ხვალ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "მილანს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტის ისაუბრა:

"რამდენიმე დღეში "მილანს" ორჯერ შევხვდით და დეტალები გვაქვს გამოსასწორებელი. ამ სეზონში დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ტაქტიკას შევცვლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვითამაშებთ, რადგან ჩვენი მეტოქე კონტრშეტევებისას სახიფათოა. ახლა დავინახავთ, თუ რამდენად გავიზარდეთ და რა დონეს მივაღწიეთ.

კმაყოფილი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ვიქნები. პირველ მატჩში მეტს ვიმსახურებდით და ხვალ იმას ველი, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად გვახასიათებს. დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით ინტენსიურები, სწრაფები და ბურთის ფლობა გვექნება, რისი უნარიც გაგვაჩნია, მიზანს მივაღწევთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც კარგად უნდა ითამაშოს, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად. ასე იქნება ხვალ საღამოს.

შეხვედრის ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, პენალტების სერიასაც კი. ამ სეზონში მნიშვნელოვან შეხვედრებში დიდი გამოცდილება მივიღეთ, სადაც მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. პირველი მატჩი დავთმეთ, თუმცა, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, ვითარება შეიცვლება.

კარგი გუნდი რომ არ გვყავდეს, სერია A-ს ლიდერები ამხელა სხვაობით ვერ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, ოსიმენი ძალიან გვაძლიერებს და მასთან ერთად ზუსტი მექანიზმი გვაქვს. ოსიმენზე ვერტიკალურად თამაში ჩვენი ორიენტირი იქნება. ცხადია, ამ სეზონში წარმატებას მთელმა გუნდმა მიაღწია და ხვალ, ვიქტორის გარდა, საერთო ძალისხმევა დაგვჭირდება.

"ნაპოლიმ", "ალბათ, დაწერა ისტორია, ამ ტურნირზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გამარჯვება გვინდა. ხვალაც გვსურს გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მოგებაც. ვნახოთ, რა გამოგვივა.

ამ ეტაპზე გასვლა ნიშნავს იმას, რასაც უკვე მივაღწიეთ და უნდა გვჯეროდეს, რომ მოგება შეგვიძლია. გარისკვის არ უნდა შეგვეშინდეს, საჭიროა უსაზღვრო ბედნიერების მისაღწევად ვითამაშოთ".

baggio
მაია მაია ხარ?
სოსო
მე კი,მხოლოდ კიმის არ ყოფნაში,დაცვაში გაჩენილი ხვრელი და ნახევარდაცვის არასაკმარისი ფიზიკური ფორმა მაშინებს,თორემ დარწმუნებული ვარ,ნაპოლის თავდასხმა,გასაკეთებელს გააკეთებს.მთავარია, მსაჯმა ისევ მილანის გათრევაზე არ იმუშაოს.ოსიმენმა ფიზიკურად ბოლომდეც თუ ვერ გაუძლო,რასპადორიც წესით უკვე უკეთეს ფორმაში უნდა იყოს შესული.
დო მაჟორი
არაა მართებული ამგვარი ან-ან! მეტიც, რეალურ ცხოვრებაში მოვლენები ასეთი კატეგორიულობით საბედნიეროდ არ ხდება!
ნაპო-ს
როგორ არ გვბეზრდება ქართველებს ბაქი-ბუქით ლაპარაკი და ტანტრახი.

ფეხბურთში ხდება ისეთები რაც მოხდა. ნაპოლი ბევრად კარგად თამაშობს ვიდრე მილანი და ჩემი აზრით დღეს ნაპოლი კარგად მოიგებს. მსაჯმა მკაცრად უნდა იმოქმედოს უხეშ თამაშზე.
07-01
23 წელი კარგი ასაკია და მისგან იმიტომ ვითხოვთ მაქსიმუმს, რომ ის მხოლოდ სუპერ კლასის ლიდერად გვემეტება. ეხლა დგება გარდამტეხი მომენტი ან ყალიბდები სუპერ კლასის ლიდერად ან მეორე ხარისხოვან კარგ ფეხბურთელად! წარმატებები ხვიჩას!
Lasha
Ar moigeb da shni ajbebs
გოგია
ჩვენ კი არ გვინდა, მაგრამ რუის ათამაშებს მარცხენა ფლანგზე.
ნაპო
დღესაც ხვიჩას სათრევი იქნება მთელი გუნდი და სპალეტა. მიდი ხვიჩა, ანახე მაგ "დურაკებს" რა არის ნამდვილი ფე[ბურთი და ქართული გენი!!! ჩაუტარე მასტერკლასი!!!!
გოგია
პირადად მე, გულის სიღრმეში სწორედ რომ საპირისპირო განცდა მაქვს. არაა ამ ფორმაციის მილანი ეგეთი დევგმირი. :)
თენგო
ხვიჩამ უნდა გააკეთოს თამაში და ოსიმ დააგვირგვინოს. ერთ ერთის გამორიცხვა წაგებას უდრის
las
რა კარგად დაიწყე და რითი დაამთავრე. ვინ მოგწამლა :) დიადო კომკავშირელო?
las
უნდა მოვიგოთ. რა გახდა ბოლო-ბოლო ეს მილანი ლიგის საგზური აქვს სანატრელი. 22 ქულით ჩამორჩება ნაპოლის. უნდა მოუგოე ერთი თამასი მაინც .
Levani
მილანმა შანსი ვერ გამოიყენა წინა კვირაში,ის კი არა ათ კაციანი გუნდს გადაურჩა.ხვალ ხვიჩა-ოსიმენი-ლოსანოს ბენეფისი იქნება და ელმასიც შეაგდებს
ეეჰ
ალბათ გულის სიღრმეში ყველას გვაქვს ის შეგრძნება, რომ ნაპოლი ვერ გაცდება მილანს და სერია ა შიც აწი გაჭირვებით მოაგროვებს ქულებს (ჩემპიონი რათქმაუნდა გახდება) უბრალოდ საწყენია რომ ლიგაზე უფრო შორს ვერ წავა. იმედი მაქვს რომ ვცდები და ხვალ მილანს გააგდებს მაგრამ ვაი რომ არ ვცდები
მაია ზედგენიძე
მიდი ხვიჩა ყველას დაანახე შვილო ვინ არის ოქროს ბურთის ღირსი და ყველა დროის საუკეთესო❤️ წიინ ხვიჩაა!!! რაც შეეხება დვალიშვილს, ძალიან ცუდად მოიქცა როცა რუსს შეახვედრეს და მანაც გაიმარჯვა )) ძმა ძმას ებრძოდეს ეგ საერთო მტრის (ამერიკის) ეშმაკური სვლა მგონია..
ზურია
მე მჯერა რო კვარა და და დვალიშვილი გამარჯვებას მოუტანენ ნაპოლის!! წინ დიდებულ ქართულ გენსა და ნიჭსა შვილებო იხარეთ და იბედნიერეთ!!! ❤️
zaza
დაცვის ხაზში კიმის დანაკლისი სერიოზულია და იმედია ამ მხრივ დაეხმარებიან საყრდენები დაცვას. ხვალინდელ თამაშში საინტერსოა დაცვის მარცხენა ფრთაზე ვის ათამაშებს? საყრდენ ზონაში ალბათ ელმასს დააყენებს, აფანატებს მაგაზე სპალეტი. ხვალ შეტევაში კარგი თამაში რომ გამოვიდეს. ორ ჯოკერს დახმარება ჭირდება, მარტო კვარა ოსის გაუჭირდება მეორე ფლანგმა და ზელინსკიმ რომელიც ბოლო დროს ეგოისტურად თამაშობს და ლობოტკამ არ ითამაშა ისე როგორც თამაშობდნენ! ნაპოლის ყველაზე სერიოზული პრობლემა არის სათადარიგო სკამი რომლითაც უნდა გაძლიერდეს შეტევა და ნაპოლის არც არავინ ჰყავს სერიოზული ამ მხრივ.
კახა
მიდი ხვიჩა შენებურად დაანთე ცეცხლი მინდორზე გადაუარე მაგ ბებერ ევროპას(მეტსახელს შეგნებულად არ ვასახელებ) ქართველაბმაც ვიცოდით და ვიცით ფეხბურთის თამაში მაგის მერე ევროპაზე ვითამაშოთ თბილისის დინამომ ჩაუტარა მასტერ კლასი ერთხელ ყიფიანის მეთაურობით ეხლა შენი დროა საქართველოს ნაკრებმა მეორე მასტერკლასი უნდა ჩაუტაროთ კვარაცხელიას მეთაურობით. გუშემატკივრებს გვჯერა შენი მუდამ შენ გვერდით ვართ.
ლ.თ
ხვალ ხვიჩა კარიერის მატჩს ჩაატარებს! ლუდი გავამზადე უკვე
გიორგი
დარწმუნებული ხარ რომ ეგ უნდა ეთქვა?! მე მომწერა სპალეტიმ რომ, აი ამის თქმას ვაპირებდიო: "არიქა, ის შერეკილია მერაბაა ნეაპოლში ჩამოსული და თუ ვერ მოვიგებთ მილანს, თავპირს დაგვამტვრევს გასახდელში!" თან სცოდნია დვალიშვილს, რომელ მხარესაა ამათი გასახდელი და მაღლიდან, პირდაპირ სახურავიდან აპირებს იქ ჩახტომას! ... ეეეჰ! სატირელია თუ სასაცილო?!
მამუკა
არ არის სპალეტი იმ დონის მწვრთნელი ვისაც გარდატეხა შეაქვს ხოლმე თამაშში, მაგრად უნდა მოინდომონ ხვალ ბიჭებმა, რთული თამაში იქნება
კაპიტან გარდენბურგი
ეს უნდა ეთქვა სპალეტის: ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ხვიჩას დატვირთვა საკმარისად არ ხდება. დეტალებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, ვისაც უჭირთ თანაგუნდელისთვის დროული პასის გამეტება. ეს გამოსწორებადია და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. კვარა დიდად განსაზღვრავს ჩვენ შემოქმედებით პოტენციალს და მრავალფეროვნებას, ჩვენ გუნდში შურის და ეჭვიანობის ადგილი არაა. ვესაუბრე ფეხბურთელებს და ამაში ყმრავლესობა დამეთანხმა. მარიო რუი ცოტას მეკამათებოდა, მაგრამ ბოლოს დავემუქრე ოლივეირათი და დაწყნარდა. ველოდებით მაგარ თამაშს
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ