ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

რატომაა ხვიჩა საუკეთესო და რატომ არ აღიარებს ამას იტალიური მედია?

მიუხედავად იმისა, რომ "მილანთან" "ნაპოლის" მატჩის წინ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაც იმედგაცრუებული, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად დათრგუნულიც კი დავრჩი. ნეაპოლური გუნდი "როსონერისთან" ბოლო მატჩებში უკეთ გამოიყურებოდა, ინიციატივას ფლობდა, განუწყვეტლივ უტევდა და სწორედ ეს ქმნიდა ცრუ ილუზიას. მთავარი კი ტაბლოა და არა ბურთის ფლობა და კარისაკენ ან კარში დარტყმები. უდავოა, სტეფანო პიოლიმ ლუჩანო სპალეტის სამივე დუელი მოუგო - 4:0, 1:0 და გამარჯვების ტოლფასი 1:1.

თუ ბოლო მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ვიღაც იფიქრებს, რომ "ნაპოლის" არ გაუმართლა. ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბურთის ფლობა 73.5%-26.5%-თან, კარისკენ დარტყმები 23-6, მათ შორის საჯარიმოს გარედან 21-6, გადაცემები 601-223, ოღონდ ეს ყველაფერი წარმატების ფაქტორში მაცდურია.

პიოლი მიხვდა, რომ "ნაპოლისთან" ღია თამაში დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ ღრმად უკან ჩააყენა გუნდი და მეტოქეს სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი თითქმის გაანეიტრალა და მოწინააღმდეგეს კარში დარტყმისას ცაიტნოტში ამყოფებდა. ამიტომ მათ მიერ მხოლოდ 4-ჯერ დარტყმული ბურთი წავიდა კარის ჩარჩოში - 9 დაუბლოკეს. ვერაფერს იტყვი, მილანელებმა ზედმიწევნით ზუსტად იმოქმედეს და დამრიგებლის დავალებები უზადოდ შეასრულეს. ისიც სათქმელია, რომ პიოლის განკარგულებაში ამ სტრატეგიული ამოცანის რეალიზაციისათვის საჭირო და უნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

რას წარმოადგენს "ნაპოლი"? ახლა რასაც ვიტყვი, მავანი სუბიექტურობაში ჩამითვლის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ეს სერია A-ს საშუალო დონის გუნდია. სპალეტის ჰყავს კარგი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე, ჯგუფი მუშა ფეხბურთელებისა და ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და აქამდე ასეთი შედეგიანი არ ყოფილა, რაც, ალბათ, დამეთანხმებით, დიდწილად გუნდში კვარაცხელიას მისვლითაა განპირობებული.

Opta-ს მონაცემებით, "მილანთან" დაპირისპირებაში ხვიჩამ 18-დან 10 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, ვიზავის საჯარიმოში 19-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ვინისიუსის რეკორდის გამეორებაა და 5-ჯერ მისცა პარტნიორებს კარში დასარტყმელად პასი. "ნაპოლი" ძალიანაა დამოკიდებული ქართველზე, რამეთუ სხვა შემოქმედი არ ჰყავს. თავად განსაჯეთ, მას ბურთზე 98 შეხება ჰქონდა (ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი) და ამ დროს ყველა მხოლოდ გამოუყენებელ პენალტს გაიხსენებს, რომლის სათანადოდ შესასრულებლად, ელემენტარულად, ძალა აღარ ეყო.

ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სამი მცველით თვით დიეგო მარადონას არ მეურვეობდნენ და "კვარა" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სპალეტი კი ჯიუტად დაცვაში დაბრუნებასაც სთხოვს. ადამიანს გააჩნია შესაძლებლობების ზღვარი და არ შეიძლება ასე გათანგო, მით უმეტეს, როცა მასზე ხარ დამოკიდებული. გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის გასაკეთებლად ენერგია დააკლდა. მას უკანასკნელ 6 დაპირისპირებაში (ნაკრების ჩათვლით) თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია, რადგან ამხელა ტვირთის ზიდვით უბრალოდ გადაიღალა. გაიხარეს ჩასაფრებულებმა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის, ჩვენმა თანამემამულეებმაც, რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ. აგრეთვე გასაკვირია იტალიური მედიის დამოკიდებულებაც, მაშინ, როდესაც უცხოურმა გამოცემებმა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, გარჯა დაუწუნეს:

Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6. - Areanapoli 6, Corriere dello Sport 5, Calciomercato 5, Calcionapoli 5, Goal Italia 4.5, Sportmediaset 4.5.

ამას გარდა, როგორც ჩანს, ადგილობრივებისგან სოციალურ ქსელებში იმდენად დიდი იყო უარყოფითი გამოხმაურება, რომ ჩვენებურს Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა:

"ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა".

აშკარაა, ხვიჩა დაიქანცა ფიზიკურად და ემოციურად. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, პირველივე სეზონში სამჯერ გახდე თვის საუკეთესო ფეხბურთელი. თანაც, დღევანდელ ფეხბურთში, სადაც ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ის ალამაზებს სპორტის ნომერ პირველ სახეობას, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ამიტომ მოველით მის ყოველ თამაშს მოუთმენლად. ეს მხოლოდ კვარაცხელიას დიადი კარიერის დასაწყისია და ჩვენ კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებს - ეს უეჭველია!

მიმომხილველი

• კაკაო

სწორად დაწერა ამ ადამიანმა ყველაფერი ვინ იფიქრებდა მართლა იტალიის ჩემპიონობას და სადამდე მივიდა ლიგაზე .ეს რომ ეთქვად ფეხბურთის რომელიმე სპეციალისტისთვის გაეცინებოდა და კომენტარის გარეშე დატოვებდა ბოდიში და უკანალზე უნდა კოცნონ ჩვენ ვაჟკაც ადამიანს მართალია რკინა იჟანგება და სვდება და ამდენი ნაგრუსკა ახალგაზრდა ბიჭია ეს კარგი კი არ არის მითუმეტეს შეაწუხა წელში რაღაცამ იმდენი ვინერვიულე კაცი არ ვიყო სანამ სტადიონზე არ დავინახე რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი სავიდ ამას გულიდ ვიძახი კაცობას ვიძახი ბევრი ბოროტი ადამიანი იმას იფიქრებს რომ უძვრებაო მაგრად მიყვარს ფეხბურთი და მითუმეტეს ჩვენი ქართული ესე რომ გვისწორებს როგორ არ უნდა გაგიტყდეს ღმერთმა დაიფაროს და მისი ცუდი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო გენაცვალე გულში ამინ

• კაკაო

სწორად დაწერა ამ ადამიანმა ყველაფერი ვინ იფიქრებდა მართლა იტალიის ჩემპიონობას და სადამდე მივიდა ლიგაზე .ეს რომ ეთქვად ფეხბურთის რომელიმე სპეციალისტისთვის გაეცინებოდა და კომენტარის გარეშე დატოვებდა ბოდიში და უკანალზე უნდა კოცნონ ჩვენ ვაჟკაც ადამიანს მართალია რკინა იჟანგება და სვდება და ამდენი ნაგრუსკა ახალგაზრდა ბიჭია ეს კარგი კი არ არის მითუმეტეს შეაწუხა წელში რაღაცამ იმდენი ვინერვიულე კაცი არ ვიყო სანამ სტადიონზე არ დავინახე რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი სავიდ ამას გულიდ ვიძახი კაცობას ვიძახი ბევრი ბოროტი ადამიანი იმას იფიქრებს რომ უძვრებაო მაგრად მიყვარს ფეხბურთი და მითუმეტეს ჩვენი ქართული ესე რომ გვისწორებს როგორ არ უნდა გაგიტყდეს ღმერთმა დაიფაროს და მისი ცუდი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო ადამიანო გენაცვალე გულში ამინ

• მასტერს

რა არის საკამათო და გაუგებარი იმაში, რომ მე ან სხვა რომელიმე გუნდს გულშემატკივრობს?! მაგალითად, კალათბურთის მოყვარულებმა იციან, რომ გულშემატკივრები კი არა, გულშემატკივრების თაობები ჰყავთ "ბოსტონს, "ლეიკერსს", ჯორდანის "ჩიკაგოს" მაისურები დღესაც აცვიათ - რატომაც არა?! ხდება ასე, რომელიმე კონკრეტული გუნდი, მუსიკა, ტექსტი, ფილმი და ა.შ. რაღაც მომენტში ხდება სიხარულის მომნიჭებელი შენთვის, "შენიანი", შენი ემოციების ნაწილი და რა შუაშია აქ ეროვნება და ქვეყანა? მაგ ლოგიკით მსოფლიო ჩემპიონატებს მარტო მონაწილე გუნდების ქვეყნები უნდა უყურებდნენ. წარმატება ჩვენს გადასარევ ხვიჩას და "ნაპოლის", მაგრამ დავუტოვოთ ერთმანეთს გულშემატკივრობის არჩევანი და უფლება აჯობებს...

• ჟორა გაბრიჭიძე

ნაპოლელო ტიფოზებო და ნაპოლის ხელმძღვანელობავ, ამბობენ "მადა ჭამაში მოდისო", მაგრამ ამ დროს საჭიროა საჭმელი გქონდეთ. თქვენ კი არ გაქვთ. ხედავთ რამდენს უხდის პსჟ მბაპეს, ნეიმარს და მესის? იყვნენ ისინი მეოთხედფინალში? თქვენ რამდენს უხდით თქვენს იმ ვარსკვლავებს ვის გაყიდვასაც 130-150 მილიონ დოლარად აპირებთ? "ველიკი" ლევან თედიაშვილის არ იყოს "რამდენსაც იხდით", იმაზე ათჯერ მეტი გააკეთეს ბიჭებმა. თქვენ რომ გკითხოთ კაცმა იტალიის თასის ფინალშიდაც გინდოდათ თამაში, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ადამიანი კი არა რკინა ცვდება, ანუ ფეხბურთელი იღლება.

• კალა

ხვიჩა არის ჩვენი სიამაყე! ოქროს ბურთის ათეულში რომელი ქართველი ფეხბურთელი გახსოვთ?ან სომეხი ? ან რუსი?….კალაძე ესეთი ვარსკვლავი არ ყოფილა მიუხედავათ ორი ჩემპიონთა ლიგისა

• ციციკორე

ნაპოლი თუ არა, ეგეც არ მყავდეს გრანდი. პირველად ეღირსა ლიგის მეოთხედფინალი. "ჭაობში" მყოფი მილანი, ლიგის 7 გზის გამარჯვებულია და ნაპოლის 33 წელია, არაფერი მოუგია. იქამდეც არაფერი ჰქონდა მოგებული, სანამ მარადონამ არ აღირსა სკუდეტო და უეფას თასი.

• თემო

თქვენი საყვარელი მილანი ამდენი წელი ჭაობში რომ იჯდა ეხლა გამოხტა მაინც და მაინც ნაპოლისთან, ვნახოთ აბა ინტერს თუ მოუგებთ?!…ეს კალაძეც უნამუსოა ზუსტად ეხლა ჩაერთო პირდაპირ ეთერში მე მაგის ადგილას კვარას ვუგულშემატკივრებდი

• ციციკორე

სანამ ჩვენები ჩემპიონთა ლიგაზე არ გავლენ, ჩემპიონთა ლიგას ნუ უყურებ, ნურც მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატს. პრაგმატული გულშემატკივრობა რას ნიშნავს? არსებობს ასეთი რამ? 30 წელი რომ საყვარელი გუნდი მყავს და მისი გულშემატკივარი ვარ, ახლა ნაპოლიზე უნდა გადმოვერთო, იმიტომ რომ იქ ქართველი თამაშობს? ხვალ რომ ლივერპულში გადავა ხვიჩა, ყველა ლივერპულში გადავყვეთ? ესაა გულშემატკივრობა?

• ციციკორე

კაი ერთი. მერე მაგ კაპიტალიზმის წყალობით, ვარსკვლავები მილიონებს რომ შოულობენ, ეს ხომ არ ურტყამს ფაქიზ ფსიქიკას?! თქვენ რა გინდათ, სულ ტაში უკრან, ფული მისცენ და კრიტიკა არ იყოს? ბოდიში, მაგრამ წარმატებული ფეხბურთელები, 2 კვირაში იღებენ იმდენ ხელფასს, უბრალო მოკვდავებს, მთელი ცხოვრება რომ არ გვეღირსება და რამენაირად აიტანონ, თუნდაც დაუმსახურებელი კრიტიკა.

• ციციკორე

ბიჭო, რა თქვენი საქმეა ვინ ვის უგულშემატკივრებს?! სადაც ხვიჩა გადავა, ყველა უნდა მივყვეთ და იმ გუნდს უნდა ვუგულშემატკივროთ?! მაგას გულშემატკივრობა არ ჰქვია. ეგაა უბადრუკი პროვინციონალიზმი. ორი ქართველის გუნდი რომ შეხვდეს ერთმანეთს, მერე რა ვქნათ, შუაში გავიყოთ და სამოქალაქო ომი დავიწყოთ? მე, პიროვნულად, კვარაცხელიას სულ ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ჩემს საყვარელ გუნდთან შეხვედრისას, ბოდიში :) არ წაპეპლეს ტვინი?! გუშინ პირველად უყურეს ფეხბურთს, ნაპოლი სერია ა-ში თუ თამაშობდა ისიც კი არ იცოდნენ და ახლა სხვებს ანამუსებენ მილანს რატომ გულშემატკივრობდითო.

• ირაკლი

ჩემო ზურა, ისე სანამ 1999 წელს “მილანს” დაუწყებდი გულშემატკივრობას, აკაკი წერეთლის “ღამურა” წაგეკითხა არ გაწყენდა. არც ეხლაა გვიან.

• მავანისგან

ვახ თქვენი უცოდინარი,პლიუს ბოროტი დედავატირე... 1.ბიჭო ხო არ დაგავიწყდეთ რომ ნაპოლიზეა ლაპარაკი..იტალიის ჩემპიონატის საშუალო გუნდზე,რომელზეც სეზონის დასაწყისში რომ ვინმეს ეთქვა ჩემპიონი გახდება და მეოთხედფინალში ესეთ დაძაბულ შეხვედრაში გამოვარდებაო,პლიუს ხვიჩას ესეთი შედეგი ექნებაო დაიჯერებდით??? მადა ჭამაში მოდისო და მოდი რა ყველამ ტრაკი მიაყენოს თავის იტალიელი ჟურნალისტებით დაწყებული,აქაური ბოროტი,ჩამოუყალიბებელი ტიპებით დამთავრებული.. პენალის აცილებაზე კიდევ იტალიელები ნუ ილაპარაკებენ..მარტო ბაჯოს მსოფლიოს ფინალი გაიხსენონ.. დიბიაჯოს ევროპის ჩემპიონატი და იმდენს ჩამოვთვლი დღე არ მეყოფა.. 2..ბიჭო 22 წლის გახდა ეხლა,პირველი სეზონია ამ დონეზე რომ თამაშობს და ტიპი რა დონეზეა გასული მაგას ეტყობა ვერ ანალიზებთ..და წინ კიდევ რამდენი გამარჯვება ელოდება ბევრის გულის გასახეთქად მაგას ყველა ვნახავთ. 3..რა თამაში არ გამოუვიდა ხო არ ღადაობთ...მინიმუმ მილანის 3 მცველი რო ჩნდება ეგრევე შენთან,ვინც არ უნდა იყო,მიდი აბა ვინმემ რამე შექმნას და ხვიჩამ 2 ასპროცენტიანი მომენტი შეიქმნა ?რამდენი სახიფათო ჩაწოდება გააკეთა(თუ ბოლოს არ ჩავთვლით)..აბა გაეტანა..ან გაეტანათ..მერე ვინ როგორ იჭიკჭიკებდა ვნახავდით..ეგეც მალე შეიცვლება..გამოცდილებასთან ერთად მაგის ნახევაარ მომენტესაცა გამოიყენებს..ფინალშიც გაიტანს და ბევრის გულების გასახეთქათ ჩემპიონთა თასსაც ამართავს.. 3.რიტორიკული კითხვა..აი მილანი და დინამო თბილისი რომ შეხვდებიან ერთმანეთს ვისკენ იქნებით?

• დათო

აი ,,ერთს" მემგონი კვარაცხელიას გამოჩენამდე ფეხბურთს ძალიან ნაკლებად უყურებდა

• დათო

უვიცს მაგარი ფანტაზია ქონია, ის რომ ყოფილიყო ეს იქნებოდა, გავართულოთ!მილანში რომ ჩაკვეტაზე ყოფილიყო?

• მათეს

პირიქით, ხვიჩას წყალობით მივიდა ნაპოლი მაქამდე!!! გაეტანათ სხვებს თუ შეეძლოთ, ვინ დაუშალა? მთელი ნაპოლი ხვიჩაა და მეტი არავინ?

• alex

ზოგიერთების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ 0:4-ც ხვიჩას ბრალი იყო, კარგით რა, ერთმა ლეაომ მთელი ნაპოლის დაცვა დი ლორენცოს თამადობით მინდორზე ახოხიალა. ნაპოლს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ჩემი აზრით მილანი როგორც ფიზიკურად ისე ტაქტიკითაც და ტექნიკითაც ერთი თავით მაღლა იდგა

• mia

ხვიჩა არის შესანიშნავი პეხბურთელი!! უდავოდ და ჩვენი სიხარული!! მაგრამ შევხედოტ სიმარტლეს ტვალებში: დავეტანხმები იტალიელ კრიტიკოსს რომელმაც ტქვა რომ პენალტი ხვიჩას გარდა შეიზლებოდა დაერტყა სხვას. ხვიჩა ძალიან კლასიკურ , მეკარისტვის ადვილადა ასაღებ პენალტებს ურტყამს, ამიტომ ჯობდა სხვას დაერტყა. სულ ეს არის. წარმატებები ხვიჩას!!!

• მირზა

რა ჩავარდნა, რის ჩავარდნა? ალბათ თამაშისთვის არ გიყურებიათ.ხვიჩა, მიუხედავად პენალტის გაფუჭებისა, ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

• ბიძინა კუკულაძე

მეორეჯერ ვნახე ეს თამაში, ბევრი საფეხბურთო ბლოგერის სიუჟეტიც ვიხილე. მე, ფეხბურთის სტაჟიანმა გულშემატკივარმა ერთი დასკვნა გავაკეთე: ხვიჩამ კარგად ითამაშა-განსაკუთრებით მეორე ტაიმში-ორჯერ მაგრად გაარღვია მილანის დაცვა და იმ მცველებში კალაბრიაც იყო, რომელზეც ბევრი იტალიელი და ქართველი ამბობს, რომ ხვიჩა ამოკეტაო. ამოკეტა კი არა ბოდიში და ფეხები. აბა ზუსტი ყოფილიყო ორივე დარტყმა, როცა ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს, მაშინ რას იტყოდნენ? პენალტზე არაფერს ვიტყვი. ერეთი რამ ცხადია, ამ ბიჭმა იმედი დაგვიბრუნა. წარმატებები ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს

• 289

მილანის გასვლას და ინტერის გასვლას რა აზრი აქ, შეჭამს სიტი ცალკარა იქნება დამიჯერეთ, აი რეალთან კიდე ფინალში თამაში რას ნიშნავს კარგად ვიცით ბენზემას ერთი მომენტი უნდა რომ გაიტანოს ამით მორჩება კინო. სიტი ჩემპიონია ჩემი აზრით.სიტი რეალი ფინალი უნდა ყოფილიყო...

• roma bejanidze

კარგად დაფიქრდი ეს რატომ დავწერე. ვაი გულშემატკივარი ისაა ვინც მოდაზე მოწონს ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ ფეხბურთს ხვიჩას თამაშის გამო უყურებ რომ მერე სადმე დადგე და იბლატაო ხვიჩას თამაშს არ ვმაზავ მაგრა ითამაშაო (ეს თუ გოლი გაიტანა ან საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა) თუ ვერ გაიტანს მერე დაიწყებ ლაყბობას ვაფშე არაა მაგარი. ვაი გულშემატკივრები აქეზებენო. მთელი საფეხბურთო ელიტა იძახის მაგარიაო. უეფამ დოკ. ფილმი გადაიღო ხვიჩაზე. შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი რომ იძახი ვაი გულშემატკივრები ხართ ვისაც ხვიჩა მაგარი გგონიათო? პირველი სეზონია და ტიპი ნაპოლის მთავარი ძალაა მთელი სეზონის განმავლობაში. თუ ხვიჩას საგოლე მოქმედება არ აქვს 60 % თამაშს აგებს ნაპოლი და თუ ხვიჩა იტანს აუცილებლად იგებს. ასე რომ გაჩუმდით ვისაც ფეხბურთი არ გესმით.

• ერთი

ერთი ამიხსენი რომ გულშემატკივრობ მილანს, და რომ მოიგებს ამაყობ ალბათ, რით ამაყობ საინტერესოა, რა საერთო გაქვს მათთან, ან შენი ვინ არის იქ? იტალიელი ხარ, მილანში დაიბადე და ეგ გუნდი ამიტომ გეძვირფასება, მილანელი წინაპრები გყავს თუ რა? გასაგებია ორი უცხო გუნდის თამაშისას ვიღაცას უგულშემატკივრო მაგრამ წლების მანძილზე ერთგული გულშემატკივარი უცხო ქალაქის გუნდის სადაც უკეთეს შემთხვევაში გავლით ხარ ნამყოფი , კაი რა მართლა...

• რონი

ნერვები მეშლება ამ საშუალო დონის ფეხბურთელების თუ ვიღაც სირმანჯოების კომენტარებს რომ დებთ კვარა შეაჩერა კალაბრიამო ხო კიდევ ნავტალინიდან ამოღებული ნესტა მალდინი სტამი მიაშველონ კალაბრია ბრაჰიმს და კიდევ ვიღაც მესამე მცველს და კიდევ უფრო მაგრად ამოკეტავს!!! კვარამ რაც მომენტები შექმნა 5თამაშს ეყოფოდა!!! ვინისიუსი ვინც ამოკეტა ეს არაუხო იყო და ყველამ აღიარა კალაბრია არა შვარწკოფი!

• უვიცი

მეკარე რომ მდგარიყო ქართველი კარში, ნეტა რა სცენარს მოიფიქრებდი? ალბათ 0-0, პენალტებშიც 0-0, მერე გადათამაშება ისიც 0-0, ჩვენი მეკარე 17 დარტყმას მოიგერიებდა, ყველა პენალტს აიღებდა და ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდებოდა და ბოლოს კენჭისყრით გავიდოდა მილანი, რადგან მატჩები გამარჯვებულს ვერ გამოავლენდნენ.

• უვიცი

არავინ არავის არ უშლის არავის გულშემატკივრობას, უბრალოდ უცნაურია, რომ ვიღაც გუნდს ან პიროვნებას (ამ შემთხვევაში მილანის და მალძინის გულშემატკივრებს ვგულისხმობ) გულშემატკივრობ, რომლის წარმატება პრაქტიკულად არაფრის მომტანია არც შენთვის და არც შენი სოციუმისთვის, ნაპოლის წარმატება, ამ შემთხვევაში იგივე ხვიჩას წარმატება იქნებოდა, ხვიჩას წარმატება იგივე ქართველი ფეხბურთელების წარმატება და მსოფლიო ფეხბურთის მიერ მეტი დაინტერესება ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი შვილების მიმართ. ხოდა კაცი, რომ თავის შვილების მომავალს არ გულშემატკივრობს უცნაურია აბა რა არის?

• ზურა

ცოტა არაპროფესიონალური სტატიაა. "რომლებიც რატომღაც ქართველის მეტოქეს გულშემატკივრობდნენ" ეს რა იყო ვერ გავიგე, 1999 წლიდან მილანის გულშემატკივარი ვარ ანუ რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე და მაგრად მაინტერესებს რა უნდა მექნა არ მეგულშემატკივრა. ის რა თქმა სიდებილე და ღვარძლიანიბა რომ ხვიჩას ჯიბრზე უქომაგო, მაგრამ ვართ ხალხი რომელსაც ხვიჩას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მე ტანახმა ვიყავი 5-4 დამთავრებულიყო მილანის სასარგებლოდ და ის 4ვე ხვიჩას გაეტანა მაგრამ ცოტა ძნელია გულგრილად უყურო გუნდს რომელსაც ათწლეულებია გულშემატკივრობ.

• უვიცი

ესაა კაპიტალიზმი ჩემო ძვირფასებო, რაც იყიდება, იმას წერენ, ხვიჩას ფსიქიკაზე და განვითარებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, აკომენტაროს და ხვალაც ბევრი შემოვიდეს წასაკითხად. ასხამენ ხოტბას და კომენტარებშიც მიდის გულში მჯიღის ცემა, ამდენი ხანია კაცი ნაპოლიშია და ერთი სტატია თუ დაწერილა, სადაც შეცდომებზე ილაპარაკებდნენ, გააკრიტიკებდნენ და განვითარებაზე იფიქრებდნენ, არა ხოტბა უნდა ვასხათ და ვაგინოთ სხვებს სუყველას, მარტო ხვიჩაა ყველაფერიო. საუკეთესო იყო გუშინდელ მატჩიო, თქვე კაი ხალხო, ორივე პენალტი (დანიშნულიც და არ დანიშნულიც) მარჯვენა ფრთიდან შეიქმნა, გოლი მარჯვენა ფრთიდან გავიდა, პენალტი ხვიჩამ გააფუჭა, ბოლო შეტევის დროს ბურთი ხვიჩამ გადააგდო და საუკეთესო რანაირად იყო ერთი გამაგებინეთ? ეს ბრმა რასაც დაინახავდა ისინი ჩამოვთვალე მხოლოდ, თორემ შეცდომები კიდე იყო. ამ სიცრუის ლაპარაკს და ხვიჩა საუკეთესოას ძახილს და მთელ გუნდს ეგ ათრევს ლაპარაკს არ ჯობია ისიც ვთქვათ, რაც შეცდომები ჰქონდა და კარგი რაც იყო იმასაც გავუსვათ ხაზი ვინ გვიშლის?

• უვიცი

საერთოდ არაა ახლა საქმე ისე რომ ხვიჩას მასა კორტნიდეს, ნეტა ცოტა თვალში ხედვა გქონდეთ ვინც მასე ფიქრობთ, საერთაშორისო ფორუმებზე შეიხედეთ რა ხდება, როგორ იცავენ ქართველები ხვიჩას შემოტევებისგან. ერთი ორი მალძინის ფანი თუ გამოერია 5 მილიონ კაცში რა არის გასაკვირი. მარა საქებარიც არაფერი გაუკეთებია და ვინც აქებს ის რატო აქებს ეგ გამკვირვებია. მე უფრო დიდ და მართლა ქართულ სიბრძნეს შეგახსენებ: მოყვარეს პირში უძრახეო...

• მათე

ხვიჩას გამო ვერ გავიდა ნაპოლი შემდეგ ეტაპზე( პირველ თამაშში 100% გასატანი ვერ გაიტანა ცარიელ კარში , მეორეში პენალი გამაზა) და კიდევ ნაპოლია უმადური??!! ისე პრესის ბრალია რაც ხვიჩას ემართება , მისი რეგრესი. ასეთი სტატიები უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელზე თითქოს საუკეთესოა და მაგისთანა ფეხბურთელი მეორე არ არსებობს და ეგეთები. კაი რაა!

• გიგი

"მადა ჭამაში მოდისო" ასეთი შეფასებით დავიწყებ. ამ შედეგამდე მოსული ნაპოლი არც ერთ ოცდამეერთე საუკუნეში დაბადებულ გულშემატკივარს არ უნახავს. მავანნი ისეთ მადაზე არიან მოსულები, რომ ამ ლიგაში (სერია ა) დებიუტანტი ფეხბურთელის მართლაც წარმატებული თამაში არ ყოფნით და რაღაც მისტერიულს ელიან. ჯანსაღი კრიტიკა კარგია და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც მაგრამ, ზოგი რასაც წერს განსჯა და კრიტიკა კი არა თავზე გად@ჯმაა. ასე რომ ასეთი სიტყვებით დამთავრება მოუხდება ამ კომენტარს - "უნახავმა რა ნახაო".

• ლევანი

• სოსო

კარგი პოსტია!წავიკითხე და ასე მგონია,ჩემი დაწერილია მეთქი.

• G.A.L.

მინდა დაგეთანხმოთ და პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ. ჩემთვისაც ძალიან ახლობელია თქვენი ნააზრები. ფეხბურთელის ბედია ის რაც ახლა ხდება. გაიტანდა კვარა იმ პენალს და "მეფე" იქნებოდა (არადა ცუდად არ დაურტყია)! ახლა კი აღარ ახსოვთ ის ყოველივე რადაც თქვენ აღწერთ! P.S. ხასიათი ბრძოლებში იწრთობა. რაც არ გვკლავს, ყოველივე გვაძლიერებს. მე მჯერა "კვარასი"!!!

• თენგო

ეს ხაფანგი კაი გამისდით კვარას წინააღმდეგ ხვიჩამ ერთი კაცი უნდა საიყენოს გვერდით, მაგ ხაფანგიდან ამოსასვლელად. კედელი გაუთამაშოს და იქ უკვე ან ჯარიმას აკიდებს ან კიდევ შორიდან დაუქნევს ხელს ე.წ. " ხაფანგს". მე გამოსავალს ასე ვხედავ

• დათო

ევროპა ლიგა იყო ნეტა გუშინ?

• ქობულეთიდან

ხვიჩა არის ამომავალი ვარსკვლავი! ჩავარდნა კი ყველას ჰქონია და მომავალშიც ექნება.ჩასაფრებული თურმე იმდენი ყოფილა რომ ნუღარ იტყვი. ქართველი კაცის ასეთ მაღალ დონეზე თამაში როგორ უნდა გშურდეს და ბოღმა როგორ უნდა გახრჩობდეს ვერ წარმომიდგენია.არაუშავს, ეს მხოლოდ სტიმული იქნება კვარასთვის, რათა კიდევ უფრო მოუმატოს. ამ წელს ნაპოლი ჩემპიონი გახდება და თუ სადმე ლოგიკაა, 2022/23 წლის სერია ა-ს საუკეთესოც სწორედ რომ ჩვენებური უნდა გახდეს, ვინაიდან ამ სეზონში 3 ჯერ(!) დაასახელეს თვის საუკეთესოდ და კონკურენტი ფაქტობრივარ არც ყავს.ასე რომ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. წარმატებები კვარას, ნაპოლის და საქართველოს ნაკრებს!

• las

მილანის ფანებს ვინ დაეძებს. აქ ხალხია იმას ფიქრობს. ხვიცა არ ათამაშედეს და მესის არ აჯობოსო :)

• las

ვეთანხმები ავტორს. რათქმაუნდა კვარაცხელია სრულად უნდა გათავისუფლდეს დაცვითი ფუნქციებიდან. და მიეცეს თავისუფლად მოქმედების, გადაადგილების სასუალება. ეგეც ავღნიშნოთ რომ ეს არაა მისი მაქსიმუმი. აკლია გამოციდელბა. მალე დაიწყებს გოლების გატანასაც.

• LB

თუ ოსიმენი წავა, რა რესურსი დარჩება ნაპოლის? კვარამ მალევე უნდა დატოვოს კლუბი, ერთი-ორი სეზონი ჩავარდნა მთლიანად კლუბის და დავარდება ხვიჩას მიმართ ინტერესი და ფასიც შესაბამისად

• ყიფიანი

მარადონა არაა ხვიჩაა - მაგრამ საცოდავ ქორთუებს გავახსენებ ერთი დიდი კაცის ნათქვამს - “ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”

• G.LA

რასაც ხვიჩა აკეთებს პირველივე სეზონში ეს ფანტასტიკაა. მე იმ ''ქართველებზე'' მინდა ორი სიტყვა დავწერო ვინც მილანს გულშემატკივრობენ. ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს ფეხბურში ეს გასაგებია. მე იმ დინამოს შემდეგ ვერასოდეს ვერ გავხდი ვერცერთი გუნდის ისეთი გულშემატკივარი რომ ისე გავიხარო და მეწყინოს როგორც დინამოს დროს. ჩემთვის ის დინამო დარჩება სამუდამოდ. მაგრამ მქონია სიმპატია და ინტერესი მეყურებინა სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გუნდებისათვის. ასეთები იყვნენ მანიუ ფერგიუსონის დროს, ბარსაც ადრეულ დროს და მესისი დროს, რეალიც, მილანიც კახას გამო, ლივერიც, ბავარიაც მოკლედ ვიტყვი ფეხბურთის გურმანი ვარ და არა რომელიმე გუნდის გულშემატკივარი. ახლა კი ხვიჩას გამო ძალიან ვქომაგუბ ნაპოლის. მეამაყება ხვიჩა რომ ნაპოლის ლიდერია და მე ვერასოდეს ვერ გავიგებ ''ქართველი'' როგორ უნდა ქომაგობდეს ხვიჩას მოწინააღმდეგე გუნდს. ჩვენ ხომ არ გვყავს ისეთი გუნდი ქართული რომ ევროპაზე მისი მიღწევებით გავიხაროთ და ვიამაყოთ? იმ ქართველებს რანაირად ეამაყებათ სხვა ქვეყნის გუნდი ვერ ვხვდები და მომკალით. ალბათ იმიტომ რომ ბევრს არ გამოგიცდიათ რას ნიშნავს შენი ქვეყნის გუნდი რომ დიდ სიხარულს, ბედიერებას და სიამაყეს განიჭებს. თუმცა მთლად ესეც არ მგონია იყოს, რადგან ერთხელ შოტლადიის თამაშის წინ მათ გულშემატკივრებს გამოველაპარაკე და მოზერვილის გულშემატკივარი აღმოჩდა. ვკითხე ევროპაზე რეინჯერს გულშემატკივრობ თუ სელტიკს მეთქი და მითხრა მე მოზერვილი ფანი ვარ ბავშვობიდანო. იმ დროს პრემიერ ლიგადან გავარდნილი იყო. მაშინ მივხვდი რატომ დარჩა ჩემი გული იმ დინამოსთან სამუდამოთ.

• კახაბერი

,,ნაპოლი,,-მ -,,მილან,,-ს თამაშით მოუგო,მაგრამ- შედეგით დამარცხდა,მიზეზი-მილანის გამოცდილება ამ დონის ტურნირებში,სწორი ტაქტიკა-სტრატეგია (2 შემქმნელს-ხვიჩას,და ოსიმენს მუდმივ 2-3 მცველი ,,დააჯინეს ფეხზე,, მით შემოქმედი- ეფექტური ფეხბურთელები შეძლებისდაგვარად გათიშეს-3 თაშაშში 1 გოლი მიიღეს, ნახევარდაცვა-სწრაფი და კოლექტიური კონტრშეტევებით დაამუშავეს და...). ხვიჩაა-ძალიან ნიჭიერი და დიდი ტალანტია,საჭიროა მენტალურად მეტად განმტკიცდე-გაცილებით მყარი და სტაბილური შეიქმნას,რისი შესაძლებლობა აქვს სწორად ევროპის გრანდებთან გამარჯვება,თუ დამარცხება...არ დანებებით-საკუთარ თავზე მუშაობით და აუცილებლად გახდება ჩემპიონთა თასის მფლობელი,მსოფლუო მასშტაბის საუკეთესო მოთამაშე... მაგრად გაგვახარებს არა მარტო ქართველობას. ხო,იტალიის ჩემპიონი უკვე არის, ლიგაზე დამარცხების მერე კიდევ უფრო გაშმაგებით,თამაშის საკუთარ თავზე მუდმივ აღებით,გამარჯვების მუდმივი სწრაფვით - საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე აჩვენებს და შედეგებიც არ დაუყოვნებს. ე.ი.საჭიროა არ დანებება-შეუპოვრობა, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობა, გამარჯვებისათვის მუდმივი სწრაფვა და...

• ნუკრი

რატომ დაავალა პიოლიმ მთელ მილანს სამივე თამაშში თავის კართან ყოფნა? იმიტომ,რომ ხვიჩასი ე შ ი ნ ო დ აააა! 22 წლის ბიჭის. ასე არ ეშინიათ არც ჰალანდის,არც ვინისიუსის,არც ბენზემასი და არც სხვების.ამას აღიარებს ყველა.ესე იგი აღიარებენ,რომ საუკეთესოა.ილაპარაკეთ და წერეთ რაც გინდათ.ასეა და ასე იქნება.უფალი გფარავდეს დიდო კაცო-ხვიჩა კვარაცხელია!!!

• თენგო

დიახ, ეს ხომ კვარას პირველი ნაბიჯებია დიდ ფეხბურთში. აი, მეორე სეზონი ვნახოთ, უკვე ნაკლებად ემოციური და მეტად დაღვინებული კვარა რას იზამს!

• კახა

ჩემი აზრით ჟურნალისტებიც ზედმეტს შვებით,არ უნდა ყველა სტატია ხვიჩაზე.ხვიჩამ ამ დროს გაიღვიძა,ხვიჩამ ხელები ამ დროს დაიბანა,საჭმელი ამ დროს ჭამა.დამიჯერეთ ამითი მარტო ვავნებთ,სულ წნეხში გვყავს.იმადაც არ ვამბობ რომ არ გავაშუქოთთქო მაგრამ ზედმეტი რომ მოგვდის ფაქტია.

• ჟორა

მე პირადად ხვიჩა იმაში გავაკრიტიკე, რომ პენალტი არ არის მაგის ძლიერი მხარე და არ უნდა დაარტყას. ოთხი პენალტიდან ორი გაიტანა და ისიც შემთხვევით, ანუ მეკარემ ბურთის მიმართულება ამოიცნო და ორივე ასაღები იყო. იქვე მივეცი დარიგება, რომ უნდა ივარჯიშოს პენელტის ცხრიანში დარტყმაზე, რადგან არაა მეკარე, რომელიც იქ ბურთს მიწვდება. ამ დარტყმის ათვისების შემდეგ კი ურტყას რამდენიც უნდა.

• O.K.

ჰალანმა საერთოდ ააცილა პენალტი და მაგ თემაზე რატომ არ წერთ, ხვიჩას აუღო მეკარემ და რა ამბავში არიან ეს სატანის მოციქულები რომ ილანძღებიან..

• la masia

მილანის გულშემატკივრები კიდევ ჰოო, მაგრამ არა გულშემატკივრები უუხხ...

• ზურა

ყველაფერს საზღვარი აქვს ! მორჩით ხვიჩას მარადონასთან შედარებებს ! ვერ ხვდებით, რომ უკვე სიბრიყვეში გადაგვდის ყველაფერი, უვიცობაზე რომ არ ვილაპარაკოთ ?

• კოლა

კი, ნამდვილად ეგრეა. რაღაც რაოდენობის სექტანტური აზროვნების ხალხი აშკარად არსებობს საქართველოში. ,,მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუკი მალდინი მიბრძანებს ამას". :))

• aburjga

რა თქმა უნდა მთავარი სპალეტის შეცდმაა და არა მარტო ამ თამაშის დაგეგმვაში, ხვიჩასთვის მოქმედების არეალის მკაცრად მარცხენა ფლანგით შემოსაზღვრა! ძალიან კარგად მახსოვს პირველ წრეში მარჯვენა ფლანგზე გადანაცვლებული ხვიჩა რა დღეში აგდებდა მეტოქის დაცვას!

• Რაგბის ფანი

ქართველების ის მცირე ნაწილი, ვინც მილანს ქომაგობდა კვარას წინააღმდეგ, არიან ფსიქიკურად დეგრადირებულნი, რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრსაც კი დაწყევლიან, თუ მილანის წინააღმდეგ ითამაშებს!

• 1

პიოლისთან კი არა მსაჯებთან და ფიფა-უეფასთან "წაგებული" დუელი.

• მე ქართველი ვარ

შენ და შენნაირი ვაი გულშემატკივრები ქმნიან ჯერ ფონს თითქოს ვარსკვლავია,მერე თითქოს სხვისი ბრალუა და ბოლის თურმე ჩასაფრებული ყავთ ....კარგი რა,დაერქვას ყველაფეტს თავისი სახელი...შეუშალა ხელუ ვინმემ ხვიჩას? და თუკი არ შეუძლია მეტი ეს არც მისი ბრალუა და არც გულშემატკივრის. რა იყო ძალით გინდა ლეგენდა შექმნა???

• მე ქართველი ვარ

არ უნდა ამას ამხელა მონოლოგი..ტხა ცხის ფეხით იკიდება ცხვარი ცხვრისა...რაცააა ისე მივიღოთ და ნუ მოგვინდება კვარაცხელიასგან მართლაც მარადონას შექმნა.

• Charley

ნაპოლის არ ეყო მწვრთნელის კლასი და კონკრეტული მატჩის წინ ფორმიდან ამოვარდნილ გუნდს სტრატეგია ვერ დაუხაზა მეტოქეს სიახლე ვერ შეთავაზა რაც ეყო პიოლის და დადგა ის შედეგი რაც დადგა. ამიტომ მშიშარა მწვრთნელი საფეხბურთო განგებამ დასაჯა რა უნდა ექნა? რასაც სულ ვწერდი მილანთან სან სიროზე გუნდი უნდა გაეყვანა 4-4-2-ით და არა 4-3-3-ით, ნაპოლი გააგდო სუსტმა ცენტრმა რიცხობრივი უპირატესობა შეუქმნა მილანმა ამ ზონაში ორივე შეხვედრაში შესაბამისად საჭირო მომენტში ლეაოს სივრცე და პორტუგალიელმა პირადად გაიყვანა მილანი ნახევარფინალში. რაც შეეხება კვარას კრიტიკას რომ არა ხვიჩა დარწმუნებული იყავით ნაპოლი ამ ეტაპამდე ვერ მივიდოდა ის ჯგუფში ჩარჩებოდა და სერია აში 14 ქულიანი ფორა კი არა ნაპოლის მაქსიმუმ ინტერთან და რომასთან ეჭიდავა მესამე მეოთხე ადგილისთვის. კი ფაქტია ორ მომენტში გასატანი ვერ გაიტანა პლიუს პენალტი, ცივსისხლიანობა ვერ გამოიჩინა მაგრამ სხვებმა რა ქნეს? პიოლიმ რომ სამ კაციანი "გალია" დაუპირისპირა ეს ხომ სპალეტიმაც იცოდა ასე რომ იქნებოდა და რა მოიფიქრა რატომ არ მისცა გუნდის ყველაზე ფანტაზისტა ფეხბურთელს შეტევის მთელ არეალზე სრული კარტბლანში, რატომ არ დაავალა ცენტში შეიწიე საჯარიმოსთან უფრო აქტიურად იმოძრავე ხანდახან მარჯვნიდანაც შეუტიეო იმიტომ რო ლუზერია. მაგრამ ხვიჩა ინდივიდუალურად ორჯერ მაინც გაექცა კალაბრიას და უნდა გაეტანა ერთი მაინც მაგრამ ვერ გაიტანა იღბალმა დააღალატა სტრესმა ააცილებინა, ვერ იტვირთა მარტომ 22 წლის ბიჭმა მთელი გუნდის საზიდი. და ამ გალიით სამ კაცს რო აკავებდა ნაპოლის სხვა შემტევებს რომ "ეძინათ" და ვერ ისარგებლეს ხვიჩას მიერ შექმნილი სივრცეებით ესეც ხვიჩას ბრალია? ამით კატასტროფა არ მომხდარა გუნდი აგერ 33 წლის მერე ჩემპიონი ხდება რაც უდიდესი ტრიუმფია და როცა სკუდეტოს შემართავენ ეს მატჩები საერთოდ აღარავის ემახსოვრებათ ისეთ ემოციებში იქნება თითოეული ფეხბურთელი და მთელი ნეაპოლი. ლიგაზეც ყველაზე შორს წელს წავიდა კლუბი ისტორიის მანძილზე უბრალოდ როცა ამ ეტაპზე მილანი გხვდება და არა რეალი სიტი ან ბაიერნი ასეთი სეზონის ფონზე თუნდაც "ჩავარდნის" პერიოდში უბრალოდ ვალდებული ხარ როსონერი გააგდო. სრულებით არ ვაკნინებ მილანს ის ნაპოლიზე ათჯერ დიდი ისტორიის და რეგალიის გუნდია მაგრამ დღევანდელი მილანი რბილად რომ ვთქვათ არც რეალი არც სიტი და არც ლივერპულია რასაც ვფიქრობ ინტერიც დაამტკიცებს და თუ ფინალში მაინც გავიდა რეალი/სიტიდან ორივე ფორით მოუგებს და მათთან "გალიები" და "ავტობუსები" კი ლომბარდიაში რაც ავტო ტრანსპორტია ყველა რომ განალაგონ საჯარიმოს მისადგომებთან მილანი მარცხს ვერაფრით გადაურჩება.

• Dato

ნუ წაიღეთ ტვინი ამ კვარაცხელიათი აცალეთ თამაში ამ პენლის დარტყმასაც ისწავლის ბიჭოოოოო შემზიზღდა სპორტულ საიტებზე შესვლა რამდენი პროფესორია და ჭორიკანა შეეშვით შეეშვით ითარსება ეს კაცი ხო ხედავთ

• ანდრია

იტალიელები ცნობილები არიან უმადურობით, განსაკუთრებით სამხრეთელები. სამწუხაროდ ქართველები კიდევ უფრო მეტად. მითხარით, რომელი დიდი ქართველი არ ვაცვით ჯვარს საკუთარი ხელით? ეს სულ ასე იყო. ხვჩას კი არა, პატრიარქს ლანძღავენ და თავად ქრისტესაც. ღმერთმა შეუნდოთ. ორი აზრი არ არის, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია!!! ეს ცოტას ნიშნავს? სერია ა ის აღარაა, რაც 90იანების ბოლოს და 2000იანებში იყო, მაგრამ მაინც. არ გაგიკვირდეთ, მილანმა ლიგა მოიგოს! პიოლი ნამდვილად ძალიან კარგი სტრატეგოსია. სპალეტის და ნაპოლის არ გაუმართლა კიდეც. ცუდ დროს დაემთხვა "სპადი", რაც გარდაუვალი იყო. ამას ტრავმები, დისკვალიფიკაციები დაერთო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ანგისა ტყუილად გააგდეს და ლეაომ პენალტი და ყვითელი დაიმსახურა. ვითომ არაფერი, დეტალები, მაგრამ ასეთ დუელებში ეგეც საკმარისია. შტანგაზე პეპლის ეფექტია. ასეთი მცირე მიკერძოებები რაგბში უფრო კარგად ჩანს ხოლმე. ერთადერთი რაც მგონია, რომ ხვიჩას ძლიერი მხარე პენალტი არ არის. არ ვამბობ, რომ არ უნდა დაარტყას, აგარმ ამ კომპონენტზე სავარჯიშო აქვს. არცერთი მისი დარტყმული პენალტი არ იყო დამაჯერებელი, თუმცა მთავარი სხვაა,ის რომ გაბედა! "დუხი" მთავარია. არა უშავს. დასანანია, მაგრამ ნაპოლი ფინალს ვერ მოიგებდა ალაბათ. სიტისთან და რეალთან უშანსოდ იქნებოდა წესით. მთავარია ჩემპიონატი მოიგონ და არც ემახსოვრება არავის ეს ამბავი. აქ კიდევ ლაციოც წაიბორძიკებს. ეგერ არაა, ადგეს და 8 თამშიდან რვავზე მოიგოს. 11 ქულა უნდა ნაპოლის და აბა ჰე და აბა ჰო!

• მ.მ

მართალია, ორივე შეხვედრაში ქონდა გატანის რეალური შანსი (პენალტი არ ითვლება) და ორივე ახლომანძილიდან ვერ გაიტანა. შანსი ქონდა ნაპოლი თავად გაეყვანა ნახევარფინალში, ამას იმიტომ ვამბობ რომ ეგეთი მოლოდინები გაგვიჩინა ქართველსაც და უცხოელსაც.

• roma bejanidze

ხვიჩა ძმაო. დიდი ფეხბურთელების ხვედრია ჩასაფრებული ადამიანები. გახსოვდეს დიადი ფეხბურთელებიც არსებობდნენ. ისინი იმიტომ იყვნენ დიადი და არა დიდი რომ ამ ჩასაფრებული ადამიანების საქციელს და ლაპარაკს ყურს არ უგდებდნენ და მომდევნო თამაშში იმაზე მეტს აკეთებდნე ვიდრე წინაზე და მათ ყოველ კრიტიკას საუკეთესო თამაშს თავაზობდნენ. ღმერთი შენსკენ. სხვებს არ შეედარო. სხვას არ გავდე. იყავი ის რაც ხარ.

ხვიჩას 3 მონუმენტი ედგა წინ და ნაპოლიში თამაშობს. შენ ის თქვი, სუპერვარსკვლავური გუნდი მესი, ნეიმარი და მბაპე როგორ გავარდნენ ჩვენს ხვიჩაზე ადრე. ხვიჩა არის ოქრო. მთელი გუნდისგასაკეთებელს აკეთებდა, მაგრამ სხვები უშლიდნენ , პენალტი უნდა დავარტყაო, თვითონ არ გადაწყვიტა, ასე რომ ეს მისი შეცდომა არაა.

• Zviads

კარგი ანალიზია...

• უვიცი

პენალტს რაც შეეხება არ უნდა დაერტყა რათქმაუნდა, ეგ ბევრჯერ დავწერეთ მეც, ბატონმა მამუკამაც და სიომინმაც, მაგრამ რა ხვიჩას ბრალია? გუნდს ყავს მწვრთნელი და ყავს კაპიტანი, გადაეწყვიტათ ვის უნდა დაერტყა, აბა კაპიტნის ფუნქციაა რა არის გუნდში, ლეაუ რომ გამოიქცევა წამოიპლაკოს როსკიპი ქალივით?

• უვიცი

ვერ გაიტანდა, ფიზიკურად დაღლილი იყო და ნამდვილად არ ქონდა ძლიერად დარტყმის ძალა დარჩენილი, მეკარის შეცდომის იმედზე ვიყავით.

• უვიცი

2ვე როგორ იკითხება: ორვე თუ ორივე?

• უვიცი

სწორია, სიმეონეს ტრამვა მთლიანად სპალეტის სინდისზეა ბევრი მიზეზის გამო, მაგდენის წერა მეზარება

• უვიცი

დავიწყოთ იქედან, რომ ზედმეტი და უსაფუძვლო არც ლანძღვა ვარგა და არც ქება. გავაგრძელოთ იმით, რომ Whoscored 8.2, Flashscore 8.2, Sofascore 7.6 შეფასებები იწერება ავტომთვლელით, ანუ რობოტით და სხვა სპეციფიკა აქვს, იტალიური გამოცემების შეფასებები კი ჟურნალისტების მიერ იყო დაწერილი, მკითხველმა განსაჯოს რომელი უფრო რეალურია. ხვიჩას უამრავი პლუსი აქვს, ვთქვათ სიმართლე, ის საშინლად ტექნიკურია და გააწამა მცველები, სამი კაცი ფეხზე აჯდა და ბევრ შემთხვევაში გააბითურა ისინი, მაგრამ... ყველა ეს დრიბლინგი რა სიჩქარეზე გააკეთა ვინმე აკვირდებით ამას? რატო ასწრებდა ამდენი ხალხი მის გარშემო შეკრებას? ხვიჩას სწრაფი დრიბლინგი არ გაუკეთებია ყველა მისი შეტევა გადადიოდა პოზიციურ შეტევაში და ივსებოდა ამასობაში ირგვლივ სრულად სივრცე და არც პასის გასაკეთებელი ადგილი რჩებოდა, არც კარში დასარტყმელი და ვიყავით ყველა სასწაულის იმედზე, რომ ხვიჩა ყველას მოატყუებდა და კარში ზუსტად დაარტყამდა, რაც კინაღამ გამოუვიდა რამდენჯერმე, მაგრამ კინაღამ არ ითვლება. იგივე ლოსანოს რომ შევადაროთ ის ბევრად ნაკლებ ტექნიკურ მოძრაობებს აკეთებდა, თუმცა სწრაფად მოძრაობდა, რაც ჩემი აზრით უფრო სახიფათო იყო და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, ფაქტია ლოსანოს აქტიურობას მოჰყვა ორივე პენალტი (დანიშნულიც და არდანიშნულიც). სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩას თითქმის არ ეძლეოდა გასაქცევი მომენტები და უმეტესად იძულებული იყო მხოლოდ ტექნიკის იმედად ყოფილიყო, თუმცა მინიმუმ ორჯერ მომენტი, როდესაც ხვიჩამ ფლანგზე დიდი სივრცე მიიღო, მაგრამ სწრაფად გაქცევა და ამ სივრცის გამოყენება ვერ შეძლო. მაგალითად ლეაუს მგონი ერთხელ მიეცა მსგავსი შანსი და გამოიყენა, რითაც კარიერის ბოლოს ბარსადან მილანში გადასული რივალდო გამახსენა, რომელიც ყველა სწრაფი შეტევის დროს ტემპს აგდებდა და ტექნიკური არსენალით დინჯად ცდილობდა ფეხებში ბურთი ეტარებინა მეტოქე მცველებისთვის, რივალდოს კარიერას მილანში მისი თამაშის სტილმა ვერ არგო. ვინიუსიუსი კი უბრალოდ საოცარია ბოლო ორი სეზონი, მსგავს სისწრაფეზე ტექნიკურ გარღვევებს ვერავინ ვერ აკეთებს და მხოლოდ მშრალი სტატისტიკის ყურება, რომ ხვიჩამ მისი რეკორდი გაიმეორა, მთლად მართებული ვერაა. ხვიჩა ძალიან მაგარია, მაგრამ რაცაა ისაა და ყველა ასპექტში ნომერ 1 ვერ იქნება, თქვენ რო გისმინოთ კაცმა უნაკლოა და მარტო ათრევს გუნდს. ეს ასე არაა ნამდვილად, პირიქით ძაან კარგ გუნდში მოხვდა და ძაან ეხმარებიან და ხელი ეწყობა ყველანაირად. პენალტი კიდე ვის არ გაუფუჭებია, იმავე დღეს გააფუჭა ჟირუმ და ჰოლანმა, მაგრამ უბრალოდ დაუწერელი კანონია, რომ ფლანგელები არ არიან კარგი პენალტისტები, მათ დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ და არ ასრულებენ, როგორც წესი, უნდა შეეშვას.

• სოსო

სულ ცოტა ორი კაცი და დაზღვევაზე მესამეც,მუდმივად თავზე ედგა და მიუხედავად ამისა,ლიგის რეკორდი დაამყარა წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით,ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარში და ყველაზე მეტი მწვავე პასი გააკეთა!ერთ კაცს მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა?უცხოპლანეტელი მესიც აგებს თამაშებს ,ფენომენი რონალდოც,მეფე პელეც და ფეხბურთის ღმერთი მარადონაც აგებდნენ.თუ გუნდი ხელს არ გიწყობს,ერთი კაცი,ყველაფერს ვერ გააკეთებს.ამ თამაშში მაინც,როცა თამაშს ამწვავებდა,საჯარიმოში პასის მისაღებად,ოსიმენიც კი ვერ თავისუფლდებოდა და ხვიჩას იძულებული ხდებოდა,ან ძალიან შეზღუდული სივრციდან კარისაკენ დაერტყა,ან უკან დაებრუნებინა ბურთი,მილანი 9 კაცით იდგა საჯარიმოში და ეს, რატომღაც არავის გახსენდებათ.სწორედ ეს უკიდურესობამდე შეზღუდულკი სივრცე და დრო იყო მისი არაზუსტი დარტყმნების მიზეზი.ამდენმა უშედეგო აქტიურობამ კი,ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ისე გადაღალა ხვიჩა,რომ სჯობდას მას არ დაერტყა პენალტი,თუმცა არც სხვა იყო ვინმე,ვისი იმედიც პენალტის დარტყმაში ნაპოლის შეიძლება ჰქონოდა.სხვებიც არანაკლებად იყვნენ არაქათ გამოცლილები.ხვიჩას კი არ აკლია კლასი,არამედ,თანაგუნდელებიდან ჰყავს ცოტანი,ვინც საკმაოდ მაღალი კლასისაა.არც იმას მიაქცია ყურადღება არავინ,რომ ნაპოლის გოლის ეპიზოდში,სწორე ხვიჩამ დაიწყო საგოლე შეტევა,როცა ხალხით სავსე საჯარიმოში,მისი ერთი კუთხიდან შორეულ ძელთან უზუსტესად ჩაწოდებული ბურთი,მგონი რასპადორმა კარის გასწვრივ ჩააწოდა და ოსიმენმაც თავისი გასატანი გაიტანა.საბედნიეროდ საერთაშორისო სააგენტოებმა,მართლაც პროფესიონალები რომ აფასებენ,ხვიჩა რჩეულებში შეიყვანა და ეს პენალტის გაფუჭების მიუხედავად.

• Gios

თან მიაწერე თქვენ(და თქვენნაირები) როგორი ბედნიერები ხართ მაგ დროს…

• L.J .

Subieqtur azrze rom gaamaxvile eg kargi iyo:)

• gio

ობიექტური თუ იქნებით ვერაფერი გააკეთა მილანთან და აქეთ და ადიდეთ თუ გინდა. ცარიელი დრიბლინგი შედეგი თუ არ მოყვა ვის რად უნდა. 5 10 და 20 ტურის წინ რა იყო არაფერ შუაშია, მეოდხედფინალი ჩააგდო 2ვე თამაში.

• გოგია

რუის ერთადერთი ღირსება ეგაა, რომ ჩარბენებს აკეთებს და მაგით ცოტას უმსუბუქებს ხვიჩას დატვირთვას. ოლივეირა ვერ რისკავს ეგრე ღრმად წასვლას შეტევაში ფლანგზე. არაფრით არ ველოდი მილანში შემტევი ტაქტიკის არჩევას სპალეტისგან. მეგონა ოლივეირა ითამაშებდა და არა რუი.

• rable

საინტერეს ანალიზია. ფაქტია რომ სპალეტიმ წააგო თამაში. სამი დაპირისპირება მილანთან და არცერთი გატანილი გოლი. ხვიჩაიყო ნათელი წერტილიო ითქვა არაერთგან და ესეცაა.. მარტივი ბურთი ვერ მიიღო ნდომბელემ და ის დაკარგული ბურთი იქცა გოლად და გოლისას ჟესუსი კარში იდგა ნაცვლად იმისა რომ ჟირუსთვის თავისუფლად მოქმედება შეეზღუდა და ეს ორივე ეხბურთელი უთამაშებელი იყო პრაკტიკულად და ჯოვანი სიმეონემაც უთამაშებლობის შემდგომ ერთბაშად დატვირთამ გაუმიზეზა ტრავმა სავარაუდოდ. როტაციას თითქმის არ მიმართავდა სპალეტი, მისთვის სკუდეტო იყო უპირველესი საზრუნავი იმიტომ რომ არასდროს მოუგია და კომპლექსი ქონდა.. ყველაფერი წინ აქვს ჩვენს იმედს და გულიან ადამიანს, წარმატება ხვიჩას და ყველა საქართველოს მოყვარულს.

• gega

იუვეს დაუბრუნეს 15 ქულა1

• ლევანი

რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, თავოსი აზრი გამოთქვას, ზოგი რას წერს, ზოგი რას. მთავარი ის არის, რომ ხვიჩა, ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამას. ის დღემდე თავისი შრომით მოვიდა, და დღეის მერეც ასე იქნება. დიდი მდლობა ხვიჩა, შვილო, იმისთვის რასაც აკეთებ და ხვალეც გააკეთებ. მადლობა, რომ აჩვენებ მსოფლიოს, თუ რა არის, ქართული გენი და ნიჭი. ბოლო წლებში როგორ გვაკლდა ეს. დიდება საქართველოს!

• ჯუჯი

ხვიჩა საუკეთესოა.ჯერ ერთი ტურის ნაკრებში შეიყვანეს,რომელშიც ვერც ოსიმხენი მოხვდა და ვერც ჰოლანდი.ნაპოლიდან ერთადერთი. ასევე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა :ათი წარმატებული მოქმედება 18 დრიბლინგიდან. ის პენალტი რომ გაეტანა მატჩის გმირი იქნებოდა. ძალიან შევშფოთდი პენალტის დარტყმა რომ გადაწყვიტა.

• ჩემი აზრით

ვაღიარებ რომ ხვიჩამ საქართველოში ფეხბურთის სიყვარული დააბრუნა,კარგი ადამიანია,საქართველოს სიამაყეა,მაგრამ რა ზღაპრებიც არ უნდა წეროთ სიმართლე ის არის რომ მილანთან კარგათ რომ ეთამაშა რასაც როგორც ვარსკვლავისგან მოველოდით ნაპოლი ნახევარფინალში იქნებოდა.

• Felisio

2-3 მცველი ხომ მართლა ეჯდა სულ ფეხზე და ესეთ დროს არც ჩარბენას უკეთებდა ვინმე. 2 ჯერ რაც გაუძვრა მცველებს ეგეც ძალიან მაგარი შედეგია… ზოგმა წამოაძახა მარტო ორი მომენტი შექმნაო და ეს ორი შანსი აბსოლუტურად დამოუკიდებლად რომ გააჩინა ეგ ავიწყდებათ.

• საბურთალო

ყველაფერი სწორია. ხვიჩა გლიჯავს........

• მიშა

კარგი სტატიაა. გაიხარე ავტორო

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს

კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა

"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა

[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ

კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა

სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

პიოლი შეიძლება მალე სერია A-ში დაბრუნდეს

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს

არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა