ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ადრე მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

"ადრე მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "კვარამ" საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალო ქულებით შეაფასა:

"ძალიან ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. "სალერნიტანასთან" სიზუსტე დააკლდა, მომენტებში კი ოჩოამ აჯობა, რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - Areanapoli 6 ქულა.

"მარცხენა ფეხით გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. მეორე მომენტში კი ოჩოამ აჯობა. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო" - Eurosport-ი 5.5 ქულა.

"მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა" - Tuttomercatoweb-ი 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

• 11

ბევრი საგლოლე მომენტები გააფუჭა და ბუნებრივია ატეხეს ყაყანი, ხვიჩამ აუცილებლად ბევრი უნდა იმუშაოს კარში დარტყმებზე, ჩემი აზრით ხვიჩა თავის სტილით არის შემოქმედი და არა გოლიადორი, ამიტომ ითამაშოს საგოლე მომენტების შექმნაზე და ასისტებზე რაც ყველაზე კარგად გამოსდის, გოლის გატანაზე მისი დაგეშვა არასწორია, თან თუ შუაში შეწევენ სათამაშოთ მეტ შედეგ მოუტანს გუნდს

• საჩინო

ხვიჩას თამაშში ამ ბოლო დროს შეინიშნება ლაფსუსური ტექნიკური ხარვეზები.როდესაც მარცხენა მხრიდან გადიხარ დასარტყმელ პოზიციაზე და მარცხენა ფეხით ურტყამ ,ბურთს გარე სტოპით უნდა შეეხო რათა კარისკენ შეუხვიოს და არა პირიქით ,ხოლო როცა იგივე სიტუაციაში მარჯვენას ხმარობ ბურთი შორეულ მაღალ კუთხეში უნდა გადაგზავნო რათა მეკარისთვის მიუწვდომელი იყოს .ხვიჩას ტექნიკის პატრონისთვის ეს ადვილად რეალიზებადია ,უნდა სწორი მიდგომა და გააზრება .სკოლებში ასეთი რამეები პირველ გაკვეთილებზე უნდა ისწავლებოდეს ,მითუმეტეს ოსტატთა გუნდებში ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს.

• საჩინო

1.რა თქმა უნდა კვარაცხელია გადაიღალა.2.სპალეტი ვერ იყენებს სათანადოდ მის მონაცემებს:ა}კვარაცხელია არ უნდა იყოს დატვირთული დაცვითი ფუნქციებით,ასევე როგორც ოსიმენი ,რამეთუ ასთ შემთხვევაში მათ მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ .ეს ხომ ძალიან ელემენტარულია .ბ}გუნდმა უნდა შეიმუშაოს ტაქტიკა ----მაღალი ინტენსივობით მიწოლა მოწინააღმდეგის მიმართულებით რომელიმე ფრთიდან ,თუნდაც ცენტრიდანაც და როდესაც მოწინააღმდეგე დიდი ძალებით გადაინაცვლებს გზების გადასაღობად და საწინააღმდეგო ფრთზე სივრცეები გაიშვიათდება ,აი მაშინ უნდა გაკეთდეს სწრაფი გადატანა ბურთის .ხომ ადვილი წარმოსადგენია ხვიჩა რა დამანგრეველი იქნება მოწინააღმდეგისთვის .გ}ხვიჩას უნდა მიეცეს საშუალება ფრთების ცვლის .სულაც ერთი ტაიმი ითამაშოს ერთ მხარეს და მეორე მეორე მხარეს .ეს ჯერ ერთი მოწინააღმდეგეს ცხოვრებას გაურთულებს[უკვე დაცვის ორივე მხარის განსაკუთრებული მომზადება დაჭირდებათ ]და მეორეც მარჯვენა მხრიდან გაკეტებული შეჭრები და ჩაწოდებები [ხვიჩას მარჯვენა ფეხია მაინც მუშა]ბევრად უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება.დ}სულაც პირველ ტაიმში,ზოგჯერ დავასვენებდი .მის შემცვლელებს დავავალებდი მუდმივ მოძრაობას ,მუდმივ ბრძოლას და ბევრ სირბილს რათა ქანცი გააძრონ ვიზავებს და მეორე ნახევარში შემოსული კვარაცხელია მათთვის ღვითის რისხვად მოვლენა იქნებოდა.აი ეს ოთხი სრულიად მარტივი საშუალება რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებდა როგორც ხვიჩას ასევე გუნდის თამაშის ხარისხს და შესაბამისად შედეგიანობას ,მაგრამ არის სპალეტი ამდენის მომტვინავი????

• gaga

საპატრიარქოში რომ მივიდა იმის შემდეგ აერია თამაში! რა უნდოდა წვენებში!

• რატი

ბოღმიან ხელმოცარულებს რა დაატკბობს? დანარჩენებმა კი გავიხაროთ. :)

• გიორგი

საიტის ადმინისტრაციას მივმართავ: ასეთ კომენტარს რატომ ატარებთ უცენზუროდ?! შეურაცხმყოფელი არ არის ვითომ? ან აქ რამდენი ღვარძლიანი, ბოღმით სავსე და არ შემდგარი კაცუნაც რაღაც ნაბოდვარს დაწერს, უნდა წავიკითხოდ და “გავატაროთ”?! კრიტიკა და საღი აზრი მისაღებია, მაგრამ ვითომდა “ფეხბურთის გულშემატკივრების” ასეთი ბოროტი ხუმრობები არა. ეს ერთი მაგალითია იმისა, რატომ ვართ როგორც ერი და ქვეყანა ცუდ დღეში. ჩვენი თავი საუკეთესო გვგონია და სხვებს ვაქილიკებთ. სირცხვილია!!!

• გიორგი

და კიდევ ერთი პრობლემა: 99% მიწიდან გაკეთებული პასები. მაღალი გადაცემები, ფლანგიდან ფლანგზე ანდა მეტოქის საჯარიმოში ბურთის გადაკიდება ფაქტიურად არ ხდება. “უაზროდ” ბურთის ფლობა (როგორც ესპანეთის ნაკრებია მაგალითად), რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს და ბოლო დარტყმაზე ფაქტიურად ნახევრად ძალადაკარგულები ფეხბურთელებიღა არიან. არ შეიძლება ცრუ მეორე ნომრად ითამაშონ რიგ ფაზებში?! კონტრშეტევაზე იგივე ოსიმენი, კვარაცხელი რა ცუდათ თამაშობენ?! მაგრამ არა. მხოლოდ მშრალი სტატისტიკა ნაპოლის სასარგებლოდ. არანაირი ფანტაზია და მოულედნელობის ეფექტი, მხოლოდ ჯიუტად ერთი და იგივე ტაქტიკა ყველა თამაშში ნებისმიერ მეტოქესთან.

• გეგი

დაიღალა ეს ბიჭი ხალხი არა ხართ?მართლა თუ კარგი გინდათ ამ ბიჭისთვის აცადეთ რაა,ისედაც უდიდესი დატვირთვა ჰქონდა მთელი სეზონი თანაც ასე უცებ ამხელა დონის ნახტომი გააკეთა კარიერაში და აცადეთ,მოასვენეთ.

• ჟორა გაბრიჭიძე

დიახ, ადრე ასეთ მომენტებში საჯარიმოში შეჭრილი, ტექნიკურად გადაგზავნიდა კარში ბურთს, ამ ბოლო დროს კი უდარზეა გადასული, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ამ ბოლო დროს ხვიჩა ხვიჩა აღარ გავს, ასე კი ბევრი თამაშობს დღეს.

• ვა რა დონეა

მგონია ცოტა თავში აუვარდა.ჩვენ ქართველები ხომ არანორმალურები ვართ.მთავრობის წევრები ეპირფერებოდნენ,სურათებს იღებდნენ.ან ეს ჩარტერული რეისებით ფრენა ვინ მოიფიქრა.იტალიაში ალბათ გონიათ ხვიჩამდე კარგი ფეხბურთელი არა გვყოლია.არადა როცა მსოფლიო ვარსკვლავების ცვენა იყო უმაღლესი დონის,ექსტრა კლასის ვარსკვლავები გვყავდა.მესხი,მეტრეველი,ხურცილავა,ძოძუაშვილი,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე და სხვა.გამოდის ნიგერიიდან ორი რეისი ხალხი უნდა ჩასულიყო ოსიმენის საყურებლად.

• Gio

გადაიღალა ამდენი მატჩი ჩემპიონატი ლიგა ნაკრები თან ამ დონეზე ძალიან რთულია ფიზიკურად. ჩემი აზრით 1-2 მატჩი რო დასვენოს კარგი იქნება კვარასთვის.

• სოსო

როცა ფორმის პიკში ხარ,სხეული ავტომატურად აკეთებს, გასაკეთებელს.როცა ფორმიდან ვარდები,სხეული აღარ მოგდევს და უკვე გონების ჩართვაც გჭირდება,ილეთის სრულფასოვნად შესასრულებლად.ასეთ დროს აუცილებლად იკარგება თავდაჯერებულობა,სისწრაფე და სიზუსტე.ზუსტად ეს სჭირს დღეს ხვიჩასაც და მთლიანად ნაპოლისაც.მთელი სეზონი,ფორმის პიკში ვერავინ დარჩება.შეუძლებელია.დიდ გუნდებს,იმდენი კლასიანი ფეხბურთელი ჰყავთ,რომ შეუძლიათ როტაციის საშუალებით,შეინარჩუნონ,მთლიანად გუნდის სათამაშო დონე,თუმცა მცირე ჩავარდნები მათაც აქვთ ხოლმე.ნაპოლისთანა შეზღუდული რესურსების პატრონ გუნდს,ორი სამი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა,უკვე დიდ პრობლემებს უქმნის,რადგან მათი არ ყოფნის გამო,სხვა ლიდერებზე დატვირთვები კიდევ უფრო იზრდება და მათ გადაღლასთან ერთად,ტრავმებს ახლა ისინი იღებენ.ამის გამოც ჰკარგავდა ნაპოლი ლიდერობას,მეორე წრეში,თუმცა ეს განსაკუთრებით ინგლისში ჩნდება ხოლმე ცხადად,განსაკუთრებით ახალ წლებში,დამრტყმელი ორკვირიანი პერიოდის დროს,ტრავმების ეპიდემიით რომ მთავრდება.

• Anjelo Antei

წაიკითხეთ ბოლომდე ვრცელი ანალიზია მაგრამ ამომწურავი და არ ინანებთ. ხვიჩას პასს კი აძლევენ მაგრამ პრობლემა ისაა შორ და მოულოდნელ პასს არ აძლევენ. მაგალითად ბოლო თამაშში ერთადერთი პასი იყო ხვიჩაზე 15 მეტრზე შორ მანძილზე. (ორი იყო, მაგრამ მეორე არ იყო ხვიჩას დრიბლინგზე და შესაძლებლობებზე გათვლილი პასი, არამედ ისე მისცეს როგორც საჯარიმოში მყოფ თავისუფალ მოთამაშეს, კარში დასარტყმელად) ძირითადად კი ასე ხდება - ცენტრიდან ან მარჯვენა ფლანგიდან, ვიღაცა აძლევს პასს ანგისას, ანგისა მიდის ბურთით მარცხნივ და თან მიჰყავს ის მოწინააღმდეგე რომელიც მას დასდევს. მერე აწვდის მაგალითად ლობოტკას, ლობოტკაც მოძრაობს მარცხნივ, მიჰყავს ის მოწინააღმდეგე რომელიც მას დასდევს და აწვდის ოლივერას უფრო მარცხნივ, ოლივერა მიდის ორ მეტრში ხვიჩასთან თავისი მოწინააღმდეგის მოთამაშიანად და აძლევს პასს ხვიჩას, ლობოტკაც იქვეა, ის ანგისაც და ზელინსკიც თავიანთი ვიზავებიანად, და ეს ვიზავები ყველა ერთად მიჰყავთ ხვიჩასთან, რომელსაც ისედაც უკვე ჰყავს თავისი ორი მიმაგრებული მცველი, და "აჰა შენ ბურთიო", აწვდიან ხვიჩას. ვუტრირებ, მაგრამ ძირითადად ასე ხდება. არავითარი სისხარტე, მოულოდნელობა არ არის და პასს აწვდიან მაშინ, როცა ხუთი ექვს მოწინააღმდეგე მარცხენა ფლანგზეა უკვე გადალაგებული ხვიჩასთან, ზოგი მიყვანილი და ზოგიც ისედაც მარცხენა. მერე უკვირს ხალხს ხვიჩა უკან რატომ აბრუნებს პასს და რატომ არ მიდის ხშირად გამწვავებაზეო. სად უნდა გაამწვავოს ტყეა მის ირგვლივ. მარიო რუის შემთხვევაშიც მასე ხდება. ოღონდ მარიო რუი უფრო თავდაჯერებულია და თვითონ აფასებს, და ზოგჯერ გადაჭარბებულად, რომ აღარ ღირს პასის მიცემა, ამოკეტილიაო. საერთოდ არ ვაფარებ ხელს ამ შემთხვევაში ხვიჩას, რეალურად ასე ხდება. როდის აკეთებს მომენტებს?! მაშინ როცა შემთხვევით მიდის ბურთი მასთან. სხვა შემთხვევაში მთელ გუნდს "ხელით" მიაქვს ბურთი მასთან, თავისი მოწინააღმდეგეებიანად. ამას ჭირდება მწვრთნელი და რაღაცა მონახაზის და ტაქტიკის გაკეთება, რომ ცოტა თავისუფალ მდგომარეობაში მიიღოს ხოლმე ბურთი კვარაცხელიამ და რაღაცა უნდა დაამუშაონ სხარტი და ცოტა შორი პასებისთვის. თუ მწვრთნელს ეფექტურად უნდა კვარაცხელიას გამოყენება ასე უნდა ქნას და, თუ არ უნდა, მაშინ ქე თამაშობს ამ ალყაში როგორც მოუხერხდება ისე და კიც დაუვარდა სტატები. რუბინში ეგრე არ იყო. იმ ზონიდან იწყებდა უკვე ხვიჩა სადაც ოლივერა და რუი თამაშობს ნაპოლიში. შესაბამისად მეტი სივრცე ჰქონდა. აქ კიდევ ათი კვადრატული მეტრი აქვს გამოყოფილი, თან სიგრძეზე, 2 მეტრი 5 მეტრზე, და გვერდით ხაზთან, იმის იქეთ რომ გადასულია ბურთი. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევი და კიდევ ერთხელ "შევუკურთხე" სპალეტის, რომელიც არ, ან ვერ იყენებს კვარაცხელიას მთელ შესაძლებლობებს მაქსიმალურად, მიმდინარე სეზონის სადღაც შუიდან შეუზღუდა მოქმედება და გააბა ტროლეიბუსის ხაზივით ცენტრის გვერდითი ხაზიდან მეტოქის კუთხურის ალამთან მხოლოდ ეს არი შენი არეალიო ამ ლუზერმა მელოტმა. მილანთან რომ როსონერის 7 კაცში მარტო ერთი კვარა რო ჩანს ბურთით სურათზე ის შემთხვევა სამოთხეა ხვიჩასთვის იმასთან შედარებით რაც ზემოთ აღვწერე, რადგან იქ, საკუთარი მოთამაშეებიც ჰყავთ დამატებული და საერთოდ გალიაშია. (ისე კი ძაან მაინტერესებს, ასე როგორ უნდა გაგასწროს მეტოქის კარისკენ მარცხენა ვინგერმა, რომ წამლად ერთი თანაგუნდელი არ ჩანდეს კადრში) მომდევნო სეზონში ძალიან დიდი თავსატეხის წინაშე უნდა დადგეს წესით სპალეტი და რაიმე იმოქმედოს რომ კვარა ოდნავ მაინც გამოათავისუფლებიოს თანაგუნდელებს ამ გალიებიდან თორე ეს კარგს არაფერს მოასწავებს, კვარა კრაიზე მიბმული და მის ირგვლივ მეტოქე მცველების ტყეპარკი.

• xxxxxxx

სპალეტი თავიდან ცდილობდა კვარას როლი მიეჩუმათებინა, რომ სხვა ფეხბურთელების შური დაებალანსებინა. მერე შეეშვა. მერე ჩვენი ვითომ ფანები ვერაფერმა დააოკა, ჩადიან და ბღავიან, ჩადიან და დახვედრები, აქეთ ის გოგო არ ეშვება, იქით ჯუღელის დაბალი მოტივაცია. სიაფანტი ლაურენტისი, იქით კამორა-მამორები და შეიკლეს ბიჭი ხელში. ცოდვაა კვარა და ჯერ ეიფორიაშია, მალე მიხვდება და კალაპოტში ჩადგება. თუ არა, მაშინ შევეგუოთ საშუალოობას და ესაა

• კახა

მთავარია თავდაჯერებულობა არ უნდა დაკარგოს, რათქმაუნდა გარედან ადვილია საუბარი კონკრეტულ მომენტში როგორ უფრო ჯობდა მაგრამ ძირითადად მოჭრილს და შორეულ კუთხეში ურტყამს ( რაც მაგრად გამოსდის თან ცოტა იყო თავის გამოჩენის მომენტიც გადამწყვეტი გოლის გატანა ყველას უნდა) ახლო კუთხეში ოჩოასთვის უფრო მოულოდნელი იქნებოდა, ვერ დავეთანხმები სპალეტის გარკვეული დროით თამამად შეუძლია ფლანგი შეუცვალოს მცველებისთვის მოულოდნელი და თავსატეხიც გაუჩნდებათ მესხის ან რედონდოს ცნობილი ფინტზეც თუ იმუშავებს არსენალი გაუმრავალფეროვნდება. მის უკან მყოფი ფეხბურთელი პასს ვინც აძლევს ჩერდება ხვიჩას როცა პას აძლევენ ყველა ელოდება რომ მოტყუებაზე მიდის ამიტომ პასის მიმცემმა თავი უნდა შესთავაზოს ან კედელია იმიტირება ან მის უკან ჩარბენას უნდა აკეთებდნენ რომ გაუადვილდება ავტობუსის გავლა ასევე პენალტის დროსაც ფარული პაუზა აუცილებელია მჯერა კიდევ უფრო მოიმატებს გამოიმუშავებს მკვლელის ინსტინქტს და ბევრს იშრომებს ყველა მკრიტიკებელს დაადუმებს ჩვენკი ბევრჯერ გაგვახარებს, უფალი შეგეწევა შენ შენს ოჯახს შენ სამშობლოს.

• გიორგი

უდინეზესთან ფრეს მაინც მიაღწევენ და გაიფორნებენ სკუდეტოს. მერე აღარავის ემახსოვრება გაფუჭებული პენალტი, თუ ჯარს აცდენილი დარტყმა. კვარამ სასწაულ წარმატებას მიაღწია და დატკბით, ხალხო!

• კიეზა

არავინ საუბრობს იმაზე რომ კვარა რუსეთის ჭ ლიგიდან და შემდეგ ჩვენი ლიგიდან სერია ა ში მოხვდა..პირველივე სეზონში უბრალოდ ძნელია ასეთ ტემპს გაუძლოს.სხვა არანაირი მიზეზი არაა..ცდილობს.მაგრამ თავს ზემოთ ვერ ახტები..თვით მარადონა ჯერ არგენტინის ლიგიდან და ბარსაში ითამაშა.თან სად მაშინდელი ტემპი დ ასად ეხლა..შედარებას ვაკეთებ დატვირთვის თვალსაზრისით..მომდ3ვნო სეზონში კვარა ისევ გაიბრწყინებს სადაც არ უნდა იყვეს

• ბადრი

მოკლედ აურიეს ამ ბიჭს ტვინი. და აი შედეგიც, ვეღარაა ისეთი ადრე რომ იყო.

• Charley

ხვიჩას მიზანი სერიოზულად აქვს გასასწორებელი თორემ აწი უკვე სამ პერსონალური მცველებთან ჯაჯგურში ისედაც ერთი ორი მომენტი შეექმნება და უნდა გაიტანოს თორემ სამწუხაროდ ისევ გაუგრძლელდება ეს უგოლო/უასისტო შეხვედრები. სპალეტი კიდე საშუალო გაქანების მწვრთნელია ვერ რისკავს ტაქტიკას არ ცვლის რიგ შეხვედრებში სადაც საჭიროა რო მეორე ნომრად კონტრზე ითამაშოს გრანდებთან მაინც და კვარას სივრცეები ასეთ თამაშებში უფრო ექნება და გუნდიც უფრო იხეირებს. კი ყველა ავტობუსს ეთამაშება არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდია გრანდი თუ სრედნიაკი. კი ნაპოლი კაი გუნდია მაგრამ არა ისეთი რომ ასეთ თამაშში არ გაიჭედოს, ბარსა გაიჭედა რომელსაც გაცილებით ვარსკვლავური შემადგენლობა ყავდა ამ ნაპოლიზე, როცა ყველამდაამუღამა რომ ავტობუსი უნდა ჩუყენო და მერე მიდიოდა გაუთავებელი ბურთის გორიალი. პრინციპში ნაპოლის ჩავარდნა მაგის გამო დაიწყო. ჯერ ლაციომ მოუსინჯა კბილი ახალი ტაქტიკით და მერე ყველა მწვრთნელი მიხვდა რა უნდა ექნათ, ამას დაემატა გადაღლა და მორჩა უბრალოდ ფიზიკური კონდიციები აღარ ყოფნით რომ ავტობუსი დაძლიონ. მათშორის ხვიჩას პრობლემაც ეგაა დააკვირდით როგორ აგვიანებს ხოლმე სწრაფ შეტევებში უბრალოდ ვეღარ დარბის ისე როგორც მანამდე ზოგადად ხვიჩას სულ ქონდა ფიზ მომზადების პრობლემა და ახლა ამ სერია-ას გრძელ მარათნში თავი მეტად იჩინა.

• მერაბი

გაცუდებული პენალტის შემდეგ, ეტყობა ფსიქოლოგიურად დაჯერებული არაა. ბოლო მომენტში არაზუსტად უტყავს ბურთს. ფსიქოლოგების მეტი რაა ნაპოლიში, დრო უნდა და ერთი ნავსიც რომ გატყდეს და ძველებურად ათამაშდება. მჯერა, შემდეგ მატჩში გაიტანს!

აი ბუა!

• 07

იმ ავადსახსენებელი პენალტის გაფუჭების შემდეგ, რაღაც, არ უმართლებს, თითქოს იღბალმაც ზურგი აქცია, თან თავადაც ისე დარწმუნებით ვერ ურტყამს ზუსტად და შედეგიანად, როგორც ადრე აკეთებდა.

• papai

ერთხელ ჩამოვიდა და რითი გადაიღალა ნეტავ? ნაკრების თამაშებზეც თუ არ მოვიწვიოთ ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები კარგად ყოფილა საქმე. მეტს იშრომებს მეტ გამოცდილებას მიიღებს და იქნება უკეთესობა, თუ არადა აგერ ინსინიე დაივიწყეს ერთ წელიწადში ნაპოლის ფანებმა

• ქართული გენი

ვარდისფერი ბუცები ჩაიცვას კიდევ ან ელჭიპიტი ფერები და მერე ვნახოთ როგორ წავა მისი კარიერა.

• irakli

კვარა გადაღალეს საქართველოში ჩამოსვლით. მისთვის უმჯობესი იყო, მონღოლეთთან ეთამაშა, ვიდრე მანქანის პედალზე ჰქონოდა სულ ფეხი დაჭერილი. ეს ნიშნობა და ვოიაჟები ზაფხულშიც მოესწრებოდა. არ აცლიან ადამიანს გმირობას, რამე რომ იყოს, ზედაც არ შეხედავენ.

• beqa

მართლა გადაღლილია ეტყობა

• Tengo

სამწუხაროა, მაგრამ ასეა, კვარს "გადატვირთვა" სჭირდება. ეხლაა საჭირო კარგი დამრიგებელი, როგორც ფეხბურთის ისე ჭკუის! წარმატებები კვარა!

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია