ინგლისური ტაბლოიდების ცნობით, 24 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ლუკასი შესაძლოა „ლივერპულიდან“ წავიდეს
24 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ლუკასი შესაძლოა „ლივერპულიდან“ წავიდეს. ეს ამბავი ინგლისურმა ტაბლოიდებმა მერსისაიდული კლუბის მავანი თანამშრომლებისგან შეიტყვეს. არადა, საოცარია, ლუკასი ხომ გასულ სეზონში „წითლების“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით „ენფილდ როუდზე“ თავს შესანიშნავად უნდა გრძნობდეს.

დღეისათვის „ლივერპულის“ ნახევარდაცვაში დიდი ხალხმრავლობაა. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს კენი დალგლიშმა სწორედ მოედნის შუაში გამოსადეგი ფეხბურთელები იყიდა. სტიუარტ დაუნინგი „ასტონ ვილასგან“ შეიძინა, ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდისგან“, ხოლო ჩარლი ადამი „ბლექპულისგან“. ამ სამეულს „ენფილდზე“ დახვდებიან სტივენ ჯერარდი, ჯო კოული, რაულ მეირელეში, ალბერტო აკვილანი, კრისტიან პოულსენი, მაქსი როდრიგესი, ჯონჯო შილვი, ჯეი სპირინგი და მილან იოვანოვიჩი. ასეთ ვითარებაში ლუკასმა სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის საშიშროება დაინახა და გაცლა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ლუკასი „ლივერპულში“ 2007 წელს რაფა ბენიტესმა მიიყვანა.

მერსისაიდელთა მავანმა თანამშრომელმა გაზეთებს უთხრა: „ლუკასმა ხომ ახალ კონტრაქტს სულ ახლახან, მარტში მოაწერა ხელი და ფანებმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ხმამ, თითქოს ის გუნდიდან წასვლას აპირებს, შესაძლოა დიდი შოკი გამოიწვიოს, მითუფრო რომ ლაპარაკია კაცზე, რომელიც „ლივერპულის“ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა