ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მატჩის დღე! "კვარა" სკუდეტოს მოლოდინში - სპალეტის დაცინვის დასასრული და ოსიმენი ბომბარდირობის დაკარგვის საფრთხესთან...

მატჩის დღე! "კვარა" სკუდეტოს  მოლოდინში - სპალეტის დაცინვის დასასრული და ოსიმენი ბომბარდირობის დაკარგვის საფრთხესთან...

რომის "ლაციომ" გაიმარჯვა და იტალიის ჩემპიონატს საჩემპიონო ინტრიგა ფორმალურად მაინც დაუტოვა. 33-ე ტურის მატჩს "ნაპოლი" დღეს, 4 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე ჩაატარებს და "უდინეზეს" ესტუმრება. ტრიუმფამდე ლუჩანო სპალეტის გუნდს დარჩენილ 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა სჭირდება (ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მათმა მთავარმა კონკურენტმა ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა).

თუკი ნეაპოლელები ტიტულს უდინეში გაინაღდებენ, სერია "ა"-ს ისტორიაში სულ მესამე იქნებიან, ვინც ეს ფინიშამდე 5 ტურით ადრე შეძლო - "იუვენტუსმა" 4 წლის წინ და "ინტერმა" 2006-07 წლების სეზონში.

ლუჩანო სპალეტის ხშირად დასცინიან, რომ იტალიურ მიწაზე ჩემპიონობა ვერასოდეს გაიფორმა. გამოცდილმა სპეციალისტმა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტთან" ერთად რუსეთის საუკეთესო გუნდის წოდება ორჯერ მოიპოვა. ლუჩანო გასულ სეზონში პირველობასთან ძალიან ახლოს იყო. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიმდინარე გათამაშება წინას ერთგვარი გაგრძელებააო და მადლობა შარშანდელ ლიდერებსაც გადაუხადა. თუკი ყველაფერს ასე განვიხილავთ, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას სახით "მეორე ტაიმში" ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რამაც ნეაპოლელებს ნანატრი ტიტული დაუბრუნა - პირველად 1990 წლის შემდეგ!..

"ნაპოლის" ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, ჩვეულ ფორმაში არ არიან. ნიგერიელის საუკეთესო ბომბარდირობა უკვე სათუო გახდა, რამეთუ მას ლაუტარო მარტინესი ორ გოლამდე (21-19-ზე) მიუახლოვდა. ოსიმენი "უდინეზესთან" ძალიან მონდომებული იქნება. ეს მისი მხრიდან ეგოისტური ქმედებების საწინდარიც კი შეიძლება გახდეს, რაც წინა ტურშიც ვიხილეთ. ხვიჩა კვარაცხელია "მშრალი" სერიის გაგრძელებით დაძაბული ჩანს და გვჯერა, ამას დაძლევს. დარჩენილმა ტურებმა პასუხი იმ შეკითხვასაც უნდა გასცეს, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გახდება თუ ნიგერიელი. "კვარას" 12 გოლი და 10 "ასისტი" სერიოზული შედეგია.

"უდინეზე" საკუთარ არენაზე რთულად დასამარცხებელი გუნდია. ბოლოს აქ მათ 15 იანვარს ("ბოლონიასთან" 1:2) წააგეს და იმის შემდეგ 3 ქულა 6 მეტოქეს არ წაუღია, "მილანს" კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლის მიუხედავად, დამაჯერებლად (3:1) სძლიეს. სოტილის გუნდს სატურნირო მოტივაცია ნაკლებად აქვს, მათი მთავარი მიზანი "ნაპოლის" ტრიუმფის გადადება იქნება.

მატეო პოლიტანომ მომჯობინება მაინც ვერ მოახერხა და ის განაცხადში არაა. რუის დაბრუნებას არც ველოდით. საინტერესოა, ლუჩანო შემადგენლობის გადახალისებას რამდენად მიმართავს. "დიეგო მარადონაზე" ამ მატჩის პარალელურად ხალხმრავლობა იქნება, თუკი ნეაპოლელების ზეიმმა კვლავ გადაიწია, ამის საშუალება მომდევნო ტურში, "ფიორენტინასთან" საშინაო შეხვედრაში ექნებათ.

ასე რომ, საფეხბურთო ევროპის ყურადღება უდინესკენაა მიმართული - სერია "ა"-ს 2022-23 წლების სეზონის გამარჯვებული დღეს თუ გამოვლინდება.

• ლაშა

ესე იგი, ხვიჩა უდინეზეს საფლავს უთხრის?

• ლაშა

გასაგებია...

• Spain

ვინც სტაჟიანი გულშეატკივარია ეცოდინება. შარშან რომ იდებოდა ხვიჩაზე სტატიები ნაპოლიში გადადისო და ხალხი რომ არ იჯერებდა, ფოტოშოპით რომ აკეთებდნენ ნაპოლის ფორმაში მის ფოტოებს და ინსინიეს ტანზე რომ ადებდნენ კვარას თავს, ხალხი წერდა, სანამ არ დავინახავ ნაპოლის ფორმაში არ დავიჯერებთო. ზუსტად ისე ვარ ახლა, რამდენი ფოტოშოპი გააკეთეს ხვიჩაზე სკუდეტოს თასით ხელში და სანამ ნამდვილად არ მოიგებს და სანამ არ გაოფიციალურდება ვერ ვიჯერებ. ასე მგონია რაღაც ისე არ იქნება როგორც მინდა. იმდენად დაუჯერებელია პირველივე სეზონში სკუდეტოს მოგება რომ არვიცი, ვისაც ოდვან მაინც არ გიჩნდებათ ეჭვი რომ ლაციო ყველას მოიგებს და ნაპოლი ყველას წააგებს, მშურს თქვენი. ისეთი რამეები მომხდარა ფეხბურთში, აღარაფერი გამაკვირვებს.

• ლაშას

უდონეზეს ეძახიან ვირებს

• ლაშა

ხვიჩა გვეცნო, მაგრამ ვირი (რაშუაშია?) ვერა(:-:)

• სოსო

ნაპოლის ამ თამაშშიც ძალიან გაუჭირდება,რადგან ამდენ წლიანი ჩემპიონობის მოლოდინი,ძალიან ძაბავს ფეხბურთელებს.როგორც კი გაინაღდებენ და დაძაბულობა მოეხსნებათ,ისევ ძველებურად ლაღ ნაპოლის ვნახავთ!იმედია,ეს უკვე ამაღამ მოხდება!

• ზაზა

ხვიჩა შვილო დავიღალეთ ლოდინით,გაგვახარე ერთი მაინც გაიტანე რომ ამაღამ წყნარად დავიძინოთ,ერთი შევარდნა საჯარიმოში არ გაგიჭირდება,პირველივე წუთებიდან გამოგივა და მერე ყველაფერი თავისით დალაგდება!!!

• ზურაბ

მთავარია ტოტალიზატორს რა ანგარიში აწყობს

• გიგა

შენ გენაცვალე ქართველო, მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებ.

• ედემი

დღეს კვარამ უნდა აღმართოს გამარჯვების დროშა, ანუ უნდა გაიტანოს.

• G.LA

ვერ ვხვდები უგუნური ხარ თუ მშიშარა მარა ყველანაირ ლოგიკას რომ ხარ მოკლებული ფაქტია. გუნდი რომელიც პირველ ადგილზეა ყველანაირი მონაცემებით ქულებით, გატანილი გოლებით, გაშვებული გოლების სიმცირით. მოგებებით დარჩენილ 6 თამაში 1 ქულას ვეღარ მოიპოვებს? ფეხბურთის ყურება ალბათ ახლა დაიწყე ხვიჩას სახელი რომ გახმაურდა ან ერთობი. დღეს გახდება ჩემპიონი ნაპოლი და კიდევ დააგროვებს ქულებს სეზონის დამთავრებამდე.

• დავით - ს

თქვენს პირს შაქარი, მურაბა და გოზინაყი!

• გულშემატკივარი

წარმატებები ჩვენს კვარას❤️ დაე დღესვე მოგველოცოს სკუდეტოს მოგება ჩემპიონო!!!

• დავითი

კვარა 2 გოლს გაიტანს

სამწუხაროდ დღეს წააგებენ და უფრო გაიზრდება წნეხი რადგან გულშეატკივარი ძალიან დიდ მოლოდინს იქმნის. მაგიტომაც მეშინოდა წინასწარ ზეიმების. ჩემი ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ თანაბარი ქულა დააგროვონ ლაციოსთან და გადამწყვეტ მატჩამდე მივიდეს საქმე. ალბათ კოშმარი იქნება ეგ დღე თუ დადგა.

• Ttt

ხვიჩა და ოსიმენი გაიტანს

• ელო

ხვიჩა გაიტანს....

• მწვრთნელი

დღეს არა მგონია გადადოს ნაპოლიმ ჩემპიონობა! ველოდები გოლებს! 2-2 ან 2-1 ნაპოლის სასარგებლოდ!

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა