ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი ვენესუელას.

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია

B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო

C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია

D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა

E ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია

G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია

H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს, E და F ჯგუფებს იაპონია, ხოლო G და H ჯგუფებს – ინდონეზია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო რომლებიც ჯგუფურ ბარიერს ვერ დასძლევენ, ბრძოლას მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

აბდულაი-ს
ევროპაზე არავიტარი ჩავარდნა არ ყოფილა. ჯგუფიდან გასვლა ვერ შესძლე, რადგან რეიტინგით მაღლა მდგომმა გუნდებმა გადაასწრეს. ანუ, ყველაფერი ობიექტურად დასრულდა. მით უმეტეს, გუნდის მთავარი ძალა, თოკო შენგელია არ თამაშობდა, ხოლო ტრავმირებული ბითაძე შესაძლებლობის ნახევარსაც ვერ აჩვენებდა. მწვრთნელმა ისტორიული შედეგი დადო და გუნდი მსოფლიოზე გაიყვანა. ეს უკვე უდიდესი მიღწევა და წარმატებაა. გასაგებია, მეტი გვინდა, მაგრამ სურვილები საკუთარ და სხვის შესაძლებლობებს უნდა შეუსაბამო. მწვრთნელი საუკეთესო და საქართველოს ნაკრებისთვის იდეალურია. შედეგი სახეზეა.
ლაშა
ეგ პრობლემები რომ არის, დიდი დაკვირვება არ სჭირდება. გუნდმა სწორედ მაგ ნაკლით მაქსიმუმს მიაღწია და ეგ უკვე ძალზე დასაფასებელია, განსაკუტრებით მთავარ მწვრთნელს უნდა ვუმადლოდეთ. რაც შეეხება თქვენს მიერ ბოლოს ჩამოთვლილ კალათბურთელებს, მათი უმეტესობა ნაკრების დონის ვერ არის და არც პერსპექტივა გააჩნიათ.
ზურა
უეთესები ვინ გყავს, იქნებ ჩამოთვალო.
დათო-ს
უკაცრავად, მაგრამ ახლოსაც არ ხართ რეალურ შეფასებებთან. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზეც ძალზე ზედაპირული ხედვა გაქვთ. სხვა თემებზე ხომ საერთოდ.
კოტე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პროგრამა მაქსიმუმს, დასახულ გეგმას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას უკვე მიაღწია, რაც ისტორიული შედეგია. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში ლომის წილი მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს აქვს. თუ ვინმეს რაიმე პერსპექტივა აქვს, ყველას სანსს აძლევს და ათამაშებს. რა თქმა უნდა, მოკლე სკამი პრობლემაა, მაგრამ, რაც არის, ეგ არის. გუნდში 3 ქულიანების მსროლელის დეფიციტია, არც არავინ ჩანს. თუ ჩემპიონატისთვის ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაში იქნება, კაბო-ვერდეს, და ძალიან ძლიერი ვენესუელის დამარცხების შესაძლებლობა არსებობს.
გოგა-ს
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 10 დღეა საქართველოშია და პლეი-ოფის მატჩებს ესწრება. მას ჰყავს თანაშემწეები, ვინც ინფორმაციას მუდმივად აწვდის. ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და იმ რესურსით, რაც გააჩნია, სუპერ საუკეთესო შედეგს მიაღწია. ნაკრები ევროპის საუკეთესო 12 გუნდში მოხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. ანუ, პროგრამა მაქსიმუმი მიღწეულია. რაც შეეხება მაკფადენს. მისი შემცვლელის მონახვა ძალზე რთულია, რადგან უფრო მაღალი დონის მოთამაშეს, რომელიც ევროპაშია და სხვა ქვეყნის ნაკრებში არ ირიცხება, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში თამაში დიდად არ ხიბლავს. სამქულიანების შესრულებას ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვერავის ასწავლი, ეგ შეუძლებელია. მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთულია, მაგრამ შანსი მაინც არსებობს. სლოვენია უკონკურენტოა, ვენესუელა რეიტინგით ბევრად მაღლა, 20 საფეხურით წინ არის.
გოგა
მწვრთნელი უნდა შეიცვალოს და მოიყვანონ ისეთი, აქ გატარებს დიდ დროს დაესწრება შიდა ჩემპიონატის თამაშებს, დარწმუნებული ვარ აწყობს კარგ გუნდს,მაკფადენიც არა უკვე გამოსაძახებელი, ვერ ესვრის ძველებურად, სამიანების გარეშე ვერავის ვერ მოვუგებთ.
დათო
თემურიმ ძალიან კარგი ჩამონათვალი მოგვცა იმ მოთამაშეების, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ნაკრების გაძლიერება. ყოველშემთხვევაში მარტო პირსახოცის ქნევით არ დაკმაყოფილდებიან. ჰოდა მე კიდევ 2 კაცს დავამატებდი: ოთარ ბულიავას, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად ირჯება შიდა ჩემპიონატში და ვილი ისიანს. მართალია ეს უკანასკნელი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს, მაგრამ სამიანების სროლა ეხერხება და თამაშს არ გააფუჭებდა. ყოველშემთხვევაში სატესტო თამაშებში მაინც უნდა გამოვცადოთ. ალექსანდრე ფევაძე რომ უნდა იყოს ეს ერთნიშნველოვანია. მაკფადენს რაც შეეხება დაგვიბერდა და ძალიან არასტაბილური გახდა. მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან მასზე და მთავარ მწვრთნელზე გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ამ უსაქმური, მუქთამჭამელი ფედერაციის ხელში, მეტი არაა ჩემი მტერი რაიმე ცვლილებები მოხდეს.
გია პაპა
სანიკიძე და მარკოიშვილი რომ დავაბრუნოთ ნაკრებში? არ გამოვა ვითომ ეგ ამბავი? ბარე ორს აჯობებს.
ნოდო
არავინ არ შეცვლის მწვრთნელს წარმატების შემდეგ ფინალური ეტაპის წინ არაა იმდენი დრო ახალმა რამე ქნას კაცი ამდენი წელია აქ არის ისტორიაში პირველად ასეტი შედეგი დადო და ახალმა იბლატაოს? სადაა ეგრე ოფიციალური მატჩი არ გვექნება და ახალმა როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ნაკრები? მარტო გაცნობას მოუნდება 1-2 წელი მითუმეტეს უცხოელი აბა ქართველი მე არ მახსენდება ვის ექნება შანსი და ნებისმიერი უცხოელი წარუმატებლობისტვისაა განწირული სულ რო პოპოვიჩი და კერი ჩამოვიდეს იმდენად ცოტა დრო და არცერტი ოფიციალური თამასი არ გვექნება და ამხანაგურით ვერაფერს მიხვდება

სულ თავის საფირმო პირსახოცით სცემს
დინამოელი
ცინცო არ დამიტოვოთ, ცინცო. ამ "შედევრის" გარეშე ვერ წარმომიდგენია ნაკრები
Joko
ვფიქრობ ვენესუელასთან და კაბო ვერდესდან შანსი გვაქვს სერიოზული. H ჯგუფში საფრანგეთთან და კანადასთან უშანსოდ ვიქნებოდით. აქ კი შეგვიძლია მეორე ადგილზე ფიქრი რაც სავსებით რეალურია. მთავარია ტრამვებმა არ შეგვიქმნას პრობლემა. მაინც მჯერა რომ მეორე ადგილზე გავალთ. თან თოკოსთვის და გიოსთვის პირველი და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი არის და მაქსიმუმს გაიღებენ. ასევე მამუ და ბითა დიდი ძალაა ჩვენთვის. საქართველოოო წიინ!
ბს
ეს არ არის ჩემპიონატზე სამარცხვინოდ გასული ნაკრების მაქსიმუმი
ირაკლის
შენ მგონი იმისიც გრცხვენია რომ ქართველი ხარ, თუ ხარ კიდე საკითხავია
ჰა ჰა
....და გადააფურთხებს
დავიდუსი
რატომ არის ყოველთვის ვიღაცას უნდა,ხალხს პატარა სიხარული ჩაუშხამოს,აქ ხომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ნამდვილი ერთ უჯრედისი,სხვანაირად ყურადღებას ვერ იქცევს.
!!-ს
ლიგა ენდესას ინსტაგრამ გვერდზე კვარამაც დაუჭირა მხარი შერმოს!!!
თემურ
მადლობა ჯერ იმისთვის, რომ გამართული ქართულით წერ და მერე კიდევ მადლობა ასეთი კომპეტენტური კომენტარისა და ინფორმაციისთვის. მწვრთნელის პრობლემაზე გვესაუბრე ბარემ და არც მესამე მადლობას დაგზარდები :)
ირაკლი
ამ ნაკრების მაქსიმუმი იყო მსოფლიო ჩემპინარტზე სამარცხვინოდ გასვლა
თემური
1.ვენესუელა შეკრული გუნდია, კარგად ისვრიან და მაღალ ტემპში თამაშობენ - მისი მინუსია მაღლების ნაკლებობა, ყველაზე მაღალი 206 სმ-ს არის.ყველა მოთამაშე ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს. ჯგუფი სუსტი ჰყავდა - არგენტინის გარდა პარაგვაი და პანამა, მაგრამ არსებითია, რომ მათ არგენტინას მოუგეს ბუენოს-აირესში 13 ქულით. 2. კაბო ვერდე ჩემთვის უცნობია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩი მოუგო ნიგერიას. რუსტერიდან ყველაზე ცნობილია რეალის ცენტრი ტავარესი (220 სმ), კიდევ 3-4 კაცი ესპანეთის სხვადასხვა ლიგაში თამაშობს. და მე-3 და ყველაზე მთავარი - უშუალოდ ჩვენი ნაკრები! ცენტრების და მძიმე ფორვარდების ხაზით ურიგოდ არ გამოვიყურებით, მაგრამ პრობლებემია პირველ, მეორე და მესამე ნომრებზე - გამთამაშებელი პრაქტიკულად არ გვყავს (ცინცაძე დაბერდა, ხოლო რატი ამ ფუნქციას ჯერ ვერ ასრულებს), მეორე ნომერზე მაკფადენმა ასაკთან ერთად აშკარად უკლო და თავის საფორმო სამიანებს ძალიან დაბალი პროცენტით ისვრის (მათ შორის მურსიაშიც), სანაძე კი ძალიან არასტაბილურია. მსუბუქი ფორვარდი გუნდში ნომინალურადაც არ გაგვაჩნია. ჩემი მოკრძალებული აზრით საჭიროა დარჩენილ დროში ფედერაციამ დაგეგმოს რაც შეიძლება მეტი სპარინგი და სინჯებზე მოიწვიოს ახალი მოთამაშეები, კერძოდ ლუკა ბულაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ავალიანი (სევანი ტაიგერსი), დათო ქაქუშაძე (როკჰერსტი 69), ცოტნე ცარციძე (ჩრდ.დაკოტა), ნიკა მეცხვარიაშვილი (მონრო უორჰოქს), რომლებმაც შესაძლოა აჯობონ კიდევაც ამჟამინდელი ნაკრების 3-4 წევრს. ჩემპიონატზე წარმატების შანსი მეტად მოკრძალებულია, მაგრამ ამავე დროს წამყვანი მოთამაშეების ასაკის გათვალისწინებით (თოკო და გიო) საჭიროა პერსპექტივაზეც ფიქრი!
აბდულაი
ევროპაზე რაც დაგვემართა კარგად ვიცით,მწვრთნელი თუ არ შეცვალეს ევროპა მონაგონი იქნება. თოკოს შერმადინი ბითაძე და მამუს რომ ვერ გააერთიანებს მწვრთნელი და გადანაწილებს ამ ოთხ მოთამაშეს ოპტიმიზმი გაქრება. და კიდო 3 ნომერი არ გვყავს.2ნომერი არ გვყავს და მაკფადენი უპროგნოზო მოთამაშეა. მწვრთნელი გვინდა რომ გუნდი გააერთიანოს და არა დაშალოს როგორც ევროპაზე. კარგი შანსი გვაქვს გასვლის და არ უნდა დავკარგოთ
გიორგიპირველი
ისლანდიას რო გადაევლო, ეხლა ეგ იქნებოდა ჩვენ მაგივრად მანდ :-)

გიორგი შერმადინს დავუჭიროთ მხარი, თორემ ბოსნიელბი გვჯობიან, მუსა შარშანაც გახადეს გამარჯვებული და წელსაც გვჯობნიან,იაქტიურეთ!!!!!!!
ggg-s
ბურჯანაძე არა ჯინჭარაძე.დდდდდდდდ
პედრო
დაღეჭავს ლონდარიძე დონჩიჩს.,
შაკო
ვენესუელამ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი არგენტინა ჩატოვა შესარჩევში :) რო იცოდე
ეეე
კაით რა ხალხო ოპტიმიზსაც საზღვარი აქ, ისლანდია რომ გადაგივლის რისი იმედი უნდა გვქონდეს.
გოგი
დიდი შანსი აქვთ. BLM ასპოსორებს.
999
ხო დონჩიჩს ბურჯანაძე გააჩერებს. დაეშვით მიწაზე
G.LA
ვენესუელა ნამდვილად სუსუტია და კაბო ვერდეს მგონი ყავთ ვიღაც ერთი ორი NBA-ში თუ სწორად მახსოვს. გასვლისთვის ბრძოლა შეიძლება.
ენძო
ვენესუელას კარგი გუნდი ჰყავს.მეორე ადგილის ბედიც მასთან ბრძოლაში გადაწყდება.კარგია რომ პირველ ტურში შედარებით სუსტ მეტოქეს ვხვდებით.მასთან გამარჯვება დებიუტანტი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მაგარია.დარწმუნებული ვარ,როგორც ევროპის ჩემპიონატი გახდა ჩვენთვის შინაური ასევე მსოფლიოც გახდება.ჩვენ მცირერიცხოვანი,მაგრამ დიდი პოტენციის ერი ვართ.წარმატება ბიჭებს!
აბდულაი
ჩვენი მწვრთნელი თუ სწორად გამოიყენებს მამუკელაშვილს და ბითაძე სლოვენიასთან გვაქვს შანსი.აქ ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს
მშვენიერი წილისყრა
სუპერ კომფორტულ ჯგუფში მოვხვდით. პირველი ადგილითაც შეიძლება გასვლა
ნოდო
უკეთესი ფარერები და მალტა იქნებოდა რომ იყვნენ გამარრთლებაც ასე უნდა თუ ორი გადის და არა მხოლოდ 1
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89