სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა.

დებიუტი თანაბარი იყო. კვარაცხელიას მიერ შორიდან თავით დარტყმული ბურთი მეკარე შესნიმ მოიგერია, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, ხვიჩა დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, რამდენჯერმე მეტოქეს აართვა ბურთი. სახიფათო იყო მასპინძელთა კონტრიერიში, როდესაც რაბიოს გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. „კვარას“ ყურადღებით მეურვეობდა გატი, სახეში შეგნებულად უკნიდან ხელი ჩაარტყა, თუმცა, საბედნიეროდ, თამაშის გაგრძელება შეძლო. 39-ე წუთზე ხვიჩამ მახვილი კუთხიდან საჯარიმოდან კარში დაარტყა და ბურთი შესნიმ მოიგერია.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კვარაცხელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა. ნეაპოლელები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ უხიფათოდ უტევდნენ და მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანოსა და ნდომბელეს ნაცვლად მოედანზე ზელინსკი და ელმასი შეუშვა, თამაში გაამწვავა. ოსიმენმა ორჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. სწრაფი კონტრშეტევისას დი მარიამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ იქამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. სპალეტიმ ხვიჩა 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. ტურინელები უკვე უფრო აქტიურები იყვნენ, კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან ჩაწოდების მომენტში ბურთი პირით ხაზს იქით გავიდა, ხოლო კომპენსირებულ დროში რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ნაპოლი“ 78 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს და 29 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“

იუვენტუსი - ნაპოლი 0:1

გოლი: რასპადორი (90+3)

დ
2-იანი რომ ჰქონოდა დადებული, ხვიჩას სახეში რომ მოარტყეს, უეჭველი წითელი უნდა მიეცა და პასუხსაც არ მოსთხოვდა არავინ.
ქომაგი
რეალურად იუვეს ორივე გოლი გასაუქმებელი იყო!
გუჯი
ძაან მაგარია ნაპოლი წელს მაგრამ საერთო ჯამში გრანდებთან შედარებით მაინც პროვინციული გუნდია. ინგლისში არ წასვლა რო ურჩიო ეს იგივეა შუქურაში თამაში ჯობია დინამო თბილისში ან ბათუმში წასვლასო.
dgds
klaviaturis virtxa

იუვეს 15 ნომერს ნაპოლის გასვლაზე ედო ნახევარფინალში მილანთან
ნიკო
არ იყო ხ..ი და ხვიჩა უფრო ლაღი იყო,ცენტრშიც შედიოდა,კუთხურებსაც აწვდიდა,დაცვას საკაიფოდ დაეხმარა,კვადრადო ახოხიალა,დრიბლინგებიც კარგი ჰქონდა,თავის თავზეც კარგად აიღო თამაში,მოკლედ მხოლოდ გოლი დააკლდა....ისე რა მაგარია საუკეთესო იყო ორივე გუნდში და ჩვენ გოლებს ვითხოვთ,თან ვისთან იუვესთან...ჩააქრეთ ფარები...მგელი ხარ ხვიჩინიო მგელი....შენ კიდე მხოლოდ მხ უის უბალეშეკე ტროლო
Charley
ვულოცავ ნაპოლის ჩემპიონობას უკვე მომდევნო ტურშივე შეუძლიათ აღმართონ სკუდეტო, საკმარისია ლაციომ ვერ მოიგოს ინტერთან და ნაპოლიმ მოუგოს სალერნიტანას. ხვიჩამ ნორმალურად ითამაშა, იშვიათად მიდიოდა დრიბლინგზე მთელი თამაში მილანთან განსხვავებით და აშკარად ეს სპალეტის დავალება იყო. ზოგადად მთელმა გუნდმა ნორმალურად ითამაშა ნდომბელეს გარდა და მას აუცილებლად დააბრუნებენ ტოტენჰემში. ელმასი კარგად შემოვიდა ცვლილებაზე. ახლა გუნდი დამშვიდდება ფიზიკურადაც მეტად დაისვენებენ გუნდი უკვე მალე იღლება ამხელა მარათონის ფონზე. ხვიჩასაც უკვე ძაან ეტყობა რომ ფიზიკაში ვეღარ ძლებს 65 წუთის მერე ნელდება სერიოზულად. ცოტა გაუგრძელდა ჩვენ ბიჭს უგოლო/უასისტო სერია მაგრამ არაუშავს წინ კიდე 7 შეხვედრაა და დიდი ალბათობით იქ ამოყრის. ისე ვინც ამბობთ რომ ინგლისში წავიდესო ხვიჩა უყურებთ ინგლისის ჩემპიონატს? ცხენივით უნდა ირბინო მთელი სეზონი. ამ ფიზიკით ხვიჩა ვერ გაუძლებს იმ დატვირთებს თან ტრამვის რისკს უფრო ზრდის ესეთი დატვირთვებიჩემპიონატი, ლიგა პლიუს 2 თუ სამი შიდა თასის მატჩები ამიტომ ესპანეთი გერმანია ან დარჩეს იტლიაში. კარგ ადგილასაა თან იმედია მწვრთნელი რაიმე "კონტრ ილეთს" მოიფიქრებს მომდევნო სეზონიდან ხვიჩას ამ 2-3 კაციანი მეურვეების გასანეიტრალებლად და მეტი თავისუფლება გამოუჩინოს გუნდმაც ტო თორე ხვიჩა ცოდვაა ამ "გალიებში". აგერ მთელი თამაში კვარაზე მიბმული კვადრადო კვარას გასვლის შემდეგ ერთხელ წავიდა წინ მთელი სისწრაფით და კონტრზე მის მოთავისუფლებულ სივრცეში ჩააჭედა გამარჯვების რასპადორიმაც. ჩათვალეთ შემდეგ თამაშებში ყველა ეცდება თავად გაიტანოს გოლი ანუ ეგოისტური მომენტები კიდევ უფრო გაიზრდება რაც დღეს ლოზანომ და ნდომბელემაც დაადასტურეს ხვიჩას სრული იგნორით.
Juve
მსაჯს უეჭველი ნაპოლის ორიანი ქონდა
მოდრიჩს
ჯიგარი ხარ ლუკა!!!
არტ
იმ უმძიმესი მატჩის შემდეგ, ყოჩაღ კვარას - კარგად ითამაშა ყველაფრის გათვალისწინებით. ბოლოში ცოტა გაუმართლა ნაპოლის.და კიდევ კარგი, რადგან გუნდი აშკარად გადაღლილია და ეს სამი ქულა ძალიან საჭირო იყო. ყველაზე გადაღლილი კი იდეაში კვარა უნდა იყოს , რადგან სხვა ფეხბურთელებისაგან განსხვავებით მას არ დაუსვენია სეზონის დაწყებამდე . წარმატებები კვარას
გულშემატკივარი
ყველაფერი კარგადაა მეგობარო!!! მალე მივულოცავთ ხვიჩას სკუდეტოს მოგებას!!!
ეეე
ვითომ რატომ? 17 ქულით უცწრებს ლაციოს და რიღასი ეშინიათ? ეგღა მაკლია უსახურ ინტერს ვუბალეშიკო, ეგეც მეყოფა მილანთან ნაპოლის რო ვუბალეშიკე.
მოდრიჩ
ხვიჩამ ძააალიან დიდი გამოცდილება შეიძინა და ნაპოლის აღზევებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.შემდეგი სეზონიდან უფრო მოუმატებს და კრიტიკოსებს ენას გადააყლაპებს!!
Zviads
კარგია რომ ცენტრში შესვლების და კუთხურების ჩაწოდების ნება მისცეს... 2 გოლს ველი კიდევ ხვიჩასგან ბოლო ტურებში.. "2 გოლი მინდა ხვედელიძე, 2 გოლი.."))
Zviads
კარგი თამაში იყო, ყოჩაღ ნაპოლის, არ მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდნენ, მენტალურადაც და ფიზიკურადაც კარგად ყოფილან მომზადებულები..ეეხ, მილანთან მსაჯი(ები) რომ არა...
ჯონი
კარგია ხვიჩა რომ არ გატყდა.. ყოჩაღ კარგი მატჩი ქონა ბრავო ხვიჩა , ჩვენი დიდი იმედი ხარ!!! ხვიჩა და ნაპოლი უკვე ჩემპინები არიან!

ახლა დროა ყველამ ინტერს ვუქომაგოთ ლაციოსთან :დ
Zviads
გოლი ხომ არ გაუტანია, მაგრამ მაინც რამხელა გავლენა აქვს თამაშზე, ესე იგი კუადრადო ხომ სულ დასდევდა მთელი თამაში და წინ არ მიდიოდა, როგორც კი ხვიჩა გავიდა გაქანდა წინ, ჩარჩა (ჩემი აზრით დაღალა ხვიჩამ, თან საშიშროებას აღარ ელოდა) და ხვიჩას მაგივრად შემოსულმა რასპადორიმ გაიტანა გოლი..

ამ თამაშზე ვინც კვარას გააკრიტიკებს, ფეხბურთი არმესმის. რამდენი გადამწყვეტი თამაში მოაგებინა კვარამ ნაპოლის, ისინი რომ არა, ახლა ამ დონეზე კი არ იქნეოდნენ. უდიდესი წვლილი აქვს კვარას ამ სკუდეტოს მოგებაში, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, ძალიან ახლოს არიან და ერთი სული მაქვს დადგეს ეგ მომენტი. ვერ ვიჯერებ კიდე, სულ მგონია არსენალივით გაანიავებენ ქულებს
მიშა
ანუ, გამოვიდა ასე, რომ ნაპოლიმ 29 აპრილს თუ მოუგო ნეაპოლში სალერნიტანას და ლაციომ 30 აპრილს მილანში ვერ მოუგო ინტერს, ხვიჩა ამ თვეშივე გახდება იტალიის ჩემპიონი. ❤️
იღბალო
შემდეგ ტურში თუ ინტერმა მოიგო, ნაპოლი ოფიციალურად სკუდეტოს იხუტებს :-)
რაბუ
ესე იგი ნაპოლიმ სალენიტანას რომ მოუგოს მომდევნო ტურში (81ქულა) და ლაციომ მინიმუმ ფრე რომ ითამაშოს ინტერთან (62 ქულა) ნაპოლი 6 ტურით ადრე ხდება ჩემპიონი.
სანდრო
ეხლა დროა რუის მაგივრად სხვა დამნაშავე გამოვნახოთ.
gulshematkivari0703
ჩვენი გულების გამხარებელს,ხვიჩას ვულოცავ ამ მოგებას და უკვე პრაქტიკულად ჩემპიონობას! ეს მოგება მართლა მნიშვნელოვანი იყო...
გიო
ძალიან მაგარი თამაში იყო! ყველას გილოცავთ!
dro
სად ხართ დაქირავებულო შაპიტოებო ( !! )
გულშემატკივარი
გილოცავთ ჩვენი ხვიჩას გულშემატკივრებს!!! კმაყოფილი ვარ თამაშით!!! ლოზანოს პასი უნდა მიეცა კვარასთვის,მარტო იყო მეკარესთან დარჩენილი!!!
ლაშა
მადლობა ნერვიულობისთვის......
გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე