სუპერლიგას ახალი წევრი ჰყავს. გორის "ივერიონმა" სუპერლიგის საკვალიფიკაციო, ეგრეთ წოდებული გადასასვლელი სერია "ტიტებს" მოუგო და უმაღლეს ლიგაში მისი ადგილი დაიკავა. ისე გამოვიდა, რომ ამ სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 2 სხვადასხვა რეგიონის ახალი გუნდი ჰყავს, რომლებმაც სუპერლიგაში თბილისის გუნდები ჩაანაცვლეს. რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული ვერა “ა” ლიგის გამარჯვებულმა "ორბმა" ჩაანაცვლა, ხოლო "ორბთან" ფინალში დამარცხებულმა "ივერიონმა" საკვალიფიკაციო სერია "ტიტებს" 3:1 მოუგო და სუპერლიგაში მისი ადგილი დაიკავა.

შიდა ქართლის გუნდმა სუპერლიგამდე გრძელი გზა გაიარა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და “ა” ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ ძალები გამონახა, სუპერლიგის გუნდს შებრძოლებოდა. ისიც სათქმელია, რომ "ტიტებმა" "ივერიონთან" სათამაშოდ ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა სერია კი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მომდევნო 3 შეხვედრა დათმო და სუპერლიგაში გატარებული 5 სეზონის შემდეგ უმაღლესი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ "ტიტები" გახლდათ ერთადერთი გუნდი, რომელიც სუპერლიგაში არა “ა” ლიგის მოგებით, არამედ საკვალიფიკაციო ეტაპში გამარჯვებით გადავიდა. 2017-18 წლების სეზონში ხტიტებმა" “ა” ლიგის ფინალი "თსუ-ჰიუნდაისთან" დათმო, თუმცა გადასასვლელ საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის გუნდს, ზესტაფონის "მარგვეთს" (ყოფილ "სოხუმს") აჯობა და მას შემდეგ უმაღლესში ასპარეზობდა.

გორში დღეს გამართულ საკვალიფიკაციო სერიის მე-4 მატჩს რამდენიმე ინციდენტი ახლდა. თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 6 წუთი რჩებოდა, როცა მოედანზე კონფლიქტი მოხდა და სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეები მსაჯებმა თამაშიდან გააძევეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ასევე კონფლიქტი მოხდა "ტიტებისა" და "ივერიონის" გუნდის წევრებს შორის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, საბოლოო ანგარიში დაფიქსირებულიყო – 92:66 (სტატისტიკა).

თუ რა სახის ჯარიმებსა და სანქციებს მიიღებენ კონფლიქტში მონაწილე მეტოქე გუნდების წევრები, ამას სადისციპლინო კომიტეტი მას მერე გადაწყვეტს, რაც მატჩის განხილვა მოხდება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა