რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მორიგი გასვლითი ვიზიტები განახორციელა. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთში სტუმრობა იმ პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელსაც ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტი ბოლო წლებია, ფიბას ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონალური კალათბურთის ფედერაციების საკალათბურთო ინვენტარით მომარაგებას, საიდანაც ატრიბუტიკა საჭიროებისამებრ თითოეული რეგიონის საკალათბურთო სკოლაზე გადანაწილდება.

ბოლო 4 თვეში პროგრამის ფარგლებში აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში იმყოფებოდა. გასულ კვირაში მორიგი გასვლა განხორციელდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. გორის უნივერსიტეტის დარბაზში შიდა ქართლის რეგიონის საკალათბურთო სკოლების მწვრთნელები შეიკრიბნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ონიანმა და დეპარტამენტის წევრებმა ადგილობრივ საკალათბურთო ფედერაციას ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები გადასცა. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა. აღნიშნული ატრიბუტიკა ადგილზე განაწილდა გორის, ხაშურის და კასპის საკალათბურთო სკოლებზე.

გორიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთისკენ დაიძრნენ, სადაც ახალციხის სპორტსკოლას ესტუმრნენ. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის წევრებს ადგილზე დახვდათ ახალციხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ახალციხის საკალათბურთო დარბაზი ჯერაც სარემონტო მდგომარეობაშია და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, მისი რეაბილიტაცია მალე დასრულდება, რაც საკალათბურთო თვალსაზრისით ისედაც აქტიურ ახალციხეს კიდევ უფრო გამოაცოცხლებს.

ადგილობრივი მწვრთნელის, გიორგი ბეროშვილის ხელმძღვანელობით, ახალციხის საკალათბურთო სკოლაში რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელთა ნაწილიც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. ახალციხეში ჩამოსულნი იყვნენ მწვრთნელები ბორჯომიდან, რომლებმაც ასევე მიიღეს საკალათბურთო ინვენტარი მათ ქალაქში არსებული ვაჟთა და გოგონათა გუნდებისთვის.

რეგიონალური კალათბურთის ფედერაციების განვითარების პროგრამა აქტიურად გრძელდება და მორიგი ვიზიტები დაგეგმილია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, სადაც წინა ჯერზე პროგრამის მონაწილეები 4 თვის წინ იმყოფებოდნენ.

GBF

მოქალაქე
გორში მეორედ იყვნენ....ონში არც ერთხელ
აბდულაი
გორში უკვე მეორედ იყვნენ და ონში არცერთხელ
აბდულაი
ონმა რა დაუშვა ფედერაციას მაინტერესებს. ონის დარბაზის მდებარეობა ყველას სჯობს კლიმატით.დარბაზი არის მაგარი მისახედი და დიდი გვერდში დგომა ჭირდება.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა