ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

ერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

ხვიჩა კვარაცხელიას ჯარიმიდან გატანილმა გოლმა ძალიან გაგვახარა. "ნაპოლის" კარგი სეზონი არ აქვს, ეს გავლენას ჩვენებურის თამაშზეც ახდენს, მაგრამ "კვარა" კვლავ გამორჩეულია და მის წინააღმდეგ დიდი "მობილიზებაა". გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და შეგვიძლია, ის მოვლენა, რაც შარშან მოხდა, ახლებურად გავიაზროთ, ამავდროულად კი დღევანდელობასთან პარალელელბი გავავლოთ...

"ნაპოლის" ჩემპიონობის ამბავი საკმაოდ დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილი იყო, "იუვენტუსთან" (1:0) გამარჯვებამ კი ყველაფერ ამას საბოლოო და უფრო სოლიდური სახე მისცა.

ნეაპოლური კლუბი ბოლო დროს საკუთარ თავს არ ჰგავდა, "მილანთან" მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო, გუნდის რეაქცია რა იქნებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ერთიანად მოგვარდა, მაგრამ მთავარია, რომ ჟინი ჩანდა. ვნახეთ იმავე შინაარსის შეცდომებიც, ცოტა გამართლება, მსაჯის მიერ კეთილი თვალით შემოხედვაც, რაც უკანასკნელ ხანს პირიქით იყო და გამარჯვებაც, რის შემდეგაც ზეიმი დაიწყო...

სპალეტის სირთულე

დარჩენილი 7 ტური განსხვავებული იქნება. სპალეტის უკვე ძალიან გაუჭირდება, საკუთარი შეგირდების გამარჯვებულის ემოციები მართოს. დიდი რბოლის შემდეგ, ახლა შედეგებით ტკბობის დროა. ეგოისტურ ქმედებებს რომ აღვნიშნავთ ხოლმე, ახლა ის მოიმატებს. მთავარი მწვრთნელი შანსს სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცემს.

"იუვენტუსის" არჩათვლილი გოლისას ნეაპოლელთა კართან ისეთი რამ მოხდა, რაც "მილანთან" არაერთხელ ვნახეთ - მასიური იერიშების შემდეგ მოწინააღმდეგის სახიფათო კონტრშეტევა. რა კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, ლუჩანომ საჩემპიონო გუნდი მაშინ შექმნა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. გამოცდილმა სპეციალისტმა საკუთარ შეცდომებზე იმით ისწავლა, კონკურენტებთან მაქსიმალურად დიდი დისტანცია ჰქონდა და ამან ტრადიციული სენის, მეორე ნაწილის სუსტად ჩატარების დაბალანსება მოახერხა. ამის გამო დასკვნით ფაზაში გუნდი ცოტათი გადაღლილი ჩანს, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია.

ხვიჩა თუ ვიქტორი?

ამასობაში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავია გასარკვევი. თვეების წინ, როცა "ნაპოლი" სერია "ა"-ს შთამბეჭდავი ლიდერი იყო, დავწერეთ, რომ კიმ მინ ჯეს თუ სტანისლავ ლობოტკას დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემპიონატის საუკეთესოს ბედი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის უნდა გადაწყვეტილიყო. ამ თემაზე მსჯელობა მოგვიანებითაც შეიძლება, მაშინ კი უპირატესობა ქართველის მხარეს გადავხარეთ. "კვარა" იტალიაში პირველ სეზონს ატარებს, ამის მიუხედავად კი, როგორც შედეგებით (12 გოლი, 10 შედეგიანი პასი) გამოირჩევა, ასევე მისი ფაქტორი გუნდის წარმატებაში დიდია - იერიშებში მონაწილეობა, მასზე გაზრდილი ყურადღება, დაცვით ფუნქციებში აქტიური თამაში... ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე 21 გოლია. ასეთ დროს მარაგის გაზრდას პენალტის ნიშნულიდან ცდილობენ, რაც ნიგერიელის შემთხვევაში არ ყოფილა. დასაფასებელია ის, რომ "ცხრიანის" მიერ მოპოვებული, დამუშავებული და გატანილი ბურთების დიდი ნაწილი მისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის და საოცარი ბრძოლინარიანობის შედეგი იყო. ყველაზე დახვეწილი და დამუშავებული პასები ვიქტორმა ხვიჩასგან მიიღო. თუკი სეზონის წინ წერდნენ, რომ ოსიმენის პრობლემა სტაბილური "ასისტები" იყო, რითაც ის შედეგიანობას გაზრდიდა, ყველაფერი ასეც მოხდა. გარდა ამისა, ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელები ერთმანეთს ზონებს კარგად უთავისუფლებენ და ამით სარგებლობენ. კარგია, რომ ისინი მეგობრობენ და ეგოისტური გამოვლინებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

ყველაფერი, რაც ზემოთ ვახსენეთ, ბოლო დროს არ გვხვდება. "ნაპოლის" ლიდერებიც ცოტათი ფორმიდან ამოვარდნილი და გადაღლილები ჩანან. მათ დიდი უპირატესობა შექმნეს და ყველაფერი ადრევე გადაწყვიტეს. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო დიდი ბედნიერებაა, თუმცა ჩემპიონების შედარება ხდება და ნეაპოლელები უნდა ეცადონ, დარჩენილი დრო აღმაფრენით ჩაატარონ. "იუვენტუსის" ორივე შეხვედრაში (საერთო ანგარიშით 6:1) დამარცხება, მათი ახლა 19 ქულით ჩამოტოვება ამისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია, ტურინული კლუბი ხომ განსაკუთრებული მეტოქეა, რომელმაც სკუდეტოსკენ გზა მათ ბევრჯერ გადაუკეტა. "მილანთან" უშუალო დაპირისპირებები ჩავარდა, მაგრამ პირველ წრეში მათ "სან სიროზე" (2:1) გაიმარჯვეს. სხვა კი "ინტერის" მასპინძლობა რჩება, რომელთანაც თითქოს უშანსოდ წააგეს.

კვარაცხელიას თამაში

ხვიჩა კვარაცხელიამ ფართო გულშემატკივრების ყურადღება, პირველ რიგში, დრიბლინგების საოცარი უნარითა და მუდმივად თამაშის გამწვავების ფიქრით მიიქცია. დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართველი გარემარბის მიმართ ყოველდღიურად დაცვის ახალ ზღუდეებს იფიქრებენ, მასზე გაათმაგებული ყურადღებაა. ამის მიუხედავად, ხვიჩა ხიფათის შექმნას მუდმივად ახერხებს, ძველებურად სწრაფია და ნებისმიერ წამს აფეთქება შეუძლია; ამავდროულად, ფიზიკურად უფრო გაძლიერდა და "იუვენტუსთან" კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაც მეორე წრეში უფრო ნაკლებად გვინახავს - "კვარას" შესანიშნავი ართმევები აქვს. მართალია, ტურინელები ჯარიმას ითხოვდნენ, თუმცა ქართველი დამაჯერებელი იყო. თავისი თამაშით, რომლის გამოც მას "კვარადონა" უწოდეს, ხვიჩამ თავად განსაზღვრა, მისი შეფასება მაღალი კატეგორიებიდან მოხდეს. შესაბამისად, ბოლო დროის მშრალი სერიის შემდეგ იტალიურ მედიაში კრიტიკის ზრდაც ბუნებრივია.

"ლეაო" - ასე ყვიროდნენ "იუვენტუსის" საშინაო არენაზე, როცა კვარაცხელია მათ ტრიბუნასთან ახლოს იყო. ეს შედარებაა იმასთან, ვინც ამ ტურნირზე გასულ წელს საუკეთესო იყო; იმასთან, ვისთანაც ცოტა ხნის წინ დამარცხდი და გულშემატკივრების მხრიდან ეს ჯანსაღად უნდა აღვიქვათ. ჩვენებურის თამაშმა თავად უზრუნველყო, რომ მის მიმართ ასეთი შედარებები არსებობდეს. ეს ხვიჩას არჩევანია. გვინახავს, როცა მესის სათანადო შეხვედრა არ გამოუვიდა, მის გასაღიზიანებლად მოწინააღმდგე გულშემატკივრები რონალდოს გვარს სკანდირებდნენ.

კვარაცხელიამ პირველივე სეზონში საოცრება შეძლო, თუმცა მისი მილიონობით გულშემატკივარი ელის, მისგან კიდევ უფრო მეტი ნახონ; ამდენი ფეხბურთელის მეურვეობის მიუხედავად, შთამბეჭდავი დრიბლინგები გოლით დაასრულოს. ეს ტექნიკური მაჩვენებლები იშვიათია. ხვიჩას უკვე ამ კატეგორიით აფასებენ და განიხილავენ. რთულია, "კვარადონობა", ძალიან რთული!..

აგვისტოდან მოყოლებული, ბევრ ასპექტში უკეთეს 77-ე ნომერს ვნახულობთ, თუმცა მან ეს პროგრესი არ უნდა შეწყვიტოს. კვარაცხელია ლიდერის თვისებებითაცაა დაჯილდოებული. დავუშვათ მოცემულობა, რომ ის მომავალ წელსაც ნეაპოლში ითამაშებს, ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე კი ძალიან ბევრს წერენ. ამ რეალობაში მას კიდევ უფრო მეტი დასჭირდება და მომავალში მასზე კიდევ უფრო მეტი იქნება დამოკიდებული!..

• რეალობა

Video - ნაპოლის იტალიელი გულშემატკივარი ხვიჩას აღმერთებს და აურელიოს ლანძღავს. ჩართეთ Captions - Auto Translate https://www.youtube.com/live/s3ySK7gLOLo?si=e_JVF0iqo413zJwE

• ზურა

რა კარგი კომენტარებია, კაცო. ეს გაყიდეთო, ის იყიდეთო. ქარვასლაა თუ ფეხბურთი?

• Beqa

ერთმა კაცმა ამდენი კომენტარი რატო უნდა დატოვო არადა ფეხბურტის აზრე არ ხარ

• გოგი

თავიდან კარში გადასარევად ურტყამდა, გატანილი გოლები ამის დასტურია,ბოლო თამაშებში კი რატომღაც ეს თვისება დაკარგა, ან აცილებს ან კარში თუ წავიდა ძალიან სუსტი დარტყმაა,პენალტები კი საერთოდ ცალკე თემაა,მხოლოდ 1 პენალტი იყო კარგი მარჯვენა მაღალ კუთხეში დანარჩენი კი...ამ მიმართულებით ჩელეს რჩევები ცუდი არ იქნებოდა, რუბინშიც იყო მსგავსი პრობლემები,იმედია მალე ისევ ძველ კვარას ვიხილავთ !

• სოსო

მილანთან,უბრალოდ არაობიექტური მსაჯობა იყო.აქ კი,სწორედაც იუვესადმი კეთილგანწყობა გამოჩნდა და არა ჩასაფრება.ალბათ მაინც მასპინძლის მიმართ ტრადიციული კეთილგანწყობის ფარგლებში ჩაითვლება,თუმცა არავითარ შემთხვევაში,ნაპოლისა მიმართ კეთილგანწყობა არ ყოფილა.შეიძლება ითქვას,რომ ნაპოლის მხარეს ვარმა ობიექტურად განსაჯა,იუვენტუსი კი,კრიტიკულ მომენტში,დაინდო.

• Charley

ხვიჩას მთავარ აქილევსის ქუსლად რჩება "საფინიშო" დარტყმა, რაც ბევრი ვარჯიშით უნდა გააუმჯობესოს კვარამ. გული ჩაგწყდება რაღაც მომენტში ისეთი რთულ სიტუაციებიდან უსხლტება ორ პერსონალურ მეურვეს და ხელსაყრელი პოზიციიდან ან კარს აცილებს ან მცველები უბლოკავენ. მთავარია კვარამ მაქსიმალურად ბევრი ვარჯიშით გააუმჯობესოს ეს კომპონენტი და მისი გოლების პირადი სტატისტიკაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ხვიჩა კი ის ბიჭია რომელსაც შრომა არ ეზარება, მენტორის რჩევებს ყოველთვის გულმოდგინეთ ასრულებს და შედეგიც არ დაახანებს. კვარას სხვა სქილები კი თითქმის სრულყოფილია მთავარია ეს დაყენებული " მკვლელი" დარტყმაც შემატოს მის ისედაც მრავალფეროვან არსენალს და სრულიად გამანადგურებელი იქნება.

• თბილისელი

ეს შემადგენლობა მაგის უფლებას არ მისცემს. დღესაც ყველა სატრანსფერო ფანჯრისათვის ცდილობენ ფასი აიწიონ, თუინდაც ხვიჩას დამცირებით.

• მოცლილი

ეს ქუდი მომწონს ძალიან :-):-) თან რა ლირიული მონოლოგი აწერია( რატომ მტოვებ ყოველთვის კვირა დღეს მარტო,რომ ფეხბურთის საყურებლად წახვიდე),ერთი ასეთი ქუდი მინდა მე.

• ქ. გ.

ანტონიო კასანო: "გატი იმსახურებს 5 თამაშით დისკვალიფიკაციას".

• რობი

კარგი ანაალიზია! ხვიჩა უნდა დარჩეს. მან უნდა მოირგოს მთავარი ლიდერს მანტია! ვიქტორა, ზელინსკი, რუი და ლოსანო გასაყიდია, ჩემი აზრიტ მათ აგდილას მოსაყვანია მიქაუტაძე, კოლო მუანი, ზიეში და ოლმო

• ამატაკი

ოსიმენი ალბათ გასაყიდია, ამაზე უკეთესი მომენტი აღარ იქნება. შეიძლება ლოსანო, ზელინსკის გაყიდვაც. შენაძენებს რაც შეეხება ოზის ადგილას მაგარი იქნებოდა კოლო მუანი(60 მლნ აფასებს აინტრახტი) . შეიძლება გამოიყენო ცენტრფორვარდის პოზიციაზე და მარჯვნიდანაც. ასევე მარჯვენა შემტევზე ზიეჩი, ზელინსკის ადგილზე ბერარდი სასუოლოდან. ყველა ჯამში ამჟამად ერთი ოსიმენის ფასია. ლობოტკა - ანგისასაც დაჭირდება ადექვატური შემცვლელების დამატება. ამ სახით ნაპოლი ნებისმიერი გრანდისთის სერიოზული საფრთხე იქნებოდა.

• გოგა

არავარ მე ექსპერტი, მაგრამ მგონია, რო სპალეტისგან მეტს ვერაფელს ისწავლის და ნაპოლშიც ამოწურა თავისი თავი, უფრო მაღალი დონის გუნდი ჭირდება, სადაც მარტო ხვიჩას და ოსიმენს არ კეტავენ, ეს ორი დაიკეტება და ნაპოლო დაბალი დონის გუნდი ხდება ყველასთან

• ქართველი

ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა, სპაკეტის მიზერული წვლილი მიუძღვის სკუდეტოში. სპალეტი რა მწრვთნელიც არი მილანთან სამ თამაში გამოჩნდა. სამივე თამაში ერთიდაიგივე სტილით, არანაირი სიახლეები და მაგიტომაც აუწია ყური სპიოლიმ

• მწვრთნელი

ნდომბელეზე უკეთესი მოთამაშეები არიან დიეგო დემმე, ჯანლუკა გაეტანო, ალესსიო ზერბინსაც არა უშავს, ელმასზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ არ ათამაშებს სპალეტი ამ ხალხს ძირითადში მეორეხარისხოვან შეხვედრაშიც კი! აგერ 7 თამაშია დარჩენილი და ვნახოთ როგორი შემადგენლობით ათამაშებს სპალეტი ნაპოლის შახრუდინ!

• გიორგი

მგონია რო ხვიჩა სპალეტის ხელში მეტად ვერ განვითარდება, ნუ იმ დონეზე მაინც რო რომელიმე გრანდში პირდაპირ ძირითადის მოთამაშედ წაიყვანონ. მგონია რო მწვრთნელიც და გარემოცვაც უნდა შეიცვალოს, ან სპალეტიმ ტაქტიკურად უნდა გამოიყენოს მისი სქილები, მარტო მარცხენა ფლანგზე უბრალოდ დალოდება და მერე დაცვაში ჩამორბენა ეს უკვე ყველამ გაიგო და ადვილად კეტავენ, აღარ აძლევენ საშუალებას რო ითამაშოს თავისუფალ სივცეში, დროა როხვიჩა დარჩეს ოსიმენთან ახლოს აწეული და დაცვაში არ ირბინოს.ლეაოს რო ადარებენ სად უნდახავთ ასე აქტიურად მორბენალი დაცვაში.

• სოსოს

ყველაფერში გეთანხმებით, უბრალოდ ჩასაფრებული არბიტრები, როგორებიც თუნდაც "მილანთან" იყვნენ, პირველ გოლს არ გააუქმებდნენ, 50/50-ზე იყო მაინც. რომ ჩათვლილიყო ლეაომ რომ ლოსანო წააქცია, იმაზე დიდი უსამართლობა არ იქნებოდა

• Suxumchanin

კარგი ანალიზია, სათადარიგო სკამი უნდა გაზარდოს ნაპოლიმ

• სოსო

კარგი სტატიაა და ღვთისავარ ანთაძის სტატიების, უცხოური მედიასაშუალებების მიერ გადაბეჭდვა,უკვე არ გამიკვირდება.ვფიქრობ,საიტის სხვა ჟურნალისტებმაც საკუთარი სტატიების წერა რომ დაიწყონ,ზოგიერთი ოდიოზური უცხოელი ჟურნალისტის გადმობეჭდვას,უკეთესი იქნება.ღვთისავარმა გაბედა და კარგად გამოუვიდა.თქვენც სცადეთ ბიჭებო!არა მგონია, ზოგიერთი უცხოელი ჟურნალისტის სულელურ სტატიებზე უარესად დაწეროთ.თუ არ გამოგივათ და ისევ იმას გააგრძელებთ,რასაც ადრე აკეთებდით. რაც შეეხება ამ სტატიას,ავტორს მსაჯის კეთილგანწყობაში ვერ დავეთანხმები.ხვიჩას თავში რომ შემოჰკრა გატიმ,თამაშის გაჩერების შემდეგ მაინც არ უნდა შეემოწმებინათ,წითელ ბარათზე?ყვითელი მაინც ხომ ულაპარაკო იყო.არ ჩათვლილი გოლის ეპიზოდშიც,ჯერ ერთი ნეაპოლელი წააქციეს,მერე მეორე,უფრო აშკარად მოცელეს და მსაჯმა მაინც არ შეაჩერა თამაში.იქ,ერთმა ყოფილმა იუვენტუსის ფეხბურთელმა კი თქვა,უკანიდან ჯერ ფეხს რომ ეხები და მერე ბურთს,ამ დროს ჯარიმა არ ინიშნებაო,მაგრამ მანდ ხომ უბრალოდ შეხება კი არა,სწორედაც დარტყმა იყო.ბურთი,ნეაპოლელის ფეხიდან,სულ ცოტა 20 სანტიმეტრით წინ იყო და იუვეს მცველის ფეხმა,მთელი ეს მანძილი,ნეაპოლელის ფეხთან ერთად გააქნია.ჯარიმა სხვა რაღაა?მსაჯმა კი,აქაც,ისევე როგორც ხვიჩას ეპიზოდში,მომენტი გაატარა და თამაში არც კი შეაჩერა.კეთილგანწყობილი მსაჯი,არარსებულს გაძლევს,ეს მსაჯი კი,არსებულს გართმევს.

• შახრუდინი

იცი გეთაბხმები მაგრამ სეზონი არის ძალიან გრძელი და დამღლელი…ნდომბელეს ქონდა მაგარი თამაშებიც და გოლებიც…ნებისნიერ შემთხვევაში საჭიროა ზამრნაზე…სალარენტინა და ეგეთ გუნდებთაბ ძირითადი ბირთვი რომ დაასვენოს…

• კახაბერი

სწორი ანალიზია, დავამატებ;ხვიჩა ფიზიკურად,მენტალურად კიდევ უფრო განმტკიცდება (ტექნიკური არსენალი ბუნებრივად აქვს),რასაც მაღალი დონის ჩემპიონატები განაპირობებს- იქ სტიმული-კონკურენცია,რაც აიძულებს ნებისმიერ სპორტსმენს საკუთარ თავზე მეტად და მუდმივ იმუშაოს. ფაქტია-იტალიურმა კატენაჩომ ხვიჩას მაინც მოუძებნა მიდგომა; 1-კონკრეტული მეურვის დასწრებაზე თამაში, მაგრამ თუ მაინც მიიღო ბურთი- მიღებისთანავე მე-2 მცველი სწრაფად უნდა გაჩნდეს და სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდონ,ამიტომ ხდება იძულებული ხშირი პასი გააკეთოს,მით ინდივიდუალურ თამაშს ვერ აჩვენებს,ე.ი.რაც შეუძლია-ვერ აჩვენებს,როგორც სეზონის დასაწყისში... მასაც ვხედავთ, ხვიჩა მუშაობს ალბათ მწვრთნელთან ერთად, დაცვაში მისი ხშირი ჩასვლა შემთხვევითი არ არის,ბურთის ართმევა და სიღმეებიდან ცდილობს მის თამაშს-დრიბლინგებს,მაგრამ აქაც სწრადად 2-3 ფეხბურთელი (ნახევარფაცვის-1 მოთამაშეც ემატება)და ფაქტიურად,,ალყაში,, აქცევენ,მით... ასეთ შემთხვევაში ალბათ გაცილებით მეტი მოძრაობები უნდა დაიწყოს უბურთოდ,მუდმივ გახსნისათვის ფლანგიდან -ცენტრში,მეურვის თავგზა აბნევისათვის,+ გოლის გატანაზე მეტად ორიენტირება და ნაკლებად ასისტისათვის (არც კუთხური ჩაწოდება, ჯარიმებით თავზე აღებაა საჭირო), რონალდო-ც იგივეს აკეთებდა ანალოგიურ ვითარებაში,თამაშში ფლანგებსაც ხშირად იცვლიდა, რაც დიდ ფიზიკურ მონაცემებ- მომზადებას მოითხოვს,და რისთვის მაგრად წაადგა ინგლისში გადასვლა,+ ჯარიმებით დარტყმაზე მუშაობდა (რაც შეეხება მესის-არავინ იცის იტალიაში- კატენაჩოს ,,გარემოში,,ან ინგლისში იგივე იქნებოდა,თუ არა,რაც ესპანეთი,საფრანგეთში) ასევე ხვიჩას-ალბათ კედელის გათამაშების დამუშავებაც დაჭირდება-ნახევარდაცვიდან-აც, ზოგადად,თუ ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს,კიდევ 2 შემოქმედი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს,ე.ი.ხვიჩასდაგვარი, გაუადვილდება- სივრცეები შეექმნება, თან 3-ვეს... ე.ი.მცველების ყურადღება მათზეც რომ გადავა, + ოსიმებს თუ ვერ შეინარჩუნებს, მისდაგვარი სტილის მოთამაშე გამტანი უნდა აიყვანოს, თან სასურველია 2 და.. ხვიჩა იტალიის საუკეთესო მოთამაშე წელს, თუ არა,მომავალ წელს გახდება, ცოტა კიდევ მეტი ფიზიკა, ტაქტიკური მომზადება, ხშირად საკუთარ თავზე თამაშის აღება და მეტად გოლებზე ორიენტირება და არა ასისტზე და- ,,ოქროს ბურთიც,, იქნება!

• კახა

კი ძმაო ეგრეა რა.გეთანხმები.კვარასთან ყველა ეგოისტობს. კვარა კი ყოველთვის ცდილობს პასი მისცეს,როცა ვინმე კარგ მდგომარეობაშია

• ლევანი

შენ გენაცვალე, მაგარო ქართველო. მადლობა, რომ ამდენი ცრემლი მადინე, სიამაყისგან. ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული გენი და ნიჭი, და ეს ჯერ დასაწყისია. დიდება საქართველოს!

• ჟორა გაბრიჭიძე

რა თქმა უნდა სპალეტის ხელში ხვიჩა სხვაგვარად ათამაშდა და დიდ ფეხბურთელს დაცვის ფუნქციების შესრულებაც უნდა შეეძლოს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ თავის საჯარიმოში ებრძოდეს მოწინააღმდეგის თავდამსხმელებს. იყო მომენტი, ოსიმენმა ზედ შტანგასთან გააუვნებელყო საგოლე მომენტი, რაც მწვრთნელის შეცდომად მიმაჩნია, აქამდე ოსიმენი და კვარა არ უნდა ჩადიოდნონ, რადგან ამ დროს მოწინააღმდეგე 10 ფეხბურთელით გიტევს და შენგან მოგერიებული ყველა ბურთი მას უვარდება ფეხებში. წარმოიდგინეთ უტევს მოწინააღმდეგე გუნდი ნაპოლის და ამ დროს ხვიჩა და ოსიმენი მოედნის ცენტრს უკან აღარ იხევენ, იქ ტრიალებენ, რომელი გუნდი გაბედავს და მათთან 3-4 ფეხბურთელს არ დატოვებს? ამასთანავე, მათ მოგერიებული ბურთის მიღების შანსი აქვთ და ეს უკვე საგოლე მომენტია. ანუ წინა ვარიანტის დროს 10 ნეაპოლელს 10 მოწინააღმდეგე უტევს და მოგერიებული ბურთების მიღების ალბათობა ნაპოლის მხრიდან ნოლის ტოლია, თუ ხვიჩა-ოსიმენი მოედნის ცენტრში ტრიალებენ მაშინ მათ 3-4 მცველი მეურვეობა და 8 ნეაპოლელს 6-7 მოწინააღმდეგე უტევს, ამასთანავე მოგერიებული ბურთის აღების ალბათობაც ნახევარი-ნახევარზეა. სწორედ ეს თეორია მინდა მივიდეს სპალეტის ყურამდე და პრაქტიკულად განახორციელოს, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ნაპოლის კარის დაცვას და ერთი-ათად ზრდის კონტრშეტევის შანსს.

• გულშემატკივარი

შვილივით მიყვარს ეს ბიჭი, წრამატებები და უფლის მფარველობა!!!

• მწვრთნელი

იუვენტუსთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნდომბელე და ლოსანო თამაშითაც და მოთამაშის მენტალიტეტით არ შეესადაგება ნაპოლის! ორთავემ ჩააგდო თამაში (ასევე როგორც მილანთან ლიგაზე) და მე მგონი სპალეტი აღარ გაიმეორებს ერთი და იგივეს! 14-ჯერ დაკარგა ბურთი ნდომბელემ იუვენტუსთან ეს როცა ნაპოლი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უტევდა და როდესაც ხვიჩა გახსნილი იყო ერთმაც და მეორემაც არ გაუკეთა საგოლე გადაცემა, თორემ ანგარიში უფრო ადრე შეიცვლებოდა! შემოვიდა ელმასი და რასპადორი თამაშიც შეიცვალა თავდასხმაში! რასპადორის კარგი ალღო აქვს მილანთანაც და იუვენტუსთან გამოჩნდა როგორ უცბად ნახულობს თავისუფალ ადგილებს და რა თქმა უნდა გოლიც გაიტანა ხვიჩას პოზიციიდან, როცა ყველამ მიატოვა მარცხენა ფლანგი ხვიჩას გასვლის შემდეგ, თორემ მანამდე მინიმუმ 2-3 კაცი მარცხნივ იყო გადართული ხვიჩას მეურვეობით! შუა ხაზიში და თავდამსხმაში ორი კვალიფიციური მოთამაშე და ისევ ის ნაპოლი დაგვიბრუნდება!

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ