ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ქართული ზეიმის დროა - მარადონასთან გადაჯაჭვული ხვიჩა და დუეტი განსხვავებული დიზაინით...

ქართული ზეიმის დროა - მარადონასთან გადაჯაჭვული ხვიჩა და დუეტი განსხვავებული დიზაინით...

რამდენჯერ გაგვიმართლებია თავი იმით, რომ ესა თუ ის საქმე ჩვენ ძალებს აღემატებოდა; რომ ვცადეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ისიც გვითქვამს, ამ დონისთვის შესაფერისი გამოცდილება დაგვაკლდა, თორემ უნარები საკმარისად გაგვაჩნდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ყველაფერზე მაღლა დადგა და უმოკლეს დროში საწადელს მიაღწია - შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, ამის შედეგებში ასახვა და ადამიანური ფასეულობების წარმოუდგენლად დიდი აუდიტორიისთვის ჩვენება!..

ფეხბურთს რამდენიმე აღიარებული პერსონა ჰყავს. ერთ-ერთი მთავარი დიეგო მარადონაა. "კვარამ" მოახერხა, მისი წარმატების გზა ლეგენდარულ არგენტინელთან გადაჯაჭვულიყო - სკუდეტო ემოციებით გაჯერებულ ქალაქ ნეაპოლში დაბრუნდა. ხალხის 33-წლიანმა მოლოდინმა ვულკანის სახით ამოხეთქა. ათწლეულები გავა და ეს გამარჯვება ადგილობრივებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვარაცხელიამ და ოსიმენმა რომ აჩუქეს.

შესაძლოა, ზოგჯერ ფეხბურთი ბოლომდე სამართლიანი არაა, შეტევა და გოლი ყველაფერზე მაღლა დგება და ვინმეს გარჯა ცოტათი იკარგება, კიდეც, თუმცა "ნაპოლის" ეს ტრიუმფი დიდი დოზით ქართველსა და ნიგერიელზე მოდის. სეზონის საუკეთესო ვინ უნდა გახდეს? საჩემპიონო ქულის მომტანი გოლის შემდეგ, ვიქტორის შანსები იქნებ გაიზარდა, მაგრამ როგორ მოხდა ეს? ხვიჩამ კუთხურის დროს, მისთვის უკვე ჩვეულ ე.წ გადმოვარდნილ ბურთზე თამაშისას ისევ მახვილგონიერად იმოქმედა და მორიგი საგოლე ეპიზოდი შექმნა. "კვარადონამ" მშვენივრად დაარტყა, რასაც ოსიმენის ასევე სწრაფი რეაგირება და გოლი მოჰყვა. მსგავსი ეპიზოდი "იუვენტუსთანაც" გვახსოვს, როცა ჩვენებურმა "მაკრატელა" შემოგვთავაზა, შემდეგ კი "ცხრიანმა" მეტოქის კარის ბადე შეარხია. ამ წყვილის შეთამაშება მართლაც სხვა მასშტაბებზეა. როცა ოსიმენმა "რომასთან" შედევრი შექმნა, მოხდენილი და ზომიერი პასი ხომ ქართველი გარემარბისა იყო. ვნახეთ "ასისტი" ცარიელი კარის წინ. ყველაფერ ამის შემოქმედებასთან ერთად, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი გაალამაზა - ბევრი ფინტით, არაორდინალური მოქმედებით და მთელი ამ მოულოდნელი შემოჭრით, დამატებითი ინგრედიენტით, რომელმაც კერძი უბრალოდ უფრო მადისაღმძრველი კი არ გახადა, საბოლოო და წარმატებული სახე მისცა.

ოსიმენიც მრავალმხრივ დაჯილდოვებულია - განსხვავებული ტექნიკა, რომელიც ზედმეტად ნატიფი და "ხელოვნურად გამოყვანილი" სულაც არაა,

გოლის ალღო, შეუპოვრობა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოპოვებული ბურთების გოლად ქცევა. ნიგერიელს 22 შედეგიანი დარტყმა აქვს.

ხვიჩასა და ვიქტორის ურთიერთობა უფრო მეტი უნდა გახდეს, ვიდრე დროებით ერთ გუნდში თამაშია. შესაძლოა, ის რაულისა და მორიენტესის გზით წავიდეს და საბოლოო სახე მიეცეს. სეზონის წინ იტალიელები აქტიურად წერდნენ, რომ შესაბამისის მეწყვილის პირობებში, ოსიმენი უკეთ ათამაშდებოდა და ორჯერ მეტს გაიტანდა. ასეც მოხდა. "ლივერპულის" მრისხანება ხომ მაშინ ჩამოყალიბდა, როცა იან რაში კენი დალგლიშის მეწყვილე გახდა. ასე იწერება დიდი ისტორიები!.. ეს დუეტი ცბიერიცაა, მხიარულიც, მახვილგონიერი და მეტოქეებისთვის საზიზღარიც კი. მათ განსხვავებული დიზაინი შექმნეს, როგორც ერთმანეთის, ასევე ადგილობრივების მიმართ კი დიდ პატივისცემას ამჟღავნებენ. ისინი ერთმანეთს ხშირად ამხნევებენ...

ზეიმის დროა და ეს ეს მათ შორის საქართველოს ეხება. სულ სხვა მასშტაბებზე ვართ, რისიც ცოტა ხნის წინ ბევრს არ სწამდა. მთავარი მაინც ისაა, რომ "კვარადონასთვის" ყველაფერი ეს მხოლოდ დასაწყისია. მას ძალიან დიდი მიზნები აქვს და მის განსახორციელებლად არაფერს დაიშურებს. ხვიჩა ყოველთვის ყურს უგდებს მწვრთნელებს, რომელთაც მის სრულყოფაში დახმარება შეუძლიათ. ჩვენებური ყოველდღიურად სწავლობს, ახალს იმეცნებს, მიღწეულით არ კმაყოფილდება!..

• კაპიტან გარდენბურგი

ამ სტატიას 3 დისლაიქი რომ აქვს ეს ალბათ ჩრიდილომაკედონიელები წერენ, ელმასის გამოგზავნილი ხალხი ალბათ

• ხოოო?

სანაიააა... ნეაპოლელებმა მოგიკითხეეეს..

• Skeleton

კიდე ბევრი ბედნიერი და წარმატებული თამაშები გვენახოს კვარას ჩატარებული. ის თაობაც ვტირივართ სიხარულისგან, ვისაც არ გვინახავს ის ფეხბურთელები ვინც ჩამოთვალეთ. უბრალოდ წარმოუდგებელია რაც ხვიჩამ გააკეთა, ჩვენ 90 იანების ან 2000 იანების მერე დაბადებული ხალხი სულ სხვა ქვეყნების გუნდებს ვიყვარებდით და ვგულშემატკივრობდით ბავშვობიდან, ახლა ყველაფერი შეიცვალა. კვარა რომ გოლს იტანს,ასე მგონია ყველა მიყვარს, ყველაფრის მიუხედავად და ამ სიხარულის გაზიარება ყველასთან მინდება. ასეთი ერთიანობის განცდა ალბათ მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია.

• თემო

ნუთუ როდესმე ფარსადანოვიჩის დინამოს შემდეგ სიხარულით ვიტირებდი? დღეს ვზივარ და ცრემლები სიხარულისა მახრჩობს. მადლობა შვილო, იხაროს შენმა გამზრდელმა. მეგონა დინამოს შემდეგ ვეღარ ვუყურებდი ფეხბურთს და არც მიყურებია, რა ვქნა ვერ გავხდი იმათი ფანი ვისაც დინამო ისე გადაუვლიდა, რომ არც შეიმჩნევდა. ახლა ხვიჩას და ნაპოლის ისე ვუცდი, როგორც დინამოს, დათოს ვოვას, საშას. რამაზს, ვიტალის, მანუჩარს, ტუხას(ჩემს საყვარელ ფეხბურთელს). აღსდგა ის ემოციები, ისევ ხარობს ქართული ჯიში და ჯილაგი. აღარ მინდა სიკვდილი, მე ნაპოლის და ხვიჩას ველოდები.

სერია ა ს ოფიციალურმა გვერდმა დადო ფოტო, სადაც მარადონა მეფის გვირგვინს ადგამს კვარას. გადახედეთ კომენტარებს, ააფეთქეს ნიგერიელებმა იქაურობა, რასისტები არიან იტალიელებიო, ოსიმენი რადგან შავია მაგიტომ არ აღიარებენო,ისაა საუკეთესო და არა კვარაო. ქართველებმა როგორ შევიყვარეთ ოსიმენი და ეგენი როგორ იბოღმებოდნენ თურმე კვარაზე. პატარა ერის კომპლექსები ჩვენ კი გვაქვს მაგრამ ჩვენზე უარესები ყოფილან. ეს მენტალიტეტი ყალიბდება ჩაგრულ ადამიანებში, მერე სულ ჰგონიათ რომ ჩაგრავენ და არაადეკვატური რეაქციები აქვთ. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ სამი წელია ოსიმენი ნეაპოლშია და ამხელა შედეგი რატომ ვერ დაიდო, რა შუაშია მისი კანის ფერი აქ, იგივენაირად რასისტულად იქცევიან კვარას მიმართ, ბევრი არიან ნიგერიელები და მთელი სივრცე დაიკავეს უაზრო კომენტარებით. უბრალოდ არ იმსახურებს კვარა ამას და სირცხვილია, ოსიმენსაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ.

• ზურაბ

რამდენი წარმატებული სპორტსმენიც გვეყოლება, იმდენით ვიამაყებთ. ღმერთმა გვიმრავლოს

• Charley

ისტორია დაწერილია ნაპოლი ნამდვილად არარის ყველაზე მდიდარი კლუბი თუნდაც იტალიის მაშტაბითაც კი და ესეთი პირობებში ჩემპიონობა ყოველთვის გმირობის ტოლფასია. ყოველ წარმატებას თავისი გმირები ყავს და რა თქმა უნდა ამ ნაპოლის ჩემპიონობას ყავს ორი მთავარი შემოქმედი. კვარამ გუნდში მიიტანა ის რაც ყველაზე მეტად აკლდა ამ კლუბს ჩემპიონის მენტალიტეტი, მისმა სოლორეიდებმა, ასისტებმა თუ გოლებმა გუნდს პირველივე ტურიდან იმედი, თავდაჯერება, გამბედაობა მისცა რისი გუნდმაც ირწმუნა მომდევნო შეხვედრებში და კვარას ეს ისკრა ცეცხლად აგიზგიზდა აპენინის მწვანე მოედნებზე, ოსინენი რომელიც აქამდეც ორი სეზონი იყო ნაპოლში მაგრამ ის არ იყო სუპერ გამტანი ფორვარდი, მას ჭურვები ჭირდებოდა რომ გაესროლა, ამ სეზონში კი კვარამ უხვად უზრუნველყო ის ამით და ოსიმენი როგორც ზარბაზანი ხვრეტდა მეტოქეთა კარის ბადეს. თუ დელაურენტისს უნდა ტიტული გუნდმა მომავალ სეზონშიც დაიცვას, და ნაპოლი ისეთივე მძლავრი იყოს ყველა ღონე უნდა იხმაროს ფინანსებზე არ დახარბდეს და ეს დუეტი არ დაშალოს. თავის მხრივ კი თუ ეს ასე მოხდა, კიდევ უფრო ჰარმონიულად შეთამაშებული კვარა ოსის დუეტი ორმაგად დამანგრეველი იქნებიან მეტოქეებისთვის ყველა ტურნირზე.

• ???-ს

ასევე შენც, გადაყევი და გადაყევი, ვისაც გინდა და რასაც გინდა:) ო კ ე ი .

თუ იუმორი იყო ოკ, თუ არადა ... მე პირადად არველაძის გოლების მერე (კობი, კალაძე, ხიზანა ... არანაკლები იყვნენ, მაგრამ სხვა ემოციაა შეტევაში წარმატებული თამაში) ასეთი ემოცია არ მიმიღია ქართველი ფეხბურთელისგან. ეს თან სულ სხვა სიმაღლეა, უგოლოდაც სასწაულად თამაშობს და სულ ტერორში ყავს მოწინააღმდეგე. ასე რომ მე აქამდეც ფეხბურთს "გადავყევი" და ახლა კვარასთან ერთად ვაგრძელებ, ვისაც არ მოგწონთ, გადაყევით ვისაც და რასაც გინდათ სხვას :)

• შალოს

ზუსტად ეს თქვა სანიოლმაც. ამ საიტზე დაიწერა რომ ტრავმა ჰქონდა და რადგან ჯუღელმა თქვა, არ დაიჯერეს

• შალო

ამ ტინგიცა ქართველებმა ხომ ესე იციან? ხვიჩა როცა რუბინში იყო და ვერ ეხმარებოდა ნაკრებს ავადმყოფობის გამო, მიწასთან ასწორებდნენ. ზუსტად ეს ხალხი იყო, ვინც ეხლა ხოტბას ასხამს და ეხლა კი ყანწებით ცლიან ღვინოს, ხვიჩას ხსენებით. აფერისტ მამაძაღლებო!

• ვახო სანაია.

ნაპოლი არა კვარაცხელიამ, არამედ ოსიმენმა გააჩემპიონა! და ეს ფაქტია! და საერთოდაც ნუ გადაგვაყოლეთ ამ კვარაცხელიათი.

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება

[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა

"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი

"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ

სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ

[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა

დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე