გიორგი დევდარიანის გუნდმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და სადებიუტო შეხვედრაში მექსიკის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა
დღეს, 26 ივლისს ბელფასტში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი - "Milk Cup"- ის გათამაშება, სადაც საქართველოს 19-წლამდელთა ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.

გიორგი დევდარიანის გუნდმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და სადებიუტო შეხვედრაში, სტადიონ "რიადაზე" მექსიკის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 25-ე წუთზე ალექსანდრე რეხვიაშვილმა გახსნა ზუსტი საჯარიმო დარტყმით. ტაიმიც სწორედ ასე დასრულდა - 1:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მატჩის მეორე ნახევრის 65-ე წუთზე, იმავე რეხვიაშვილმა მეორედ აიღო მექსიკელთა კარი და ანგარიში უფრო დამაჯერებელი გახადა - 2:0. მატჩის დამატებულ წუთებზე კი, მექსიკელებმა მაინც შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა, მეტი ვეღარაფერი გააკეთეს და დევდარიანის ფეხბურთელებმა ტურნირზე პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს - 2:1.

დღის სხვა შეხვედრებში, ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა - აშშ-ს გუნდმა 2:0 სძლია ისრაელის ნაკრებს. ირლანდიელებმა კი, ფრე - 1:1 ითამაშეს დანიელებთან.

ქართველი 19-წლამდელები მომდევნო შეხვედრას 27 ივლისს, მასპინძელთა გუნდთან გამართავს და სატურნირო თვალსაზრისით, ეს მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

მატჩების დაწყებამდე, ტურნირის საზეიმო გახსნა გაიმართა და დიდი მსვლელობა-აღლუმი მოეწყო ქალაქის ქუჩებში. აღსანიშნავია, რომ ტურნირს წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა