ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

გუშინ, 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი მატჩი ჩაატარა; მეტიც, ქართველმა შემტევმა ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ამჯერად გთავაზობთ იტალიური მედიის შეფასებას:

"ხვიჩამ ხელიდან ოთხი კარგი შანსი გაუშვა, მათ შორის - პენალტიც, რომელიც 1/2-ფინალის საგზურისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა "ნაპოლის" რიგებიდან ყველაზე მეტს ცდილობდა და სხვებზე დამაჯერებელი იყო" - Areanapoli 6 ქულა.

"თავიდან კარგად დაიწყო, თუმცა ხელიდან რამდენიმე კარგი მომენტი გაუშვა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანა ვერ შეძლო, რითაც "მარადონაზე" შეკრებილ გულშემატკივარს ბოლო იმედი წაართვა" - Goal Italia 4.5 ქულა.

"კალაბრიას წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, ბოლო იმედის პენალტი კი ვერ გამოიყენა" - Calcionapoli 5 ქულა.

"პიოლიმ მის წინააღმდეგ ორმაგი, ზოგჯერ კი სამმაგი დაცვაც გამოიყენა, თუმცა ის მეტოქეებს მაინც სცდებოდა. მეორე ტაიმში გალიიდან თავის დაღწევა მოახერხა. გუნდს აფხიზლებდა და ბოლო შანსს უნარჩუნებდა. მატჩის გადამწყვეტ მომენტში მის მიერ გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა ქომაგებს იმედი წაართვა" - Corriere dello Sport-ი 5 ქულა.

"მთელი მატჩის განმავლობაში დრიბლინგების შესრულებას და შანსების შექმნას ცდილობდა, თუმცა კალაბრიას ხშირად ვერ სცდებოდა. ზოგიერთ მომენტში თამაში თავის თავზე აიღო და თანაგუნდელები არ შეიმჩნია. გაფუჭებულ პენალტს მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - Sportmediaset-ი 4.5 ქულა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 საგოლე პასით გამოიჩინა.

• მე ქართველი ვარ

ჰოლანის გაფუჭებულმა პენალტმა რამე გადამწყვეტი როლი ითამაშა? მარადონასთან აიგივებენ ჰოლანს?

• ჩეტოს

ხვიჩას წარმატება მისი ნიჭის და შრომის შედეგია, ფაჩულიას ოლსტართან მიახლოება კი ქართულად გაყალბებული არჩევნების შედეგი. სხვაობას ვერ ატყობთ? კი, იძლეოდა NBA-ის ხმის მიცემის პროცესი ბევრჯერ მონაწილეობის საშუალებას, მაგრამ პატიოსანი იქნებოდა ეგეთი ,,წარმატება"?

• ადამიანი

ჰოლანმაც გააფუჭა პენალტი,აბა გისმენთ

• ჩეტო-ს

გასაგებია. არგუმენტების არქონას, ვითომ იუმორით ფარავ. :) წარმატებები მეგობარო. ეგრე გაარძელე. ,,Vote for Pachulya" და ივერია გაბრწყინდება. :)

• ჩეტო

OK! ძაან აბდა უბდა გიწერია, რა დემოგრაფია და ჰემოგლიბინი სად წახვედი კაცო)) პ.ს. ლინკი ხოარ გაქვს იმ გამოკითხვის, შევალ შექსპირს მივცემ ხმას, თავს ხოარ მოვიჭრით შოთამ არ გაიმარჯვოს

• ნიკალა მახარობლიშვილს

უკვე მეორე სტატია შემხვდა შენი ავტორობით სადაც ხვიჩას აკრიტიკებენ. რატომ აქვეყნებ ასეთ სტატიებს ნიკალა? რატომ არ გიყვარს ხვიჩა ნიკალა? ხვიჩა ხომ ყველას გვახარებს, ხვიჩა ხომ კარგია!

• ასეა ეს

ფეხბურთში მთავარი გოლია და თუ ვერ გაიტან შენი ფასი ნულია. როგორც არ უნდა ამართლოთ ხვიჩა,გუშინდელი ღამე ჩაგვიშხამა.საგოლო მომენტები ჰაერში გაუშვა და ბოლოს პენალტიც მიაყოლა.ოსიმენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლა მასტერ კლასია მიუხედავად იმისა რომ ფორმაში არ არის.

• ჩეტო-ს

აქ გიპასუხებ, წინა კომენტარები რომ არ დაიკარგოს და მსჯელობის ლოგიკური ჯაჭვი არ დაირღვეს. ბარემ ,,შენობით" მოგმართავ, რაღაი ასე გსურს. ეგ ურაპატრიოტიზმი რაც შენს კომენტარშია, სწორედ რომ განვითარების საშუალებას არ გვაძლევს, როგორც ერს. :) ჯერ ერთი, შენ არ წყვეტ, ვინ წავა ქვეყნიდან და ვინ დარჩება. ,,სირცხვილი" არსადაა ნახსენები ჩემს კომენტარში და სჯობს, წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანა ისწავლო (ასაკი თუ გიწყობს ხელს სასწავლებლად). ხვიჩასთან დაკავშირებით სულ სხვა რამე მიწერია და ფაჩულიას შემთხვევაში კი სხვა. ხვიჩას თავისი კარგი და სტაბილური თამაშით რაც ეკუთვნის, ფაჩულია ნამდვილად არ იყო საკალათბურთო ასოციაციაში იგივე დონეზე. ჩენელები რომ მოგყავს მაგალითად, რაღაი ჩინელები ეგრე იქცეოდნენ. ე.ი. ეგაა სწორი? თუ მართლა პატრიოტები ვართ, რაღა მაგ პროვინციალიზმში ვბაძავთ ჩინელებს? შრომისმოყვარეობაში და დემოგრაფიაში მივბაძოთ. ა, ძნელია ეგრე ხომ? კომპიუტერთან ლომობა უფრო ადვილია. რამდენიმე საათში ერთხელ დავაჭერთ თითს ,,Vote for Pachulya" და რა მაგრები ვართ. ჩვენი პატრიოტული ვალი მოვიხადეთ ერის წინაშე. :) მე ძალიანაც მეამაყება ქართველი რომ ვარ. ეგეც ღრმა პროვინციალიზმია, როცა მხოლოდ სიტყვით არიან ,,პატრიოტები". საქმით გამოადექით საკუთარ სამშობლოს და არა ფასადური ,,ხმა მიეცით ფაჩულიას". P.S. რომელიღაც უცხოურ საიტზე გამოკითხვა იყო, მსოფლიოს ყველა დროის ცნობილი პოეტების გამოსავლენად. შეესიენ ეს ჩვენი ,,პატრიოტები" და შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი გაიყვანეს პირველ ხუთ ადგილზე.:)) შექსპირი სადღაც მერვე ადგილზე იყო ხელებით ჩაჭიდებული, უფრო დაბლა არ ჩამაგდონო. :))

• ზაზა

რა 100% გარანტია? :))) გულწრფელად გთხოვთ მიპასუხოთ, ამ მატჩამდე რამდენჯერ გაქვთ ფეხბურთი ნანახი? გატყობთ ზუსტი მეცნიერებით ხართ დაკავებული, არაა ფეხბურთი თქვენი საქმე, მიხედეთ მათემატიკას, მგონია მანდ უკეთ გამოგივათ ექსპერტობა. “ტოჟე მნე პითაგორა”

• ilar10N YouTube

4.5 5.0 შეფასებები არის ცხელ გულზე გაკეთებული. იტალიელებიც ქართველებივით ემოციური ხალხია და ნუ, გასაგებია.. კარგად ნახა ყველამ რა შეფასებები დაუწერა სოფასკორმა და სხვა ადეკვატურმა გამოცემებმა. ეგეც რომ არა, გადაახვიონ და ნახონ თამაში,, ან ლაივში არ ნახეს? თუ ვინმე რამეს ჰქმნიდა შეტევაში ეს იყო ხვიჩა (და პოლიტანოც უნდა აღინიშნოს). ოსიმენი საერთოდ არ ყოფილა მოედანზე.. ჩემი აზრით რასპადორის უნდა დაეწყო ძირითადში და უფრო უკეთესი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ჩანაფიქრი იყო ის, რომ რუის ჩაეწოდებინა და ოსიმენს მე-2 სართულზე ებრძოლა.. სამწუხაროდ სპალეტის გეგმამ ვერ იმუშავა, რადგან რუი ნაადრევად გავიდა და მაგის მერე მთელი თამაში კვარაზე გადაეწყო, ყველა კვარას ტენიდა ბურთს, რადგან მაგაზე მეტი მომენტის შემქმნელი მარტო ნაპოლიში კი არა იტალიაშიც 1-2 კაცია მხოლოდ. ++ ამას ანგისა და კიმი მართლაც ნახევარი გუნდი ყოფილა , გამოჩნდა..

• ჩეტო

რა ღრმა პროვინციალიზმი გამოავლინა ერმა? რა წინადადებაა, შენს ერზე წერ რომ პროვინციალიზმი გამოავლინა და შენ დარჩი მენტალურ სვეწკად ხმას რო არ აძლევდი? ნუ გაქვთ ეს ბანძი კომპლექსი, ზაზას შემთხვევაში (იმდროინდელი წესებით) ოლსტარში თამაში ეკუთვნოდა არა საუკეთესო მოთამაშეს, არამედ მას, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებდა და დიახაც ზაზას უნდა ეთამაშა - იაო მინი რატო ტამაშობდა ყოველ წელს? მაგარი იგროკი იყო და მაგაზე წინ არავის ეკუთვნოდა? თუ ჩინელების პროვინციალიზმის გამო - ქამ ონ რა შენი ჭირიმე. ეხლა ხვიჩაზე, დიახ ლიდერი იყო და ვერ ქნა მეტი, ამ ეტაპზე აჯობა ლეაომ და მილანმაც აჯობა ნაპოლის. თუმცა ზუსტად წერია, ის ფაქტი, რომ ნაპოლის ზოგადად ლიგის ნახევარფინალის ამბიცია გაუჩნდა, ყველაზე ნაკლები 30-40% არის ხვიცას დამსახურება. იმაში, რომ ჩემპიონი გახება ნაპოლი ასევე უდიდესი ღვაწლი აქვს და თქვენ რა გინდოდათ ან რას ელოდით? ბათუმის დინამოდან გადასულიყო ნაპოლიში და პირველ წელს ლიგა მოეგო, სერია ა, ბომბარდირი გახდეს, ოქროს ბუცი, ბურთი, ბროლის ბუ - ყველაფერი მოეგო? ცხადია ვიღაცები აჯობებენ და მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ ის დღეც მოვა როცა ხვიჩა აჯობებს და გადაახევს ბუღტს ლეაოსაც და ბენასერსაც. ჩემთვის ეროვნული სიამაყის განცდაა ხვიჩას წარმატებაც და ზაზას ოლსტართან მიახლოებაც, ვისთვისაც პროვინციალიზმია და გრცხვენიათ, ამ ქვეყანას ყავს 4 სახმელეთო მეზობელი + ზღვა და + აეროპორტები - გზები დაგვილოცნია..

• ციური-ს

დამშვიდდით და წნევა გაიზომეთ. ფაჩულიას შემთხვევაში, მართლა ღრმა პროვინციალიზმი გამოავლინა ერმა. არანაირად არ ეკუთვნოდა ზაზას ოლსთარი. მაგრამ ხვიჩა მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ცუდია, ამდენს თუ ვერ ხვდებით. კრიტიკას რაც შეეხება. კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის. ოღონდ, სწორედ რომ გულშემატკივრის პოზიციიდან და არა ჩასაფრებული ადამიანისგან კრიტიკა. და რაც მთავარია, კრიტიკა ცხელ გულზე კი არ უნდა ხდებოდეს (გათენებას მაინც დაელოდნონ). ანალიზი უნდა გაკეთდეს და მერე გამოითქვას აზრი.

• Რაგბის ფანი

ვინ მისცა მარადონას ეგ იმედი, იქნება ეგეც აღნიშნონ?

• სოსო

გენადი ევრიუჟიხინის თამაში,ყველაზე კარგად დიდმა ეროსი მანჯგალაძემ დაახასიათა:"გენადი ევრიუჟიხინი,ბორბლებზე შემდგარი,დოღის ცხენივით დარბოდა"-ო

• ცუცურმა

აპრილში ნაპოლიმ მილანთან ითამაშა სამჯერ. სერია ა-ში განადგურდა, ხოლო ლიგიდან გამოვარდა. ამ სამ თამაშში ნაპოლის ლიდერმა (ხვიჩამ) ვერ გაიტანა გოლი, ვერ გააკეთა საგოლე პასი. უფრო მეტიც, რამდენიმე ასპროცენტიანი შანსი გააფუჭა და ბოლოს ეს ყველაფერი პენალტის ვერგატანით "დააგვირგვინა". და ეხლა რა გინდათ ? აღარც გააკრიტიკონ ?! აი ცდილობდა და ყველაზე მეტს აქტიურობდა - ეგ ბაზარი "გრამაფონშია". როცა ლიდერი ცდილობს, დაახლოებით იმავე შედეგს იღებს რაც ლეაომ მიიღო მაგ სამ მატჩში. მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ, ფაჩულიას რომ წიხლით ტენიდით ოლსტარში და მთელი საკალათბურთო სამყარო ახარხარეთ )) რა გასაკვირია რომ კვარაცხელია მარადონას და პელეს სუპერჰიბრიდი გგონიათ და მასზე ძვირი არავინ უნდა თქვას )) ძალიან სუბიექტური "ნაროდი" ხართ რაა...

• რატი

შემდეგში თვითონ გადი მოედანზე და გოლი გაიტანე, ჟორა!

მაპატიე მაგრამ ფეხბურთს სტატისტიკის დონეზე აღიქვამ მხოლოდ, 11 კაცი თამაშობს ერთ გუნდად და არა ერთი ხვიჩა ან ოსიმენი. მესიც ვერაფეეს აკეთებს თუ გუნდი არ ვარგა - ჩემპიონი მაშინ გახდა მხოლოდ როცა მაეტინესმა იღამაშა არაამქვეყნიურად. და მომენტები გააფუჩაო - ვისი შექმნილი ხომ ვერ მეტყვი?

• qomagi

ბრიტანელ გულშემატკივართან ახლოსაც ვერ მივა ვერავინ! მართლა სოფლის გუნდი ყოფილა ნაპოლი და გულშემატკივარიც შესაბამისი ჰყავს. ლიგის ნახევარფინალთან ვინ მიასუნიებს, სკუდეტოსაც ვერ ეღირსებიან კიდევ 30 წელი. ხვიჩა კი თავის გუნდს, ნიჭის რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას და რაც მთავარია - თავის მადლიერ გულშემატკივარს აუცილებლად იპოვის!

• ჟორა გაბრიჭიძე

ასე ვთქვათ ორივე თამაში მილანთან ხვიჩამ ჩააგდო. 4-5 საგოლე მომენტიდან ვერცერთს რომ ვერ გამოიყენებ და თან პენალტსაც მიაყოლებ, გაგაკრიტიკებენ. თუ ხვიჩა ჩანაწერს ნახავს, მისთვის ცხადი გახდება, რომ ისეთ მომენტში უდარი კი არ უნდა დაერტყა, არამედ ტექნიკურად უნდა შეეგდი კარში ბურთი. რაც შეეხება პენალტს, ხვიჩა პენალტს ვერ ურტყავს და არ უნდა აიღოს თავის თავზე ეს მოვალეობა. ნახეთ რომელი დაარტყა აუღებელი? რომლებიც გაიტანა ორივე ასაღები იყო. ადრე პენალტი 99% გოლი იყო, დღეს კი 50/50-ზეა, ამიტომ პენალტისტს თუ უნა 100%-იანი იყოს უნდა ისწავლოს ცხრიანში დარტყმა, რადგან ამხელა ნახტომს კაცი კი არა, ავაზა ვერ აკეთებს, სხვა შემთხვევაში 50%-იან შანსს უნდა დასჯერდე, თუ ხვიჩა ასეთ დარტყმებზე იმუშავებს, ბევრს მოიგებს.

• გიორგი

გამომრჩა ალბათ, ხვიჩამ ბურთი თვითონ აიღო?

• სოსო

ყველა ერთხმად წერს,რომ ხვიჩა ნაპოლის რიგებში საუკეთესო იყო და მისი შეფასება კი,არც ერთ შემთხვევაში,6 ქულაზე ზევით არ არის.გამოდის რომ მილანს უნდა გაენადგურებინა,მაგრამ არც ეს არის, ასე.გამოდის რომ ეს "სპეციალისტი" შემფასებლებიც აზრზე არ არიან და მხოლოდ ემოციებით აფასებენ?მატჩი ფრედ დამთავრდა და მილანელებსაც ოდნავ უკეთესი კიდევ შეიძლება,მაგრამ საგრძნობლად მაღალი შეფასება არავის უნდა ჰქონდეს და ესე იგი,ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდი ისეთი თამაშით გავიდა,იტალიის ჩემპიონატშიც კი,ნებისმიერ მეტოქესთან რომ წაგაგებინებს?ამის შემდეგ, ზოგიერთი ჩვენი "გულშემატკივრის" შეფასებებზე ვიშლით ნერვებს?ეტყობა არ ღირს!

• ტოტტი

დაუნახავეებოოოოო ლანძღეთ ეხლა მარტო რო გათრიათ ამდენი ეგ არაფერი ხო

• ხოდა

მომავალ სეზონზე მიბრძანდით ლიგაზე კვარას გარეშეე.ვნახოთ სადამდე მიხვალთ. ან აქამდე ვინ გიშლიდათ გასულიყავით უკვაროდ.პენალტის გაბედვაც კი ვერავინ შეძლო და პირველსეზონიან ხვიჩას მოუწია, ვიქტორი რატო არ არის პენალტისტი საერთოდ უცნაურია

• თემური

მინდა დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ სპალეტის ხელში ხვიჩას შემდგომი განვითარება ნაკლებად რეალურია. ამსთან დაკავშირებით მახსენდება 60-70-იან წლებში მოსკოვის "დინამოს" მარცხენა გარემარბი გენადი ევრუჟიხინი, რომელიც უდიდესი სისწრაფით გამოირჩეოდა, მაგრამ ძირითადად გვერდითი ხაზის გასწვრივ მოძრაობდა, რის გამო მოსკოველმა გულშემატკივრებმა "ელექტრიჩკა" შეარქვეს.გულწრფელად არ მინდა, რომ ხვიჩა ევრუჟიხინის ამპლუაში ჩარჩეს, მაშინ როცა მას ესაჭიროება გახსნილი სივრცე, სადაც იგი გაცილებით უკეთ გამოამჟღავნებს თავის უნიკალურ თვისებებს.

• სვანსკი

გულში ვფიქრობდი ნეტა ოსიმენს გოლი ვერ გაეტანა,რადგან კვარას შეაწმენდენ ხელს და წაგებას ჩვენ ოქრობიჭს დააბრალებენ, იმ სულელ სპალეტიზე არაფერს ამბობენ ასეთი ბრმა როგორ უნდა იყო,რომ ისევ სასტარტოში რუი დააყენო,კვარას მხოლოდ შავი სამუშაო ასრულებინო და სასწაულს ელოდო.კვარა შვილივით მიყვარს ,მაგრამ პენალტის დარტყმის დროს მაინც ცხრიანში უნდა გაუშვას ჩემი აზრით,აშკარად ეტყობა საით ურტყავს.

• ზურა

ამაშიც კარგად სჩანს ადამიანის და კერძოდ იტალიელი ფეხბურთის გულშემატკივრის სახე. გგგვანან ამ.მხრივ. უყვართ ჯერ ცაში აყვანა და მერე იქიდან დახეთქება. ბაჯო არ დაინდეს და რა გიკვირთ? ხვიჩამ მთავარია გული არ გაიტეხოს. უბრალოდ ცუდად დაემთხვა ყველაფერი სეზონის მიმდინარეობისას. ცუდ დროს დაეწყო ნაპოლის დაღმასვლა, დააკლდა წამყვანი ფეხბურთელები ა.შ. ეს გუნდი ლიგის მომგები არ იყო, თუმცა შანსი კი ჰქონდა ფინალამდე მისვლის. კაცმა არ იცის, პირველი პენალტი რო დაენიშნა, რა მოხდებოდა. რას იზამ? ერთი ეგაა, სადღაც რომ არ გაგიმართლებს, მეორეგან აუცილებლად აგინაზღაურდება.არ არის ეს ქალაწი და გუნდი ხვიჩას ღირსი. ბოღმიანი ხალხია. ამიტომაც იქნებიან სულ ჩრდილოეთის ჩრდილში

• beqa

წაართვა კიარა იმედი გაგიჩინათ რამდენს უთამაშია კვარამდე ის გაიხსენეთ პირველად მეოთხედ ფინალში და სკუდეტო მოიგეთ კიდე უკმაყოფილოები კიარა მადლობა გადაუხადეთ!!!გახადეს ნაპოლი გრანდიი ნდომბელეთი და ბრჰიმით ლიგის მოგება მოინდომეს))) არიყო კვარა შარშან

• Zviadi

რაც კვარამ გააკეტა ამ ტამასში მეტი რა უნდა გაეკეტებია სამი კაცი აჯდა ფეხსე სხვებს სივრცეებს უკმნიდა და პასებსაც არიგებდა და მატმა ვერ გამოიყEნეს ტუ მოიგებდა ნაპოლი კვარატინ მოიგებდა და ტუ წააგებდა კვარას ვერ ტამასჰის გამო არ წააგებდა

• 07

როდესაც პენალტი ცოტა ხნის წინ გაფუჭებული გაქვს, თან ამ მატჩში არ გიმართლებს და ამას ხედავ, ასევე არ ხარ კარგ ფორმაში, ამასთანავე, პენალტი შენ არ მოგიპოვებია და ბურთს ხელს კიდებ და გუნდისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში შენ თავზე იღებ ამხელა პასუხისმგებლობას, მაშინ თითქმის 100%-იანი გარანტია უნდა გქონდეს რომ გაიტან, სხვა შემთხვევაში ამ ქმედებას გამართლება არა აქვს, უკეთესი და სწორი იქნებოდა პენალტის დარტყმა ოსიმენისთვის დაეთმო, ,,გადაეხადა ვალი ოსიმენისთვის".  ძალიან ვწუხვარ მაგრამ ამ მატჩის წაგება ხვიჩას დაბრალდება, ამიტომ უნდა იფიქრო სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ.

• გოგია

ისე, მაინტერესებს, მთელი დაცვა რომ ჩავარდა გაშვებული გოლის დროს (ლეაო რომ დამკაში გავიდა ნაპოლის კაპიტნის ფლანგზე), ნდომბელემ რომ ელემენტარულად, ბურთი ვერ გააჩერა (რასაც გოლი მოჰყვა), მაგაზე რას წერენ. ემოციები დაცხრება და გულშემატკივრებიც ობიექტურად შეაფასებენ არა მარტო გუშინდელ თამაშს, მაგრამ მე პირადად, გამიკვირდა ნაპოლის გულშემატკივართა რეაქციები (თუ მართლა ხვიჩაზე ცუდ რამეს წერენ). ,,ყველანაირი უბედურება გაუნათლებლობისგან მოდის".

• L

მთავარია ბაჯოს პენალტივით გარდამტეხი არ გამოდგეს ხვიჩასთვის ეს მომენტი, ყველაფერი წინაა

• ჰაჰაჰა

ნაპოლი, მილანის ბულკი გახდა!

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ