<p>Arenanpoli წერს, რომ გუშინ "ნაპოლის" საწვრთნელ ბაზაზე, Castel Volturno-ზე, ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანთან" გაფუჭებული პენალტის გამო ბოდიში მოიხადა.</p><p>ქართველს გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ უპასუხა და უთხრა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგიდან იმიტომ არ გამოვარდნილან, რადგან მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ჩვენებური დაამშვიდა.</p><p>შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხვიჩამ კი პენალტიდან 82-ე წუთზე ვერ გაიტანა, როდესაც ანგარიში 0:1 გახლდათ.</p><p>ორი შეხვედრის ჯამში "როსონერიმ" პარტენოპეის" 2:1 სძლია.</p><p><p><br></p>
Skeleton
100% მართალი ხართ. საქართველოს მომავალი ევროპაშიაო რომ დაწერა, მაგაზეც გადაუარეს სხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხალხმა, ვითომ ევროპა მარტო ერთ მხარეს ეკუთვნის და სხვა ალტერნატივა არსებობს ევროპის გარდა საქართველოსთვის. პატრიარქთან შეხვედრა, ტაძარში სიარული და მორწმუნეობა რატომ უშლის ხელს ევროპასთან დაახლოებას ჩემთვის გაუგებარია. ევროპაში უამრავი ათეისტია ასევე მაგრამ ისინი სხვის რწმენას პატივს სცემენ, ასევე მორწმუნე ადამიანი პატივს სცემს და ეშმაკებს არ ეძახის ათეისტებს. ძალიან უკან ვართ, ძალიან. ეს ბიჭი რაც გამოჩნდა, ყოველთვის უსამართლო ტალღები გორდებოდა მის მიმართ. კომენტარებს მარტო ამ საიტზე ვწერ და აქ ვიცავდი ხოლმე 2020 წლიდან მოყოლებული. უბრალოდ სიტყვები არ მაქვს, რატოომ? კარგი დავუშვათ ვინმესთვის პატრიარქი მიუღებელია, მე ყველას აზრზს პატივს ვცემ და არის მიზეზები, რის გამოც ხალხი პატრიარქა აკრიტიკებს, მე იმ დროს (9 აპრილს, სამოქალაქო ომს, მხედრიონს) არ მოვსწრებივარ, და ვერ ჩავალ მაგ საკითხებში ღრმად. მაგრამ რამდენი ადამიანი მივიდა დასალოცად პატრიარქთან? შერონ სთოუნი დალოცა ბოლოს და ბოლოს და საქართველოში არარსებობს არცერთი პოლიტიკოსი, ვინც პატრიარქთან არ მისულა, ხვიჩას მისვლამ როგორ დააქცია ასე ქვეყანა ვინმე ამიხსნის? თუნდაც ბინ ლადენთან გადაეღო ფოტო, ცნობილი ადამიანია და შეიძლება ხვალ ვინმე მაფიოზთან ან დიქტატორთან გადაიღოს, ასეთი ჩაკეტილი აზროვნება როგორ უნდა გქონდეს, რომ ხვიჩა აკრიტიკო ფოტოს გადაღების გამო და პატრიარქთან ვიზიტის გამო. მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ჩვენგანი, რაცარუნდა პატრიარქის კრიტიკოსი იყოს, რომ ჩავარდეს მომენტი აუცილებლად მივა და დაალოციებს თავს. რანაირად უნდა გადმოიტანო ეს უწყინარი ამბავი ისე, რომ ხვიჩასნაირი ფენომენი ადამიანი ამის გამო ლანძღო. ევროპაში ვერც გაიგებს ამას ვერავინ, ძალიანაც რომ გინდოდეს მოყოლა, ვერ გააგებინებ :)) ოდესმე მივესწრებით იმედია ამ ქვეყანაში ყველაფრის ნაც-ქოცობის ჭრილში დანახვას და იმ ადამიანების აზრსაც ექნება მნიშვნელობა, ვინც ნაცებს ან ქოცებს არ ემხრობა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუ რაიმეს პროტესტი გაგიჩნდება, ეგრევე მთავრობა გაკერებს თვითონ ნაცის იარლიყს და ამით ცდილობს შენს გაჩუმებას. ჩვენ ჯერ კიდე ვერ ვხვდებით რამხელა ჩაკეტილ წრეში შევაბიჯეთ და გამოსავალი აქედან არ ჩანს. დავიღალეთ ერთმანეთისთვის ნაცის დ ქოცის დაძახებით და ამით ვწალავთ ირგვლივ ყველაფერს. რადიკალიზმი უნდა მოვიშოროთ!
ლევან მაღლაკელიძე
ანგისამ ტრამვის შემდეგ, რომელიც სეზონის შუაში მიიღო, ფორმა ვერ აღიდგინა. ცა და დედამიწასავით განსხვავდება ტრამვამდელი ანგისა და ეხლანდელი. ასე იცის ტრამვამ. და ჩვენ ჩაკვესი გვიკვირს. ნაპოლიმ მაინც ბევრს მიარწია. კვარაც მეტს მიაღწევს. მას დიდი პლუსი აქვს ამისთვის, ტრამვისკენ არაა მიდრეკილი, ფაქტიურად სეზონი უტრამვოდ ჩაატარა, ნიჭიერია. ეს კი წარმატების 70 პროცენტია. თუ ბირთვი შეინარჩუნა და ცენტრში ერთი კაცი მაინც დაიმატა, ნაპოლის ვერავინ შეაჩერებს.
Levani
ისე ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა რომ ანგისა ვერ ყოჩაღობს ძველებურად,ამ თამაშში საერთოდ არ იყო,მაგრამ ნაპოლის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა-მოტორი ნახევარდაცვა მოიშალა, ლობოტკა და ზელენსკის ცალკე რაღაცას ფართხალებენ,მაგრამ ის საათივით აწყობილი ცენტრი არა ყავს გუნდს უკვე და თავდასხმამ რაც არ უნდა ითამაშოს მასე მაინც არაფერი გამოვა. ნდომბელე თელავის და სამგურალის დონეა,ბთუმშიც ვერ მოხვდება ძირითადში
მე
პატრიარქს შეხვდა და დასცინეს , ინსტაგრამში რაც უწერია მაგის გამო გოიმიაო და დასცინეს, პოლიტიკის ნეხვში რო იხრჩობა ეს უბედური ქვეყანა და ქოცი ნაცის მეტი რო არაფერი იცით აი ეგეთი დებილები უნდიხართ ზუსტად ათწლეულებია შევარდნაძიდან დაწყებული ბიძინათი დამთავრებული ყველას და უბედურებაა რო ფეხბურთიც გაგიგიათ და შეგიძლიათ რომ უყუროთ და თქვენი აზრიც გამოხატოთ
გიას
არადა გითხრა, ვერ გაიგებო. დდდ....
გოგია
ნუ, ბავშვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ზრდასული ადამიანი რომ ბოღმიან კომენტარებს წერს და ხვიჩას პატარა წაფორხილებაზე აღტაცებას ეძლევა, მარტივად ნიშნავს, რომ უბრალოდ ლუზერია ცხოვრებაში და სხვისი წარუმატებლობა ამიტომ უხარია.
უიი
უფასო რჩევებს რომ არიგებ ვინმემ გთხოვა?
Skeleton
რა დღეგამოშვებით საქართველოში ჩამორბენა? სანაკრებო პაუზაზე ჩამოვიდა მხოლოდ. არ უნდა ჩამოსულიყო ნაკრების თამაშზე? როდის იარა დღეგამოშვებით მანქანით, რატომ იგონებთ ან იჯერებთ ასეთ ტყუილებს ხალხო! კარგი გასაგებია, რომ დავუშვათ გულწრფელად გჯერათ, რომ კვარაცხელიას ვინმე თუ შეაქებს თავში აუვარდება და გაფუჭდება, არსებობს მსგავსი აზრი და პატივს ვცემ, მაგრამ ის რაც არ ყოფილა როგორ შეგიძლიათ წეროთ? დააბრალოთ? თუ შეაქებენ თავში აუვარდებაო და თუ ცილს დასწამებ, ტყუილებს მოუგონებ და რაც არ ყოფილა იმას დაწერ მაშინ რაიქნება? დავუკვირდეთ ყველა ჩვენს კომენტარებს და აზრებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქ დაწერილსაც და როცა არ იცი და არ გიდევნებია თვალყური, ფეისბუქზე გამოჭენებული ფოტოებით ნუ გამოგაქვთ დასკვნები. ზუსტად ასე ხალხზე მუშაობს იაფფასიანი ფეისბუქ სტატიები. იიი ნახეთ ხვიჩამ მანქანით გაიარა, შეყვარებული გამოაჩინა, ბურთი აკენწლა, ავტოგრაფი გააკეთა და ასე შემდეგ. ძალიან ცუდია ეგ მიდგომა. ტყულებს ნუ აბრალებთ ადამიანებს. ჩემთვის ყველაზე მიუღებელიადამიანსაც კი არ დავაბრალებ იმას, რაც არ უქნია. იმან ეს თქვაო რომ დაიდება სოც. ქსელში, სულ ვამოწმებ და ზუსტად ვიცი, რომ 90% ტყუილი წერია. იმედია ამ კომენტარის მერე აღარ ფიქრობთ, რომ დღეგამოშვებით საქართველოში დასეირნობს კვარაცხელია და ამიტომ თამაშს მოუკლო :)
gia
აბა რასთან გვაქს საქმე - ბალეტთან?
სანდრო
მივმართავ ყველას ვისაც ხვიჩას თამაში აინტერესებს და გულშემატკივრობს.ცოტა დაიოკეთ ნერვები და ოცნებები. ის ახალგაზრდა,ფრიად ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია.მაგრამ ისიც უნდა აღიაროთ, რომ ზედმეტი მოგვდის, როცა ვიწყებთ მის შედარებას მარადონა,მესი, რონალდოსთან. უდავოდ კარგი მომავალი ელის, თუ პირველ რიგში მიხვდება, რომ წარმატებას თან ( ანდა უფრო ხშირად წინ) უძღვის დიდი შრომა, ვარჯიში. დიახაც ბევრი სიამოვნება უნდა გვერძე გადადო,იშრომო და წინსვლა გექნება.ჩვენ ქართველებს არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა ნიჭიერი ხალხი უცებ ქრება და კმაყოფილდება იმით, რაც მხოლოდ მომავალი წარმატების მხოლოდ ერთი ( პატარა) ნაწილია. მესმის ისიც, რომ საქართველოში უკვე მეორე თუ მესამე თაობა იზრდება,რომელსაც სწყურია ქვეყნის რაიმე წარმატება( თუნდაც ერთი ფეხბურთელის), მაგრამ გადაჭარბებული იმედები გვექნება თუ მან თავის თავს არ დაუსახა მიზანი.არ მინდა ცუდად გამოგოთ მაგრამ დღეგამოშვებით არ არის საჭირო საქართველოში ჩამორბენა და ძვირადღირებული მანქანით სეირნობა, ეკლესიის პირველ პირებთან სიარული და კობახიძე - კალაძესთან დროსტარება.
ვოოტ
ვინც ხვიჩაზე უარყოფით კომენტარებს წერთ და ასაკით 8 წლისაზე მეტი ხართ, უკლებლივ ყველანი უიმედო იდიოტები ბრძანდებით და თუმცა ამას ვერასგზით გაიგებთ - კონკრეტულად ფეხბურთი არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში...
ოსივუმენი
მაგარი კაცია ნაპოლის კაპიტანი, სიტყვითაც და საქმითაც... პირადად მე, ხვიჩას ტრამვის დროს, მხოლოდ დი ლორენცოს გულისთვის ვუყურებდი ნაპოლის თამაშებს...
ამირან
პირველ ტაიმში ყველა ურტყამდა ვისაც უნდოდა და ბოლო ხანებში ნაპოლში ფეხბურთელებს თავში აუვარდათ და გონიათ ყველაფერი გაუვათ
D0N
უტვინოდ მოიქცა?!!გონება რომ გქონდეს არ გაიჩალიჩებდი,შორიდან ადვილია ლაყაფი!!სულ არაფერი დაწეროთ ბიჯო,არ ჯობია ამდენ გესლს?თუმცა ისე გაიბერ-გაიფუყეთ,რომ აღარ ეტევა შიგნით და გაასხი?? ყველაფერზე გაბოროტებულო,ვერ შემდგარო წირტლებო---დედებიც არ გეცოდებათ?!
giorgi 3
ამდენი ბოდიშების მოხდას, ჯობია უმატოს წვრთნას სიზუსტეში დარტყმებს
ნატალი
ეტყობა ფეხბურთის ყურების დიდი ხნის სტაჟი არ გაქვს თორემ მიხვდებოდი რომელ 2 ავტოგოლზე ვწერ.ვინმეს. შეეკითხე
ბნელა?
ეტყობა დაგავიწყდა პირველ თამაშში პირველივე წუთზე უტვინოთ რომ მოიქცა თორემ გვერდზე რომ დაეგორებნა ელმასი ცარიელ კარში შეაგორებდა და მერე თამაში როგორ წავიდოდა არავინ იცის.მითუმეტეს სპალეტის ნაპოლი მშვენივრად გამოიყურებოდა გარდა თავდასხმელებისა.
nika
ზოგიერთებმა თხოვნაა წყალბურთზე ან მოტობურთზე წერეთ ))) ხვიჩა მომავალი ლეგენდაა !!! დაიმახსოვრეთ და ინერვიულეთ !!!
ზურა
გიორგის 100% გეთანხმები. ქართველებში მსგავსი ეიფორიები ათწლეულებია (რასაც მე მოვესწარი) გრძელდება და საშველი არ აქვს. ხვიჩა კი არა, პირველი, რაც უცებ მახსენდება - თამრიკო გვერდწითელის დიდ სცენაზე გამოჩენას ისეთი აჟიოტაჟი მოყვა - ეგრევე მსოფლიოს მომავალ უდიდეს ვარსკვლავად გამოაცხადეს. ან თუ ვინმეს შემთხვევით ფეხი წაუცდა, ისე გააშავებენ, ვერცერთი ფხვნილი ვეღარ გაათეთრებს - ან შავს ვხედავთ, ან თეთრს. სხვა - მწვანე, ნარინჯისფერი და ა.შ. ფერის აღქმის, პირველ რიგში, სურვილი არ გვაქვს. გვინდა, არ გვინდა არსებობს მცირე ერების კომპლექსი, რაც საუბედუროდ, მოჭარბებულადაა ჩვენში. მადლობა, რომ შენ მაინც დაინახე ეს ყველაფერი, თორემ აქ ისეთს წაიკითხავ..... ნეაპოლი რა .... ქართველებივით არიან, სამხრეთელები
.
რატო ნერვიულობს ასე :(
ნატალის
დილეტანტი ხარ გეტყობა ფეხბურთში, როგორც პენალტი შეიძლება ააცილო, ისე შეიძლება ავტოგოლიც გაიტანო. თუ არც ერთი არ გინდა რომ მოხდეს, მაშინ დაჯექი სახლში და წინდები ქსოვე
mister
აბა როდისღა დაარტყას?
G.LA
პენალტზე ყველამ ჩაიხვია და კითხვა მაქვს. ჟირუს რომ გაეტანა პენალტი და ხვიჩასაც მაშინ რა ხდებოდა? ასე თუ თვილს ვინმე რომ 100% გოლია პენალტი, მაშინ ჟირუს პენალტი მითუმეტეს გოლი უნდა ყოფილიყო, ბოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონია.
ნატალი
ერთხელ რომ 0:4 წააგო ნაპოლიმ და მეორედ 0:1,ესეც ხვიჩას გაუტანელი პენალტის ბრალია?ნახევარფინალში გავიდა ბევრად უფრო ძლიერი მილანი,რად უნდა ახლა ამაზე კამათი.ნაპოლის გასვლა იქნებოდა სასწაული.რა ბოდიში,რის ბოდიში.ბოდიში 2 ავტოგოლზეც კი არავის მოუხდია.ხვიჩა არის საუკეთესო და ერი თუ აცლის მას ცხოვრებას და თამაშს კარგი იქნება. გაჩუმდით და დატკბით
ვა რა დონეა
რითი ჯობდა ყველას გოლები გაიტანა თუ საგოლე პასები გააკეთა.ორჯერ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და ერთი მეტრით გადააცილა.პენალტიც ვერ გაიტანა.არ დაიწყოთ ფეხბურთში მთავარი გოლი არ არისო.მაშინ ბალეტს უყურე.
აბა შენა ყოფილხარ
ამდენ ხალხს გულები დაგვიხეთქე,ჯობია უფასო წამლები დაარიგო.
გაბრაზებული
აქეთ აქვს ბოდიში მოსახდელი ხვიჩასთვის მთელ გუნდს და სპალეტის.რა თვითგვრემაა,რა დააშავა?ყველას ჯობდა თავის გუნდში.რაც შეეხება პენალტს,არ არსებობს ვარსკვლავი რომ არ გაეფუჭებინოს.ეგენი მაინც არ იყვნენ მაგ მატჩის მომგებები,ერთი საშუალო დონის გუნდია,რომელიც ჩვენი ბიჭის და სასწაულის წყალობით შეიძლება ჩემპიონი გახდეს. მთელმა ნეაპოლმა ხვიჩა ხელის გულზე უნდა ატარონ და სული უნდა უბერონ რომ მანდ დარჩეს
კ ო მ ბ ლ ე
რას ვიზავთ? ხდება ხოლმე, ყველაზე მაგრად ხვიჩაას უნდოდა გატანა,მარა.... მაგას არ უნდა დაერტყა, ჯერ კიდევ ბალღია, პენალტებშიც დასახვეწი და რატომ დაარტყმევინეს? ვერ ვიტყვი.... ჩელეათან უნდა გაიაროს პრაქტიკა, პენლების იიმპერატორი ჩელე! ეგ პენლებს იტანდაა, მე მიმიქარავს მესი მარადონა და პელე სამივე ერთად..
გიორგი
შენ ეიფორია მარტო გუნდში დაინახე?! სრულიად "ქართველი ერი" იყო და რჩება ეიფორიაში!!! არ აცლიან წყნარად თამაშს!!! ამდენი მოლოდინს გამართლება არ უნდა?!?!?! მგონი უკვე ყველას პრეზიდენტად და პრემიერ-მინისტრად წარმოუდგენიათ ეს ახალგაზრდა, რომელსაც სხვათაშორის თავისი საყვარელი საქმის კეთება სურს, მაგრამ ვინ დაგაცადა?! კი ბატონო, საქართველოსაც დაუბრუნებს კვარაცხელია ოკუპირებულ ტერიტორიებს და თქვენც ჩამოგირიგებთ მილიონებს, რომ ტოტალიზატორის ვალები გადაიხადოთ! და თამაშიც გააგრძელოთ! მოკითხვა
არტ
კარგით რა ხალხნო, სადამდე უნდა იყოს ამ გაფუჭებულ პენალტზე ლაპარაკი. ან ბოდიში რომ მოიხადა ხვიჩამ რა აღსანიშნავი ფაქტია. ჩვეულებრივი ამბავია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა უხდის გუნდს ბოდიშს ასეთ დროს, ან საჯაროდ ან გასახდელში.
ლაშა
რა მიკვირს იცით. კი ბატონო დიდი ქართველი ხარ, დიდი ფეხბურთელი წარსულში, მაგრამ ვინმეს როგორ ვერ მოუვიდა აზრად ან ხვიჩას ან/და ჩელებაძეს ან ვინმე საფეხბურთო მწვრთნელს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პენალტისტი როცა ხარ საკუთარი ცოდნა თან არ უნდა გიყოლო და შენს თანამოქალაქეებსა თუ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა გაუზიარო, ასწავლო. თუ არ იცი სთხოვე და გასწავლის, მაგრამ არა... აქ გარკვეულ ქედმაღლობას აქვს ალბათ ადგილი...
ზურა
მართალი ხარ. მოპოვებული წარმატებების ფონზე გუნდში შეიქმნა ეიფორია, რომ ყველაზე მაგრები იყვნენ და კონკრეტულ თამაშებში ერთხაზოვანი ტაქტიკის გამო უფრო მოქნილ ტაქტიკას ვერაფერი დაუპირისპირეს. ერთიცაა, რომ ხვიჩაც უფრო მოქნილი უნდა გახდეს
დავითი
ბოდიშის მოხდა სისუსტე არ არის, პირიქით დიდი ძალა სჭირდება. ამიტომ, ბოდიში რომ მოიხადა, მის ღირსებაზე მეტყველებს და არა სისუსტეზე. ჩემპიონს სხვებზე მეტი პასუხისმგებლობის აღებაც უნდა შეეძლოს (ხშირად სხვის ნაცვლადაც).
Gio
Bodishi iqet mouxadon . Kvara yvelas jobda mag tamashshi
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? - "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
„სპორტი ჩვენთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — იტალიის ელჩი თბილისში „მილანის“ საფეხბურთო ბანაკის დაწყებას ეხმაურება
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ