რადიოსადგურმა "ონდა სერომ" და "მარკამ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - 20 მილიონ ევროდ "ვალენსიას" შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა შეიძინა. როდესაც კლუბები სტარანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, მატამ სამხრეთ აფრიკაშივე მოაწერა ხელი "ბლაუგრანასთან" ხუთწლიან თანამშრომლობას.

რადიოსადგურმა "ონდა სერომ" და "მარკამ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - 20 მილიონ ევროდ "ვალენსიას" შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა შეიძინა. როდესაც კლუბები სტარანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, მატამ სამხრეთ აფრიკაშივე მოაწერა ხელი "ბლაუგრანასთან" ხუთწლიან თანამშრომლობას. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში იმავე მიმართულებით კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდა, "ბარსელონამ" "ვალენსიას" გოლეადორი დავიდ ვილია შეიძინა, რომელშიც ორჯერ მეტი, 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

ხუან მატას კონტრაქტი "ღამურებთან" 2012 წლამდე ჰქონდა. მისით ინგლისური "მანჩესტერ სიტი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ესპანელმა ფეხბურთელმა საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება დაიწუნა, რადგან მას სამშობლოში თამაში ურჩევნია. მატას გაფორმების შემდეგ კიდევ უფრო საეჭვო გახდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბარსელონური მომავალი. "ვალენსია" ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია გაყიდოს თავისი ვარსკვლავები.

აღსანიშნავია, რომ ხუან მანუელ მატა "ბარსელონას" დაუძინებელი მტრის, მადრიდის "რეალის" აღზრდილია. ვინგერი 2003 წელს შეამჩნიეს "სამეფო კლუბში" და 15 წლის ბიჭი სარეზერვო გუნდში აიყვანეს. თუმცა მატას ერთხელაც არ უთამაშია "რეალის" ძირითად გუნდში, 2007 წელს ის "ვალენსიამ" შეიძინა და მას მერე ჩემპიონატში 96 თამაშში 25 გოლი გაიტანა. ხუან მატა მუნდიალზეა და მან მეორე ტაიმში ითამაშა კიდეც ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ, სულ კი ესპანეთის ნაკრებში მან 9-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

ნიკოლოზ ნეფარიძე

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა