოს" 14 ქულით უსწრებს, 18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. “დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ვერონა 0:0

გივი
რას ჰქვია მხარდამჭერი კომენტარები მაღიზიანებს? მე ყოველთვის დადებითად ვაფასებ ხვიჩას და მის მხარდამჭერი ვარ, რაც უამრავ ჩემს კომენტარში სჩანს. თუმცა აზრი არ აქვს თქვენთან კამათს. ჩემთვის მეცნიერულად ცნობილია ეს ფენომენი. როცა ვინმე( ვგულისხმობ ერთ ორ ადამიანს) ხვიჩაზე არასამართლიან კომენტარს დადებს, ეგრევე უნდა გამოხტნენ და თავი გამოიდონ, რომ ისინი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები არიან. ბევრისგან მარადონაზეც გამიგია რომ ის ნარკომანია და ა.შ .მაგრამ მისი დაცვა ესეთი შტერი ხალხისგან აზრადაც არ უნდა მოგინდეს. ის ერთია და განუმეორებელი.
Skeleton
ფეხბურთს ბავშვობიდან ვუყურებ და ფეხბურთზე ბავშვობიდან ვწერ, რაზე ვწერო თქვენ ვერ მიმითითებთ. საკუთარი თავი თუ ამოიცანით ჩემს ნაწერში ვწუხვარ. კარგად რომ წაგეკითხათ მიხვდებოდით, როგორ ხალხსაც ვგულისხმობ. ხვიჩას თავად არ მიაჩნია თავი მარადონად, ეგ საიდან მოიტანეთ, რომ ყველას ვლანძღავ ვისაც ხვიჩა მარადონა არ ჰგონია? აი რა დონეზე ვერ უნდა გამოიტანოთ წაკითხულიდან აზრი, რომ ეგ დაწეროთ? წამებულის მანტია თავად მოისხით, ვითომ მე მოგაყენეთ შეურაცხყოფა. იმდენი უსამართლო და დაუმსახურებელი კომენტარი იწერება ხვიჩაზე და იმათ გამოეხმაუროთ ჯობია ვიდრე ჩემზე იყოთ ჩასაფრებული :))) მხარდამჭერი კომენტარები რატომ გაღიზიანებთ საინტერესოა.
Skeleton
ძლივს ნორმალური, ჩამოყალიბებული, ადეკვატური ანალიზი. არაზედაპირული და მცოდნე ადამიანის დაწერილი!
გივი
ბოლოს რომ დაწერე ყველა არ იგულისხმებაო. გგონია ამით შეურაცხყოფა არ მიგიყენებია თუნდაც იმ "ყველას ". სულ მოჩვენევები რატომ გაქვს. საერთოდ ფეხბურთზე და კონკრეტულ თამაშებზე წერა მიატოვე უკვე. გადასული ხარ იმ ხალხის ლანძღვაზე, ვისაც ხვიჩა არ მიაჩნია მარადონად. ადრეც გითხარი, რომ თითო ოროლა ლუზერის გარდა არავინ აგინებს ხვიჩას. შენგან წამებულის მანტიის მოსხმა კიდევ არ სჭირდება მას
არტ
ბოდიში, მეოთხედფინალი უნდა დამეწერა. ისე, იქნებ ენამ მიყივლა?)))

ნაპოლის ბოლო 4 თმაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა გუნდმა - ლეჩესთან(16 ადგილი), ვერ გაუტანა ვერონას (18 ადგილი), მილანს 180 წუთი, რომელსაც 22 ქულით უსწრებს. უუნარო ფეხბურთს თამაშობს ნაპოლი და აღმაფრენა არ აწვს საეროდ. გამოჩნხა რომ არ ყოფილა ანგიაა "სუპერ" ფეხბურთელი, იანვრიდან მუდმივად უკლებსა თამაშს, არც მარიო რუი ყოფილა მარსელო, არც კიმი რამოსი, არც ლობოტკა მოდრიჩის და კროოსის ნაზავი და სპალეტი - საშუალო დონე მაგის მაქსიმუმია ! არ აქვს არაფერი არსენალში, ხოლო ფეხბურთელებმა საწყისი მუხტი ნაკარგეს, არც მოულოდნელობა აღარ არის მათი წმევანდელი თამაში, ამ კაცმა კი ვერაფერი ჭთაბერა გუნდს რაც კრიზისს დააძლევინებდა. რა შანსი აქვს გუნდს ნახევარფინალის, მაგრამ გაანიავებს ამ შანსს.
არტ
1.ვერონა აუტსაიდერი კი არის მაგრამ თერთმეტი კაცით დაცვაში ჩამდგარი გუნდისთვის რომ გოლის გატანა ადვილი საქმე არაა ბევრი გრანდის შემთხვევაში გვინახავს. 2. ლიდერების დასვენება სწორი იყო. ის კი არა, აქამდეც შეიძლებოდა ამის გაკეთება, ცხადია თითო-თითოდ და კგუფურად. 3. კვარამ აშკარად გააძლიერა გუნდი თავისი გამოსვლით და იმ დროში რაც მიეცა გოლს და ასისტს რომ თხოვთ, კარგით რა მართლა... 4. გუშინ კვარა აღარ იყო მიბმული ფლანგზე და უბურთოდ უკეთ მოძრაობდა ვიდრე ბოლო დროს, ლამის ყველა ბურთის მიღებაზე ჯარიმის ხარჯზე უწევდათ მისი გაჩერება.(ერთი კია, ხელების ქნევას და მსაჯთან კამათს უნდა შეეშვას) 5. ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს და ეს იქნება უდიდესი მიღწევა. ნაპოლი არის ჩემპლიგის ნახევარფინალში და ესეც არის უდიდესი მიღწევა ამ გუნდისათვის. ხოდა ამ ყველაფრის ერთერთი მთავარი ფაქტორი არის ხვიჩა. უბრალოდ რომ გავიხაროთ ამ ყველაფრით და გაღიზიანებული კომენტარები არ ვწეროთ ვერა არა?
Skeleton
ვისაც კვარას წარმატება აღიზიანებს და მის ფეხის დაცდენას და ცუდ თამაშს ელოდება, ეგეთი დღეები უკვე გავიარეთ და ყველამ გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი სახე. ეს ადამიანები არიან ცხოვრებით ლუზერები, დივანზე წამოწოლილი უსაქმური ხალხი, რომლებსაც მშობელი არჩენს და თავისით არასოდეს არაფერი შეუქმნია. ყველა კომენტარის ავტორზე ეგეთი წარმოდგენა მიჩნდება და დიალოგში თუ შევედი ყოველთვის მიმართლდება. ჯობია არ შეხვიდეთ ეგეთებთან დიალოგში, დააიგნორეთ რასაც დაწერენ და თავისით გაქრებიან. აბა ისეთი ადამიანი ვინც თავისი შრომით რაღაც შექმნა, წიგნები აქვს წაკითხული და ადეკვატურად აზროვნებს, ასე სახალხოდ კი არ დაიწყებს ვინმეს ლანძღვას. კრიტიკა შველისო და ქება აფუჭებსო, ზოგი ამას რომ გეტყვის და აზრზე რომ არაა კრიტიკა რას ნიშნავს. გაგიკვირდებათ და კრიტიკას ყველაზე დიდი ცოდნა და განათლება ჭირდება, იმ სფეროში მაინც, რომელსაც აკრიტიკებთ :)) არცერთი ადეკვატური კრიტიკა აქ არ წამიკითხავს მე, ისეთი არაფერი წამიკითხავს, ვინც სპორტსმენს პროფესიულად გაზრდის და ჯანსაღად გააკრიტიკებს. აქ მარტო ლუზერები წერენ ცუდ კომენტარებს, საკუთარ კომპლექსებს გამოხატავენ კლავიატურაზე ტყაპუნით. კვარაცხელია ცდილობს სპორტის ამ სახეობაში წარმატებას მიაღწიოს და თავისი ქვეყანა სანაგვიდან ამოიყვანოს, საფეხბურთო რუკაზე გააჩინოს და დიდი ქვეყნები ჩვენი ფეხბურთელებით დააინტერესოს. ეს ქვეყანა კი ებრძვის როგორც შეუძლია, ვერ იღებს, ვერ ეგუება მის არსებობას, ისევ ნაგავში ვიქნებით, ოღონ შენ არ მიაღწიო წარმატებასო! აი რეალურად ეს ვართ, ბედნიერი ერი! როგორც ილიამ დაგვიწერა: "მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი"! პ.ს რათქმაუნდა ყველა არ იგულისხმება ზემოთხსენებულში. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ლაციომ მოიგო და ამ ეტაპზე ლაციო არის საშიში, სხვა არავინ. 14 ქულა ისეთია, რისი აღმოფხვრაც შეიძლება. მითუმეტეს ნაპოლის რთული თამაშები აქვს წინ და ლაციო ახლა შევიდა მანდამაინც ისეთ ფორმაში რო ყველას უგებს. ინტერი, მილანი ატალანტა ისე ჩამორჩა ნაპოლის,ეგენი სათვალავში არც არიან. ლაციო არის ყველაზე საშიში ახლა.
aburjga
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღსდგა! დიდება უფალს! გამარჯვება საქართველოს!
თბილისელი
მწვრთნელს თუ მოგება უნდოდა, ჯერ ძირითადი უნდა გამოეშვა, თამაში გარკეთებინა და მერე დაეყენა ის ხალხი, რომებიც „მილათან“ დაჭირდებოდა.
გივი
ანგისას ადგილზე ვინც უნდა ათამაშოს (ნდომბელე) ყვითელი ბარათების გამო ვერ დააყენა შემადგენლობაში.
გულკეთილი
მადლობა
ჯელა
ქრისტე აღსდგა!გილოცავთ სპორტალელებო,ქრისტიანებო,გულკეთილებო.მრავალს და მრავალს დაესწარით❤️
ჯელა
ამათ ესე თუ გააგრძელეს,ლიგა კი არა სერია A გაუხდებათ სანატრელი.ჩავარდნა მოსალოდნელიც იყო.ისე,ჩვენში დარჩეს და ალალად რა.წარმოიდგენდით სეზონის წინ იტალიის ჩემპიონატში ამხელა სხვაობით წინ ყოფნას,ლიგის მეოთხედფინალს და სულაც რეალურ ფინალისტს?მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და მიტო ვართ კრიტიკულები.ბრავო ნაპოლის.ცოტა ობიექტურად შევხედოთ მეგობრებო
დავით
აუ რამდენს წაგიგიათ ტო. ტოტალი 2,5 მეტი გქონდათ დადებული თუ ნაპოლის სუფთა მოგება. მიდით დადეთ რა კიდევ ბევრი ფსონები 18შიც. წილში ვარ ტოტალიზატორში, თან ბინა მაქვს საყიდელი ამ თვეში. მიდით თქვენი იმედი მაქვს
დავით 67
სამწუხაროდ დღეს თამაში ვერ ვნახე. კომენტარებიდან გამომდინარე ვერ ითამაშა ნაპოლიმ კარგად. ერთი ვერ გავიგე სპალეტის რა უნდა გაეკეთებინა? თვითონ უნდა გამოსულიყო მინდორზე? ტოტალიზატორების მონების პოზიცია გასაგებია, მაგრამ ვინც ნაღდი გულშემატკივრები ხართ მათ მინდა ვკითხო რა მოხდა დღეს ასეთი რომ არავის ინდობთ კრიტიკას ვგულისხმობ
nika
მე-5 მატჩია ნაპოლი კრემონეზეს გავს... ასე გუნდი გარდასახულიყოს ცუდისკენ არ მინახავს, ნახევარდაცვა - თავდასხმის ხაზი საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს, ლოსანო,ელმასი,რასპადორი,ანგისა,პოლიტანო, სრული მარაზმია... რაღაც ხდება ნაპოლიში და კარგი იქნება ჩემპიონობას თუ მოახერხებენ, გუნდი აშკარად გატეხილია და სპალეტის კლასი უკვე აქ ჩანს, რაღაც ეტაპს შემდეგ აურია ცალსახად. ხვიჩა ნაპოლიდან მეტს ვერაფერს მიიღებს სამწუხაროდ. შემდეგი სეზონისთვის მისთვის უკეთესი იქნება ესპანეთი ვიდრე ინგლისი...

ამ სულელმა სპალეტიმ, ძირითადი ვითომ დაასვენა, მერამდენედ მიჰქარავს, ამას ჰგონია ბელგიამდე სკამი აქვს. ჩემპიონატს თუ მოიგებს ეგ უკვე მსოფლიო საოცრებაა, ვინც მოაგებინებს ისიც კარგად იცის თუ არ მიანიავა ქულები პროფესორობით
Hoho
2 fexburtelis garda napoli dzudzumwovelta klasidanaa.
Vako
Osimenma da xvicham taviseburad unda sheuberon milantan torem daranchenebi mwvrtnelianad dzudzumwovelebi arian.
ვახო 10
დიდი გუნდებიც ვერ ახერხებენ მთელი სეზონი ერთ რიტმში ითამაშონ. გამოიფიტა ნაპოლი. იმედი ვიქონიოთ, რომ მილანთან თავს დადებენ. რაც აქამდე ქნეს ესეც დიდია და ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრები
Niko
Spaleti aris cocora!
ლაშა
სეზონის ბოლოა ყველა გადაიღალა,თუ ნახავთ ბოლო თამაშებს სუსტი გუნდები უფრო გამოიყურებიან კარგად, მაგ: მილანმა ფრე ითამაშა, ინტერმა კიდე წააგო, ატალანტამ წააგო... არაფერი საგანგაშო არაა, პრემიერლიგასავით გახსნილი ფეხბურთი არაა იტალიაში, თავიდანვე ყველა თამაშობს დაცვას, ისე ცნობისთვის არცერთი ფლანგელი დაცვაში არ ჩამოდის სხვა კლუბებში მითუმეტეს როცა სწრაფი ფეხბურთელია, მაგრამ კვარა დაცვასაც თამაშობს და რესურსი ეწურება, ვერ ვიზავთ ვერაფერს უნდა გავძლოთ!!!
Goga
Xvichas da osimenas imedi maq milantan. Kvaram spaleti unda daikidos chuchukaze da driblingebs miawves. Spaleti yvelaze qveshajvia mwvrtnelia. Roara kvara da osi 4shi ver moxvdebodnen.
რუსთავი
მგონი სპალეტიც წარმატები ეიფორიებშია, ვეღარ გაიგო წამყვანი მოთამაშეები უნდა დაესვენებინა თუ არა, ბოლო 10 წუთში რომ გამოგყავს ყველა ერთიანად მოგების შანსს დიდად ვერ ზრდი და რომელიმეს ტრამვის რისკი მკვეთრად იზრდება, ან თუ მაინც გამოგყავს საბრძოლო შემადგენლობა ანგისას ადგილზე დააყენე და გამოსცადე ის ვინც უნდა ითამაშოს მილანთან. არვიცი არვიცი ნაპოლი ინერციის ხარჯზე გახდება იტალიის ჩემპიონი და ლიგაზე კიდევ ოსიმენი კვარას სასწაულზე იქნება დამოკიდებული სხვა შანსი არ აქვთ სამწუხაროდ...
რატი-ს
ტროლობა არ გიტყდება?განა რამდენს გიხდიან?
რობერტი
გამოელიათ საწვავი. ვეღარ დარბიან, შორიდან დამრტყმელი არ ყავს გუნდს საერთოდ ნახევარდაცვაში. გუნდს ჯარიმიდან ჯერ გოლი არ გაუტანია ამ სეზონში. სკამი ნოლი, ფაბიან რუისი როგორ გაყიდეს თუ რამეზე ამბიცია ქონდათ. მოკლედ ჩემპიონობას ალბათ ინერციის ხარჯზე შეძლებენ, ლიგაზე წარმოუდგენელია რამე შედეგი დადონ
ალექსი
ასე თუ გააგრძელეს არ ვიცი... უკვე გოლიც ვეღარ გააქვთ. იმედია მდევრები დაკარგავენ ქულებს, ეს ლაციო კიდევ როგორ უბერავს
ჩემი აზრით
ხვიჩას მთავარი კოზირი ცრუმოძრაობა და მცველების მოტყუება იყო რაც ამ ბოლო დროს აღარ გამოდის.აღარ იცოდენ როგორ დაეჭირათ.მოურინიოს რომ კითხეს როგორ დაიჭერო გვერდზე თუ ჩამირბენს ფეხს დავუდებო. მილანთან კიდევ ასე ცუდათ თუ ითამაშა ძირითადიდან ამოაგდებენ.ბეწვზე გადავრჩით რომ გოლი არ გავიდა ბოლო წუთზე.ასეთივე უაზრო შესვლა გააკეთა მილანში და კონტრშეტავაში ასინგა გავარდა.
რატი
აბა გამოვიდა ბოღმიანი ჯგუფი სოროებიდან. :) რა ნაცნობი მდგომარეობაა, 14 იანვრამდე არსებულს როგორ ჰგავს. ;)
Gia
Daiwyo yomari napolim
დავითი
სულ მიკვირდა ეს სელტა- ფულემებიდან მოყვანილი ნახერდაცვა (ასაკით არც ისეთი პატარა) ასეთ ასტრონომიულ ფეხბურთს როგორ თამაშობს,იქით ელმასი ასეთი კლასნი როგორაა, ათი წუთი ეძლეოდა ხოლმე და ისეთ გოლებს იტანდა პირი ღია მრჩებოდა,ხოდა შავი ტრაკი აბანოში გამოჩნდებაო, ზუსტად მიდის ნაპოლიზე ეს ანდაზა. კრიზისულმა პერიოდმა აჩვენა რომ ამ სანაქებო ანგისა-ლობოტკა-ჟელინსკებს და ელმაზებს მხოლოდ გაკეთებულ თამასში შეუძლიათ საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ხვიჩა ან ოსიმენი გახსნიან კვანძს და მერე ესენი უბერავენ. 40 ოფიციალური თამაში მოუგროვდა ნაპოლის უკვე და ამ ორმოციდან ორად-ორი თამაში მახსენდება სადაც ხვიჩას ან ოსიმენის გარეშე მოახერხეს თამაშის საწყისი კვანძების გახსნა, ლივერპულთან საშინაო და იაქსთან საგარეო. მარა ორივე შემთხვევაში სეზონის სტარტი იყო,ნაპოლის არავინ თვლიდა ფავორიტად და წნეხის გარეშე თამაშობდნენ. გადახედეთ სხვა თამაშებს, ვერონასნაერ კალიბრის გუნდებთანაც კი ან ხვიჩა ქმნიდა განსხვავებას ან ოსიმენი და მერე უკვე გაკეთებულ თამასში იხსნებოდნენ სხვებიც. ისე ქნწხის დროს ეს სანაქებო ნახევარდაცვა ჭიჭვეიშვილები არიან. ლობოტკა არის გუნდისთვის მთავარი ხერხემალი არა კიდე ბუს კვერცხები !
სიმართლე
ეს ლოპიტა მწვრთნელი არ არის, უბრალოდ კვარა და ოსიმენის სინთეზმა გაუმართლა. ლიგას შეეშვი სანამ გვიანი არ არის კიდევ. თამაშს ვეღარ იგებ და გოლი ვეღარ გაგაქვს, ფრთხილად იყავი არ მოიჭიმო
სანდრო
წაიკითხეთ ჩემი წლის დასაწყისში დაწერილი კომენტარები( ბევრს კი მაკრიტიკებდნენ)რომ ევროპაში ნამდვილი ფეხბურთი გაზაფხულზე იწყება.ნეაპოლს არ გააჩნია გრძელი სკამი,თანაც ჰყავს მხოლოდ ერთი ლიდერი-გოლეადორი ( ოსიმენი). ხვიჩას ეტყობა ფიზიკური დაღლილობა.დღესაც რუისს ხომ ვერ დააბრალებთ - პასს არ აძლევსო.თანაც მცველებმაც აუღეს ალღო და არ აძლევენ სიჩქარის აკრეფვის საშუალებას. მე რომ მკითხო, ნაპოლის ცოტა გაუმარო, რომ წელს ვერც მილანი და ვერც ლაციო ვერ არიან ფორმაში.თუმცა ნაპოლის ჰქონდა ბრწყინვალე მატჩებიც ( ლივერპული, მილანი, იუვენტუსი)
ნოდო-ს
შენ ხომ არ ჩაიბარებდი?
დიმა
ეს რუი კიდევ არ აწვდიდა პასებს.
ნოდო
ლუჩანო წადი სახლში ესეთ მომენტში ქულებს როგორ უნდა კარგავდე სწორედ ახლა უნდა ივარგოს მწვრთნელმა არ დამიწყოთ ახლა ხალხი ყავს დამტვრეულიო ჩელსის ეგერ ნახევარ მილიონიანი სასტავი ყავს და რა ხეირი/ ? მწვრთნელი იმისია რომ ვინც გყავს მაქ შედეგი გამოიმუშავო სერია ას ლოდერს გოლი სანატრელი რო გაუხდება 4 თამასში სამში უგოლო ტამაში ბევრია მარადონა თუ მოგეცი ეგრე მეც მოვიგებ ტურნირს უმარადონადაც უნდა ვარგოდე
Leonardo Diserpio
კოზა ნოსტრა მეგობარო სიცილური მაფიაა, ნეაპოლურ მაფიას კი კამორა ქვია.
giorgi 3
სპალეტი არ განეკუთნება ტოპ მწვრთნელებს (დაბერდა კაცი და იტალიაში ერთი ტიტულიც არა აქვს მოპოვებული). უბრალოდ გაუმართლა რომ წელს კვარა მივიდა გუნდში და მოხდა მისი ოსიმენთან საოცარი სინთეზი.რომელმაც ისეთი შედეგი მისცა რომ თვითონაც არ ელოდა (ეს ეტყობა კიდეც მის გამომეტყველებას)
L.J .
Aqamde spaletim ar moiyvana???yvela gundss aaqvs chavardna....girseuli xalxi rom ar uzis skamze magic luchanos bralia...kargii raa ubralod napols chavardna dzalian cud dros daemmtxva...
კოზა ნოსტრა
ეხლა ჩვენი დროა, დიდ ხანს ველოდით!!! გვაცადეთ ბატონო ნეაპოლელ მაფიოზებს, ტოტალიზატორებმა ფული უნდა მოვიგოთ, რაც აქამდე მოგაგებინეთ ნაპოლზე, ეხლა ყოველ ქულაზე ფული უნდა გახდევინოთ, მაგრამ გპირდებით, რომ ჩემპიონიც გახდება ნაპოლი და მილანის ბარიერსაც გადალახავს, დამატებით დროში.დანარჩენი თქვენ იცით, მე მაინც ქართველებს ცოტა სიმართლე გითხარით. ხვიჩაც ისევ მაგრად ითამაშებს და გუნდიც, ოღონდ კარგი სპეკტაკლები იქნება!!
ალექს
ნაპოლის ნახევარდაცვა არის სრულიად მოშლილი.. ბურთის დაჭერა იცოცხლე, მაგრამ კრეატივი, კომბინაცია, სისწრაფე, სიმწვავე, სიზუსტე ჩამოვიდა ნოლამდე. ასეთ პირობებში აქა-იქ თუ მოახერხებს კვარა გამონათებას. სკუდეტო ჯერ მოგებული არაა და ჯობია გამოფხიზლდნენ, რომ ორი კურდღლის მადევარივით არ დაემართოთ.
azri
მილანთან წაგებულ თამაშში 6 წარმატებული დრიბლინგი ქონდა ეს ისე ცნობისთვის, დღესაც ორი გაფრთხილება მიაღებინა. მიდის მოტყუებაზე კვარა უბრალოდ გუნდი არაა ფორმაში, ოსიმენი ახალი დაბრუნებელია და დღეს ძალიან არეულად ითამაშა, არც პასები ანაწილა როგორც იცის ხოლმე ოსიმ, გუნდი შუა ხაზი საშინელ ფორმაშია ისევე როგორც დაცვა. ეგრე მილანმაც ვერ ითამაშა დღეს და ყველა ფიქრი და აზრი ამ დროს ჩემპიონთა ლიგაზეა. სათადარიგო სკამი ხო არ უვარგა ნაპოლის და მაგრად გაუმართლა რომ ფეხბურთელებმა არ მიიღეს სეზონის შუა ნაწილამდე ტრავმა. იტალიური კლუბებმა იციან დაცვაში თამაში და ბენფიკას ხო ხედავთ ფეხი არ გაანძრევინა ინტერმა, იგივე ტოტენჰემსაც ორ თამაშში გოლი ვერ გაუტანა მილანს. მთავარი მატჩი არის სამშაბათს და იქ რომ მოიგოს ნაპოლიმ მერე ყველა ვილარაპარაკებთ რა მაგარი ყოფილა სპალეტიო, ასე რომ დაველოდოთ მილანთან თამაშს და ამის მერე უკვე ალბათ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
gogi
ერთი რაც თვალში საცემია ბოლო თამაშებში ხვიჩამ დაიწყო "ჟილკიანობა" და მსაჯების მიმართ გაუმართლებელი ჟესტიკულაციები, ხშირად ისეთ შემთხვევებშიც კი როცა აშკარად მართალი არაა. იმდენად ხშირად იქცევა ასე, რომ მისი პროტესტი ეფექტს კარგავს და ჯერ მსაჯების მერე კი მაყურელებლების გაღიზიანებას იწვევს, რისი შედეგიც იყო ყვითელი. მთლიანობაში ნაპოლი აშკარად ვერაა ფორმაში და მილანთან სასწაული უნდა შეძლოს. ახლა გამოჩნდება მწვრთნელ სპალეტის რეალური ძალა.

გუნდს გოლი ვეღარ გააქვს სპალეტის დამსახურებით და ისე არ მოხდეს ჩემპიონობაც დაიკარგოს. უკვე მაგრად ვნერვიულობ ამ ვითომ მწვრთნელის გამოისობით. გაგიმართლა და კვარა და ოსი გყავს, რაღას ტიპობ შე ......
დათო
სპალეტიმ დაიჯერა რომ გენიოსია, არადა კვარაცხელია ოსიმენის ხარჯზე იგებენ იტალიას. სპალეტი რაც ზენიტში იყო იგივეა, უსუსტესი მწვრთნელია, ზუსტად მისი ბრალია რაც დღეს ნაპოლის სჭირს. იმდენი ქნა გატეხა ხვიჩა და აგერ შედეგი. მთელ თამაშში იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს 5-10 აძლევენ გადაცემას. სეზონის დასაწყისში ხვიჩა დრიბლინგებით აქაჩინებდა გუნდს, ახლა რა ხდება? გადაცემას არ აძლევენ თუ აძლევენ დაგვიანებით. სპალეტი ამაზე ხმას არ იღებს იმიტომ რომ ეს მისი დავალებაა. მას სურს რომ მთელი დიდება თვითონ მიიწეროს. ყველა ვხედავთ რომ ოსიმენის და ხვიჩას გარეშე ჩვეულებრივი სოფლის გუნდია ნაპოლი, რომელიც 4შიც ვერ მოხვდება. არადა ამ გუნდს წელს ლიგის დადებაც შეეძლო. თუ მართლა ლივერპული უხმობს კვარას არც უნდა დაფიქრდეს და მხოლოდ კლოპის ხათრით მაინც გადავიდეს. მისგან ბევრ რამეს ისწავლის.
Lasha
Ese icis 300 atasi manqanebis yidvam manqanebze kiara fexburtze unds ifiqros 24 saati
dato
ნეაპოლში უკვე მილიონებია დახარჯული სადღესასწაულოდ ჩემპიონობისთვის. სპალეტი ისე იზავს თავისი პროფესორობით, რომ გასაქცევად გაიხდის საქმეს. შეირგე ხვიჩა და ოსიმენი, მაგათმა გაგიხადეს გუნდი ჩემპიონი და ნუ ჩაყრი წყალში ყველაფერს. ლიგის მოგება მოინდომა ბიჭმა....
ზურა
სპალეტის თავისი თავი გვარდიოლა გონია. ნეაპოლში უკვე სამზადისია ჩემპიონობისთვის და უკვე უამრავი ფულია დახარჯული. პროფესორ სპალეტი, ისე ნუ იზავ, რომ დაგკიდონ ერთი ადგილით, ლიგის მოგება მოინდომა პროფესორამ. გამოგეყვანა ჯერ ძირითადი გუნდი, გაგეტანა ორი გოლი და მერე გაგეკეთებინა შეცვლები, გუნდს გოლი ვეღარ გააქვს და გაუტანლობის მენტალიტეტი ჩამოუყალიბა ამ მართლა ფიზკულტურის მასწავლებელმა. სასწაული უკვე მოხდა , რომ ნაპოლი ჩემპიონი ხდება კვარას და ოსიმენის დამსახურებით, ლიგა მომინდომა ამ .............
ვალერი კიკალიშვილი
ზალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილებას დატოვა, აბსოლუტურად არანაირი იდეა არაა შეტევაში. კვარა აშკარად არაკომფორტულად გრძნობს თავს, ფლაგიდან წვალობს მაგრად - აშკარად მწვრთნელის იდეების ერთფეროვნებაა. ე დედა მ..ი , სამი თამაშია ერთი გოლიც ვერ გეიტანეს ...
გოგა
ეგა მოკლე სათადარიგო სკამი და მეტი არაფელი, სხვა გინდების არასტაბილურობით ხდება ნაპოლი ჩემპიონი ერთი შემადგენლობით, აუტცაიდერთან 3 4 ფეხბურთელს ვერ ცვლის, პლუს ამას გადაიღალა ძირითადის ფეხბურთელები, ზოგი ფორმიდან ამოვარდა და აი შედეგი, მთლად სპალეტის ნუ დავაბრალებთ, რა რესურსიც აქვს მაგას იყენებს
simartle
საშინლად თამაშობს, დაცვა და შუა ხაზი, ბევრს აგორავებენ აქეთ იქეთ და თამაშს ანელებენ. ასევე ფორვარდებმა ადგილები უნდა შეცვლალონ. არ შეიძლება სულ ერთ ფლან გზე იდგეს ვინმე და ბევრირამ გამოუვიდეს,მ განსაკუთრებით როდსესაც ყველამ იცის რომ იქ დგას. კვარაც, ლოზანოც და ნაპოლიტანოც ...
ბესო
დღეს ვერაფერი შემოგვთავაზა კვარამ. კიდევ კარგი გაუმართლა ნაპოლის და ვერონამ ის მომენტი ვერ გამოიყენა, კვარას რომ შეეშალა.. თორემ უეჭველი მას დაბრალდებოდა. ენტუზიაზმი თითქოს აკლდა, ისევე როგორც მეტი გამბედაობა. ბურთს ხშირად უკან აბრუნებს და მატაობაში ბურთს ადვილად კარგავს..ეხ რავი..იმედია ისევ მოუმატებს!
Charley
ნუ ნაპოლის სადღაც უნდა დაწყებოდა ჩავარდნა და ზედ მილანის წინ დაეწყო მწვრთნელიც "აჯაგულია" მაგრამ მთელი გუნდი სანაკრებო პაუზამდე ნაპოლის აჩრდილია არ უნდა გვეწყინოს მაგრამ ხვიჩა ყველაზე ცუდ ფორმაში ეხაა, მაგარი ამოსაქოქია კაცზე წასვლა უკვე გაუპრობლემდა ხვიჩას. ძალიან ინერტულია კვარა გამოფხიზლდი ბიჭო გულს ნუ გვიხეთქავ ეჭვის საბაბს ნუ აძლევ მაქ და აქაურ ჰეითერებს გაქრობა დაეწყოო. ადრე მარტივად მიდიოდა ერთი კაცის მოტყუებაზე. სპალეტიმ იმდენად სისტემურ მოთამაშედ აქცია და ისე გაუჯდა რომ თუ სივრცეს ვერ ხედავს მოტყუებაზე საერთოდ აღარ მიდის ბურთის დაკარგვის შიშით ესეც გადამეტებული გუნდურობის უკუშედეგი. აგერ ოსიმენი დაბრუნდა და იმედია მილანთან კვარა გამონახავს ძალებს გაიხსნება და ის და ოსი მილანს ლიგიდან გააფრენენ. უკვე ნერვებმა ტაბლეტების მიღება დამაწყებია.
გიორგი
ნაპოლი ისე თამაშობს ბოლო თამაშებია, რომ უკვე მეშინია არ გაანიავოს ეს 14 ქულიანი უპირატესობაც. საშინლად თამაშობს ლიდერებთანაც და აუტსაიდერებთანაც, შინ თუ გარეთ
ნიკო
მოკლედ რო ვთქვათ,პატარა გუნდების სენი აქვს ამ ნაპოლის,აკრიფავენ და მერე იწყება ჩაჯმების სერია,სპალეტი არაფერი მწვრთნელია,არამგონია მილანს გასცდეს,იმედია ვცდები მაგრამ,თუ დააკვირდებით იანვრიდან გუნდი ინერციით მოდიოდა,ხან კვარას ჯადოქრობა,ხან ოსის ჯადოქრობა ჭრიდა,ახლა კი დააყენეს სუნი,ლობოტკას საშინელი ფორმა,კიმის მცველობა არსად გაიშვას,მანუელ ხ უ ი,ჟელინსკი როდის იყო სტაბილური,ან ეს ხარახურა,პოლიტანო,რასპადორი,სიმეონეს მაგივრად ერთი ნორმალური შრმტევის მოყვანა რა გახდა...შესვენებაზე რატო არ გაძლიერდნენ?!ეძინა სპალეტის?!ეძინა ლაუტენტესს?!მოკლედ მეორე თამაშსაც წააგებენ ესენი მილანთან და ფრთხილად იყვნენ ლაციომ არ ააცალოს ცხვირწინ ჩემპიონობა,აი მაგათ ადგილზე რო იუვე იყოს ცვეტში გასთხრიდა სპალეტის მაგ 16 ქულას
რუსთავი
შორიდან რასაც ვუყურებ ანგისა არ მომწონს საშინლად სეზონის დასაწყისში რამოდენიმე თამაშის მერე უკან წავიდა, მარიო რუისთან ერთად ნაპოლის სუსტი წერტილია. დანარჩენი, თუ ძირითადი სასტავი ყავს ნაპოლის უბერავენ კარგად.
1-0
ძალიან ცუდ ფორმაშია ხვიჩა სამწუხაროდ, ძალიან. ღმერთმა ქნას სამშაბათს გაიბრწყინოს ძალიან ჭირდება მანდ გაბრწყინება ხვიჩასაც და ჩვენც მთლიანად ქვეყანას.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ნაპოლიმ" "ვერონას" მოუგო და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"ვერონა" გაიყიდა - სერია A-ში ამერიკელი მფლობელები მერვე გუნდს ეყოლება
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
"მილანი" "ვერონას" 21 წლის მცველის შეძენას გეგმავს
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? - "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
„სპორტი ჩვენთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — იტალიის ელჩი თბილისში „მილანის“ საფეხბურთო ბანაკის დაწყებას ეხმაურება
"ვერონასთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ