"ნაპოლისა" და "მილანის" განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და დაძაბულობაც იმატებს, მაგრამ გუშინ ისეთი ფაქტი მოხდა, რაც სპორტს სცდება.

"როსონერის" შემტევმა ტეო ერნანდესმა სოციალურ ქსელში თავის პატარა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც "პარტენოპეის" ფანების საშინელი საქციელი მოჰყვა.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა კომენტარებში ფრანგ ფეხბურთელს სიკვდილი უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მას შვილიც მალე მიჰყვება; ზოგმა კი დაწერა, რომ იმედია, ტეო ისე დაასრულებს, როგორც ეს ჯანლუკა ვიალის შემთხვევაში მოხდა, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ერნანდესს მხარდამჭერები მრავლად გამოუჩნდნენ და ყველამ "ნაპოლის" გულშემატკივრების საქციელი დაგმო.

"სამწუხაროდ, სოციალური ქსელები არის ინსტრუმენტი, სადაც ყველას ჰგონია, რომ შეუძლია თქვას, რაც უნდა. ნუ გეშინია, ძმაო. ღმერთი ყოველთვის შენთანაა, შენს ოჯახთან", - წერს აღნიშნულ ამბავზე ტეოს თანაგუნდელი რაფაელ ლეაო.

ზემოთ აღნიშნული ამბის გარდა, "პარტენოპეის" ფანები გუშინ კიდევ ერთი ცუდი საქციელით გამოირჩნენ. დაახლოებით 200 ადამიანი იმ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც "როსონერია" განთავსებული. ისინი ცდილობდნენ, "მილანისთვის" მყუდროება დაერღვიათ და ფეხბურთელებისთვის ძილის საშუალება არ მიეცათ.

ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები, მათ შორის, ტეო ერნანდესისა და პაოლო მალდინის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მამუკა
ასეთი რაღაცეები პირიქით მთავრდება ხოლმე და ვშიშობ დღესაც იგივე არ მოხდეს
გიორგი
რა მაგარი ხე-ტყე ხარ
Ძუკუ
ვაი თქვენს პატრონს ვისაც ააშ-ს უმღარით.
ჯელა
ტემპერამენტი და გამო...ბა ერთმანეთში ერევათ.უქომაგე ვისაც გინდა ვინ გიშლის.ოჯახს და მითუმეტეს შვილს რატო ემუქრები და უწყევლი
ზურაბ
თბილისშიც მისულან სასტუმროსთან სადაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ისვენებდნენ. მთელი ღამე ყვიროდნენ, არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს.
ნოდო
გაუნათლებლობა მართლა სიბნელეა ნაპოლი მილანში ხო იქნება ჩასასვლელი ან ნებისმიერ სხვა ქალაქში მათაც იგივე ნაირად მოექცევიან როგორც ეს ვითომ გულშემატკივრები იქცევიან
odala
ზუსტად ამიტომ არ უნდა გადმოიღოთ მისხალ-მისხალ ყველაფერი თქვენი ფეტიში ევროპიდან. არ არის ულტრასობა და ფანატობა ქართული კულტურის და კოდის ნაწილი. ქართველს არ აკლია ერთგულება და ემოციები, მაგრამ იცის, რომ სპორტის თავგადაკლული გულშემატკივრობა ზედმეტია და სცდება სპორტის მნიშვნელობას. იმ ქართველებზე არა მაქვს საუბარი, ბოლო 1-2 ათწლეულში რომ გამოზარდეს და რუსთაველზე რაც ჩაატარეს ამას წინათ.
გუგა
კარგი იქნებოდა ჩვენებიც შეერთებოდნენ მათ, ოღონდ არა მოწინააღმდეგის გინებით, არამედ ზურნა-დუდუკით მთელი ღამის განმავლობაში
დავით 67
რა გაგიკვირდათ.? ინგლისში ნაკლები ხდება?. მაგუაირმა დაცვა დაიყენა სახლთან, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ. ყველგან ხდება ესეთი ამბები.
ვა რა დონეა
ქართველი რომ ნეაპოლელების ცხოვრების დაბალ დონეზე დაწერს ძაან მაგარი განათლებულია.ბილეთი 50-100 ევრო ღირს და 60 ათას ადგილიან სტადიონს ავსებენ. ვიღაც ავადმყოფმა, როგორებიც საქართველოშიც არიან სისულელე დაწერა ამიტომ მთელი ნეაპოლი უნდა ლანძღო,რომლებიც ჩვენ ხვიჩას გულში იხუტებენ? კამორას რომ ახსენებ ეტყობა დაგავიწყდა ქართველმა კრიმინალებმა თბილისი რომ გადაწვეს და მერე სამეგრელო ააწიოკეს.პოსტ სკრიპტუმი:ისე ალ კაპონეც წარმოშობით ნეაპოლელი იყო.
gia
შენ გგონია ქართველებში ცოტაა ასეთი გოიმები და ბოროტები?
მოცლილი
მე არ გამკვირვებია ნაპოლის ფანების ნაწილისგან ასეთი საქციელი: ძალიან ბევრი უმუშევარი,არც განათლება აქვთ,თან მენტალიტეტი( კამორა მანდ,იქვე ახლოს ნდრანგეტაც) ცხოვრების დაბალი დონე და ა.შ. ფეხბურთიც ვითომ უყვართ,მაგრამ სპორტის საზღვრებს სცილდება მაგათი საქციელი. ეგ მანდ ყვებიან რომ აი ნაპოლი ძალიან ლამაზი ქალაქია, ვისთვის როგორ,რამდენჯერ ნაგვის სკანდალი,მე მანდ 2 დღეც არ გავჩერდებოდი.
zaza
რა არაადამიანობაა
ზურა
შევარცხვინე თქვენი "გულშემატკივრობაც და ფანობაც"! პატარა ბავშვს რაღას ერჩით თქვე ოხრებო? ასე უფრო არ ახელებენ მეტოქე გუნდს?
მეგრელი
სახე არ უნდა დაკარგო ადამიანმა
H
გინდა ოსიმენი მიუყვანე ამათ გინდ ხვიჩა მაინც ბოლომდე სოფლის გუნდად დარჩება თავისი გოიმი გულშემატკივრებიანად. იმედია კვარა მალე წამოვა ამ კანტორადან და რომელიმე დიდ გუნდში ითამაშებს.
ზაქრო
ვინც დისლაიქებს მიწერს მას მისაღებად მიაჩნია "ფრანგ ფეხბურთელს სიკვდილი უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მას შვილიც მალე მიჰყვება;

ყველა გუნდს ჰყავს მსგავსი დონის, დაბალი ინტელექტის და ბრბოს ინტიქტის ფანები. საუკუნეა ფეხბურთს ვუყურებ და გუნდი არარსებობს, რაღაც ნაწილი მაინც რომ არ მოიქცეს სამარცხვინოდ. ამიტომ გუნდი და ფეხბურთელები არაფერ შუაშია. თვითონ ამ ინდივიდების მიმართ უნდა გატარსწა მკაცი ზომები. სტადიონე არც დავუშვებდი მათ. ვინიციუსს რომ რასისტულ შეურაცხყოფებს აყენებენ ბარსას სამარცხვინო ფანები, ბარსას ბრალია თუ იმ ცალკეული ხალხის? ასე დაბლა არ უნდა დაეშვას არავინ.
გიორგი
არაუშავს, იდიოტები არსებობენ, რომლებსაც ეს კომენტარი (ჩემს კომენტარს არ ვგულისხმობ) არ მოეწონათ, და იდიოტები იარსებებენ ყოველთვის! ასე რომ, გული არ დაგწყდეთ!
ზაქრო
ნაძირალები, პოლიცია სად არის ? ესეთ მოგებას რა ვუთხარი.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ