"კავკასიისა" და "ბათუმის" მეოთხედფინალურმა დაპირისპირებამ აჭარაში გადაინაცვლა, სადაც დღეს სერიის მე-3 მატჩი გაიმართა. მოგეხსენებათ, სერიის საწყის მატჩებში მეტოქეებმა მოგება-წაგება გაიყვეს და მორიგ დაპირისპირებას თანაბარი ანგარიშით (1:1) შეხვდნენ.

ბათუმელებმა თბილისში მოპოვებული გამარჯვებით მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სერიის მომდევნო, შინ გასამართ მატჩებს თუ მოიგებდნენ, აჭარლები ნახევარფინალში გავიდოდნენ. არ გამოვიდა. მომდევნო შეხვედრაშივე "კავკასიამ" მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმში დამაჯერებლად ითამაშა, მძლავრი და ტაქტიკურად დალაგებული შეხვედრა ჩაატარა და ისე გაიმარჯვა, სანერვიულო თითქმის არ ჰქონია.

კავკასიელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა, რომელსაც მატჩის მსვლელობისას პერიოდულად ზრდიდნენ. მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით წააგეს, თუმცა ამას პლეი-ოფში მნიშვნელობა არ აქვს. წაგება წაგებაა და სხვაობა რამდენიც გინდა იყოს, სერიის მაინც ერთ ქულად ფასობს. "კავკასიამ" საბოლოოდ 82:72 გაიმარჯვა.

კაკვასიელთა გამარჯვების ძირითადი მიზეზი გუნდური თამაშია. გუნდის ყველა წევრმა, რომლებსაც სათამაშო დრო მიეცათ, მაქსიმუმი გაიღო. არცთუ დიდი ანგარიშის კვალობაზე, 5-მა მოთამაშემ 10-ქულიანი ზღვარი დაძლია, რომელთა შორის, ყველაზე მეტი, 17 ქულა, ილია ლონდარიძემ მიითვალა. 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა აიზია ელისმა, ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ბათუმელთაგან 25 ქულით ჯორდან სეშენი გამოირჩა. გიორგი ოჩხიკიძემ შეხვედრა 15 ქულითა და 4-4 მოხსნა-პასით დაასრულა.

სერიის მომდევნო მატჩს ისევ ბათუმი უმასპინძლებს. შეხვედრა 25 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა