<p>ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა პაოლო სპეკიამ <strong>Radio Marte</strong>-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 22 წლის გარემარბი "პარტენოპეის" ლიდერთა შორის არაა.</p><p>"ოსიმენის დაბრუნება "მილანთან" მატჩის წინ უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ნიგერიელი "ნაპოლისთვის" ყველაზე ფუნდამენტური მოთამაშეა, ხვიჩაზე მეტადაც კი. ჩემი აზრით, "პარტენოპეის" 3 ლიდერი ოსიმენი, ლობოტკა და კიმია, ალბათ დი ლორენცოც. "კვარა" ჯერ ჩემპიონი არ არის. შეიძლება ერთ დღეს გახდეს, თუმცა დღესდღეობით სტაბილური არაა" - განაცხადა "კარპისა" და "ბენევენტოს" ყოფილმა თავკაცმა.</p><p>შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი დღეს, 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.</p><p><p><p><p><br></p>
ძირს უვიცი ხალხის აზრი!
ამას ახლა რო ეთქვა რა მაგარია კვარაო არსად არ დაწერდნენ, ახლა ვითომ რაღაცა ორიგინალური თქვა ამ უწიგნურმა. რატო ვაქცევთ ასეთ სირებს ყურადღებას მეგობრებო.
ჯჯ
ხვიჩა არის უნიკალური! ერთი დიდი სიამოვნებაა მისი ყურება როცა ბურთს ჩაიგდებს ხელში. სასწაული ბიჭია! 21 წლის ასაკში მასეთი ვერ მესხი,გაგუა,შენგელია და რავი ვერცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იყო.არ შემიძლია არ დავწერო! მე ვფიქრობ რომ ხვიხა უფრო მაგარ გუნდში უნდა გადავიდეს სადაც ნაპოლიზე მაგრები იქნებიან.ფროფესიონალი ფეხბურთელების გვერდზე უფრო მეტად გაიზრდება.ხვიჩამ უკვე დაამტკიცა რომ ნაპოლში ყველაზე მაგარია!ოსიმენის მერე.ძაან კარგად ითამაშა ბოლოს. უბრალოდ მაგ გუნდში მარტო ოსიმენი და ხვიჩაა მაგარი.სხვები ბანძებიააა
huntington
დავიჯერო სულ ეს იყო..?
ზირას
კი პასიურია მაგრამ ცალკე სპალეტი ამანდრაჟებს ბურთი არ დაკარგო და რაღაცეები... აგერ ვინისიუსი ასჯერ წავა შეტევაში და ასივეჯერ რომ დაკარგოს 101 კიდევ წავა შეტევაში და არავინ არაფერს ეტყვის ეს არის თავისუფლება..... ხვიჩას კარგი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები სჭირდება სად მოდრიჩი კროოსის დახატული პასი და სად ზელენსკი ალქაჯის ან იმ ჯუჯასი.. ცა და დედამიწა ხოა..? კიდევაც კარგად თამაშობს რაც გაიტანა 90% თავის თავის დამსახურება იყო და არა თანაგუნდელის კარგი პასის..
სოსო
ლიდერად გუნდმა უნდა გაღიაროს!9 თვეც არ გასულა,რაც გუნდში მივიდა ყველასათვის უცნობი "ლაწირაკი",ენაც კი რომ არ იცოდა და მას ასე ადვილად ვინ აღიარებს ლიდერად?გუნდში პარადი,რა თქმა უნდა გამოცდილ ფეხბურთელებს მიჰყავთ.როცა გამართულად ვერ ლაპარაკობ,ალბათ შეუძლებელია კოლექტივმა თავიდანვე ლიდერად მიგიღოს,თუ რა თქმა უნდა, უკვე ძალიან სახელმოხვეჭილი და ავტორიტეტული ფეხბურთელი არა ხარ.ხვიჩას სტაბილურ ფორმაზე კი,სამჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მეტყველებს.წინა ორი სეზონის განმავლობაშიც,ნაპოლი ძალიან კარგად იწყებდა სეზონს და მეორე წრეში მიუწყდებოდა ხოლმე რესურსები.ასე რომ ნაპოლის ფეხბურთელებს,სულაც არ ჰგონიათ,რომ ვინმეზე ნაკლები ბიჭები არიან.უფრო ზუსტად კი,შესაძლოა ფიქრობენ კიდეც ასე,მაგრამ არასოდეს აღიარებენ.ჰო და კვარასაც მეტნაკლებად ფრთებს უკვეცავენ,რომ ძალიან მაღლიდან არ გადმოხედოს და ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო.ყველას აქვს საკუთარი ეგო.მომდევნო სეზონში,კვარაც უკვე კლუბის გამოცდილი ფეხბურთელის სტატუსით იქნება და თანაგუნდელებისაგან გაცილებით მეტი ნდობა ექნება.პირველ მატჩში მსაჯმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო ნაპოლი,მაგრამ თუ დასაწყისშივე,პირველი თამაშის მსგავსად, ყველაფერი არ გაანიავეს და გოლის გატანა შესძლეს,რის იმედსაც ოსიმენის დაბრუნება და შემტევი ტრიოს აღდგენა გვაძლევს,მერე მილანიც იძულებული გახდება გაიხსნას და ნაპოლისაც კიდევ უკეთესი შანსები გაუჩნდება,კონტრშეტევაზე.მთავარია კიმ მინ ჯეს და ანგისას არყოფნამ,ამოუვსებელი ხვრელი არ გააჩინოს ნაპოლის დაცვაში.პირველ თამაშში,მსაჯმა ძალიან მაგრად იმუშავა გრანდის(მილანის) სასარგებლოდ და იმედია, ეს აღარ განმეორდება.მაინც დიდი იმედით ველი მილანთან თამაშს და მჯერა,ნაპოლი მაინც შესძლებს მიზნის მიღწევას.მას შეუძლია და ვალდებულია,ეს გააკეთოს.
გია
სპეკიას გასაოცარი მოსაზრება აქვს, მართალია დასაბუთება არ არსებობს. მაგალითად მე სპეკია არც გამიგონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ პაპა კარლოსაც ჯობნის?!?!?!
Lasha
მას კაპრიდანაც აგდებდნენ....
Rezo
Xvicha am etapze seria A-s yvelaze stabiluri fexburtelia. Es chemi azri kiaraa ubralod faqtebit gvaqvs es realoba. Xvicham pirvel sezonshi 3jer moipova tvis sauketeso fexburtelis jildo rac aqamde aravis gauketebia. Arc kakas da arc shevchenkos. Meti romc araferi qnas italiis sauketeso fexburtelis tituls moigebs, Osimeni ki bombardirisas. Da kidev visac leao gonia xvichaze uketesad gadaxedet aqtiur moqmedebebs da mixvdebit yvelafers. Kvaras naklebad ghrdzo gundelebi da mwvrtneli rom yavdes mets izamda, magram ar adzleven sashualebas. Gvardiolam gundidan zlatani imis gamo gaushva rom mesis ushlida xels. Napolishi ki shenishvnasac ar adzleven ruis da sxva danarchenebs. Amitomaa gvardiola top mwvrtneli da spaleti fiskulturis maswavlebeli.
Levani
სინმამდვილრში "ნორჩი კარპელის" მწვრთნელია,სერია C-ს ორი ფეხბურთელი ამის გაზრდილია
ვისი თავკაციო?
იმიტომაც ვერ გაცდა ბატონი პაოლო სპეკია "კარპისა" და "ბენევენტოს"
ამატაკი
ვინც ჩამოთვალა, ის ხალხი უნდა შევახსენოთ რომ შარშანაც აქ იყვნენ, კულიბალი-მერტენს-ინსინიესთან ერთად. ფორმაშიო ვერაოო იძახინ კაცზე, რომელიც ბოლო 2 თვეა სერია ა-ს საუკეთესოა.
რეზო
ყველა დეგენერატის აზრი საინტერესოა?)))) ვითაცების აზრით არც მესია დიდი ფეხბურთელი, არც პელე, არც მარადონა. თვითონ რისი მწვრთნელი იყო?)))))
ბექა
ფედელეს ბიძაშვილი ხარ სპეკია?:))) რა დონის მწვრთნელიც ხარ ისეთი კომენტარიც გაგიკეთებია, პირველივე სეზონში დაფრინავს კვარა და მეტი რა გინდა? კიმი როგორ გაგყავს ლიდერებში:)))
აბო
7 თვეში სამჯერ გახდა უკვე თვის საუკეთესო ფეხუბრთელი. როგორღა არ არის სტაბილური? )))
ზურა
ეგ კატეგორია ვინც ჩაგქოლავს ჩვეულებრივი სექტანტები არიან, არ უნდათ ობიექტურად რაღაცის შეფასება, კრიტიკას ვერ იტანენ. მაგრამ თვლიან რო ფეხბურთი მაგრად ესმით.
BOSS
იყვნენ მანამდე ოსიმენიც და ბევრნიც ნაპოლის რიგებში და რა ზამშისაც იგებდნენ კი ვნახეთ.კვარა არი ფეხბურთელი რომელიც განსხვავებას აკეთებს მატჩში! გადავა იმედია ერთ,მაქსიმუმ ორ წელიწადში გრანდში და ვნახავთ ნაპოლის ოთხეულისთვის მებრძოლს
ზურა
კი არის ეგეთი სიტუაციები და აქამდეც ყოფილა, ეს არ ხდება ბოლო რამოდენიმე თამაშში, მაგრამ ეგეთ დროსაც კი თუნდაც იმ ცოტა მიღებული პასიდან რაღაცას ქნის ხოლმე, საგოლე სიტუაციებს და მაგრად ამწვავებს ხოლმე და როცა მაგას ვერ ახერხებს მოდის ხოლმე კრიტიკა, უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ხალხს. კვარას პასიურობას თუ ამჩნევ ხოლმე? მაგალითად ხშირად დროულად არ იხსნება, დგას ერთ ადგილზე და ელოდება პასს, მეტი მოძრაობა ჭირდება უბურთოდ, უფრო აგრესიული უნდა იყოს იგივე თანაგუნდელების მიმართ და ინიციატივიანი, ეგ აკლია ბოლო თამაშებში ჩემი აზრით.
ggggg
ეს საერთოდ ვინაა? რა ბენევენტოს და კარპის მწვრთნელი? რისი მწვრთნელია ესე?:) ესეთ დაბალი დონის ტიპებს საერთოდ რატომ ეკითხებიან აზრს? კვარა თუ მანდ ლიდერი არაა, აღარ ყოფილა საშველი. სეზონში ყველა თამაშს საუკეთესოდ ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ თამაშობს (ვერც მესი, ვერც რონალდო და ვერც ვერავინ). რა თქმა უნდა იქნებოდა თამაშები როცა ვერ იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე. სასწაული სეზონი აქვს და ეს ტიპი იძახის სტაბილური არააო:)
zura
სწორია მეგობარო, აბა ხალხია ეგრევე ხვიჩას მტრად გაცხადებენ რამე კრიტიკული თუ თქვი და ფანატიკოსი სექტანტებივით არიან, არადა კრიტიკა არ ნიშნავს რომ არ მოგწონს ან რამე გაქვს საწინააღმდეგო, ყველას უკეთესი გვინდა და თამასაც იმხელაზე აქვს ხვიჩას აწეული, რომ უბრალოდ ნორმალური და კარგი თამაში კი არა, ყველა განსაკუთრებულს ველით, იმიტომ რომ კვარადონას ეძახიან, ფენომენად მოვიხსენიებთ და აღარ გვაკმაყოფილებს უბრალოდ ნორმალური თამაში, სხვა მოთხოვნები გვაქვს უკვე გულშემატკივარს.
MEGRE..EELL
ესეა როცა 100 მილიონიან ფეხბურთელს 10 მილიონად იყიდი... ჩვენთან არის ესეთი ანდაზა კაცს ცხვარი მიყავდაო და უყურებდაო ეს ძაღლი ხო არაარისო.. ასე მოსდით ზოგ ზოგიერთებს იტალიაში
ამაშია საქმე
ხვიჩა ნაპოლის "ჯოკერია" რომელიც მოულოდნელად გოლს ან საგოლო პასს გააკეთებს.
L.J.
კი ეგრე კალაძე მიიყვანა მამამისმა კარლომ ლანჩხუთის გურიაში, უკვე არეული დრო იყო, გურია ის გურია აღარ იყო და ერთმა ადგილობრივმა მწვრთნელმა უთხრა ამისგან ფეხბურთელი არ გამოვაო.DDDDDDDD
ggg
ბიჭის არის სერია ა-ს საუკეთესო ასისტენტი გატანილი აქ 12 გოლი ჯერ, ეს ყველაფერი პირველ სეზონში მეტი რა უნდათ ამ ჩემისებს?
თენგო
კვარა ფორმაშიც არის და სტაბილურადაც თამაშობს. ეს რაღაც ერთი თამაში არ ითამაშა და მაშინვე გადაატრიალებენ ხოლმე პლასტინკას, ასეთებს ფეხბურთზე და დიდ ფეხბურთელებზე არ უნდა ალაპარაკო
გიორგი
ჩემი სათქმელი დაწერე და მადლობა! ეხლა ატყდება ლანძღვა :-/ მაგრამ მაინც მოკითხვა!
დავითი
ჭკვიან ფეხბურთელებს კრიტიკოსები აძლევენ ყველაზე დიდ მოტივაციას. ქებით ტკბობა მარტივია. ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ კრიტიკა მიმართო საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ. კრიტიკას და საკუთარ სუსტ წერტილებს თვალს თუ არ გაუსწორებ, ვერასდროს მიაღწევ წარმატებას. ასე რომ, ხვიჩასთვის ახლა სპეკიას კრიტიკა უფრო ფასეულია, ვიდრე ის ხალხი, რომლებიც დღესვე ნაპოლის 10 ნომრიან მაისურს ითხოვენ მისთვის.
Roni
ეს ისეთ ასაკშია 4სათვალე უნდა ეკეთოს... პასებს როარ აძლევენ და სულ რო აიგნორებენ მაგას რატო ვერ ხედავს ეგ დასაწვავი თვალები სად დიპლიპიტოში უყურებ თამაშებს??
H
ასე რომ აზროვნებ და ცნობ ფეხბურთელებს იმიტომაც ვერ გაცდი კაპრის და ბენევენტოს :))
მალხაზ ჯობავა
ამ სპეკიამ იცით რა გამახსენა, სამოციანი წლების დასაწყისში სენაკის ეგრისის მწვრთნელს გულიკო ოდიშარიას, მურთაზ ხურცილავა მიუყვანეს გასასინჯად. ოდიშარიამ გასინჯვის მერე უთხრა ხურცილავას, წადი ბიძია და ბანძაში თხები მწყემსეო. მომავალ წელს მურთაზ ხურცილავა დინამოს ძირითადში თამაშობდა. ასე რომ გინდ სპეკიას უთქვია რამე ხვიჩაზე და გინდ ცხონებულ ოდიშარიას.
შოთა
ხვიჩა რო პერსპექტიული და მარგალიტია ამაზე საუბარი არაა! მაგრამ ლიდერობას სხვა თვისებები და სხვა გაბარიტები სჭირდება! ჯერჯერობით ეს ჩვენს ბიჭს მართლაც არ აქვს, მაგრამ ნელნელა კიდევ უფრო ირწმუენბს თავს და მერე ნამდვილად გახდება წინამძღოლი და ლიდერი! ისე საქილიკო და გასალანძღი ამ კაცს არაფერი უთქვამს და ტყუილაა ჩაქოლეთ!
ნათია
ერთი ეს გამაგებინა დისლაიქები რომ დაუწერეთ სტატიას, ნიკალას ბრალია თუ მისი შინაარსი არ მოგეწონათ? საოცარი ხალხი ხართ რა ზოგიერთები. სტატიას მაშინ უნდა წაუწეროთ დისლაიქი, როცა არ არის კარგად აგებული, გაუმართავია, აზრი არ დევს მასში და არა მაშინ, როცა მასში გადმოცემული ინფორმცია არ მოგწონთ. ნუ, მე ასე მგონია :)
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მე კიდევ ნოემბერში ვამბობდი რომ კვარაცხელია უნდა გადავიდეს ისეთ გუნდში ვინც ლიგაზეც არის და კრიზიშია. თუ ნიუკასლი გავიდა ლიგაზე და ყველაფერი იქითკენ მიდის მანდ უნდა წავიდეს. ნაპოლი არის და სულ იყო სოფლის გუნდი ამის გამო ნოემბერში ერთი ამბავი ამიტეხეს ამ საიტზე 14 წლის ბავშვებმა. ლივერპულიც კარგი ვარიანტი მაგრამ ფეხბურთელის კარიერა არის ხანმოკლე და 1 წელი ლიგის გარეშე იქნება ძალიან ცუდი ფეხბურთელისთვის მიუხედავათ იმისა რო ინგლისი დიდათ არაფრით ლიგას არ ჩამოუვარდება. მაგრამ ლიგა მაინც ლიგა და პრესტიჯია . ასე რომ თუ ჭკუა აქ და უნდა რო მართლა დააფასონ და ლიდერათ ჩამოყალიბდეს და პატივი სცენ ჯობია ნიუკასლში წავიდეს. ავხსნი რატომ. პირველი ექნება დაფასება . ნაპოლიში არასდროს არ ექნება მარადონა ხელბურთელზე უფრო მეტი დაფასება და ეს ფაქტია. მეორე რათქმაუნდა ხელფასი. ფეხბურთელის კარიერა არის ხანმოკლე და ფულიც არ აწყენს აქ ზოგიერთვის ადვილი სალაპარაკოა ფული არააო მთავარი. მაგრამ შენზე მეტს რო რუი და ზელენსკი და ასეთი ჭ კლასის ფეხბურთელი რო იხებს ამის მოთმენა 1 წელზე მეტი არ შეიძლება. ნიუკასლში ამას არავინ არც ფულს მოაკლებს და ინგლიში უფრო გახსნილი თამაშია. ქეცბაია კარგად თამაშობდა მანდ და ქინქლაძეც რა იცით რომ არ დახიოს მანდ ? აბა ამ სოფლის გუნდში კიდე 1 სეზონით დარჩება გამოიწვევს უკუსვლას . მაგას ჯობია თუ პატრონი ყავს ამ ბავშვს გადავიდეს ნიუკასლში და ამოქაჩოს აბა ეგ გუნდი თუ მაგარია. ფულსაც დააყრის ნიუკასლი ეჭვიც არ მეპარება თან ტექნიკით გადარევს ინგლისელებს. ქინქლაძე ტყუილად არაა დხემდე სიტის ლეგენდა.
იმერეთი
კარპის და ბენევენტოს ყოფილ მწვრთელს მეტი აიქიუ არც მოგეთხოვებათ. რაც არაა თქვენი საქმე შეეშვით რა სენიორ. სპეკია პაოლო სპეციაში რომ დასაქმდებით, ხვიჩა მაშინ ჩაგიტარებთ მასტერ კლასებს, ასეა ეს სენიორ პაოლო
აკია
ასეთი “ჭკვიანი” მწვრთნელების ავტორიტეტი და ფასი დასავლეთში კონა ათი შაურია….
G.LA
არიან ასეთი ტიპაჟები, ძალიან ჭკვიანებათ უნდათ ყველას თავი მოაჩვენონ და რაღაც განსხვავებულს იძახიან, რომ თქვან აი მე როგორი მცოდნე ჭკვიანი ვარო. მთელმა ევროპა აღიარა ისეთი ლეგენდები ანრი, ვან ბასტენი, დელ პიერო და მრავალი ვინ ჩამოვთვალო? აღფრთოვანებული არიან. იქ კლოპი ლივერპულს არნახულათ დიდ თანხის გადახდას თხოვს ხვიჩაში და ამ კუმ ფეხი გამოყო, მეც აქ ვარ ყველაზე ჭკვიანიო.
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
" არავითარი "მაგრამ" - "კვარამ" მეოთხედფინალში უნდა გადაგვათრიოს" - იტალიური მედია
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე