ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დიდებულია - კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

დიდებულია - კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1) და სკუდეტო მოიპოვა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევისას ლოვრიჩმა დააწინაურა. პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ ოსიმენმა თავით ოდნავ ააცილა მიზანს ბურთი. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთავარი კი ისაა, რომ „ნაპოლი“ უნიათოდ უტევდა და დამაჯერებელი ვერ გახლდათ.

მეორე ტაიმი სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო. ქართველის დარტყმული ბურთი მეკარე სილვესტრიმ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მორიგი იერიშისას „კვარამ“ მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში ელმასს პასი გაუკეთა, რომელმაც ვერ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა. ცოტა ხანში ზელინსკის გატანა სილვესტრიმ არ დაანება. კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს. დარჩენილ დროში "ნაპოლიმ" მშვიდად მიიყვანა საქმე სასურველ დასასრულამდე და ოქროს მედლები მოიპოვა.

ხვიჩა სადებიუტო სეზონში გახდა იტალიის ჩემპიონი, რასაც გილოცავთ!

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 7 მაისს სახლში „ფიორენტინასთან“, ჩემპიონის რანგში გამართავს.

უდინე. „დაჩია არენა“

უდინეზე - ნაპოლი 1:1

გოლები: 0:1 ლოვრიჩი (13), 1:1 ოსიმენი (52)

• ლევანი

რა ნაგავი უნდა იყო დისლაიკი რომ დაწერო

• სოსო

სად ხედავთ ირონიას?ეგ კი არა,აღმოჩნდა რომ სულ რამდენიმე მატჩის ყურებით,იტალიელმა ფანებმა გაცილებით უფრო საღად შესაფასეს ხვიჩას ტალანტი,ვიდრე ბევრმა აქაურმა,რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ყურებით.

• ჰო.

წინა თამაშში ჩემპიონობა ალბათ მაგიტომ გადაიდო.

• ამაშია საქმე

მთელი საქართველოს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლუჩანო სპალეტის რომ ნაპოლის ისეთი ფეხბურთი ათამაშა სადაც ჩვენმა ხვიჩამ გაიბრწყინა ხოლო საქართველოში ფეხბურთის სიხარული დააბრუნა.

• საქართველო

აი მეგობრებო ესეთი ადამიანები არიან ჩვეულებრივი ზომბები,ჩრდ. კორეას რომ შეშურდება ისეთი.კვარას და მთელ საქართველოს კი ვულოცავ ამ სეზონის სტარტზე წარმოუდგენელ წარმატებას,

• Georgian

3-ე სკუდეტო, გამორჩა))

• თაზო

აქ მაინც დაანებეთ თავი პოლიტიკას !

• UX-ს

რა გჭირთ? ხომ მშვიდობა გაქვთ?

• ჯიჯი

ახლა ნამდვილად ზეიმის დროა, დაიმსახურა ნეაპოლიტანელმა ხალხმა ეს დიდი გამარჯვება და "ასმაგად" სასიხარულოა, ამ ტრიუმფის მთავარი მოქმედი გმირი, პატარა საქართველოს ერთი უბრალო, მშრომელი, მიზანდასახული, ზენიჭიერი, კაი მშობლების აღზრდილი და სიამაყე ხვიჩა კვარაცხელიააა! როგორი ბედნიერიც დღეს ჩვენი კვარა არის, მინდა ყველა ქართველი, სრულიად საქართველო იყოს ისე გახარებული! პ.ს. ეს დასაწყისია, მსოფლიოს ალაპარაკებს ეს ბიჭი ჩვენს პატარა და კოხტა საქართველოზე! მადლობა კვარა, გვეამაყები!

• ux

არადა იმ იმედით გაუშვეს ხვიჩა ჩათლ*ხმა რუსებმა ნეაპოლში რომ ვერაფერს ვერ მოიგებსო და ვერაფერს ვერ იზავსო. და ეხლა წარმოიდგინეთ დამხობა და გაგიჟება ვენების თხრა... პირველივე სეზონში ჩემპიონი რომ გახდა. სპალეტი ეგონათ მაგათი კაცი იყო რუსებს დაუჯერებდა და ხვიჩას არ გააბლატავებდა მაგრამ ჰოი უბედურებავ სპალეტიმაც "უღალატათ." ეს ჯუღელი რუსების დავალებებს ასრულებს მაინც სადაც ეტყვიან იქ გადაიყვანს (ჩელსიზე დაიწყებს ჩალიჩს მომავალში თუ არ გჯერათ აგერ ნახავთ). ჰოდა აარჩიეს "გენიალური" გამოსავალი ნაპოლიში ფარჩაკ გუნდში გაუშვეს მაგრამ ჰოი საოცრებავ ბოლოს მაინც თვითონ გაფარჩაკდნენ

• #arxivi.

რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი ხვიჩას ტრანსფერზე იტალიაში (სეზონის დაწყების წინ). "ნეაპოლი დუღს: ჩვენთან ფენომენი მოდის" - ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი "სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს. "ნეაპოლური გუნდი აპენინებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია. ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში. Sportall.Ge ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება. საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები. Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად. ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !" და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს. "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი". https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/legionerebi/156738-qneapoli-dughs-chventhan-modis-fenomeniq-khvichas-transferze-rusuli-mediis-shuriani-da-ironiuli-tserili.html

• Charley

ვულოცავ მთელ ნეაპოლს და მთელ საქართველოს ამ ტრიუმფს. ეხლა კი მოკლედ ეგეთი ამბებია რა ვიღაცას შარშან ამ დროს რო ეთქვა კვარა ზუსტად ერთ წელში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშებს, გუნდს რომელსაც 30 წელია ჩემპიონატი არ მოუგია იმ გუნდით ჩემპიონობას მოიპოვებს, მსოფლიოს ყველადროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს შეადარებენ ყოველი ტურის მერე, საუკეთესო ასისტენტი გახდება, ლიგაზე პირველად გაიყვანს გუნდს მეოთხედფინალში და შიდა ჩემპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს სეზონის ბოლოსო რავი დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი. კვარამ ამ არასრულ 1 წელში რასაცმიაღწია ისტორიაში არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ მიუღწევია. ამიტომ ჩავარდნა აქვს თუ არ აქვს ბოლო პერიოდში მისდის თამაში თუ არა, მან ყველაფერი დაიმსახურა და ნეაპოლში ვიღაცეები თუ აკრიტიკებენ პატარა ჩავარდნის გამო 10 წელი გავა მეტი გავა და უფრო დააფასებენ. ისტორია დაწერა კვარამ მაგ გუნდში, მიხვდებიან ტალახში ნამყოფ გუნდს პირველივე სეზონში რამხელა რაღაც მოუტანა კვარამ. ეხლა მეც ნაწყენი ვარ სპალეტი ვაფამკულო (შევუკურთხე იტალიურად) მთავარი ტრიუმფატორი მოედნიდან რო გაიყვანა და ელმასი დატოვა ბოლომდე, ნაწყენი ვარ მაგ არასწორზე ამ გუნდით ესეთ ტალანტს რო ბოლომდე ვერ იყენებენ მარა არაუშავს დრო ყველაფერს დაალაგებს და გადააფასებს. დღეს უკვე ნათლად გამოჩნდა რო კვარას იმ აუტის ხაზთან ბორკილებით მიბმა სპალეტის პირდაპირი დირექტივაა რაც ანგრევს ხვიჩას სტატებს უკვე ათი მატჩია უგოლო უასისტო ბიჭის. სულ ვამბობდი საპირისპიროს მაგრამ უკვე ვთვლი რომ ხვიჩამ ამოწურა ამ გუნდში თავისი რესურსი და დროა გაეცალოს ასეთ მაზოხისტ მწვრთნელს ეს მელოტა მომდევნო სეზონშიც ასე გააბამს ტროლეიბუსის ხაზივით ამ მარცხენა პირით ხაზზე რაც დამღუპველი იქნება კვარას კარიერის შემდეგ ლეველზე ასვლისთვის ამიტომ საჭიროა ტრანსფერი ამ ზაფხულსვე რომელიმე გრანდში. შემდეგ ჩვენც უფრო გავიაზრებთ რამხელა წარმატებას მიაღწია ქართველმა და ნაპოლიშიც მიხვდებიან კვარას წასვლის მერე გუნდისთვის რამხელა ძალა იყო და ვისი დამსახურებაა ეგ ისტორიული თასი ნაპოლისთვის ყველა ეხლა ლაივ ინტერვიუებზე ქუჩებში 80 პროცენტს რო ოსიმენი აკერია პირზე. ვულოცავ კვარას და გილოცავთ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს, ეს ჩვენი ერის დიდი წარმატებაც არის.

• odala

ეს რა იყო!! ფეხბურთელებს ძალით ხდიდნენ მაისურებს. ზიელინსკის, ლოზანოს სერიოზულად აკაჩავებდნენ რომ მაისურები მიეცათ ფანებისთვის. ზიელინსკის როგორც აღმოჩნდა შორტები გახადეს :)

• 35

33 წლის შემდეგ 33 - ე ტურში ნაპოლი ჩემპიონია !!!

• #arxiv.

არადა რუსი ექსპერტები ნაპოლის გავარდნას (სერია B ში დაქვეითებას) სპალეტის გაგდებას და ხვიჩას სათადარიგო სკამის ხეხვას ან სადმე "სალერნიტანაში" ან სამპდორიაში იჯარით განათხოვრებას წინასწარმეტყველებდნენ სეზონჰს დაწყების წინ. ხვიჩას იტალიაში ჩასვლაზე ცალკე დაიმართეს ისტერიკები ინსინიეს შემცვლელად სასაცილოაო და იტალიელები ჭკუიდან გადავიდნენო ფენომენი რომ გონიათო ირონიული სტატიები წერეს. "ნეაპოლი დუღს -ჩვენთან ფენომენი მოდის!" ასეთი იყო ირონიული სტატიის სათაური ხვიჩას შესახებ. აუჰ იტალიის დასაპყრობად მიდის გრუზინიო მოკლედ შინაარსი ასეთი იყო.

• ეჰჰ

აი ვინც დისლაიქებს წერთ რა საცოდავი და შეუმდგარი ადამიანები ხართ ხვდებით მაინც?

• Alex.F

ვულოცავ ხვიჩას და ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს!მწამს იმისა,რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია და კიდევ არაერთ საფეხბურთო მწვერვალს დაიპყრობს!უბრალოდ არ მესმის იმ ხალხის,ვინც ე.წ. დიზლაიქებს სვამს კომენტარებზე!

• ბესო შიოშვილი

ხვიჩააააა!!! კვა!!! რა!!! ცხელია!!!

• დავით 67

ყოჩაღ ხვიჩა. ყოჩაღ ნაპოლი. გილოცავთ ყველას. გული იმაზე მწყდება, რომ არა უვარგისი რუმინელი თუ უნგრელი მსაჯი ნაპოლი ლიგის ფინალში იქნებოდა.

• Ttt

გილოცავ ხვიჩა! ოქრო ხარ

• გულშემატკივარი

გილოცავ ხვიჩა!!! გილოცავ საქართველო!!! დიდება უფალს!!! რა ბიჭი გვყავს,გახდა ისტორიის ნაწილი❤️ და ეს მხოლოდ დასაწყისია!!! გენაცვალეეე ხვიჩა!!! ვხარობთ და ვზეიმობთ შენთან ერთად!!! მადლობა!!!

• ლევანი

გილოცავ ხვიჩა, შენ მაგარო ქართველო! შენ ეს ჩემპიონობა ნამდვილად დაიმსახურე. კიდევ ბევრი მომელოცოს.

• ILIA

გილოცავთ!!!

• გეგი

დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს! კვარაცხელია კიდევ შეურადებელია და ვულოცავ,უფრო დიდ და ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოქროს ბიჭს!

• ზაზა

ხვიჩა გილოცავ, ეგ ერთი და სხვა მრავალი!!!

• გადასარევი გიორგი

ვულოცავ ყველას ამ სასწაულ სეზონს და ხვიჩას სიგიჟეს!

მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა

მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა

გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" გაიმარჯვა

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ეს მატჩი ხვიჩას გარეშე ძალიან არ გვინდოდა - ენრიკესთვის განსაკუთრებული დაპირისპირება

გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის

გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" მერვედფინალში გავიდა

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და "მილანთან" განადგურებული "უდინეზე"

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს