მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება და შეიძლება ითქვას, უკვე გადამწყვეტ ფაზაშიც შევიდა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება და შეიძლება ითქვას, უკვე გადამწყვეტ ფაზაშიც შევიდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს VIპ და პრესლოჟების სარემონტო სამუშაოები. ორივე ლოჟის სტრუქტურა და განლაგება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

თითქმის მთლიანად შეიცვალა გასახდელების ბლოკიც. განახლებულ ~მიხეილ მესხზე" საპრესკონფერენციო დარბაზი გასახდელების გვერდით მოეწყობა, რაც ჟურნალისტებს საქმეს საგრძნობლად გაუადვილებს. თუკი ადრე მედიის წარმომადგენლებს, მწვრთნელებსა თუ სპორტსმენებს ერთმანეთთან შესახვედრად მოედნის გადაკვეთა ან სტადიონისთვის ნახევარი წრის შემოვლა უწევდათ, ამიერიდან მსგავსი დისკომფორტი აღარ შეექმებათ.

გასახდელების ბლოკის რეაბილიტაციისას საკმაოდ უსიამოვნო პრობლემებმა იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ თითქმის უფუნქციო იყო საკანალიზაციო სისტემა და ფეკალური მასები მიწაში ჩადიოდა. ამის გამო, საჭირო გახდა მიწის დიდი ნაწილის ამოღება და ახალი საკანალიზაციო სისტემის გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ ვაკის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები უეფას სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. სფფ-ის მიზანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სტადიონს იმდენი ვარსკვლავი მიენიჭოს, რამდენიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებისა და სხვა უმაღლესი დონის მატჩების ჩასატარებლადაა საჭირო.

ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი ისაა, რომ გუშინ თბილისში ბალახის ახალი საფრის ჩამოტანას ელოდნენ. ბერძნული კომპანია გაზონის დაგებას დაუყოვნებლივ შეუდგება. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და ახალი მინდორი ექსპლუატაციაში დაგეგმილ ვადაში შევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა