"ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას გამო ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული სეზონის მიწურულს, ტკივილი მაინც ვიგრძენით. ყველაფერი ეს გაზრდილი ამბიციების გამოძახილიცაა, რომელიც თავისთავად ჩამოყალიბდა. აბა, ნეაპოლური კლუბისთვის ეს სეზონი მაინც შემდგარია და ამას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნა ვერ გადაფარავს - ეს მათთვის ამ ტურნირზე ისედაც საუკეთესო შედეგია, მონატრებული სკუდეტო კი ახლოსაა...

მწვრთნელის ამბავი

ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ მარცხს თავისი მიზეზები აქვს და მას ახსნა სჭირდება, საპატიო არის თუ არა ეს წაგება.

პირველ რიგში, ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ დონესა და ეტაპზე არ არსებობს ისეთი მიდგომა, რაც ბევრს "ნაპოლისა" და "მილანის" აპრილის პირველი დაპირისპირების შემდეგ ჩამოუყალიბდა. შეუძლებელია, ძირითადი შემადგენლობით თამაში "დამალო" და მხოლოდ მომავალ დაპირისპირებაზე იფიქრო. ლუჩანო სპალეტის შეცდომები სწორედ აქედან იწყება (თავის დამსახურებას არც გამოცდილ სპეციალისტს ვუკარგავთ). ვიღაც იფიქრებს, მსჯელობა ახლა მარტივიაო, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ აქამდეც ვწერდით. მთავარმა მწვრთნელმა მიმდინარე თვე ძალიან ცუდად დაგეგმა და ამის დამტკიცება საკმაოდ იოლია.

ლუჩანო თავისივე მწარე გამოცდილების ტყვეობის მსხვერპლი გახდა, რაც მისი გუნდების მიერ სეზონის მეორე ნაწილის ცუდად ჩატარებას გულისხმობს. ეს ფსიქოლოგიაში ახსნადი მოვლენაა. ამ სპეციალისტს იმის შიში სულ თან ჰქონდა, მიღებული უპირატესობა არ გაენიავებინა, რამაც შეცდომები გამოიწვია. ძალიან ცოტა გუნდი არსებობს, ვისაც მთელი სეზონის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება შეუძლია. სადღაც "ნაპოლის" კრიზისი, ფეხბურთელების გამოფიტვა და საკადრო პრობლემები უნდა დამდგარიყო. ასეთ დროს სწორ როტაციას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გასაგებია, ნეაპოლელთა შემადგენლობაში კონკურენცია ნაკლებია. ამის მიუხედავად, თუნდაც მხოლოდ მილანელებთან დუელში რესურსების ისე გადანაწილება შეიძლებოდა, გადამწყვეტ ეტაპზე ასე ძალაგამოცლილი ჯოვანი დი ლორენცო თუ ფანტაზიის გარეშე დარჩენილი პიოტრ ზელინსკი არ გვენახა.

როცა ჩემპიონატში ამხელა უპირატესობა გაქვს, "მილანთან" ლიგის მატჩის წინ იმის ფუფუნებაც არსებობს, მთლიანად სათადარიგო შემადგენლობას დაეყრდნო, რომელიც იმაზე უარესი შედეგს ვერაფრით დადებდა, რაც მივიღეთ (0:4). ისიც იცი, სანაკრებო პაუზის შემდეგ შენს გუნდს რომ უჭირს. თუკი ამას ვერ აკეთებ, ყოველი მატჩის შემდეგ გარკვეული დასკვნები ხომ უნდა გამოიტანო? სხვადასხვა ანგარიშის და შედეგის მიუხედავად, ლეაოსა და მისი თანაგუნდელების თითქმის ყველა გოლი და განსაკუთრებულად ბოლო ორი მატჩში, ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. დარჩა განცდა, რომ სტეფანო პიოლიმ ზუსტად იცოდა, საქმე რასთან ჰქონდა და ისიც, სპალეტის სიტუაციის შეცვლის მცირე რესურსი რომ ჰქონდა. განმეორებითი მატჩის წინ დავწერეთ, რომ უკვე გვიანიც კი იყო, რადგან "ნაპოლის" გატანა აუცილებლად უნდა ეცადა და ეს საპასუხო იერიშების შანსს, რაც მის მოწინააღმდეგეს ასე სწრაფად და კარგად გამოსდის, ზრდიდა. მილანური დაპირისპირებისას სპალეტიმ თავად გამოსაყენებელი კონტრშეტევების რესურსი გაანიავა.

ერთი ფაქტორი არ უნდა გამოგვრჩეს - თუკი ბურთი თავად არ აქვს, ნეაპოლელთა შუა ხაზს მისი მოპოვება და შეტევაში წაღება უჭირს, რის გამოც ლუჩანო იძულებულიც კია, ნაცადი ტაქტიკური სქემა არ შეცვალოს, მაგრამ როცა ნახევარფინალთან ასე ახლოს ხარ, საგანგებო სტრატეგიის შემუშავება უნდა შეძლო.

ხვიჩა

ქართველი გარემარბის თამაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ემოციები გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ფეხბურთს დრამა უხდება კიდეც და ახლა მის ეპიცენტრში ჩვენებური მოხვდა. აღსანიშნავი ისაა, რომ "ნაპოლიმ" ლიდერების ძალების გადანაწილება ვერაფრით შეძლო. ხვიჩა კვარაცხელია, მის მიმართ აგებული ზღუდეების მიუხედავად, სახიფათო პოზიციაზე გასვლას მუდმივად და ძალიან ოსტატურად ახერხებდა (დარტყმაზე კი მუშაობა კიდევ მოუწევს), მაგრამ ფიზიკურად მას ძალიან დამღლელი სეზონი აქვს, რაც გარკვეულ ასპექტებში შესამჩნევი გახდა. "კვარამ" ობიექტურად, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და მიიღო კიდეც, მისი (და ჩვენი) სურვილი კი სხვა შედეგის მიღწევა იყო.

ხვიჩასთვის ჯანსაღი კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, ამის მნიშვნელობა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა, მაგრამ ახლა ის შემთხვევაა, როცა "კვარადონას" გამხნევება სჭირდება. ეპიზოდი, როცა ჩვენებურს ტრავმირებული ჟირუს მოედნიდან სწრაფად გაყვანა სურდა, რადგან თამაში გადასარჩენი ჰქონდა; მომენტი, როცა 77-ე ნომერი გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა, ქართველის ხასიათს კარგად ავლენს. ის ბოლომდე შემართულია. აქედან გამომდინარე, მისთვის რთული იქნებოდა, ასეთ დროს პენალტის შესრულებაზე უარი ეთქვა. აქაც სპალეტიმდე მივალთ. "აინტახტთან" კარგად გამოჩნდა, ვერგატანილმა თერთმეტმეტრიანმა ხვიჩა როგორ დათრგუნა. ის ემოციურია. შეხვედრაში, სადაც ჩვენებურს ცოტათი არ უმართლებდა, ამ გადაწყვეტილებით სასწორზე ბევრი რამ დადგა. კვარაცხელიას მეკარემ აჯობა და მის თვალებს ცეცხლის დასანთებად ცოტა დრო დარჩა. შეუძლებელია, ამას ადამიანზე არ ემოქმედა. ასეთ დროს მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო იმაზე, რამდენად მზად იყო მოთამაშე, რომელიც ამ დონეზე პირველ სეზონს ატარებს, ეს ტვირთი ეკისრა. კაპიტანი დი ლორენცო გაცილებით ცივსისხლიანი იქნებოდა, ანაც გოლმოწყურებულ ჯაკომო რასპადორისთვის იდეალური მომენტიც კი იყო...

ერთი ამბავიც, კვარაცხელია კუთხურებს გუნდში ყველაზე სახიფათოდ ასრულებს. ნეაპოლელებმა ახლა ძალიან ბევრი, 16 კუთხური ჩააწოდეს და ხვიჩას მონაწილეობით ხიფათი ყველაზე მეტად შეიქმნა. ამხელა უპირატესობის სათანადოდ ვერგამოყენება არაფრით შეიძლება და სპალეტის სტანდარტულებზე უფრო მეტი მუშაობა რომ სჭირდება, აქამდეც გვითქვამს. მწვრთნელმა რესურსები სწორად უნდა გამოიყენოს, მარიო რუის მონაწილეობით რაღაც აბსურდულის მსგავსს, ორი მოთამაშის ჩართულობით ჩაწოდებას, ალტერნატივა უნდა გამოუჩნდეს!.. ქართველ გარემარბს აქ მეტი ნდობა უნდა ჰქონდეს, ამას მუდამ ვიმეორებთ.

"კვარა" ძალიან მზარდი ფეხბურთელია, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, ბევრი რამ დახვეწა და უკეთესი გახდა. მისთვის პენალტის ეპიზოდი დამატებითი მოტივაციაა, თუმცა ადრეც დავწერეთ, რომ ვიღაცისთვის გატანის დამატებითი შანსი პასუხისმგებლობა და სტრესია, სადაც კარის აღება ჩვეულებრივ ამბად აღიქმება, ვერგატანა კი... დიდი სპორტსმენობა რთულია, ერთი შეცდომა გულშემატკივრებმა იქნებ ძალიან ძვირად დაგიფასონ, დღეს მათი სათაყვანებელი გმირი იყო, ხვალ კი მხოლოდ იმის გამო აგითვალწუნონ, მათთვის მიუღებელი კლუბის წევრი გახდე. ხვიჩა ამ ყველაფრისთვის მზადაა. ლიონელ მესისთან საინტერესო პარალელის გავლება აქ შეიძლება - ლეგენდარულმა "ათიანმა" მნიშვნელოვანი პენალტებიც გააფუჭა, მორიგი ფინალის წაგების შემდეგ ნაკრებიდან წასვლაც გადაწყვიტა, საბოლოოდ კი ეს ისტორია არგენტინელთა ტრიუმფით დაასრულა - დიდებს სირთულეები არ აშინებთ და არასოდეს ნებდებიან!..

ხვიჩა "მილანის" წინააღმდეგ

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სოციალურ ქსელებში გამაღიზიანებელი იყო ყველა ის გამოხმაურება, რომლებიც ხვიჩას უიღბლო დღეს მის მოედნის გარეთ ცხოვრებას აკავშირებდა, თუნდაც, ხუმრობის დონეზე. არიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავის დამკვიდრება მხოლოდ სხვაზე ნეგატიურად საუბრით წარმოუდგენიათ. ხვიჩა გულწრფელი ბიჭია, რომელიც საკუთარი რწმენისადმი დამოკიდებულებას სულ ავლენს, მათ შორის, მატჩის დაწყებამდე და ამ თემის განხილვისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს. ჩასაფრებული ადამიანები არსად გამქრალან, ეს გამოჩნდა!..

სხვა ამბები

სათქმელი ბევრია, ყველაფრის ერთ წერილში თქმა შეუძლებელია. თუნდაც იმის, "ნაპოლის" ფეხბურთელები რომ შეეჩვივნენ, ვიქტორ ოსიმენს ნებისმიერი ბურთის დამორჩილება და დამუშავება შეუძლიაო. "მილანის" ტანმაღალ და ძლიერ ცენტრალურ მცველებთან ეს მატჩის ბოლომდე არ გამოვიდა. თავად ნიგერიელსაც ჩვეული შემართება და დამაჯერებლობა აკლდა, ტრავმა ახლახან მოიშუშა. შეტევაში მრავალფეროვნება იყო საჭირო.

ფლანგებიდან აქტიურობას შედეგი ვერ მოჰქონდა, რადგან პიოლის გუნდის ცენტრალური დაცვის ხაზი ორთაბრძოლებს არ აგებდა. ხვიჩა-ვიქტორის საფირმო კომბინაცია არაფრით გამოვიდა. ერთხელაც გამოჩნდა, ჩვენებურის ფლანგზე ფეხბურთელებს მეტი რომ მოეთხოვებათ. მატიას ოლივერას თამაშმა უფრო იმაში დაგვარწმუნა, მარიო რუი სასტარტოში ასე ხშირად რატომაცაა. ნეაპოლელებს შუა ხაზში უფრო შემოქმედებითი მოთამაშეები სჭირდებათ, ვიდრე ჰყავს, ესეც ფაქტია.

იმით უნდა დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ - ამ გუნდს 33 წლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონობა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს და ეს ძალიან დიდი ზეიმის საფუძველია, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი ქართველია!..

ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩა დღეს 2-3-ჯერ ჯობია იმ ხვიჩას, რაც სპალეტიმდე იყო, ამიტომ იმაზე დავა, რომ სპალეტი მას არ სწყალობს და რაღაცებს მამაძაღლობს, სისულელეა. ხვიჩა დღეს ზრდის მომენტშია და ეს ზრდა სახეზეა, მეტი რა გინდათ? დღეს პენალტი აღარავისთვის აღარაა ას პროცენტიანი გოლი, ასეთად რომ იქცეს კვარამ და ყველამ პენალტის ცხრიანში დარტყმა უნდა ისწავლონ.
gio
ხვიჩაზე არ გავიგო არაფერი ცუდი. ამ ბიჭმა ქვეყნისთვის იმდენი გააკეთა, რის მეასედსაც ვერავინ გააკეთებთ. მან ბოლომდე იბრძოლა და ესაა ყველაზე მთავარი, გამარჯვება მეორე ხარისხოვანია. ხვიჩა გააჩუმებს ყველას და ამას ჩვენ დავინახავთ.
nika
ვერაფრით ვიგებ რა აჟიოტაჟია ატეხილი? პენალტის ვერ გატანა რა ტრაგედიად აქციეთ? რომელი ფწხბურთელი დაკნინდა ამის გამო? ერთი მაინც იქნებ შემახსენოთ, პენალტის გამო ფეხბურთელს არასდროს აკლდება რეიტინგი და არც ემატება. ხვიჩა მსოფლიოს გრანდია მომავალი და თუ ვინმეს ბოღმა აქვს მოემზადოს გულის გახეთქვამდე ნერვიულობისთვის )))
თორნიკე
ყველაზე ცუდი რაც არის ადამიანებს გასაყიდი საქონელივით ეპყრობიან მფლობელები,რეალი აკვირდებოდა ხვიჩას და მაქსიმალურად დაიტვირთა,პენალტის შესრულებაც ალბათ მაგიტომ აკიდეს.გულს ნუ გაიტეხ ქართველო,შენ დიდი მომავალი გაქვს,თავისუფლება ნაკრებშია როგორც მე ვიცი და იქ იყავი მედროშე
დათო
ეს ჯოკერის მოჯოკრვა იყო )))) კარგიააა
დათო
საინტერესოა რამდენია აქ ან იყო ფეხბურთელი და რამდენს გაუმაზავს პენალტი თამაშში ??? (გაიხსენეთ ის მურტალი გრძნობა და მიხვდებით რას გრძნობს ბიჭი) მე ჩემგან დავიწყებ
დათო
ებრაელელების გამონათქვამია-ცხოვრების პირველ ნაწილში დაუშვი ბევრი შეცდომა და მეორე ნახევარს ბედნიერად იცხოვრებო.ამ სიტყვების ადაპტაცია რომ გავაკეთოთ ხვიჩასთან,გამოდის რომ ურჩევნია ეხლა დაუშვას შეცდომები და მერე იყოს საუკეთესო.ბიჭს ეხლა სჭირდება გვერდზე დგომა.
დათო
მართალია !ვისაც ფეხბურთი გვითამაშია ყველამ ვიცით რომ პენალტის უნდა დაარტყა ძლიერად. ისწავლის

ჰალანდმა პენალტი ვერ გაიტანა ხალხნო!!!! აბა ქართველო “კრიტიკოსებო” რას იტყვით???
აბდულაი
რა უაზრო კომენტარები საერთოდ აზრზე თუ იყვნენ ფეხბურთის ან სპორტის
nika
საგნობრივად საუბარი შეგიძლიათ? გაქვთ ამის კომპეტენცია? გქონიათ ფეხბურთის თეორიულ თუ პრაქტიკულ საკითხებთან შეხება, ან გითამაშიათ? სპალეტი არაა მაღალი დონის მწვრთვნელი ტაქტიკოსი და ეს იმდენად ცხადი გახდა მილანთან რომ ნებისმიერ საქმეში ჩახედულ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება, მილანს ისე ეთამაშაშა როგორც იტალიის შუას ქვემოთ ადგილოსან გუნდებს. რაც შეეხება თქვენს საუბარს ყოყლოჩინობასა და ბაქიბუქობაზე, ვერაფრით ვიგებ რასთანაა კავშირში ან რას ამბობთ ამით? ვფიქრობ თავად ვერ გამოთქვამთ აზრს და ანალიზისგან, ისე შორს ხართ რომ საკითხს საერთოდ არ ეხებით ან ვერ და სპალეტის დიდ მწვრთვნელობაზე საუბრობთ. დიდ მწვრთვნელად სპალეტის არავინ აღიარებს და რომ აღიარებული იყოს, შეცდომები ყველა მწვრთვნელს და ფეხბურთელს მოსდის და ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე.
დევიდ
ხვიჩას რომ ექომაგები კარგია და ვიღაცეების ბოროტიკომენტარები ხვიჩას მიმართ მათ ან ფეხბურთის არცოდნაზე ან ბოღმაზე მეტყველებს. მაგრამ იქნებ შევეშვათ უადგილო შედარებებს. არ არის ეს მომგებიანი ხვიჩასათვის, დამიჯერე.
ზურა
დიდი ბოდიში და სიტყვა "აბსოლუტურ"-ს ვერ წერ სწორად და იფიქრე, რამდენად გაქვს სხვისი საფეხბურთო ცოდნის გაკილვის უფლება
საჩინო
მთლიანობაში მილანი უფრო გამოცდილი კარგად დაბალანსებული და უფრო შეკრული გუნდია ვიდრე დღევანდელი ნაპოლი და მათ მიერ წელს მიღწეული შედეგი დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს და მაინც მიუხედავად საკადრო პრობლემებისა ,მიუხედავად გადაღლილობისა , მიუხედავად გამოუცდელობისა და მსაჯთა არა კეთილგანწყობისა ,ამ ბარიერის გავლა მაინც შეიძლებოდა ,რომ სპალეტის მეტი სიბრძნე და მეტი ტაქტიკური გამჭრიახობა გამოეჩინა ;ნახევარფინალის ბედი მილანში გადაწყდა ,სადაც ნაპოლის არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაეგო :მიეცი მასპინძელს საშუალება თვითონ შემოგიტიოს {მას ხომ სახლში მაქსიმალური შედეგის დადება სჭირდება},გაახსნევინე სივრცეები და მოაშიშვლებინე ზურგი და სწრაფი კონტრშეტევებით მიაყენე მომაკვდინებელი ჩხვლეტები ;ანუ ნაპოლის თვითონ უნდა ეთამაშა იმ ტაქტიკით რომელი ტაქტიკით თამაშიც მილანი აიძულა .და თუ ნაპოლი მილანში მოიგებდა ან მინიმუმ არ წააგებდა მაშინ სახლში აშკარად გოლების გატანაზე ფიქრი და ზედმეტი შემტევი ტაქტიკით თმაში და ღობე-ყორეს მოდება აღარ მოუწევდა და მშვიდ ,პრაგმატულ ვითარებაში მიიყვანდნენ საქმეს ბოლომდე .მაგრამ რადგანაც წააგეს იძულებული იყო სახლშიეთამაშა ისე როგორც ითმაშა და კვლავ არასასურველი შედეგი ---სამი ტამაში ერთდაიმავე მეტოქესთნ ,ერთდაიგივე ტაქტიკით და ერთდაიგივე შედეგით ---შეიძლებოდა ამ ეტაპის გავლა .
შოდა
სპალეტი მაღალი დონის სპეციალისტია! მან ფეხბურთი ჩვენზე უკეთ იცის! - მე რასაც ვკითხულობ კომენტარებს, აბსოლიტური უმრავლესობა იმ ხალხისგანაა დაწერილი, ვინ ფეხბურთის გაგებაში არ არიან. ტრაბახობენ და ყოყლოჩინობენ! ჩვენს ახალგაზრდობაში ტრაბახი და ბაქი-ბუქიაობა ცუდ ტონად ითვლებოდა! - მე დარწმუნებული ვარ, რომ ბაქი-ბუქა, ყოყლოჩინური ტონით დაწერილი კომენტარების დიდი ნაწილი პროვოკატორებისგან მოდის. ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენი გამოთაყვანებული ახალგაზრდობა (ყველას არ ეხება), კიდევ უფრო რომ გამოათაყვანონ!!!
დათო
გუშინ როგორც ბევრი ქართველი და არა მარტო ,მეც ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი ხვიჩაზე,მაგრამ რომ დავწყნარდი ერთი კითხვა გამიჩნდა.რომელი თამაში ითამაშა ნაპოლის TOP გუნდთან ხვიჩას და ოსიმენის გარეშე და მიოგო??? ასე მგონია ნაპოლის ეს ორი ფეხბურთელი რო არ ჰყავდეს იტალიის სერია А შუიდან ვერ ამაყობდა თავს. მეორეს მხრივ ხვიჩას შეუძლია უუუუუფრო მეტი მოუმატოს, უსურვოთ დიდი ჭარმატებები ძმებო ჩვენს ვაჟკაცს!!!
დათო
გუშინ როგორც ბევრი ქართველი და არა მარტო ,მეც ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი ხვიჩაზე,მაგრამ რომ დავწყნარდი ერთი კითხვა გამიჩნდა.რომელი თამაში ითამაშა ნაპოლის TOP გუნდთან ხვიჩას და ოსიმენის გარეშე და მიოგო??? ასე მგონია ნაპოლის ეს ორი ფეხბურთელი რო არ ჰყავდეს იტალიის სერია А შუიდან ვერ ამაყობდა თავს. მეორეს მხრივ ხვიჩას შეუძლია უუუუუფრო მეტი მოუმატოს, უსურვოთ დიდი ჭარმატებები ძმებო ჩვენს ვაჟკაცი!!!
H-ს
მიუხედავად იმისა რომ მილანის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ შენ წარმოიდგინე და ვუყურებ და ვხედავ რომ ორი სხვადასხვა გუნდია მილანი ლიგაზე და მილანი სერია ა-ში.შარშანაც ასე იყო ოღონდ პირიქით.გუნდი რომელიც ლიგის ისტორიაში მეორეა მოგებული თასებით და როდესაც ნახევარფინალში გასულა ყოველთვის მოუგია ლიგა მენტალური მონსტრია აბა რა არის?გუნდში ორი მსოფლიო ჩემპიონია და პლუს ვიცე ჩემპიონი ნაკრების მეკარე.პლუს მაგარი ტალანტი ლეაო.უკაცრავად და ბოდიში ვფიქრობ არ იცით მენტალური მონსტრის მნიშვნელობა.პატივისცემით master-ი
Master
რეზოს.გრამატიკის გაკვეთილზე არ ვართ და მითუმეტეს არც თქვენ მგონიხართ ფილოლოგი და კარგი ქართულის და ფეხბურთის მცოდნე,თორემ მიხვდებოდით რა იგულისხმება ამ შემთხვევაში მენტალურ მონსტრად.გირჩევდით კორექტული იყოთ.სულ არაა საჭირო ბოღმის ნთხევა.კიდევ გირჩევდით დაიმახსოვროთ ეს კომენტარი.ლიგის ფინალის მერე იქნებ გაგახსენდეთ....
Რაგბის ფანი
სპალეტიმ 0-4 მატჩში რომ არ დაასვენა გუნდი, აქ შეცდა. კვარას კი პენალი უნდა დაერტყა. ვისაც გამბედაობა არა აქვს, ის კლავიატურაზე აჩხიკინებს.
nika
სპალეტიმ წააგო ორთავე მატჩი, ვინც ფეხბურთი იცის მისთვის ცხადია რომ ეს ასეა. ხვიჩამ ითამაშა საუკეთესოდ თუ არ ჩავთვლით პენალტს, თუმცა პენალტი არასდროს აფასებს ფეხბურთელის დონეს. ლეაუს სივრცეები რომ ჰქონოდა ხვიჩას და არა 3 მცველი მუდმივად ფეხზე და გარშემო, მაშინ ხვიჩა ლეაუზე 2 თავით მეტს გააკეთებდა. სპალეტი უმდარესი მწვრთვნელია და ხაფანგში ჩაყო ფეხი. "ბურთი უნდა ვაკონტროლოთ!"-მატჩის წინ თქვა სპალეტიმ, თან სულ გვიან ბურთს თამაშობდნენ ნერვების მომშლელად, მცველი აწვდის ნახევარმცველს და ნახევარმცველი თავდამსხმელს...არავითარ შემთხვევაში მცველი თავდამსხმელს რა სისწრაფესაც არ უნდა ითხოვდეს დინამიკა... მილანმა კი მისცა ბურთი ნაპოლის და ლეაუ და ჟირუ უკიდეგანო სივრცეენში აღმოჩნდა, წარმოიდგინეთ კვარა და ოსიმენი იგივე სივრცეებში. კვარას არაფერი აქვს სანერვიულო, ის ნაპოლის საუკეთესო და მსოფლიოს მომავალი საუკეთესო ფეხბურთელია, ბუნებრივია თავზე მეტი მუშაობაა საჭირო.
უვიცი
ქვევითაც დაიწერა, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მილანი უკეთესი გუნდია. მსაჯებმა წარმართეს ეს თამაშები ისე როგორც უნდოდათ. დაუნიშნავ პენალტს, წითელ ბარათებს და უამრავ საკამათო ეპიზოდს, რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად გამოჩნდა, რომ მსაჯმა დამატებული დროის დასრულებამდე დაამთავრა თამაში, მაშინ როცა დამატებულ დროში გოლი გაიტანა გუნდმა და მინიმუმ წუთი კიდე უნდა დაემატებინა, დამატების მაგივრად 10 წამი კიდე მოიპარა.
პატრიოტი,
ბატონო ღვთისავარ, ქეხბურთზე წერას ფეხბურთის ცოდნა უნდა და ზედმეტად ამბიციური არ არ უნდა იყო, არც მწერალი და არც მოთამაშე, როცა ხვიჩა გაემზადა დასარტყმელად, გავიფიქრე, რატომ, რამდენი აქვს გაფუჭებული, ერთ-ერთი რუბინიდან მახსოვს, იქაც იჩემებდა, მე უნდა დავარტყაო, დაარტყა და აუღეს, როცა მეკარეს ვერ ატყუებ, ძლიერად მაინც დაარტყი, ისე ცუდად არ უთამაშია, პენალტი რომ არ დაერტყა, ქართველები მაინც კმაყოფილები ვიქნებოდით
Madloba xvicha
Madloba xvicha am lamazi sezonistvis, jer ar dasrulebula magram rac xvicham gaaketa ar maxsendeba fexburteli pirvelive wels gaeketebinos. Arada minimum 30 welia azrianad vuyureb. Wina tamashshi rom daetvirtad kvara rogorc gushin napoli gavidoda, plius msajebi gadaghla, spaleti da gamoucdeloba. Veravin iocnebebda imas rac wels napolim gaaketa da amis mtavari shemoqmedi osimentan ertad xvichaa. Ar davetanxmebi im azrs rom milani ufro dzlieria. Ager naxavt tu finalshi gavida ras damartebs siti an reali. Gushin xvicham mteli flangi aiklo, amis gaketeba urtulesia roca 2 an 3 kaci fexze ejda. Mokled madloba seria a-s sauketeso fexburtels.
ზურა
1. როდესაც ერთი და იგივე გუნდთან 3 თამაშიდან 2-ს უპირობოდ წააგებ და ერთს ძლივს გააყაიმებ, ცალსახად მწვრთნელის ტაქტიკურ სიღარიბეზე მეტყველებს, მითუმეტეს, როცა ორივე გუნდს სამივე თამაშში პრაქტიკულად ერთი და იგივე შემადგენლობა ყავდა და მილანი სხვა თამაშებში გამორჩეულად მაგარი არ იყო: 2. ნახეთ, როგორ ასრულებენ 11-მეტრიანებს დიდოსტატები -გამორბენი, ცრუ-შეყოვნება და ძირითადად ტექნიკური დარტყმა. ხვიჩას ყველა 11-მეტრიანი დარტყმის ძალაზეა, რაც ცალსახად დასახვეწი აქვს (აწი თუ დაარტყმევინეს), თორემ სალაჰმაც ბოლო ორი გააცუდა: 3.ძალიან ნაადრევია მისი ინგლისში გადასვლა, თუ ტაქტიკურ თამაშში არ გაიზარდა. ნახეთ იქაური საშუალო ეშელონის გუნდებიც კი ტაქტიკურად როგორ მოქნილები არიან. დღევანდელი ხვიჩა იქ უბრალოდ დაიკარგება - უნდა გაიზარდოს მისი ტაქტიკური აზროვნება.
უვიცი
100%
სიმართლე
ეს ნამდვილად არ იყო ხვიჩას დღე. პენალს აბსოლუტურად არ ვგულისხმობ, მის გარეშე ორი ბურთი უნდა შეეგდო. ჟილკა მგონი არ აკლია, კიდევ უფრო მოუმატებს ვარჯიშს და 10000%-ით გაგვახარებს.............

დედამიწის ზურგზე, ვინმე მოელოდა, რომ ნაპოლი ჩემპიონი გახდებოდა ??????????? არ არსებობს ეგეთი ერთი კაციც კი. ხვიჩას მაგ საქმეში, რომ უსერიოზულესი ნიშა აქვს ეგეც ყველამ იცის. მგონია რომ უნდა შეირგონ ეგ წარმატება ამ ეტაპზე მაინც და ტყუილად ღრუბლებში ფრენას კი ყველა უნდა შეეშვას
დათი
ამ 2 თამაშში რაც ითამაშა ხვიჩამ (განსაკუთრებით მეორეში) - ამ დონეზე როდის უთამაშია ამ ბოლოს მესის, რონალდუს, ჟირუს გამახსენეთ? თუ ეგენი ბებრები არიან უფრო ახალგაზრდებს: მაგ: ბელოტის; დი მარიას ან ბევრ სხვა ვარსკვლავს? -ათეულობით პასი: სახიფათო/გამჭოლი გამამწვავებელი, ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფად გადამტანი (ის ერთი ბურთიც მასე გავიდა); -კუთხურებს როცა აწვდიდა - ყველა სახიფათო; -რამოდენიმე ათეული დრიბლინგი და მათგან რამოდენიმე სახელმძღვანელოებში შესატანი! კიდევ რა უნდა ექნა 22 წლის ბავშვს ტოპ 5 ლიგის პირველ სეზონში და ჩემპიონთა ლიგის პირველ სეზონში? ერთი ნაღდი ააცილა პირველ თამაშში და ერთიც პენალტი მეორეში და ანტიგმირი გახდა; ლეაო ორჯერ გაიქცა ამ 2 თამშში და გმირია. ასეთია ცხოვრება, მაგრამ ასეთი ბულინგი რაც ამ ერთ დღეში ვნახეთ? ადამიანზე დიდი მხეცი და უბადრუკი არსება არ არსებობს მართლაც!
დათი
-როდის ითამაშა ბოლოს მესიმ ან ნეიმარმა იმ დონეზე, რა დონეზეც გუშინ ხვიჩა თამაშობდა? -ლეაო ორჯერ გაიქცა ამ ორ თამაშში და გმირი გახდა: -ხვიჩა დაახლოებით 200 ჯერ შეეხო ამ 2 თამაშში ბურთს:თითქმის ყველა გადაცემა ზუსტი; გამჭოლი; გამამწვავებელი იყო; თითქმის ყველა ჩააწოდება - სახიფათო; როცა თავად აწვდიდა კუთხურს - ყველა სახიფათო; რამოდენიმე ათეული დრიბლინგი და ამათგან რამოდენიმე სახელმძღვანელოში შესატანი. ერთი ნაღდი ააცილა პირველ თამაშში და პენალტი მეორეში - და ანტიგმირი გახდა, დაესია ყველა სპეციალისტი თუ დილეტანტი; ვითომ ფედელეს/საკის ან სხვებს მან, რომ ნახევარ სეზონში ითამაშა, იმის ნახევარი ფეხბურთი ქონდეთ ნათამაშევი მთელს კარიერაში. უცხოებისაგან არ მიკვირს, ჩვენებურები აკრიტიკებენ და აბულინგებენ 22 წლის ახალგაზრდას ისე, თითქოს დანაშაული ჩაედინოს. ადამიანზე სასტიკი მხეცი და უმეცარი არსება არ არსებობს!
სიმართლე
მიკლედ ასეა, ნაპოლი რომ ჩემპიონი გახდება, ეგ არის საოცრება
M.kh
სიმართლე რომ ვთქვათ გუშინდელ თამაშში ნაპოლი დომინირებდა. მიუხედავად იმისა რომ კონტრშეტევა გამოეპარათ მაინც ძლიერი შთაბეჭდილება დატოვეს მაგრამ. დავიწყოთ იქედან რომ რაცარუნდა ძლიერის შთაბეჭდილება დატოვო მაინც ჩნდება ნაკლები თან ძალიან, ხვიჩას მხრიდან როდესაც შეტევა კეთდებოდა ვერ შევამჩნიე რომ დოდად ცდილობდნენ გაქცევას შერბენას პასის მოთხოვნას გახსნას და ა.შ. თავად კვარაცხელია ხშირად 2 ფეხბურთელის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ამის გამო მისი შეტევის პოტენციალი იმდენად მოიკლო რომ გუშნ მეგონა რიგით ფეხბურთელს ვუყურებდი, რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს ასეა. ამას ემატება გაცუდებული პენალტი რომელიც უკვე ყველასთვის მარტივი ასაღებია ხშირად ერთიდაიგივე მიმართულებით უშვებს ეგ უკვე ნამეტანი დამუშავებული აქვთ სხვებს და კვარას პენალის დარტყმა ნამდვილად სასწავლი აქვს. აქვე დაახლოებით +-13 მეტრიდან 2ჯერ გამაზა, კარში ვერ გაარტყა, მართალია კუთხე იყო მარა კარს რომ ზევიდან გადააცილებ ესეიგი შეგიძლია კარშიც გაუშვა. ასევე მისი დამუშავებული შეტევა, საჯარიმოს გასწვრივ გარბენა და მარჯვენა ფეხით დარტყმა, ეგეც ყველამ იცის და გუშინ ეგეთი 2 დარტყმა დაბლოკეს მცველებმა აცილებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. კვარამ უნდა ისწავლოს მეორე ფეხბურთელის მოტყუებაც რათა უფრო მეტს მიაღწიოს. რაც შეეხება ნაპოლის, მარცხენა ფლანგზე 2 ფეხბურთელის მეურვეობამ მარჯვენა ფლანგს საშუალება მისცა მეტიშეტევა ეწარმოებინათ უკეთესი. მაგრამ შედეგი 0.ჩაწოდებებს შედეგი არ მოჰყოლია, ეგ ნაპოლის უდიდესი პრობლემაა და ამის მიუხედავად ჩაწოდებებს არ მოეშვნენ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ფინიშინგის პრობლემა ძალიან შეექმნათ. ძალიან ბევრი მაზეს და შედეგი სახეზეა. სტატისტიკებს თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ ბურთის გაგორების მხრივ ნაპოლი აბსოლიტურად მაგარ დონეზე იყო მარა ფინიშნგის ამბავში მაგარი ჩაიჯვეს. გუშინ მილანთან თავისუფლათ უნდა მოეგოთ და თუნდაც იმიტომ რომ ასეთი სტატის შემხედვარე სულრომ თამაშზე არ გვეყურებინა უპირატესობას აშკარად დავინახავდით. ასერომ ნაპოლიმ გუშინ თავისი მაქსიმუმით თავისი მინიმუმიც ვერ დადო.
გიორგი
სპალეტიმ თუ ბევრი შეცდომა დაუშვა, მისი გუნდი უფრო ძლიერი როგორაა? გუნდის სიძლიერის მოზრდილი ნაწილი მწვრთნელის სიძლიერეზე მოდის.
თენგო
ვერ დაგეთანხმებით, რომ მილანი ნაპოლზე ძლიერია, გამოცდილება ლიგაზე მეტი აქვს მაგრამ რომ არა მსაჯების უხეში ჩარევა, არ მგონია ნაპოლს გაჭირვებოდა გასვლა
ვახო...
არაუშავს... ხვიჩაზე გაცილებიც გამოცდილ და დიდ ფეხბურთელებსაც ჰქონიათ მსგავსად უიბლო მომენტები კარიერაში... აი ზუსტად ასეთი თამაშებითა და თუ გინდ მსგავსი ფიასკოებით იზრდებიან და ყალიბდებიან დიდ ფეხბურთელებათ... ხვიჩამ თუ გინდ გუშინაც, ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის, ნაპოლის ლიდერი არის ამ სეზონში და მხოლოდ მას გამოდიოდა მოედანზე ის, რაც სხვას არ შეეძლო... სეზონი კი აპრიორი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან მათ სკუდეტო გარანტირებულად მოგებული აქვთ და ამ გამარჯვებაში, უდიდესი წვლილი, კვარას მიუძღვის! შეიძლება დაეცე, მაგრამ მთავარია წამოდგე და უფრო მაგარიც გახდე! უდიდესი წარმატებები კვარას მომავალში...
რეზო
სპალეტიზე გეთანხმებით. ყველა ნიუანსი დაემთხვა. იმათ გაიარეს კრიზისის ტურბულენტობა, ესენი ახლა გადიან. ამას დამატებული მსაჯების აშკარა მიკერძოება( ან შეცდომა). ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს +ტრავმები. ერთი თვის წინ რომ ეთამაშათ, ნეტა როგორ დამთავრდებოდა?
H
მიუხედავად იმისა, რომ მილანის გულშემატკივარი ვარ მაინც გულიანად გამაცინე :)) რა მენტალური მონსტრი? რა რეალს მოუგებს? საერთოდ უყურებ მილანის თამაშებს?. იმაში კი გეთანხმები, რომ მილანთან ნაპოლი ლიგაზე გამოკვეთილი ფავორიტი ვერასდროს იქნება.
რეზო
1.ჯერ ქართული ისწავლე! ნაპოლს კი არა, ნაპოლის. 2. პოსტ ფაქტუმ ყველა ბრძენია! ორივე თამაშში მსაჟობამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. 100%იანი პენალტი არ დაუდეს. ბევრად უფრო ნაღდი, ვიდრე მილანს დაუდეს. 3. მენტალური მონსტრი არა ფსიქოლოგიური კოლოსი! ბოლოს როდის იყვნენ ნახევარფინალში, არც კი ახსოვთ.
ჟიჟილა
ძლივს გამოიხედა თვალებში სანაიამ, გუშინ მატჩის მერე ცოტა ხასიათზეც მოვიდა. თორემ ეს დღეებია სულ ანტიდეპრესანტებზეა :D
gaga
კარგი სტატიაა.. კვარა ნამდვილად ჩანს, რომ ჭკვიანი და სერიოზული ბიჭია, პროფესიონალი, რომლებიც შეცდომებზე სწავლობენ. არ უნდა დაერტყა გუშინ და საერთოდაც არ უნდოდეს ეს პენალტის დარტყმა. მოვა მაგის დროც.. ალბათ, მეტი მოძრაობაც და ცოტა, შუისკენ შემოწევებიც მეტ გასაქანს მისცემს. მგონი, მწვრთნელებმა ძალიან მიაჭედეს გვერდით ხაზს.. ვფიქრობ, მოუმატებს და ბევრს ისევ გააოგნებს და გაახარებს თავისი ექსტრა კლასით
Master
მეცინებოდა ნაპოლს რომ მილანთან ფავორიტად მიიჩნევდნენ.პირადად მე დარწმუნებული ვიყავი ამ წყვილიდან მილანი გავიდოდა.ლიგის მეოთხედფინალში ნაპოლი მილანთან ფავორიტი ვერაფრით იქნებოდა.მითუმეტეს მაშინ,როცა ნახევარფინალში ინტერ ბენფიკაზე გადიოდა.ფინალი იყნოსა ამ მენტალურმა მონსტრმა გუნდმა და ნაპოლს გაუშვებდა?ჩათვალეთ მილანი ფინალშია.თუ იქ რეალს შეხვდა აუცილებლად მოუგებს.აი სიტისთან ალბათ გაუჭირდება.წარმოვიდგინოთ რომ კვარა არაა ნაპოლში,ისევ გეგონებოდათ რომ ნაპოლი მილანს გასცდებოდა?ეიფორია ქართულ მენტალობას ყველაზე მეტად ერგება...სპალეტიც თავიდანვე მიხვდა რომ განწირული იყო მისი გუნდი მილანთან,ისაუბრა კიდეც ამის შესახებ წილისყრის შემდეგ...
07
ამ ეტაპზე მილანი ნაპოლიზე ძლიერია და სპალეტის დადანაშაულება უადგილოა.
გიორგი
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ხვიჩას დიდ პოტენციალში. მარტო გონებით კი არა გულიტაც თამაშობს და შრომა არ ეზარება. მე მგონია ძალიან რეალურია რომ მისი სახელი ქართულ ფეხბურთში დადგება პაიჭაძის, მესხის და ყიფიანის გვერდით.
07-01
მილანი ნაპოლიზე ძლიერია ამ ეტაპზეც და ზოგადად, რასაც ადასტურებს ბოლო სამი შეხვედრის ხარისხიც და შედეგიც, რაც შეეხება სპალეტის შეცდომებს, მარტო ამ შეცდომების ბრალი არ არის რაც მოხდა მილანი-ნაპოლის დაპირისპირების დროს. წარმატებები კვარას და ნაპოლის!
G.LA
მადლობა ღვთისავარ კარგი სტატიაა. მოკლედ ამ სატიიტადაც აზრი რომ გამოვიტანოთ ჩემ აზრსაც ემთხვევა. პირდაპირ და მოკლედ რომ ვთქვათ, სპალეტი ის მწვრთნელი ვერ არის რომელიც ლიგას მოიგებს. ვფიქრობ მისთვის სკუდეტოს მოგება დიდი მიღწევაა. ჩვენც გულანთებული ხვიჩას ქომაგობით გულგატეხილები კი ვართ, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მეც ძალიან მინდოდა ლიგა მისი გოლებით და მაგარი თამაშით მოეგო ნაპოლის, ოქროს ბურთიც ახლო იქნებოდა. ეს ზღაპარი ასე არ ხდება სინამდვილეში და ბევრს არ დავწერ, ბევრმა იცის, მათ ვინც დიდებას მიაღწიეს რამხელა გზა გაიარეს მანამ მწვერვალზე ავიდნენ. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია და ვხედავთ როგორ მოუმატა ყველაფერში. გზა დიდი და ძნელი გასავლელია მწვერვალამდე მარა არა შუძლებელი. მჯერა ხვიჩა თავს ასწევს და წინ ახალი ძალით გააგრძელებს სიარულ. ცხოვერბა გრძელდება, ფეხბურთში კიდევ ბევრი და დიდი გამარჯვებების მოპოვება შეიძლება. დავტკბეთ იმით რომ პირველივე წელს ხვიჩა ჩემპიონი გახდება.
ზურა
ხვიჩა! ვიცით ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გადახარშვა, მაგრამ რას ვიზავთ, ფეხბურთია და მოგება-წაგება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია! ამიტომ გუშინდელი დღე "დავხუროთ" და ხვალინდელ დღეზე გადავერთოთ. ხვიჩა! მომავალი სეზონიდან დარწმუნებული ვართ, რო უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებ და შენებურად ლაზათიანად ითამაშებ! ჩვენი მხარდაჭერა შენ, ნიჭიერო ფეხბურთელო!
07
რაც მოხდა, მოხდა. წარმატებები მინდა ვუსურვო ხვიჩას!
ქ. გ.
მილანი არ არის ნაპოლიზე ძლიერი გუნდი. სპალეტიმ ბევრი შეცდომა დაუშვა.
ლევანი
რაც გუშინ მოხდა, ეს არის, მისი უდიდებულესობა: ფეხბურთი. არანაირი სასწაული, არ მომხდარა, პირიქით. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ლიგის ნახევარფინალამდე, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, ზრდა, განვითარება, გამოცდილება. ჩვენს ბრილიანტს კი, დიიდი მადლობა ხვიჩა, შვილო. შენთვის ეს ჯერ პირველი სეზონია და ყოჩაღ. ყოჩაღ და კიდევ დიდი მადლობა, რომ კვირაში ერთხელ მაინც, ცრემლები მდის, სიამაყისგან. მადლობა რომ, ყველას აჩვენებ, რა არის: ქართული გენი და ნიჭი. დანარჩენი ჯერ კიდევ წინაა. დიდება საქართველოს!
Charley
ნუ რაც იყო იყო, ცხოვრება გრძელდება და კვარაც გადალახავს გუშინდელ საღამოს. კვარას უკვე რაც ყველაზე მეტად ჭირდება ეს არის "მკვლელი" დარტყმის გამომუშავება დაოსტატება მასზე და ის გაცილებით გაზრდის გოლების სტატისტიკას ყველა ტურნირზე ამ რთული დრიბლინგების გოლად ვერ ქცევა საცოდაობაა. უბრალოდ ბევრი უნდა ივარჯიშოს საფინიშო დარტყმაზე. რამდენი რამის დაწერა შეიძლება მარა, ყველაზე მეტად ის გამოაჩინა ამ სამმა თამაშმა რომ სპალეტი საშუალო დონის მწვრთნელია, პიოლი სტარი არ არის მაგრამ ისე დაუხაზა ამ დუელში ჯიბეში ჩაისვა მელოტი და დარწმუნებული ვარ ინძაგიც თავისი ინტერით იგივეს უზამდა ტოსკანელს. სპალეტი არათუ კარგად იყენებს კვარას პირიქით ზღუდავს და აწებებს ერთ ადგილას, როცა ასეთ თამაში სრულიად თავისუფლად უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადგილას ყოფნა, მის ადგილს უმალ სხვა თანაგუნდელი ავსებდეს. ბევრი თამაში სწორად ასეთი თავისუფლებით მოიგეს პირველ წრეში, ახლა კიდე კვარა ბურთს რო იღებდა მთელი ნაპოლი ჩერდებოდა და უყურებდა იმის ნაცვლად რომ რამე გაეთამაშებინათ და ვინმეს 1 კაცი მოეშორებინა, ნუ რაზე უნდა ილაპარაკო არათუ რამის შეცვლა ისევ რუი დააყეენა ტიპმა რომლემაც ორივე თამაშში "დააქცია" გუნდი და გუშინაც პრინციპში პენალტი აიკიდა.
სოსო
კარგი სტატიაა,მადლობა ღვთისავარს!სტატიაში სქემაა,სადაც სავარაუდოდ ხვიჩას შეტევების სქემატური გამოსახულებაა.ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე,არც ერთხელ არ გადასულა.არა და სეზონის პირველ ნახევარში,ის საკმაოდ ხშირად იცვლიდა ფლანგს და მეორე მხრიდან უქმნიდა საფრთხეს,მეტოქეს.გასაგებია,რომ მარიო რუის ტრავმის შემდეგ,მისი სივრცის შევსება და ბურთის ჩაწოდება,ან საჯარიმოში შეჭრა,ოლივეირას არ შეუძლია,მაგრამ მავალფეროვნება,მაინც საჭირო იყო და სპალეტის რომ დაევალებინა,ხვიჩა აუცილებლად ისარგებლებდა მარჯვენა ფლანგით.ტრავმის შემდეგ,ვერც ოსიმენი იყო ჩვეულად მობილური,მას ზალიან ყურადღებით ეთამაშებოდნენ და ხვიჩა ფლანგიდან რომ უტევდა,თითქმის არ მახსოვს მომენტი,როცა მას შანსი ჰქონდა,ოსიმენისათვის პასი გაეკეთებინა.ეს რა თქმა უნდა მილანის დაცვის კარგად ორგანიზებაზეც მეტყველებს და ნაპოლის ფეხბურთელების ცუდ ფიზიკურ მომზადებაზეც.ფეხბურთელები აშკარად მძიმედ მოძრაობენ და პრესინგსაც,მეტწილად მხოლოდ აფიქსირებდნენ,ადრინდელისაგან განსხვავებით,როცა ბურთის დაკარგვის წამიდანვე,ყველა ებმებოდა ბურთის ასართმევ ბრძოლასი და როგორც წესი,მეტოქის ნახევარზევე იბრუნებდნენ ბურთს.სისწრაფის და სიმსუბუქის დაკარგავს კი,ბურთზე მუშაობის ხარისხის გაუარესება მოჰყვა.ფეხბურთელები აშკარად გადაღლილები არიან და მატჩის ბოლოს, ეს აშკარად ჩანდა.პენალტის ეპიზოდში,ხვიჩას სახეზეც ეტყობოდა,რომ გამტანი არ იყო.გახევებული სახე და გაყინული თვალები,უდიდესი დაძაბულობის აშკარა ნიშანი იყო.ალბათ მართლაც საჭირო იყო სხვას დაერტყა,მაგრამ გუნდს არავინ ჰყავს მართლაც კარგად რომ ურტყამდეს პენალტებს და რაკი მწვრთნელმა ხვიჩას ანდო პენალტის დარტყმა,ესე იგი,სწორედ ის არის დღეს საუკეთესო დამრტყმელი.სხვას რომ დაერტყა და გაეფუჭებინა,მაშინაც ხომ ნიაღვარი წამოვიდოდა,მან რატომ დაარტყა,აქამდე ხვიჩა ურტყამდაო,პენალტებს.ასეა თუ ისე,ნაპოლიმ თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა,ლიგაზე და სხვების აღიარებით,მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებასთან ერთად,მაყურებელთა დიდი სიმპათიებიც დაიმსახურა.თუ მომავალი წლისთვის შემადგენლობა და სათამაშო დონე შეინარჩუნეს,დთრს მიღებული გამოცდილება,დაეხმარებათ,სეზონის მანძილზე ძალების უკეთესად გადანაწილებაში და ვინძლო,უკეთეს შედეგებსაც მიაღწიონ.ყოველ შემთხვევაში,შემოდგომით ნათამაშებმა მატჩებმა,ნაპოლის შესაძლებლობები ყველას დაუმტკიცა და უფრო დაღვინებული შემადგენლობა,უფრო მეტზედაც შეძლებს გაქაჩვას.წელს ნაპოლისაგან არავინ არაფერს ელოდა და რაკი თამაში წაუვიდათ,სკუდეტოზე მაქსიმალურად წინ გასასვლელად,მთელი რესურსები ზამთარშივე ამოწურეს,ლიგისთვის კი,რესურსები აღარ შემორჩათ.რაკი წელს ჩემპიონები გახდებიან,მომავალ წელს უკვე შეეძლებათ პრიორიტეტები აირჩიონ და როგორც მილანმა და ინტერმა,სკუდეტოზე ხელი ჩაიქნიეს და ლიგისათვის ბრძოლაზე გადაერთნენ,ისე ნაპოლიმაც მომავალ წელს,აირჩიოს ერთი მთავარი იზანი და მას მისდიოს,ბოლომდე.ლიგა იქნება თუ სკუდეტო,ეს მათი გადასაწყვეტია.რა თქმა უნდა მიზნები,გუნდის მაშინდელ მდგომარეობაზეც დიდად იქნება დამოკიდებული.შესაძლოა ისეც მოხდეს,რომ გუნდის ლიდერები დაიტაცონ და ნაპოლი კვლავ საშუალო გუნდად დარჩეს,მისი წლევანდელი სეზონი კი,ულამაზეს საფეხბურთო ზღაპრად.
მამუკა
კარგი სტატიაა, ადრე ვთქვი მეც ნაპოლიმ ფსიქოლოგიურად წააგო მილანთან, 0:4 მერე მილანის სინდრომი დაემართათ, როცა ამხელა უპირატესობა გაქვს ჩემპიონატში უნდა მისცე ფეხბურთელებს დასვენების საშუალება, გადაღლილია გუნდი და მითუმეტეშ ხვიჩა, არანაირად არ უნდა დაერტყა 82-ე წუთზე პენალტი, მაგ დროისთვის ხვიჩას უკვე ცვლიან ხოლმე და შესაბამისად კუნთი არის მოდუნებული, კუნთს კიდევ აქვს დამახსოვრების უნარი. ხვიჩამ შეიძლება ეს არ იცოდეს ან თამაშის მომენტში ამას ვერ გაიაზრებ უცებ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ეს უნდა იცოდეს. რაც მოხდა, მოხდა ბოლო ბოლო ბაჯომ გააფუჭა პენალტი მსოფლიოზე, პლატინიმ და კიდევ რამდენმა.
77
პენალტების დარტყმაში მეტი უნდა ივარჯიშოს. თუ სხვა არავინ ურტყამს და შენ ჩაგაბარეს ეგ საქმე სხანაირად არ გამოვა.
ნერაძური
ხვიჩას ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ აქვს, აი შურს კი ეხლა ინტერი იძიებს მის ნაცვლად.
123
ვისაც ენა შემოუბრუნდება და ხვიჩას გალანძღავს იმ ადამიანს საქართველო და ქართველი არ უყვარს, მოკლედ და კონკრეტულად
ქართველი
ხვიჩას თუ რამე უნდა ვუთხრათ ეს არის მადლობა. მიუხედავად იმისა რომ მის ტალანტში ეჭვი არ მეპარებოდა ესეთ სეზონს მეც არ ველოდებოდი მისგან. წარმოუდგენელი ემოციები მომანიჭა ამ სეზონში და მადლობა მას. ღმერთი იყოს მისი მფარველი.
მიშა
აბსოლუტურად ყველა სიტყვას ვაწერ ხელს. კარგი სტატიაა.
მწვრთნელი
სპალეტიმ ვერ დააყენა შემადგენლობა მილანთან! ეგ არის და ეგ! მარიო რუიმ და ნდომბელემ ჩააგდეს პირველი 30 წუთი. პენალტი და გოლიც მანდედან მიიღო ნაპოლიმ! მერე კი გამოუშვა ოლივეირა და ელმასი, მაგრამ დრო ცოტა რჩებოდა ამოსაქაჩად! მთელი მილანი მარცხენა ფლანგს აკავებდა, როდესაც მარჯვნივ ვერც ლოსანო და ვერც დი ლორენცო დიდს ვერაფერს აკეთებდენ, თუმცა გამოვიდა, თუ არა რასპადორი მაშინვე მიხვდა, რომ მარჯვნიდან უნდა ეთამაშა და პენალტიც მარჯვნიდან გამჭოლ გადაცემას მოჰყვა, მანამდე კი ხვიჩამ გონივრულად შეცვალა ფლანგი და მილანმა უცბად გადაწყობა ვერ მოასწრო! ჟელინსკი და ნდომბელე არ დარჩებიან გუნდში და სპალეტიმ უნდა მონახოს მათი შემცვლელი! შეიძლებოდა მილანთან მოგება, რომ არა სპალეტის შეცდომები, მსაჯები და რა თქმა უნდა მილანის მწვრთვნელი პიოლი, რომელმაც გამოიცნო სპალეტის ჩანაფიქრი! ცალკე თემაა ხვიჩა და რომ გამართლებოდა ამ თამაშში მინიმუმ ორ გოლს გაიტანდა! სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება!
ggg
ელმასს უნდა დაერტყა ჩემი აზრით.
დ
ვინმემ გამაგებინოს, რატომ აწვდის მარიო რუი კუთხურებს, ან ჯარიმა რატომ დაარტყა? ვერ გავიგე, ქურდად ზის ნაპოლიში თუ რა ხდება?! კვარა გყავდეს გუნდში და კუთხური რუიმ აწოდოს, რაში ჯდება ხალხო გამაგებინეთ რა. ყველა ჩაწოდება სახიფათოა თითქმის, როცა კვარა აწვდის, ეს მარიო რუი ხომ ვერ მოვიშორეთ რა, მაგის.....
მურთო
რატო ატყდა ამხელა ამბავი მაინც ვერ გამიგია. გუნდს არაფერი მოუგია უკვე რამდენი წელია და ეხლა ერთ წელში ნუ მოინდომა ნაპოლის ფანებმა სერია ა და ჩემპიონთა ლიგა. პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში და.ეგრევე ფინალი მოუნდათ. კი გასაგებია რომ მარტივი ბადე შეხვდათ მაგრამ ეგრე მარტივად არ ხდება ყველაფერი. ამხელა პროგრესს მიაღწია გუნდმა, სერია ა ს ნანატრ ტიტულთან ასე ახლოს არიან და საჭირო არაა ეხლა იმაზე გადარევა რატო გამოვარდნენ. ესე ადგეს და პირველივე წელს ყველაფერი მოიგოს ეგრე მარტივი საქმე არაა. ჯერ წინ აქვს ყველაფერი, ხვიჩასაც და ნაპოლისაც. ეს გამოცდილება სამომავლოდ გამოადგებათ ჩემპიონთა ლიგაზე. ნაპოლი კი არა სიტი აგერ წლებია რამდენ მილიონს ხარჯავს ტრანსფერებში ბოლო წელია, ლამის მილიარდი აქვს დახარჯული და იმათ არ ეღირსათ ლიგა და ნაპოლიმ რატომ ვერ მოიგო წელს ამაზე ნუ გადაირევით ხალხო.
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია