კიდევ ორმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელშიც ჯამში 48 გუნდი (24 თითოეულში) მონაწილეობს. 3 მაისს დიღმის არენაზე 16-წლამდელთა B ლიგის თამაშები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში A ლიგა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. რაც შეეხებათ 14-წლამდელებს, B ლიგის თამაშები სტარტს ხვალიდან აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ პირველი სეზონი, როცა ასაკობრივი ჩემპიონატები ახალი სისტემით ტარდება, რომელშიც A ყველაზე ძლიერი, უმაღლესი ლიგაა და მისი გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება. შემდეგ მოდის B ლიგა და შემდეგ არის C.

16 და 14-წლამდელთა B ლიგებში გუნდების რაოდენობაც იდენტურია და გათამაშების ფორმატიც. აღნიშნულ ჩემპიონატებში მონაწილე 24-24 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში (მეოთხედფინალში) 2-2 საუკეთესო გადის. ფინალის გარდა, ყველა საპლეიოფო სტადიაზე სერია 2-მატჩიანია. B ლიგების ფინალური სერია კი 2 მოგებამდეა.

14 და 16-წლამდელთა ლიგების გამარჯვებული გუნდები მომავალი სეზონის A ლიგის საგზურებს მიიღებენ (A ლიგაში ბოლო, მე-14-ადგილოსნებს ჩაანაცვლებენ). ფინალში დამარცხებული და მე-3-ადგილოსანი გუნდები, შესაბამისად, A ლიგის მე-13 და მე-12 ადგილების მფლობელებს საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდებიან A ლიგის კიდევ 2 საგზურისთვის.

აღსანიშნავია, რომ B ლიგის ის გუნდები, რომელთა საკალათბურთო სკოლასაც A ლიგაში უკვე ჰყავს წარმომადგენელი, თუ უმაღლესიდან არ გამოვარდებიან, მეორე გუნდით A ლიგაში ვერ გადავლენ. ასეთი გუნდები B ლიგის პლეი ოფს ბოლომდე ითამაშებენ საპრიზო ადგილების დასაკავებლად, თუმცა A ლიგის საგზური რიგითობით იმ მომდევნო გუნდს ერგება, რომელიც უმაღლესში ანაცვლების კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა