საპლეიოფო სერია გახსნეს "ოლიმპმა" და "მარგვეთმაც". ამ გუნდების მეოთხედფინალური სერია დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო და ისე დასრულდება, ამ არენას არ გასცდება. არადა, "მარგვეთს" სურვილი ჰქონდა, საშინაო მატჩები ზესტაფონში ჩაეტარებინა, თუმცა დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო ზესტაფონში სუპერლიგის მატჩების ჩატარება მომავალი სეზონისთვის გადაიდო.

სატურნირო კუთხით თუ შევხედავთ, მეოთხედფინალურ სერიებში ეს წყვილი ყველაზე არათანაბარი გახლავთ. "ოლიმპმა" რეგულარული ჩემპიონატი მოიგო, "მარგვეთმა" კი პლეი-ოფში ბოლო, მე-8 პოზიციიდან გააღწია. სერიის პირველი მატჩის საბოლოო შედეგი ამ ფაქტს ადასტურებს, თუმცა სათქმელია, რომ "ოლიმპმა" არც ისე იოლად მოიგო, როგორც შეხვედრის ანგარიშიდან ჩანს – 76:58 (სტატისტიკა).

"მარგვეთმა" მძლავრად ჩატარებული მესამე პერიოდის წყალობით თამაშში დაბრუნება მოახერხა. დავით როგავას გაწვრთნილმა "ოლიმპმა" მძლავრი პირველი ნახევარი ჩაატარა, რომლის პერიოდებიც, შესაბამისად, 18:7 და 23:16 მოიგო. დიდ შესვენებაზე თბილისური გუნდი 18 ქულით იგებდა და თითქოს საბოლოოდ უპრობლემოდ უნდა ემარჯვა, მაგრამ მოედანზე დაბრუნებულმა მარგვეთელებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს, ჩამორჩენა მალევე 6 ქულამდე შეამცირეს და როგორც იტყვიან, თამაშში დაბრუნდნენ.

მესამე პერიოდის დასკვნით წუთებზე "ოლიმპის ცენტრმა" გიორგი ტურძილაძემ და გამთამაშებელმა გივი ბაქრაძემ იყოჩაღეს, რამდენიმე ბურთი მიჯრით ჩააგდეს და ბოლო პერიოდის წინ "ოლიმპის" ლიდერობამ 9 ქულას უწია. განახლდა თამაში და ოთარ ბულიავას სამქულიანით სხვაობა ისევ 6 ქულამდე შეიკვეცა, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი, რასაც "მარგვეთმა" მიაღწია. ბაქრაძისა და ტურძილაძის მორიგი აქტიურობის ტალღის შემდეგ "ოლიმპის" ლიდერობამ 10 ქულას გადააბიჯა და თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

უძლიერესი მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა გიორგი ტურძილაძემ და წევრმა გივი ბაქრაძემ. პირველმა მათგანმა 27 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, მეორემ კი - 11 ქულა და 13 პასი. სხვათა შორის, "კავკასია"-"ბათუმის" საპლეიოფო მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრას საბერძნეთიდან ჩამოსული საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი დაესწრო. ბერძენი სპეციალისტი საქართველოში 3 დღე გაჩერდება და ორშაბათს, გამთენიისას, სამშობლოში დაბრუნდება.

პლეი-ოფის დღევანდელ თამაშებს ესწრებოდნენ სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” კატასტროფის ბრიგადის წევრები და სპეციალური დაცვის სამსახური. სუპერლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ადგილებისთვის გადამწყვეტი მატჩები, სადაც ემოციებს გადაჭარბებულად გამოხატავენ, მაქსიმალურად დაცულ გარემოში ჩაატაროს, რათა თავიდან იქნეს არიდებული მოსალოდნელი ექსცესები. მართალია, თითოეულ გუნდს ახლავს საკუთარი ექიმი, თუმცა თამაშების მსვლელობისას დარბაზში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ყოფნა საერთაშორისო სტანდარტია და სუპერლიგის პლეი-ოფში ეს პრაქტიკა დაინერგა. ფედერაციის სამედიცინო პერსონალის აქტიური ჩართულობით განხორციელდა “ევექსთან” სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, ამიერიდან პლეი-ოფის მატჩებზე მედიკოსთან დასწრება-მომსახურებასაც მოიცავს.

რაც შეეხება "ოლიმპისა" და "მარგვეთის" მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩს, ის ხვალ, 21 აპრილს, კვლავ 19:00 საათზე გაიმართება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა