ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

"ნაპოლი" შესაძლოა, იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად 2 მაისს გახდეს

"ნაპოლი" შესაძლოა, იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად 2 მაისს გახდეს

<p>ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობის გასაფორმებლად 9 ქულა ესაჭიროება. ეს მოცემულობა მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ "ლაციო" საკუთარ მოედანზე "ტორინოსთან" 0:1 დამარცხდა.</p><p>ახლა "ბიანკოჩელესტის" 61 ქულა აქვს, თუ სერია A-ს დარჩენილ 7 ტურში იმარჯვებს, მაქსიმუმ 82 ქულას მოაგროვებს.</p><p>მოგეხსენებათ, "იუვენტუსს" 15 ქულა დაუბრუნეს, რის მიხედვითაც, ახლა ტურინელებს 59 ქულა აქვთ მოგროვილი, ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგების შემთხვევაში კი 83 ქულას უწევს. (რა თქმა უნდა, ეს ვეღარ მოხდება, თუ დღეს დამარცხდებიან).</p><p>ახლა "ნაპოლიზეც" ვთქვათ... სპალეტის ბიჭები ამჟამად 75 ქულას უყრიან თავს, თუ ისინი მომდევნო 3 მატჩს "ლაციოსთან", ხოლო "ვეკია სინიორასთან" მიუწვდომლობისთვის 2 შეხვედრას მოიგებენ, ნებისმიერ შემთხვევაში კონკურენტები ვერ დაეწევიან.</p><p>ანუ, "პარტენოპეის" მაქსიმუმ 9 ქულა ესაჭიროება, რათა ნანატრი სკუდეტო მოიპოვოს. დღეს ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "იუვენტუსს" სტუმრობენ, 29 აპრილს სახლში "სალერინტანას" ეთამაშებიან, 2 მაისს კი გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდებიან და თუ ამ სამივე მატჩში იმარჯვეს, უდინეში ჩემპიონობასაც გაიფორმებენ.<br></p>

  • ეხხხ!

    იქ ის წუმპე რომ არ მდგარიყო საკმარისი იქნებოდა 3-4 ტომარა მშრალი საჩხერის სილა ეყიდათ და მატჩის წინ ჩაეყარათ!

  • გოგია

    ობიექტური შეფასებაა.

  • ჟორა

    დღეს ნაპოლიმ უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერი გუნდია და ერთი წაფორხილება ტონუსიდან ვერ აგდებს, ანუ მოტივაცია ნაპოლის დიდი აქვს. იუვე კი ნახევარფინალში გავიდა და დამაჯერებელი იქნება, რამაც მაგათ თამაშს დაღი უნდა დაასვას. მე ასე მაწყობს და ასე ვფიქრობ, თეთრს და შავს კი მოედანი გადაწყვეტს.

  • ვაჟა მასწავლებელი

    ყოცაღ, მადლობ, 100% ხართ ბატონო ჩემო!

  • Skeleton

    კიდე კაი კვარა გამოჩნდა, თორე რას გავიგებდით ამდენი მილანი და იუვეს ფანი რომ ყოფილა საქართველოში. საინტერესოა აქამდე სად იყო ეს ხალხი. თურმე კვარა უშლით ხელს საყვარელი გუნდების გულშემატკივრობაში და ვინც კვარას ვქომაგობთ, ურა პატრიოტიზმში გვადანაშაულებენ. ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან ამ სექტანტობის ფონზე. ტურინში უეჭველი იციან მათ შესახებ და დააფასებენ იმ ქართველებს, ვინც იუვენტუსის გამო კვარას შეურაცხყოფას აყენებს, ძეგლსაც დაუდგამენ ;) გუშინწინ ეროვნული ლიგის თამაშს ვუყურებდი და მეკარის წინ დიდი წუმპე იდგა, ტალახიანი წუმპე. მეკარე რომ გადახტებოდა ამ წუმპეში ვარდებოდა. ბურთიც წუმპეში ჩარადნილი გავიდა კარში. ძალიან სიმბოლურად მეჩვენა. ის წუმპე არის რეალურად ქართული ფეხბურთი, საიდანაც ხვიჩას ამოვყავართ და დიდ საფეხბურთო ქვეყნებს ჩვენსკენ ახედებს, აქაც ვცხოვრობთ ხალხი და აქაც გვიყვარს ფეხბურთიო. ამ საბრალოებს კი ისევ იმ წუმპეში დარჩენა უნდათ, ოღონ შენ არ მიაღწიო წარმატებას და ჩვენ აქ ვიჭყუმპალავებთ. აყროლებული კი არის მაგრამ კომფორტულად ვგრძნობთ თავსო! ტიპიური აქაური მდგომარეობა, შეჩვეული... ❤️

  • aburjga

    მე ხვიჩას დიდი გიულშემატკივარი ვარ. ის კი არა ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაც მიმაჩნია, მაგრამ მილანთან მისი პენალტის გაფუჭება იყო აინტრახთან გაფუჭებული პენალტის დუბლი! ასე რომ ფეხი ერთხელ კი არა 2ჯერ დაუცდა! ეს ერთი! და მეორე, როცა პენალტი ვერ გაგაგქვს და მას კარს აცილებ ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ამაზე გაცილებით საშინელი მომენტია, როცა მეკარე გაჯობებს! ამიტომ უმჯობესია ისე დაარტყა რომ აცილების შანსი არსებობდეს ანუ ძლიერად მაღალ კუთხეში, ვიდრე მეკარეს მისცე შანსი აიღოს დარტყმული!

  • Დათო

    ჯიგარიხარ, გეთანხმები...

  • Dyogene

    ძალიან ვრცელი სტატიაა და თუ ვინმე ჩაუყვება და ბოლომდე წაიკითხავს არ ინანებს. ფაქტიურად ერთი ვრცელი სტატიაა კვარასა და მის ნეაპოლურ თავგადასავალზე. ამ საქმეებს რა ვუთხარი ლიგიდან გამოვარდნის მერე სუ მინდოდა კვარაზე დაწერა ტყუილად რო დაამუნათეს გაფუჭებულ პენალტზე და აქაო და ლეაომ აჯობა არ ყოფილა ეგეთი მაგარი როგორც აქებდითო. ერთხელ დაუცდა ტიპს ფეხი და გადაუარეს, ქართველებისგან არ გამკვირვებია მე პირადად მარა აი იტალიელებისგან კი გამიკვირდა მაინც ახლო კომუნიკაციაში არიან ფეხბურთთან და უფრო განათლებული ხალხი მეგონა ფეხბურთში მარა მანდაც ბევრი ჩობანი ყოლიათ. ნეაპოლელებს ხო ხმა არ აქვთ საერთოდ ამოსაღები სუ რო ტრუსიკით ერბინა კვარას მილანთან ორივე მატჩში. ლიგის მეოთხედფინალი ისტორიაში პირველად და მარადონას შემდეგ სკუდეტოს თასი ამხელა უპირატესობით და სანახაობრივი ფეხბურთით, რას მოესწრნენ ეგ უბედურები და თურმე კვარას აკრიტიკებდნენ ეს უნახავები, გეგონება ყოველ წელს ლიგას ლიგაზე იგებდნენ. იმენა გონიათ რო კვარას გარეშეც მოიგებდნენ სკუდეტოს და ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდოდნენ თუ რატო გაბლატავდნენ ან ზოგმა ქართველებმა ესე უაზროდ რატო ლანძღეს ვერ გავიგე, რას ქვია ლეაოზე უკეთესი არ არის და მილანის დაცვამ ჯიბეში ჩაისვაო, რა სისულელეა პროსტა. მილანი რა ფეხბურთსაც თამაშობდა ეგ რო ნაპოლის ეთამაშა და კვარა ეგრე დაეტოვებინათ ერთი ერთზე როგორც ლეაოს ტოვებდნე. ორივე მატში დუბლებს დადებდა მარა ფართო სურათის დანახვა ძაან ცოტას თუ შეუძლია, მითუმეტეს ქართულ სპორტ პორტალებზე ფორუმებსა თუ ფეისბუკ ფეიჯებზე ისეთ კომენტარებს ვკითხულობდი თვალებიდან სისხლი მდიოდა) ტიპს მინიმუმ 3 კაცი ეჯდა ფეხზე და მაგის მიუხედავად მაინც თვითონვე რამდენჯერ შეიქმნა საგოლე მომენტი, სხვები ვერცერთხელ ვერ გაეხსნენ წესივრად, კედელი ვერ გაუთამაშეს წესივრად მოკლედ მთელი გუნდი წაშლილი იყო და კვარამ რაც გააკეთა ეგეთი გუნდისგან განცალკევებული ტოპ დონის დადება დღეს თითზე ჩამოსათვლელ ფეხბურთელებს შეუძლიათ მარტო. გეტყვით მაგალითად მე რა დავინახე ამ ბოლო მატჩებში და პლიუს ოსიმენის არ ყოფნის დროს რაც ითამაშა ნაპოლიმ. პირველ რიგში მაგარი არამეგობრული და ეგოისტური გუნდი ყოფილა ნაპოლი. არადა თითქოს ევროპაში ერთერთი გამორჩეულები იყვნენ სპალეტიც აქებდათ ერთმანეთს ეხმარებიან ატანინებენ ის ესო და ალბათ როგორც სხვა ყველაფერი ოსი კვარას დამსახურებით ხდებოდა მაგ გუნდში ეგ გუნდურობის ნიღაბიც ოსიმენის დამტვრევის მერე ეგრევე ჩამოეხა გუნდს, კვარას და ოსიმენს რო უყურებდნენ დანარჩენებიც ვალდებულები იყვნენ გუნდურად ეთამაშათ, დარჩა მარტო კვარა და პას არ აძლევდნენ ტიპები, ყველა თავისთვის უბრახუნებდა კარში და მაგრადაც აიჭრნენ ბოლო შეხვედრებში, თორე გუნდურობა რო არ დაეკარგათ ცვეტში შეჭამდნე. მილანს და გადაუვლიდნენ. ამიტომ თავიაანთ არასპორტულ საქციელებს დააბრალონ რაც დაემართათ და კვარას თავი დაანებონ ეხლა პენალტს რაც შეეხება, რო გაეტანა ნუ კაი იქნებოდა შანსი გაუჩნდებოდათ შემოტრიალების მარა მგონია ინტერს ვეღარ მოუგებდნენ. ყოველშემთხვევაში ჩემი აზრით ძაან სწორი ქნა კვარამ თავის თავზე რო აიღო ეგ პენალტი და კარიერულად ეგ გაცუდებული პენალტი უფრო დაეხმარება ვიდრე გატანილი. რო გაეტანა აქამდე რაც ხდებოდა ისევ იგივე პრესა ექნებოდა იგივენაირად შეაქებდნენ იგივენაირად დასველდებოდა სპორტული ჟურნალები კვარაზე და მოკლედ ახალი არაფერი მოხდებოდა მის თავს. ხოდა არის მომენტები როცა საჭიროა გვერდიდანაც შეხედო რაღაცეებს, რითიც ვსწავლობთ ადამიანები, ამიტომ მგონია რო კვარასთვის კარგი მოხდა მაგ პენალტის გაფუჭებით, ადრე თუ გვიანიბეგეთი მომენტი დაუდგებოდა კარიერაში და რაც უფრო მალე მით უკეთესი. მაგ გაცუდებული პენალტის წყალობით პირველივე სეზონში კარიერის ახალი ეჩივმენტი ახალი სკილი გახსნა კვარამ, მსოფლიო დონეზე როცა ასპარეზობ სულ კარგს ვერ ნახავ საკუთარ თავზე კრიტიკაც გამოიმუშავა პლიუს ლოგაზე გაცუდებულ პენალტებს რამხელა ფსიქოლოგიური ზეწოლის მოტანა შეუძლია ეგეც გამოიმუშავა უკვე. თუ ვერ დაძლევს ეგეთ პრობლემებს და მომატების ნაცვლად მოუკლებს, ჩვენც ნაადრევად დავეშვებით მიწაზე და რაც მალე მით ნაკლებად მტკივნეული იქნება დამარცხება, მარა მაგ პენალტის აღების დროსაც გამოჩნდა რამხელა გამბედაობა აქვს და კაკრას მაგ ჟილკის დამსახურებით ითამაშებს უმაღლეს ფეხბურთს, ეგ მეოთხედფინალები მოსატანი არ იქნება და შეიძლება ფინალებში მოუწიოს პენალტების შესრულება აი მანდ დაეხმარება ეს გაფუჭებული პენალტები. ისე კი მე საერთოდ მგონია რო ყველამ უარი თქვა ნაპოლიდან მაგ პენალტის დარტყმაზე და თავისი ნებით დაუთმეს კვარას, სხვამ ვერ გაბედა კვარას გარდა მაგ პენალტის დარტყმა მუხლები აუკანკალდათ. და ბოლოს, მეორე ტაიმში უყურეთ რა მოხდა? სიგიჟე იყო) მთელი სეზონი რო სპალეტი ცდილობდა კვარა ზედმეტად არ დაეტვირთა ბოლომდე არ ათამაშებდა ნაკლებად გადაქონდათ ბურთი კვარას ფლანგზე და გგონია რო მაგარია კვარა მარა გუნდია კარგი და კვარაც მაგიტომ თამაშობსო კარგადო, რას ლაპარაკობ აბა კიი. არსაიდან გამოჩენილი კაპიკებში ნაყიდი რუსული ლიგიდან წამოყვანილი ფეხბურთელი პირველივე სეზონში, ნაპოლის ლიდერი იყო მთელ მეორე ტაიმში, იყო კი არა გახადეს. გაიხედ გამოიხედეს და რო ვერავინ ვერ დაინახეს კვარაზე მნიშვნელოვანი მიხვდნე. ვინც იყო და რაც შეეძლო, მთელი მეორე ტაიმი მილანთან კვარას გავლით მიდიოდა გუნდი შეტევაში, რაც აქამდე პასები არ მიუციათ ყველა მაშინ მისცეს, მთელი ნაპოლი კვარას ეძებდა შეტევაში და აქეთ ვერაფრით ეხმარებოდნენ. იმენა ამაყი ვუყურებდი ვხედავდი ამხელა გუნდი ერთ ქართველ კაპიკებში მიყვანილ ბიჭუნაზე როგორ იყო ჩამოკიდებული. ვისაც გონია რო რამეს ვაზედმეტებ ჩართოს მეორე ტაიმი მილანთან და იმ სისულელის ლაპარაკს თავი დაანებეთ ბიჭო ლეაო ჯობდაო, რა უაზროდ აკრიტიკებთ და აკნინებთ, კიდე კაი ხედავენ მართლა რა იყო კვარა იმ თამაშში და რა შესაბამისი შეფასებებიც დაუწერეს. კვარას რო ეგეთი დალაგებული გუნდი ყოლოდა დაცვაში როგორც მილანმა ითამაშა ეგ და ოსიმენი კონტრებზე გააპარტახებდნენ მილანს მარა სამწუხაროდ როგორც უკვე ვთქვი ძაან ცუდ მომენტში მოენგრათ გუნდურობა და კეთილები და კი შეეწირათ ისტორიული შანსი გასულიყვნენ ნახევარფინალში თორე კვარამ კი თავისი საქმე გააკეტა მშვენივრად და თითზე უკბინონ ჰეითერებმა აქაო და ჯიბეში ჩაისვა მილანის დაცვამო პ.ს. ვინისიუსის გაპიარებულ "მარიორუი რა" რა გუნდშია 4 წელია ვუყურებ და დოღის ცხენია ტიპი, ერთი 5ჯერ უკეთესია კვარა ვინიზე პერსპექტივაში თუ ეხლა უკვე არარის მაინც, ალბათ არამგონია რეალმა გაიწიოს ზაფხულში კვარაზე მარა რო რამე და რეალში გადავიდეს ეჭვი არ შეგეპაროთ ვინიციუს კონკურენციას ვერ გაუწევს ან რეალში ვერ გაქაჩავსო ვინც ამბობს, დარწმუნებული ვარ უდიდესი იმფაქტის მოტანა შეუძლია გუნდში კვარას, გაქაჩავს კი არა ყველაფერს ააწიოკებს. ნეაპოლში რო არ უნდა გაჩერდეს ეგ ხო ფაქტია, აღარ მიაწვეთ იქ დარჩესო, მაგ სოფელ გუნდას რამხელა ამბიციები გაუჩინათ კვარამ, წამოვა და წლები ისევ იმ საბანძეთში იქნება ეგ გუნდი თავისი ვითომ ტოპ სპეციალისტი სპალეტით, ტიპმა სპალეტი კარგ მცველად გააცნო მსოფლიოს რავი ისე ზღუდავს) მოკლედ კვარა უეჭველი ითამაშებს მსოფლიო დონის ფეხბურთს, ძლიერი გუნდი (რეალი, ბაიერნი, სიტი) და ჰეითერებმა მერე ლეაოს კი არა სხვა სივრცის ცხენებსაც შეადარეთ არ დაგავიწყდეთ, ჯიბეში ჩაუსვამს თურმე მილანის დაცვას :დდ

  • მურთო

    ძაან მაგარი და დაძაბული თამაში იქნება დღეს. იუვე კარგ ხასიათზე იქნება, ქუკები. დაუბრუნეს და ევროპა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდნენ. სამწუხაროდ ნაპოლი გამოვარდა ლიგიდან და ეს ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმაა. ამ მხრივ უპირატესობა ექნენა იუვეს, ხასიათზე მოვიდნენ და კარგ ფორმაში არიან. კარგ ბრძოლას ველოდები და ხვიჩას გოლსაც. დარწმუნებული ვარ უფრო ძლიერი დაბრუნდება!

  • Charley

    კვარას რომ ზოგი ნეაპოლელი უნახავმა რანახა ფანები და ლამის მთელი ნიგერია რომ ამუნათებს ეს მართლაც სოფლელები. ნაპოლი რო ჩემპიონი ხდება და ლიგის მეოთხედფინალამდე გააღწია ნეტავ ვისი დამსახურებაა ლუზერი მარიო რუის? პოლიტანო ელმასის თუ ერთფეროვანი საშუალო გაქანების სპალეტის? ერთი პენალი ააცილა და ტიპს შედგენ ეს არასწორები. მილანთან მეორე ტაიმში უყურეთ რა მოხდა? სიგიჟე იყო, მთელი სეზონი რო სპალეტი ცდილობდა კვარა ზედმეტად არ დაეტვირთა ბოლომდე არ ათამაშებდა ნაკლებად გადაქონდათ ბურთი კვარას ფლანგზე და გგონია რო მაგარია კვარა მარა გუნდია კარგი და კვარაც მაგიტომ თამაშობსო კარგადო, რას ლაპარაკობ აბა კიი. არსაიდან გამოჩენილი კაპიკებში ნაყიდი რუსული ლიგიდან წამოყვანილი ფეხბურთელი პირველივე სეზონში, ნაპოლის ლიდერი იყო მთელ მეორე ტაიმში, იყო კი არა გახადეს. გაიხედ გამოიხედეს და რო ვერავინ ვერ დაინახეს კვარაზე მნიშვნელოვანი მიხვდნენ ვინ იყო ლიდერი. ვინც იყო და რაც შეეძლო, მთელი მეორე ტაიმი მილანთან კვარას გავლით მიდიოდა გუნდი შეტევაში, რაც აქამდე პასები არ მიუციათ ყველა მაშინ მისცეს, მთელი ნაპოლი კვარას ეძებდა შეტევაში და აქეთ ვერაფრით ეხმარებოდნენ. იმენა ამაყი ვუყურებდი ვხედავდი ამხელა გუნდი ერთ ქართველ კაპიკებში მიყვანილ ბიჭუნაზე როგორ იყო ჩამოკიდებული.

  • HK

    რათქმაუნდა კარფი იყო ლიგის ფინალში გასვლა მაგრამ იტალიის ჩემპიონობა თან ნაპოლისთვის ძალიან მაგარია და ძალიან კარგი სეზონია ამ გუნდისთვის და დღეს თუ მოიგეს ძალიან მალე იქნება ზეიმი ლიგა წარსულია უკვე თან ერთი ხელის მოსმით ყველაფრის მოგება ასე არ ხდება ასე რომ იტალიის ჩემპიონობა ამ გუნდით ასე კარგი სეზონი და კვარას ასეთი კარგი პირველი სეზონი ძალიან სასიხარულოა და ამ მხრივ ვიფიქროთ ვუქომაგოთ ხვიჩას და მასთან ერთან გავიზიაროთ სიხარული :)

  • მამუკა

    ნაპოლი ვერ მოუგებს დღეს იუვეს, უკეთეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია იუვენტუსი

  • კოლა

    როგორ გეზარებათ აზრის გამოტანა ტექსტის შინაარსიდან. მთავარია, აკრიტიკოთ კომენტარებში. :)

  • მოცლილი

    როგორ დამწყდა გული ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას რომ გამოეთიშა,როგორ მინდოდა რომ ფინალში ისტამბულში გადამწყვეტი გოლი ხვიჩას გაეტანა. მომავლში მაინც იქნება ეგ.

  • მდააა...

    თქვენი მათემატიკის მასწავლებელი რა ვთქვი მე აჰა?! უახლოესი ორი თამაშიც რომ მოიგოს (აქედან ერთი ხომ იუვესთან გამოდის) და მომდევნო ტურში ლაციომ გასვლა ვერ მოიგოს ინტერთან (რისი ალბათობაც დიდია) მაშინ უკვე 30 აპრილს, ლაციო - ინტერის თამაშის შემდეგ, გამოცხადდება ნაპოლი ჩემპიონად. ფანტაზიები და თეორიები თუ გაინტერესებთ ეს არის.

  • ეეე

    დღეს თუ მოიგო ნაპოლიმ, იუვე 83-ს როჰორღაა დააგროვებს?

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა