ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA
                  • ლელო

"ლეაომ ლოსანოზე წესები დაარღვია, ჩემთვის ეს აშკარად პენალტია" - რა თქვა სპალეტიმ "მილანთან" მატჩის შემდეგ

"ლეაომ ლოსანოზე წესები დაარღვია, ჩემთვის ეს აშკარად პენალტია" - რა თქვა სპალეტიმ "მილანთან" მატჩის შემდეგ

<p>ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პირველ ნახევარში ირვინ ლოსანოს საჯარიმოში წაქცევის ეპიზოდში მისი გუნდი თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.</p><p>"პირველ რიგში, "მილანს" გამარჯვებას ვულოცავ. ორივე მატჩში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს. ვფიქრობ, გამოცდილება დაგვაკლდა. სანაკრებო შესვენების შემდეგ ზოგიერთი მოთამაშე კლუბში დაღლილი დაბრუნდა. ფაქტია, იქამდე ფიზიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით.</p><p>გაშვებული გოლის თავიდან არიდება შეგვეძლო, რადგან ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა საჯარიმოში მათსავით კარგად ვერ ვმოქმედებდით.</p><p>რაც შეეხება მსაჯს, ვთვლი, რომ პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანს ვიმსახურებდით, ლეაომ ლოსანოს ფეხში ჩაარტყა" - განაცხადა სპალეტიმ.</p><p><p><p><p><br></p>

  • Დათო

    100%

  • x

    ზუსტად. და მაინც ძლივს მოიგო მილანმა,კიმი და ანგისა უსერიოზულესი დანაკლისი იყვნენ. ეს რაჰმანი არაფერი არაა მისცა ის გოლი ფაქტიურად ლეაუს

  • -

    უცხოელები კი არა, აქაური ნაცები უწერენ.

  • სოსო

    ამ მატჩის ბედიც პირველ თამაშში მსაჯის მიერ დათესილმა შხამმა გადაწყვიტა.გუნდი ანგისას და კიმის გარეშე დატოვა და სწორედ ჯერ ანგისას ნაცვლად დაყენებულმა ნდომბელ;ემ დაკარგა ბურთი,მერე კი,ფეხს არც კი მოუჩქარა და ასე გოლის გატანამდე ძუნძულით მიაცილა ლეაო,დაცვის ცენტრში კი,ვინც უნდა შეჰგებებოდა,კიმი აღარ ჰყავდა ნაპოლის და გოლიც აქედან გავიდა.სიცარიელის ამოვსება ვერ მოხერხდა.სადავო ეპიზოდში ბუთთან მცველის კონტაქტი,ვერც მე შევამჩნიე და აუცილებლად იმსახურებდა დეტალურად შესწავლას.პენალტი მაშინ რომ დანიშნულიყო, უფრო დასვენებული და დაწყნარებული ხვიჩა,სავარაუდოდ ისე დაძაბული არ იქნებოდა,ვიდრე მაშინ,როცა რეალურად დაარტყა და დარტყმის წინ,თვალები,სახე, დაძაბულობისაგან ჰქონდა გაყინული. არ დავიწყებ იმის მტკიცებას,რომ ნაპოლი აუცილებლად გავიდოდა ,მაგრამ დაძაბულობას რომ დიდწილად მოუხსნიდა ეს შესაძლო გოლი,ნაღდია.მთელ გუნდს ეტყობოდა უდიდესი დაძაბულობა და ისედაც ფიზიკურად ისედაც საუკეთესო კონდიციებისაგან შორს მყოფ გუნდს,კიდევ უფრო ამძიმებდა.სწორედ აქაა საჭირო ის გამოცდილება,რომელიც გრანდებს უხვად აქვთ და ამ სიმძიმეს,შედარებით ადვილად უმკლავდებიან.ნაპოლიში კი,ვერავისზე ვიტყვით,რომ ფრინავდა და ხალისიანად თამაშობდა.არა და პენალტი რომ დანიშნულიყო,ლეაოც აუცილებლად დასასჯელი იყო და სულ ცოტა ყვითელ ბარათს მაინც, აუცილებლად მიიღებდა.გუნდს განაცხადში,მხოლოდ 8 სათადარიგო ფეხბურთელი ეწერა და სკამის სიმოკლეც, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია,ნაპოლის საგაზაფხულო ჩავარდნისა.სწორედ ეს ქმნის განსხვავებას გრანდებსა და საშუალო კლუბებს შორის.გრანდებს ფინანსები საშუალებას აძლევს იყოლიონ ორი თითქმის თანაბარი ძალის შემადგენლობა და კიდევ რამდენიმე,ან ამავე გუნდში,ან კიდევ იჯარით უშვებს ფორმის შესანარჩუნებლად და განვითარებისათვის, სხვა კლუბებში. რაც მოხდა, მოხდა.ამას აღარაფერი ეშველება.გუნდმა მიიღო ის გამოცდილება,რაც ლიგის პლეი ოფებში მონაწილეობას მოსდევს და თუ შემადგენლობა შეინაჩუნა და კიდევ 2-3 კარგი ფეხბურთელიც დაიმატა,იქნემ მომავალ წელს,მთელ სეზონზე ეყოს ძალები.იმედი ვიქონიოთ,რომ ეს დარტყმა,გუნდის ერთიანობას კი არ მოშლის,არამედ უფრო გააერთიანებს და სეზონის ბოლოს,ჩემპიონის ტიტულიც სადაო არ გაუხდებათ.ეს მატჩი,სავარაუდოდ ხვიჩასთვისაც მძიმე დარტყმაა,ეს პირადად მისი იმედგაცრუებაცაა და ახლა უნდა გამოაჩინოს,რომ როგორც ნამდვილ პროფესიონალსა და ძლიერ პიროვნებას,შეუძლია კვლავ ფეხზე წამოდგომა,კრიტიკის (დამსახურებული თუ დაუმსახურებელი,სხვა საქმეა) მიღება და კიდევ უფრო ძლიერის დაბრუნება. რუბინში მან ერთხელ უკვე შესძლო ეს,როცა უამრავ ტალახს ღირსეულად გაუძლო და კიდევ უფრო მეტად გაბრწყინდა, ნაპოლიში.სხვათა შორის,მაშინაც ევროთასებზე წარუმატებელ თამაშს მოჰყვა რუბინის და მისი ჩავარდნა.არც რუბინს ჰქონდა გრძელი სკამი და ორ ფრონტზე ბრძოლა,გუნდისათვის გადაულახავი ტვირთი გამოდგა.იმედია დღეს უფრო სწრაფად შესძლებს ამას და მალე კვლავ აღტაცებით ააღრიალებს ჯერ ნეაპოლის სტადიონის ტრიბუნებს,შემდეგ კი ჩვენც,ნაკრებში მისთვის ჩვეული თამაშით და გოლებით.ფაქტია,რომ ნაპოლის სულის მოთქმა,დასვენება სჭირდება,ამის გამო,ტრავმებიც ძალიან მოუმრავლდათ და შესაძლოა სჯობდეს კიდეც,ერთი ორი თამაში,მთლად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშაონ,გადაღლილები დაასვენონ,ფორმიდან ამოვარდნილებს,ფორმის დაბრუნებაში დაეხმარონ და მერე უკვე,გააგრძელონ სრული ძალით ბრძოლა,სკუდეტოსათვის.

  • სიმართლე-ს

    სპორტული იღბალი ალბათობის თეორიას ეფუძნება, ანუ რეალობაა. მაგალითად, 2 ნახევარში ხვიჩა რომ შეიჭრა და ახლოდან კარს ააცილა, ზუსტად იგივე რომ გამეორდეს 100 ჯერ, სულ ცოტა 90-ს მაინც გაიტანდა. მაგრამ ამ თამაშში ის 10% იყო სწორედ სპორტული უიღბლობა.

  • ჩემი აზრით

    ხვიჩამ გარღვევები კი მაგარი გააკეთა მაგრამ მთავარი ხომ გოლია.ისე თავდაჯერებული იყო მეგონა პენალტს ჭკვიანურად დაარტყავდა მაგრამ ზუსტად კოპიო აინტრახტი გაიმეორა. თანაც 15 წუთი რჩებოდა და მილანის გატეხვა შეიძლებოდა.

  • ლევან მაღლაკელიძე

    ბიჭო, კვარას მეტი რა უნდა ექნა? პენალტი გააცუდა, გერმანელებსაც ვერ გაუტანა ტუ გახსოვთ. არ უნდა დაერტყა. მეორე ტაიმში, დრიბლინგები მარცხნიდან დაიწყო და შედეგიც ჰქონდა , მაგრამ ორჯერ ვერ გაიტანა, გასატანი ვერ გაიტანა. ეს იმის ბრალია, რომ ჯერ სათანადო კლასი მაინც არ აქვს. ასეთ თამაშში, გასატანი უნდა გაიტანო. ამაში ხვიჩას არ ვადანაშაულებ, ეს გამოცდილებას მოაქვს. ტიპი, საიდან სად მოხვდა და მეტი რა უნდა ექნა? არც მოეთხოვება, ის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ნაპოლიში და თან, აშკარად არ გაუმართლა, უარესი სიტუაციიდან გაუტანია. ეხლა რაც შეეხება ნაპოლის, პირველ თამაშში ოსიმენი დააკლდა, მეორეში კი დაცვის ბურჯი კიმი და შუახაზელი ანგისა. ასევე არ იყო სიმეონე. პირველ მატჩში მსაჯმა რაც ქნა ვნახეთ, ეხლაც 1 ტაიმში აშკარა პენალტი არ დადო. ამხელა დანაკლისით, თან როცა მსაჯებიც შენს წინააღმდეგ არიან და მაფიაც, ასეთი თამაშის მოგება წარმოუდგენელია. თან მილანმა კატენაჩო ითამააშა, ათწლეულების განმავლობაში დამუშავებული ტაქტიკა და ასე შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე ნაპოლისთან ამიტომაც იმარჯვა. ნაპოლი მეტს იმსახურებდა, მილანი, არა. ასე, რომ ხვიჩა, მსოფლიო ფეხბურთისთვის ნამდვილი აღმოჩენაა და მომდევნო სეზონში კიდევ მოუმატებს, არც ის გამიკვირდება, რომ უკეთეს გუნდში გადავიდეს. მადლობა ხვიჩას და სპალეტის

  • კოტე

    მოსახდენი მოხდა,მორჩა,გათავდა.წინ უნდა ვიხედოთ.ხვიჩა კარგი იყო ნამდვილად,შეუძლებელია არ გავამხნევოთ.მჯერა მისი ძლიერი ხასიათის,რაშიც გულშემატკივართა მისამართით მისმა მიმართვამაც დამარწმუნა კიდევ ერთხელ.კიდევ უფრო გაძლიერდი, ჩვენო ხვიჩა,წინ მართლაც უამრავი თამაშია და ოცნებების ასრულების დრო და შესაძლებლობებიც უამრავი გექნება.თავი მაღლა და პირველ რიგში დარჩენილ თამაშებში ლაღ,ლამაზ და შედეგიან თამაშს გისურვებ.გაიხარე თავადაც და ჩვენც გაგვახარე!

  • კაპიტან გარდენბურგი

    კუთხური რამდენი ჩამოაწოდს ხვიჩამ, იმდენი საშიშროება შეიქმნა მილანის კართან. წინა მატჩებშიც რამდენი ასისტი ჰქონდა კუთხურიდან. იბადება კითხვა : რუი და ზელინსკი რატომ აწოდებენ ასე ჯიუტად? სპალეტი რა გადაწყვეტილებებს ღებულობს საერთოდ? ან ამ მატჩში რომ გამოკეტა კვარა მარცხნივ ბოლომდე და იმან შეუძლებელი გააკეთა და ამ წაკითხულ მატჩშიც საუკეთესო იყო მოედანზე , ამას შემჩნევა ხომ უნდა რამის შეცვლა ტაქტიკაში? იდგა კაცი და ბოლომდე უყურა გუნდის ამ საცოდაობას. კვარასთვის ფლანგი იყო შესაცვლელი თამაშში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ეს დისორიენტაციას მოიტანდა მილანისთვის. იგივე ცენტრში დატენებაც შეიძლებოდა. აბა 3 ჯერ რომ ერთი და იმავეს აკეთებ, ეს რა მწვრთნელია

  • Ooo

    Fortunam da orive matchshi msajma. Milani rom gaiyvanes vinmes echvi geparebat? Es mafiozi maldini samarcxvinoebi arian.

  • ???

    კვარას ვინც ადანაშაულებს გონზე არ არის - ერთადერთი ნათელი წერტილი ნაპოლიდან რივე თამაშში. პენალტზე ისე ჩაიციკლნენ გეგონება მანამდე ნაპოლიმ რამე გააკეთა - მეორე ტაიმში ხვიჩას 2 გარღვევა, ბურთის გადატანები, პასები - გადახედეთ მშვიდად ახლიდან და ამაზე მეტი რა ინდა გააკეთოს გარემარბმა. 2 და ხან 3 კაცი გადადიოდა მასთან - მეტი რა უპირატესობა უნხა შეუქმნა გუნდს. ლეაომ რომ გაისეირნა და ერთი ფინტი არ გაუკეთებია გოლის დროს, დი ლორენცომ თავისი მოძრაობით უპირატესობა რომ მისცა, რაჰმანი ორთაბრძოლაში არ შესულა ისს წამოწვა, ლობოტკა გაჩერდა, ჟეზუსი კარში დადგა რომელსაც მერეტი კეტავდა უკვე კითხიდან და მიატოვა ჟირუ - მთელმა ნაპოლიმ შექმნა საკუთარი გოლი და ...კვარას პენალტზეა საუბარი. თუმცა რა გასაკვირია, ბაჯომ მიიყვანა 1994 ფინალამდე და ერთი პენალტის გამო შეიზიზღეს, ოღონდ მანამდე ბარეზიმაც გააფუჭა და ბაჯოს გატანაც არ შველოდა - კვარას ვინ დაინდობს.

  • G.LA

    მილანმა სამივე თამაში ზუსტად ერთი და იგივე ტაქტიკით მოუგო. სპალეტიმ ვერ ივარგა და ვერაფერი დაუპირისპირა კონტრშეტევაზე ლეაოს, როცა პიოლიმ ოსიმენი გუშინ საერთოდ გააქრო მოედნიდან და ხვიჩას კალააბრიას გარდა ერთი კაცი დაზღვევაზეც ყავდა. ამ თამაშმა დინამო - სტანდარდი (1982წ 1/2 ფინალი ) მომაგონა. ორივე თამაში ვაჯობეთ თამაშით მაგრამ ორივეში 0:1 დავმარცხდით. იმ თამაშებში ტახამატამ აგვიკლო ამ თამშებში ლეაომ. გაიძვერა მწვრთნელი ყავდათ ბელგიელებს გუტალსი თუ მეხელსი, პრინციპში ორივენი ბელგიის საუკეთესოები იყვნენ და პიოლიმაც სპალეტი აშკარად დაჯაბნა. სამ თანაში ნაოოლიმ 1 ბურთი ძლივს გაიტანა. მე სულ ვერდი სპალეტი ნორმალური მწვრთნელია მაგრამ არაა დიდი კლასის მწვრთნელი. დიდი კლასის მწვრთნელი ნაპოლის ფინალში გაიყვანდა, სპალეტისთვი კალჩოც დიდი მიღწევაა.

  • Xist-ს

    GOOGLE ტრანსლეიტით თარგმნე ეგ “სიბრძნე”?

  • Xist.+

    უცხოეთი ეგეთები არიან წესივრად კიდე არ იცნობთ რა კონტიგენტია მანდ წარმოუდგენლად ნაბზზრები და ბინძური თესლი არიან. ეს ჩვენი Dაუნი თარჯიმანებიც მაქსიმალურად "ფილტრავენ" და გიმალავენ რამხელა შეურაცხყოფები მოდის ქართველებზე უცხოეთში ყოველთვის. უდიდესი სისასტიკეა მაგათთან მიმართებაში საჭირო აბსულუტარად ყველაფერი გამართლებულია

  • immigrant

    ლეაოს ჭიპი აქვს მოჭრილი ევროპაში მანდაა გაზრდილი ხვიჩა ეხლა ჩავიდა ბათუმში თამაშობდა 9 თვის წინ 1 წელი არცაა შესრულებული წესივრად რაც ევროპაში ჩავიდა და ლეაოს ჯობნის კიდევაც ამ სეზონში ნაპოლი ჩემპიონი ხდება

  • არაუშავს

    ბოლო ბოლო მესის გაუფუჭებია გადამწყვეტი პენალტი და საერთოდაც გაუქრიათ თამაშიდან ბევრჯერ და კვარასგან ვინ რას ითხოვთ როცა ნაპოლი საშუალოზე ცოტა უკეთესი გუნდია და მეტი არაფერი.. უბრალოდ სერია ას იგებენ და ლიგაზეც ლამაზად თამაშობდნენ ვსო მორჩა და გათავდა ეს აღარ განმეორდება 30-40 წელი. ამათი მაქსიმუმის მაქსიმუმი იყო , მილანმა გამოცდილებით მოუგო , მაინც ლიგის გუნდია მილანი და გენებში აქვთ ეს ჩემპიონატი დაჟე არ გამიკვირდება რომ მოიგონ თან რეალს მოუგონ. კვარა იმედია გააგრძელებს განვითარებას და მონსტრად ჩამოყალიბდება 1-2 სეზონში. პირველი სეზონი საოცნებო გამოუვიდა ვულოცავ და მეტს ვუსურვებ. ლეაო არაფრით არის უკეთესი მაგრამ მეტად გამოცდილია

  • სიმართლე

    დაანებეთ თავი ამ ფორტუნას,იღბალს და მით უმეტეს ღმერთს...თვითდაჯერება და ოსტატობა მხოლოდ ვარჯიშებშია + პლიუს ჭკვიანი მწვრთნელი ...პიოლიმ წელს დაიხიხია სპალეტი

  • !!!

    კვარას ინსტაგრამზე უცხოელები საშინელებებს უწერენ,მათ შორის ქართველებზეც და ჩვენ მაინც დავუდგეთ გვერდში და გავამხნევოთ!!❤️

  • Zviadi

    კიმის არყოფნიტ წავაგეთ ლეაოს ისე მარტივად არ გააგულავებდა ლაურენტესის ცნოBილმა განცხადებებმა უეფა გადაიმტერა ასეტ დროს და შდეგიც სახეზეა კვარა კი მარტო ტამაშობდა ილივერას შემოსვლიტ თორემ რუისტან ერტად გაყინული იქნებოდა გუნდი ვერაა ისეტ დონ ზ ტორემ კვარა უკეტესიც არის ვიდრე იყო მსოფლიო ჩემპიონატამდე

  • გიორგი

    კი, პენალტი იყო, მაგრამ დღეს ფორტუნამ მილანი აირჩია. პირველმა გოლმა მოიგო თამაში, რასაც ალბათ ბევრი ელოდა.

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია

[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს

"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო

კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა

"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი

[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?

"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება

"დამიჯერეთ, ის უცხოპლანეტელია" - ლუჩანო სპალეტი

[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა

"ზუსტად იგივე ვუთხარი "კვარას", როცა პირველად შევხვდი" - რა ისტორია გაიხსენა ლუჩანო სპალეტიმ?

"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს

პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს

"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა

მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა