18-წლამდელთა ჩემპიონობისთვის თბილისი ბასკეტი და ვინგსი იბრძოლებენ. რამდენიმე დღის წინ ფინალში გასულ თბილისი ბასკეტს 8 მაისს ვინგსი შეუერთდა. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში გამართულ ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩში 74:68 (სტატისტიკა) დაამარცხა ადგილობრივი გუნდი და საჩემპიონო სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა. ვინგსს პირველი მატჩი თბილისში ჰქონდა მოგებული და საპასუხო მატჩში გამარჯვებამ სერია მშრალი ანგარიშით – 2:0 მოაგებინა.

ფინალი 3 მოგებამდე იქნება. საჩემპიონო სერიის ყველა შეხვედრა თბილისში გაიმართება 12, 13, 14 და თუ საჭირო გახდა 16 და 17 მაისს. შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა თბილისი ბასკეტმა ნახევარფინალურ სერიაში 2:0 მოუგო რუსთავს, ხოლო ეს უკანასკნელი მე-3 ადგილისთვის მატჩს ქუთაისის წინააღმდეგ 15 მაისს, რუსთავში ითამაშებს.

რაც შეეხება ქუთაისში 8 მაისს გამართულ შეხვედრას, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გიორგი პირტახიას და საბა სვანიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით – 21:20 მოიგეს, თუმცა მეორეში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს. ვინგსმა ლიდერობა მოიპოვა, თუმცა წინ საიმედოდ გაჭრა ვერ მოახერხა. თამაში ბრძოლაში გაგრძელდა. მასპინძლები მესამე პერიოდში დაწინაურდნენ, წინ 6 ქულითაც გაიჭრნენ – 48:42. მაგრამ სტუმრებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება და ამჯერად ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

ვინგსში საუკეთესო შედეგი ირაკლი ახალაიამ დააფიქსირა – 17 ქულა, 14 მოხსნა, 4 დაფარება. 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ქუთაისში გაზრდილმა, თუმცა ვინგსში ამ სეზონის წინ გადასულმა გიორგი ნიკოლაევმა. 14 ქულა და 6 პასი ნიკოლოზ გურგენიძემ მოაგროვა. ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო ლუკა გორგოძე – 19 ქულა, 6 მოხსნა. 12 ქულა და 7 მოხსნა ეგნატე გაგოშიძემ მოაგროვა.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა