ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა" მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1

გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

• papai

აქ ჩემპიონობაზე არავინ ვდაობთ, ეგ უკვე დიდი ხანია გარანტირებული იყო.. უბრალოდ კვარას 1:1-ზე უნდა შეეგდო და საჩემპიონო გოლით ნაპოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებოდა. ეგეთ კლასნი ფეხბურთელს მეტი მოეთხოვება

• კოლა

ყვითელი, ანგისას რომ ჰქონდა მილანთან, იმისთანა უნდა, მაგრამ სპაოლეტიმ არ შეცვალა. სალერნიტანასთან თამაში მალე მთავრდებოდა და არ იყო იმდენად დიდი რისკი ოლივერასთვის, წითელის მიღებისა.

• გია

ჩემპიონობა არსად წავა დარწმუნებული ვარ, უდინეზესთან მატჩში ვიზეიმებთ მას. უბრალოდ თვალში საცემია ის რო ნაპოლი საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნის იმდენს რასაც ადრე აკეთებდა შედეგებიც არ არის ისეთი როგორიც იყო. აქ სხვა და სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგრამ, ფაქტია ბოლო პასის პრობლემა აშკარაა. ამ საკითხს ხვიჩა აგვარებდა. ხვიჩა კი ბოლო რამდენიმე თამაშია ამ კუთხით მოისუსტებს, უკვე რამდენი ხანია მისი საგოლე გადაცემა არ გვინახავს და არც გოლი. იმედია ეს ნავსი გატყდება უდინეზესთან, წარმატებები ხვიჩას.

• გია

ჩემპიონობა არსად წავა დარწმუნებული ვარ, უდინეზესთან მატჩში ვიზეიმებთ მას. უბრალოდ თვალში საცემია ის რო ნაპოლი საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნის იმდენს რასაც ადრე აკეთებდა შედეგებიც არ არის ისეთი როგორიც იყო. აქ სხვა და სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგრამ, ფაქტია ბოლო პასის პრობლემა აშკარაა. ამ საკითხს ხვიჩა აგვარებდა. ხვიჩა კი ბოლო რამდენიმე თამაშია ამ კუთხით მოისუსტებს, უკვე რამდენი ხანია მისი საგოლე გადაცემა არ გვინახავს და არც გოლი. იმედია ეს ნავსი გატყდება უდინეზესთან, წარმატებები ხვიჩას.

• papai

რა შუაშია ტაში, ყვითელი ქონდა და კინაღამ მეორეც მიიღო.. დარჩებოდა მარცხენა მცველის გარეშე მარიო რუიც ხომ ტრამვირებულია

• 0009

რა დღეში ხართ ბიჭო ლიბერალები,მამაოს რანაირად მიმართავთ. ყველაფერ ქართულს, ეროვნულს როგორ ებრძვით. ზვიჩაში, საქართველოს იმედში გინდათ ჩაკლათ ქართული სული? ვერ მოესწრებით, ქართული გენის გადაჯიშევას. ჩვენთან არს ღმერთი, დაგვლოცე სკამაო.

• კოლა

საკუთარ კარში გოლის გაშვება სპალეტის სინდისზეა. უნდოდა, ეფექტურად დაესრულებინა თამაში - ოლივერას დამსახურებული აპლოდისმენტები მიეღო მაყურებლისგან. გულშემატკივრებმა კი დააჯილდოვეს ოლივერა ტაშით, მაგრამ ამ ცვლილებას შედეგად ის მოჰყვა, რომ გაშვებული გოლის დროს, ნაპოლის ცენტრალური თავდამსხმელი და მარცხენა გარემარბი (ოსიმენი და ხვიჩა) იცავდნენ დაცვის ცარიელ მარცხენა ფლანგს. სალერნიტანას პოზიციური შეტევის (და არა კონტრშეტევის) დროს, კვალიფიციური მცველი ფლანგზე არავინ იდგა.

• დავით 67

სად გაიზარდე? ფუუუ

• ჯონი

100% გეთანხმები . ტოტალიზატორი იყო ყველაფერი ლაციოს წაგება და ნაპოლის ფრეც( 80 წუთზე კაცი ცვლის მარცხენა მცველს თუნდაც ყვითელი აქვს და შეყავს ცენტრალური მცველი) ფული ჯოჯოხეთს..... ნაპოლი უკვე ჩემპიონი არის ხვიჩას გაუმარჯოს !!!

ამ წამს უმაგრესი რაღაც მოხდა. იუვემ ფრე ითამაშა და ქულები დაკარგა! იუვე თეორიულადაც გამოირიცხა. ახლა ნაპოლის ერთი ფრეც ჰყოფნის. ლაციო თუ ქულას დაკარგავს, საერთოდ ყვემა თამაში რომ წააგოს, მაინც ჩემპიონი ხდება

• დავით 67

100იანი ხარ! გოლი კი არა ისიც სთხოვეს მთავრობას ერთი ორი სიტყვა შეაწიეო წამალი შემოიტანოსო. ის სიმაღლეში რომ ზრდის. ყველაფერს ამ ბიჭს სთხოვენ. გაგიჟდები კაცი

• დავით 67

ასიანი გეთანხმები. ძალიან წნეხში მოაქციეს გუნდი. ეს რომ ყოფილიყო რიგითი ტური დარწმუნებული ვარ დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. წინასწარ დაუგეგმეს ჩემპიონობა. უამრავი ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო დღეს ნეაპოლში. მახსოვს უკრაინა რუსეთის თამაში იყო 2002 წელი თუ არ ვცდები. შევჩენკომ ბოლო წუთზე გაუტანა და მთელი კონცერტები და ღონისძიებები ჩაეშალათ. არადა ერთი კვირა სცენას ამონტაჟებდნენ მოსკოვის ცენტრში. რაც შეეხება ნაპოლის და ხვიჩას კარგი თამაშის გარდა, საფეხბურთო ფორტუნაც სწყალობდათ. ეხლა უკვე აღარ.

• დავით 67

ვინც ტოტალიზატორში ფულს დებს ის უბრალოდ უტვინოა და დებილი! განა რა უნდა მოიგო ისეთი რომ რომ საკუთარი ფულით ირისკო. ჩემმა შვილმა რომ თუნდაც ერთხელ დადოს ფსონი, ჩემი ხელით მოვკლავ. ყველაზე დიდი უბედურება საქართველოში არის ეს თამაშები. ვერ ხედავთ რა დადებილებული დადიან ეს მოთამაშეები.400 000 მეტი ადამიანია ვინც ამაზე არის დამოკიდებული 18დან 35წლამდე. პ.ს.თუ ტოტალიზატორების რეკლამას არ ეწევით უნდა გამოაქვეყნოთ ჩემი კომენტარი

• გიორგი

მართალი სიტყვებია მეგობარო!!!

• თემოს

22 დან 35 მდე ბევრი წელია ძალიან. უკვე იმაზე მეტი დაამტკიცა, რასაც მისგან ელოდნენ. თუ მხარს არ უჭერთ არავინ გაძალებთ. მოეშვით ცინიზმს და ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას

• ქომაგი

სამაგიეროდ ბიზნესის კუთხით იყო უფრო მომგებიანი!. ლაციოს წაგების შემდეგ ნაპოლის უეჭველ მოგებაზე მილიონები შევიდა ტოტალიზატორებში!

თეორიული შანსი იუვეს უფრო აქვს ვიდრე ლაციოს. თეორიული შანსი რომ არ ჰქონდეს იუვეს, დღეს ფრეზეც მისცემდნენ ნაპოლის ჩემპიონობას. არ ვხუმრობ. რის გამოც ნაპოლიმ დღეს ფრეზე ჩემპიონობა ვერ აიღო, არის იუვეს თეორიული შანსი. ლაციოს ეგ თეორიულიც აღარ აქვს უკვე.

• ქომაგი

თავიდანვე არ მჯეროდან ამ თამაშში მოგების და ფრეს ვფიქრობდი და კი დარჩათ ტოტალიზატორებს ნაპოლის მოგებაზე შესრული ფული(კი დაიღუპებოდნენ რომ მოეგო ნაპოლის). რაც შეეხება ჩემპიონობას არც არსად გაიქცევა და ალბათ მაინც დღესვე გახდება ნაპოლი, როცა ბოლონია-იუვენტუსი ფრე მორჩება და 6 ტურით ადრე ლაციოსთან 18 ქულიანი ფორა ექნება (ბურთებით, ურთიერთშეხვედრებით და სხვაობით სჯობნის) და იუვესთან კი 19 ქულა. ასე რომ ყველაფერი მაინც მშვენივრად დასრულდება დღეს ნაპოლი ჩემპიონი დღესვე გახდება, ტოტალიზატორებს დარჩათ ნაპოლის ჩემპიონობაზე შესული თანხები და ამ სცენარის დამფინანსებელი კი ყველა ის ადამიანია, ვინც ნაპოლის მოგებაზე დადო ფული!

• 1.2.3.4.5.6.

ხვიჩას ვულოცავ ჩემპიონობას და ვისაც ეჭვი გეპარებათ 1 არგუმენტი მაინც დაწერეთ, ოღონდ ყველას თუ მოიგებს და ყველას თუ წააგებს არ მოსულა!

• აბც

Udinezestan daiwereba oqros asoebit istoria kvaras hetrikit napoli 3 gzis chempionia ras ityvit))) ...

• რაბუ

რა იუვეს შანსზე საუბრობ მეგობარო ალბათ ხუმრობ ))

• თემო

22წლისაა? აბა 35 წლის რომ გახდება საუდის არაბეთში ან ამერიკაში წავა. ეხლა უნდა ითამაშოს და ეხლა ( ამ ასაკში) დაამტკიცოს რომ ვარსკვლავია.

• SN289

Iseti piri uchans kvaram unda gaitanos chempionobisa raxan oliveirasi ar gamodga gadamwyveti ...

• სოსო

ოლივეირამ გაფრთხიება მიიღო,სულ რამდენიმე წუთში კი,მეორე გაფრთხილებასთან მოსაზღვრე ჯარიმა მიიღო და მომდევნო ფოლზე,თითქმის გარანტირებული წითელი ბარათი ემუქრებოდა.მარიო რუიც დამტვრეულია და ზოგს რომ გაუხარდა მისი ტრავმა,ამ პოზიციაზე,ნაპოლის სხვა მცველი აღარავინ ჰყავს,მთელი მომდევნო თამაშის შტატიანი მარცხენა მცველის გარეშე თამაშს,სპალეტიმ ისევ შეცვლა არჩია,თუმცა ვისაც ოლივეირას პოზიციის დაკავება უნდა დავალებოდა,არ დაიკავა და ოსიმენი თუ კვარაცხელია,მცველს მთლიანად რომ ვერ შეცვლიდნენ,იმ გოლმაც დაადასტურა.სამწუხაროდ,ხვიჩაც პასიური იყო გოლის ეპიზოდში,არადა ცოტა აქტიურად რომ დაძრულიყო,ოსიმენის დასახმარებლად,ეს გოლი,შესაძლოა არც გასულიყო.არა უშავს,დაისვენებენ და მომდევნო ტურში,უკვე ზედმეტი დაძაბულობის და აჟიოტაჟის გარეშე გაინაღდებენ პირველობას.

როგორი ბინძური ცინიზმია...

ამ წამს რეალური მეტოქე იუვენტუსია და არა ლაციო. 6 ტური დარჩა და 18 ქულით არის ლაციოსთან. ყველა დარჩენილი რომ წააგოს ნაპოლიმ და ყველა მოიგოს ლაციომ, მაინც ვერ გადაასწრებს ლაციო. აი იუვე სულ სხვა საქმეა. დრეს თუ მოიგო, პლიუს 17 ქულა ექნება ნაპოლის და მერე უკვე იუვეს უჩნდება შანსი. მოკლედ მაისის თვეში გადავიდა მინც დაძაბულობა. 4 ივნისს მთავრდება ჩემპიონატი და შეიძლება დღევანდელი ფრე კარგიც კი იყო , ინტერესისთვის.

• მალხაზ ჯობავა

ძმებო ქართველებო! უფალს უნდა რომ ნაპოლი, მხლოდ და მხოლოდ ჩვენი ოქრობიჭის, კვარას გოლით გახდეს იტალიის ჩემპიონი რომელიც სულ მალე აგვიხდება.

ამ გუნდმა, უფრო სწორად კი ამ გუნდის თავკაცებმა მოინდომეს ლიგის მოგებაც ??????? გადაიღალა და გამოიფიტა გუნდი, კიდევ კარგი უამრავი ფორა აქვთ თავიდანვე, რომელიმე ნაჩალნიკი იფიქრებდა, რომ სამეულში მაინც თუ მოხვდებოდნენ????? ეს სასწაული კვარამ და ოსიმენმა მოახდინეს, კივილით და ხმამაღლა უნდა მოუხადონ მადლობა პირველ რიგში ამ ორს...........

• Skeleton

ასე წნეხის ქვეშ არუნდა მოაქციო შენი გუნდი. ასე დაუგეგმო გუნდს, რომ დღეს ხდები ჩემპიონიო, არის სრული სისულელე. წინ კიდე არის თამაშები და თავისუფლება უნდა ჰქონდეს გუნდს. ყველა სტრესში იყო, ასე არ შეიძლება. კვარას რომ ვაკვირდები დიდი წნეხის ქვეშ თამაში ყოველთვის უჭირს. თავიდან დაფრინავდა ლაღად, რადგან არ გრძნობდა წნეხს. მერე მარადონასთან შედარებებით და გუნდის მასზე დამოკიდებულებით ეს წნეხი გაიზარდა. იმედია არ დაკარგავენ ამ ჩემპიონობას და მიიყვანენ ბოლომდე. კვარას კი თავის უსაზღვრო ნიჭთან ერთად მეტ ცივსისხლიანობას ვუსუვებდი. მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მისმა თამაშმა გადაასწრო მის ასაკს და ფსიქოლოგიას. იმედია ყველაფერ გადალახავს...

• სიმართლეს

ბოლო ორ თამაშში გოლები სხვებმა გაიტანეს, ეგ "ნიჩურტა" ?

• რაბუ

22 წლისაა ბიჭი, არაა ამხელა აჟიოტაჟი საჭირო, ნუ ჰკიდებთ ამხელა ტვირთს ზურგზე. ამ სეზონში გასაკეთებელი გააკეთა, მეტიც იმაზე მეტი გააკეთა რასაც ველოდით. არაუშავს ამ ტურში თუ არა მომდევნოში, ან შემდეგ გახდებიან ჩემპიონები

• Charley

რაც გამოიკვეთა არის ის რომ კვარა ვინგერად იკარგება, ხუმრობა საქმე ხომ არარის 38 ტურში რომ 2 პერსონალური მცველი ფეხებზე გაზის და შენი ლუზერი მწვრთნელი დამატებით კიდევ კუთხურის ალამთან გაწებებს და ამით კიდევ უფრო გიზღუდავს სივრცის შექმნის შანსს, წარმოდგენაც არ მინდა ამ მხრივ რა იქნება მომდევნო სეზონიდან. ხვიჩა ჩამოყალიბდა HS-ად, მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთი მჭიდრო მეურვეობის პირობებში ინსაიდერად შეჭრები ფლანგიდან და გარკვეულ ეპიზოდებში ცხრიანის ოდნავ უკან სულ მოძრაობაში ყოფნა, თორემ ოსიმენიც თუ წავიდა იმ კუთხურზე მიწებება კარგს არაფერს მოასწავებს. სპალეტიმ ხვიჩას უნდა მისცეს მეტი თავისუფლება მეტი გასაქანი თორემ ამ ჩარჩოებში ჩასმასული კვარა კარგავს ინდივიდუალიზმს და მწვრთნელი ფუფუნებას აძლევს მეტოქე მწვრთნელებს ჰა მოდით კვარწა გამოკეტეთ "გალიებით" კუთხურის ალამთან. ცენტრში და საჯარიმოში მას მე მაინც ვუკრძალავ იქ შესვლასო.

• G.A.L.

ოღონდ ვინმემ ამიხსნას რა ლოგიკით შეცვალა ოლივეირა ჟეზუსით სპალეტიმ?! დამთავრდებოდა თამაში და დამსახურებულ ოვაციებს ისეც მიიღბდა ოლივეირა. ახლა მიიღოს სპალეტიმ ახლობლების მოკითხვა!!!

• არტ

გასაკვირი არაფერია. გუნდი გადაღლილია. კვარა ხომ საერთოდ , რადგან სეზონებს შორის ფაქტიურად არ შეუსვენია, ასეთ დროს კი სხეული ისე აღარ გემორჩილება. დარტყმა სიზუსტეს კარგავს. ამას დაუმატეთ ფსიქოლოგიური გადაღლაც რაშიც ნურავის ეწყინება და საქართველოში წრეგადასულმა აჟიოტაჟმაც ითამაშა როლი, მუდმივმა მითხოვნამ- გოლი გაიტანე! გოლი გაიტანე! აქ ბევრჯერ დაწერეს და ვეთანხმები - იქნებ ვაცადოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში და წყნარად განვითარება. ბოლო ბოლო არაა ვალდებული არავისთან! ახლა კი ისეთი წნეხის ქვეშ თამაშობს , საერთოდ როგორ უძლებს. თურმე ისეთი გოლები უნდა გაიტანოს და აუფ როგორ ვერ გაიტანა! პირველი წელიწადია ამ დონეზე თამაშის, ბევრი რამე აქვს კიდევ სასწავლი და დასახვეწი და დახვეწავს კიდეც. ხოდა ვ ა ც ა დ ო თ.

• gulshematkivari0703

სრულიად გეთანხმები მეგობარო. სპალეტიმ თვითონაც არ იცის რა გააკეტა იმ შეცვლით!

• სიმართლე

მსოფლიოს მერვე საოცრება ის არის, ნაპოლი რომ ჩემპიონი ხდება, ხოდა სპალეტიმ და აურელიო ბატონმა, ხვიჩას და ოსის კოცნონ ერთ ადგილზე..............

• gulshematkivari0703

არაფერი ისეთი არ მომხდარა,უბრალოდ ზეიმი გადაიდო! აქ რომ წერთ,ხვიჩა ასეთი მომენტი უნდა გამოიყენოო,ოთხიდან ერთი უნდა გაიტანო,შეისწავლეს ხვიჩაო და... ბიჭი პირველ სეზონს ატარებს ხალხნო,პირველს! არ გესმით ეს რას ნიშნავს?! ჩემპიონატის დამთავრებამდე ჯერ კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი. რუბინიდან მოსული ბიჭი ვარსკვლავებს წყვეტს და ჩვენ გვინდა პირველივე სეზონზე იტალიის ჩემპიონი ნახევარი წლით ადრე გახდეს და პლიუს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!

• იბერია

ტყუილ-მართალის გარჩევა არა უბრალოდ ფაქტი. - ჯარიმის დროს სპალეტიმ მოხსნა გოლის ავტორი მარცხენა მცველი ოლივერა და შემოიყვანა ცენტრალური მცველი ჟეზუსი. გათამაშდა ჯარიმა და მარცხენა მცველის პოზიციაზეა ოსიმენი. გოლის ავტორი მარჯვნიდან შედის საჯარიმოს სიღრმეში არტყავს ბურთს და ახლად შემოსული ცენტრალური მცველი ზურგს აქცევს დარტყმულს. პოტენციურად საჩემპიონო გოლის ავტორა რომელსაც კარიერის მატჩი აქვს ცვლიან? კარგი ცვლიან და ცვლიან მაგრამ მის ფრთას ვინ ამაგრებს. რა იყო იდეა? კვარას უნდა ამოევსო დაცვის ხაზი თუ ოსიმენს? ამას ქვია პერემუდრილ სპალეტი

• zaza

"ნაპოლიც" გადაიწვა და ხვიჩაც. ფაქტია, სპალეტიმ ამოწურა შესაძლებლობები, არანაირი სიახლე ტაქტიკურ სქმებეში. მოდიან ინერციით. უკევ ყველამ აუღო ალღო მათ სტილს. რაც შეეხება ხვიჩას, პირველი სეზონია, ასეთ ტემპში ბოლომდე რომ ვერ გაქაჩავდა, არაა გასაკვირი. უბრალოდ, პირველ წრეში ისეთი თამასა ასწია, თავის თავს გადაახტა, ამიტომაცაა უფრო მეტს მოელიან მისგან.არც ამდენი წნეხი იყო საჭირო. პირველი წელია, სეზონი არ დამთავრებულა და რა დროს ხვიჩაზე ფილმების გადაღება და წიგნების წერაა! აცალე, ჩაამთავროს სეზონი, ამოისუნთქოს !!! ფაქტია, რომ გადაიღალა. ძველებურად ვერ ატყუებს მეტოქეებს,არც სიზუსტე უვარგა. იმედია, ქინქლაძესავით არ დაემართება და მეორე სეზონში კიდევ უფრო მაგარი იქნება !

• მამა ანთიმოზი

ხვიჩა საქართველოს იმედო, გმირო და გახღებავ.ყურები არ ჩამოყარო, უწნინდესმა დამაბარა შენთან, ჩამოვიდეს ისევ ჩამიყოს უბეში,მისი ტკბილი სახეო,სახეზე მოგეფერები და დაგლოცავ,შვილო ჩემო, ქართული გენის ვატსკვლავო, საქართველოს იმედო და თბილისის მომავალო მერო.

ქებამ აწყინათ!!!

• gogi

სპალეტი გადამწვარია აშკარად, ერთ ტაქტიკურ სქემასაა ჩამოკიდებული, არაფერს არ/ვერ ცვლის. ამიტომაც გახდა ადვილად პროგნოზირებადი. ვინც კი დისციპლინირებულად დაუდგა (ინტერი, მილანი, ლაციო და ახლა კიდე სალერნიტანა) ყველამ გაჭედა. იუვესთან უბრალოდ გადარჩნენ.

• ირაკლი

რა ქნა?ხვიჩას ხარჯზე იშოვა კროკო აირლაინმა ფულები????

• ლევანი

100%, მარტო სამხრეთულ მატრაკვეცულ მენტალობას მოუვიდოდა აზრად მატჩის ასეთი მიზეზით გადადება

• Anjelo Antei

კვარა მასეთი 2 მომენტიდან 1 მაინც უნდა გაიტანო, თუ გინდა რო შემდეგ ეტაპზე გადახვიდე. ესეთი დეტალებია სხვაობა ლეგენდებსა და კარგ ფეხბურთელებს შორის. ნუ კიდევ კარგი ამ ნაპოლის ეს ჩავარდნა სწორედ მაშინ დაეწყო როცა განუზომლად დიდი ფორა ქონდა შექმნილი მწევრებთან თორემ დიდი ალბათობით "გენიოს" სპალეტის ისევ ცუდად დაუსრულდებოდა მისი აქილევსი ქუსლი, ანუ პირველ წრეში შექმნილ ქულათა უპირატესობას ისევ მარტივად გაანიავებდა ეს ნაპოლიც როგორც ამას შვებოდა მელოტას ყველა ყოფილი გუნდები. საფინიშო წრეში ეს გუნდიც რელსებიდან გადავიდა ფაქტია უბრალოდ ნაპოლის იმან უშველა რომ პირველ 25 ტურში დაგროვილი ქულებით ისე გაასწრეს დანარჩენებს ჩავარდნის დროსაც კი მაინც ინერციით ეყოთ ეს ქულები ჩემპიონობსთვის. ამ სანაკრებო პაუზამდე მყოფი ხვიჩა ასეთ შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლს გაიტანდა და ეს ნაპოლიც პირწმინდად დაანგრევდა ასეთ "ჩაბეტონებულ" დაცვის გუნდებს ეხლა კი ყველამ უყურეთ რაც მოხდა. ნუ თავი იმით დავიმშვიდოთ რომ მომდევნო ტურში გუნდი ფრითაც ინაღდებს ჩემპიონობას და იქ ვიზეიმებთ ორმაგად.

• ჟორა გაბრიჭიძე

გამარჯვება ზაკაზით არ ხდება, ავიწყდებათ, რომ ბურთი მრგვალია. ბევრჯერ დავწერე და ვიმეორებ: ხვიჩა და ოსიმენი თავის საჯარიმოში არ უნდა ჩადიოდნონ, ანუ ცენტრს იქით არ უნდა იხევდნონ. აქ მყოფები კი 3-4 მცველს ჩამოაშორებენ შეტევას. დიდი ხანია ხვიჩა მოხეტიალე ფორვარდად უნდა თამაშობდეს, მას აქვს კარგი დრიბლინგი, ამიტომ სჭირდება სივცე, ცენტრში მოთამაშეს შანსი აქვს სამ მხარეზე გააგრძელოს შეტევა, მარცხენა ფრთიდან კი წინ ან მარჯვნივ შეუძლია წასვლა, ანუ ბუნებრივად აქვს შეზღუდული სივრცე და მისი დაჭერა ორ მცველს ადვილად შეუძლია. დღეს მოგება იყო საჭირო, ამიტომ ორი ცენტრფორვარდით უნდა ეთამაშათ.

გიორგი შერმადინი!!ყველაზე სტაბილური ქართველი სპორტსმენი,ინდივიდუალური პრიზებიც აქვს მოპოვებული და გუნდურიც!!!!!!!

2 დრიბლინგი და დასარტყმელზე გაყვანა, მესამე საგოლე პასი რომელიც ვერ დაარტყეს ასევე, ორჯერ თვითონ დაარტყა - ერთი თავისივე შექმნილი. გარემარბს (ამას ათამაშებს სწორედ სპალეტი და მოედნის შუაში შემოწეულს დაუძახა კიდეც პირველ ტაიმში) მეტი რა მოეთხოვება ასეთ დამდგარ თამაშში? რა საგოლეს ვერ გატანა - არცერთი არ იყო 100% საგოლე და ხვიჩას პოზიციას გოლებს რატომ თხოვთ უეჭველი. მისი თამაში მხოლოდ გოლით არ ფასდება, ხოლო მოლანთან ორივე თამაშში საუკეთესო იყო მოედანზე. ზოგადად კი მთლიანად ნაპოლოა გადამწვარი და მათ შორის ხვიჩასაც მოკლებული აქვს, რაც ბუნებრივია სეზონის ბოლოს როდესაც არ ხარ დიდი გუნდი - ამიტომ გამოვარდნენ ლიგიდან, თორემ სწორად რომ გადაენაწილებინათ ძალები, ლიგის ფინალში თამაშის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებხნენ ჩემპიონობასათან ერთად.

• ალექს

ნაპოლიმ დაიწყო პოზიციური ფეხბურთის თამაში და უბრალოდ ბურთის ფლობაზე აქცენტის კეთება, ყველანაირი შემოქმედებითობა,ინტენსივობა და ინდივიდუალურობა რომელიც სეზონის პირველ ნახევარში ქონდათ გაატანეს წყალს. მეტოქეებმაც გაშიფრეს გუნდი, სპალეტიმ კი არათუ ახლის შეთავაზება ,გუნდის გადალაგება და სხვა ტაქტიკა არ იცის ძველიც ამოშანთა. ხვიჩა დააიზმენა, დააყენა აუტში, ვითომ "გუნდურობას" ათამაშებს, სინამდვილეში ბიჭში ის მუხტი და აგრესია მოკლა. შედეგი სამი გოლი ბოლო 6 თამაშში.

• Thomas

უდინეზესთან, ფიორესთან, ინტერთან უფრო რთული იქნება ქულების აღება.

• გენა

გრიშამ ვერ ითამაშა. გრიშა კი არა და ხვიჩამ

თამაშის გადატანა იყო სრული სისულელე. ვგრძნობდი, რომ ვერ მოიგებდნენ ამ თამაშს. ზედმეტი წნეხი იყო წინასწარ ზეიმი. იქნებ დააცადონ მშვიდად თამაში გუნდს. ახალგაზრდა გუნდია და ამხელა წნეხს შეიძლება ვერ გაუძლოს

• Spain

ძალიან ცუდი. უკვე აღარ ვიცი დავიჯერო თუ არა ამათი სკუდეტო. ასეთ გუნდებთან თუ დაკარგავებ ქულებს, იქნებ დაეწიოს იუვენტუსი. აღარ ვიცი რა. დამაწყდა ნერვები :(

• რეზი

არა არა ეს ხვიჩას აჩრდილია ან მართლა გაუგეს რასაც აკეთებს და იმის იქით აღარ შეუძლია მეტი ესე თუ გააგრძელა სასტარტოდან ამოაგდებს უეჭველი ....პენალი ლიგაზე. ეს საჩემპიონო გოლის ვერგატანა ძალიან ბევრია ძალიან ...რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი რაააა

არ გადაეტანათ თამაში და იზეიმებდნენ დღეს. ეგ ყველაფერ ზედმეტი წნეხი იყო ნაპოლის ფეხბურთელებისთვის, ხოლო სალერნიტანას ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია - აჩვენეს რომ ყველა მეტოქე უნდა დააფასო! ჩემი პატივისცემა სალერნიტანას.

• gogi

მარიო რუის კი ვაგინეთ ბევრი, მაგრამ მისი არყოფნა ძაან ეტყობა ნაპოლის შეტევებს, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგს. გოლიც მაგ ფლანგიდან მიიღო ნაპოლიმ, ჟესუსი მაგ პოზიციაზე ფაქტიურად ამოვარდნილი იყო თამაშიდან. ხვიჩას კიდე დარტყმის გაუმჯობესება სჭირდება - ასეთ ბურთებს, ასეთ თამაშებში არ უნდა აფუჭებდეს, იგივე მილანთანაც რაც მოხდა დასაწყისში. ჭკვიანი კაცია სპალეტი, არაა საჭირო ეს წინასწარ ზეიმები.

• ნოდო

ჩანდა დორტმუნდის არ იყოს ფსონებში ჩახედული ხალხი მიხვდებით ესეთი სიტუაციების დროს როგორი დაუჯერებელი შედეგებით მთავრდება არ თქვათ არაფერ შუაშია მაფიაო

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

ლოჩოშვილის დებიუტი და "სალერნიტანას" მარცხი ლიდერთან

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

კვერნაძემ "ფროზინონეში" სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

"ფროზინონემ" მოიგო - კვერნაძე ისევ არ ათამაშეს