ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარულ სეზონში ‘ლელომ’ პირველი ადგილი დასკვნით ტურამდე დაიბევა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა მე-11 გამარჯვება მოიპოვეს, რომელთა შორის 9 მატჩი პრემიალური ქულით მოიგეს და მის მიერ ძლეულ ‘ხვამლს’ 14 ქულით დაშორდნენ. წარმატებული თამაშის შემდეგ "ბათუმმა" და "აიამ" მუხიანელებთან ცხრილში ჩამორჩენა, შესაბამისად, 1 და 2 ქულამდე შეამცირეს. "აკადემია" ჯგუფურ ეტაპს მეხუთე პოზიციაზე ასრულებს.

მარნეულის "არმაზის" სეზონში მესამე მოგებამ ელიტაში დასარჩენად მებრძოლ სამეულს შორის მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა. მართალია, ქვემოქართლელები ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩებიან, თუმცა დასკვნით ტურში "არმიასთან" 8 და მეტი ქულის სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა პლეი-ოფისკენ გზაც გაეხსნათ, თუმცა ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „პარკი არენაზე“ გასამართ ‘კოლხი რაინდები’-‘ბათუმი 1"-ის ზღვისპირული დერბის შედეგზე.

"ხვამლი"-"ლელოს" მე-13 ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. მართალია, მშობლიურ „ხვამლი არენაზე“ რატი ურუშაძის გუნდი მატჩის დებიუტში ფულბეკ გიგა ყიფშიძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა შეხვედრის დარჩენილი ნაწილი ჩემპიონის კარნახითა და სრული უპირატესობით წარიმართა. ლიდერი მაღალი სათამაშო დისციპლინით გამოირჩა. ჩემპიონის ხაზი სწრაფად და მახვილგონივრულად ირჯებოდა, ფეხს კარგად ხმარობდა, დროულ მიყოლასთან ერთად რამდენჯერმე მეტოქის დერეფანიც მოიგო, ფაზებიც კარგად აკინძა და გამოთავისუფლებული სათამაშო სივრცეც მაქსიმალურად გამოიყენა.

ჩემპიონმა მასპინძლებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. თავი ბურჯმა ნიკოლოზ ოლქიშვილმა, შუამარბმა საბა ვერულაშვილმა, მარქაფიდან ჩართულმა ფრთა გურამ გარშაულაშვილმა და კაპიტანმა ლუკა საღინაძემ გამოიჩინეს. "ლელოს" მღლეტელი კაპიტნის დადებულმა ულამაზესმა ლელომ კი ქომაგი განსაკუთრებით მოხიბლა. "ლელოს" მგეზავმა გიგი სირბილაძემ 4-ივე გარდასახვა გამოიყენა და 1 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა. მატჩის ბოლო წუთებზე "ხვამლის" ბურჯმა ლევან ეზიაშვილმა პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხა. ჩემპიონმა მატჩი დამაჯერებლად, ბონუსით – 31:11 მოიგო. განაღდებული პირველი ადგილის მიუხედავად, "ლელო" მოდუნებას არ აპირებს და ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში პრინციპულ მეტოქე "აიას" მესამე მასივში სრული საბრძოლო შემადგენლობითა და სათანადო განწყობით დაუხვდება.

„აია არენაზე“, "არმიამ" ფავორიტ რიონისპირელებს დიდი ბრძოლა გაუმართა. მატჩი "აიას" იერიშებით დაიწყო და „არმიელთა“ მხრიდან მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ლელოს წყალობით გიგი თოდუას ბიჭები 7-ქულიან უპირატესობას დაეფლნენ. ხაზის მოთამაშეთა კარგი თამაშის წყალობით "არმიამ" თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა. ფრთა ლუკა ტაბატაძისა და ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის გატანილი ლელოებით მეორე ტაიმის შუაწელს „არმიელები“ 2 ქულით დაწინაურდნენ.

"აიამ" უპირატესობა მორკინალთა აქტიური თამაშის ხარჯზე დაიბრუნა. რიონისპირელთა მარბიელ ლუკა გაბუნიას დადებული ლელო ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა, რომელმაც 3 ჯარიმის გატანაც მოახერხა. "აიას" კაპიტნის ზუსტად შესრულებულმა ბოლო ჯარიმამ „არმიელები“ მნიშვნელოვანი სამატჩო ქულის გარეშე დატოვა – 23:15.

ვაზისუბანში მარნეულის "არმაზმა" ფოთის "კოლხ რაინდებს" უმასპინძლა. ბორის აბაშიძის ბიჭებს ელიტაში დასარჩენად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. თავის მხრივ, კოლხებიც „ოქროს“ ჯგუფში დარჩენასა და პლეი-ოფში მოხვედრას ცდას არ აკლებენ და პირველივე წუთებიდან მოედანზე უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. "არმაზი" აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და კვაჭ ლუკა ბაკურაძის წყვილი გარდასახული ლელოს წყალობით შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და თავიანთი კაპიტნის, იოანე ბასილაიას შესრულებული „დუბლით“ ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურებაც შეძლეს. ქვემოქართლელ მორკინალთა აქტიურობამ მასპინძლებს უპირატესობა დაუბრუნა. ჯერ ლუკა ბაკურაძემ „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. მატჩის მიწურულს კი კარგად ჩამოყალიბებული მოლით დაწყებული იერიში "არმაზის" ჰავბეკმა და კაპიტანმა ნიკოლოზ კოზანაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა – 28:15.

ბათუმში ‘აკადემიამ’ ადგილობრივ სარაგბო კლუბთან მეორე ტაიმი შეტევებში გაატარა, თუმცა რიგი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო „მხატვრებმა“ პოზიტიურ შედეგს ვერ მიაღწიეს და ბურჯ გიორგი აღნიაშვილისა და მგეზავ დემეტრე დევდარიანის გარდაუსახავი ლელოებით ტაიმებში მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

„ბათუმი-1"-მა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ნახევარში კარგი თამაშის წყალობით მოიპოვა. მოლით დაწყებული შეტევა ლელოთი აჭარელთა კვაჭმა ნიკა ბერიძემ დაასრულა, რის შემდგომაც მასპინძელთა ფრთა ანრი ხოზრევანიძემ და ფულბეკმა ანრი ბერიძემ „მხატვრებს“ ხელდახელ 2 ლელო დაუდეს. გიორგი სვინტრაძის ბიჭებმა მატჩი – 20:10 მოიგეს და ცხრილში მესამე პოზიცია შეინარჩუნეს.

RUGBY.GE

გენო
ნუღა გიკვირთ რატო არიან უმეტესობა 18 და 20 წლამდელებში. სულ დიდი ანგარიშებით იგებენ...
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა