კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში გავიდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ილიამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით მონღოლი ბათხუიაგ გონშიგსურენი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს არმან ადამიანთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო.

რაც შეეხება ვარლამს, ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ რუმინელი ეშლი გონსალესის ბარიერი გადალახა, საბოლოოდ კი ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და კატარი 2023-ს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მოპოვებული 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

რეზო
აზრი ვერ გამოვიტანე. თუ ცუდად იქცევა, მაშინ რატომ არ უნდა დაეტოვებინათ? და გაეორებინათ მძიმე, რატომ არა? ლიპო ვეღარ არიო, ხომ ამბობთ?
ოეეეეეეეეე - ს
როცა მთავარი მწვრთნელი საჯაროდ აცხადებს, რომ გუნდი მზად არის, უძლიერესი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული და ყველას ლავაშივით გავაკრავთ, მაშინ ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა ეკისრება. დ ი ა ხ , მაშინ საჭიროა ღირსეულად გამოსვლა და არა ისე, როგორც გამოვიდა რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც პირველივე შეხვედრაზე დამარცხდა! ძველი დიდება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველგან იქნები გამარჯვებული! საჭიროა თავდაუზოდავი შრომა, ოფლის ღვრა მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ შეჯიბრების წინ! სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში და არ უნდა ვეძებდეთ გამართლებას! დიახ, თუ ფიასკოს განვიცდით +100 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა გუჯეჯიანი უნდა გ ა დ ა დ გ ე ს ან გ ა დ ა ა ყ ე ნ ო ნ !!!
ეეე
ღმერთო ჩემო რამდენი უვიცი დაეხეტება აქ ნაკრები პირველ ადგილზეა(ვაჟებში) აქ ზოგიერთი გუჯეჯიანის გაშვებას ითხოვს.დდდდდდდდდდდდდდ რა გინდათ კი მარა ყველა წონა ქართველებმა მოვიგოთ?დდდ
ჟორა
ლიპო თავის დროზე წავიდა, მაგრამ არ გაუშვეს, შარშანდელ მსოფლიოზე განცდილი ფიასკოს შემდეგ აღარ უნდა დარჩენილიყო. რაც შეეხება ზალიშვილს ადრე დავწერე და დღესაც ვიმეორებ, ეს წონა ან უნდა გაემეორებინათ ან თუშიშვილი უნდა დაეტოვებინათ. ეს რომ ასე უნდა ყოფილიყოთ ხვალ ნახავთ, რადგან თუშო ამ ბოლო დროს საქმეს სერიოზულად აღარ უდგება და მაგისთვისაც კარგი იყო ეს გონზე მოსაყვანად.
ჟორა გაბრიჭიძე
ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ოფიციალური ტურნირის წინ ყველა პოტენციური მეტოქის დოსიე გაქვს და ინდივიდუალურად ემზადები ყველა მეტოქესთან საჭიდაოდ, ანუ ვინც შეგხვდება გადმოიღებ მის პაპკას და პირწმიდად შეისწავლი რას აკეთებს, რა ილეთს იცის კარგად და რომელს არასდროს ხმარობს...
Max
ერთი გამაგებინა ეს ლიპარტელიანი ტურისტად დაყავთ თუ რისთვის უნდათ, თუ წავიდა რაღაზე დაბრუნდა, არაფრის მომგები ეგ აღარაა და გასართობად დაყვება ნაკრებს???
ლადო
გელა შენი საღადსვო სახელია შე მდაბიო იურა?

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. +100 კგ წონით კატეგორიაში რუსებს უძლიერესი მოჭიდავეები ჰყავს - ტასოევი და ბაშაევი. ლაშა გუჯეჯიანმა თქვა ტელევიზიით გამოსვლისას, რომ ასე ადრე არ უნდა ვიგებდეთ, რუსეთის ნაკრები რომ დაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზეო. ამას რა მნიშვნელობა აქვს? შენ მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო შენს მოვალეობას. რა, ადრე რომ გაგეგოთ მათი მონაწილეობის შესახებ უფრო კარგად მოემზადებოდი? არ ვარგა ასე! გუჯეჯიანი ძალიან რამეს კი იქადნებოდა, ყველას გავაკრავთ ლავაშივითო და პირიქით კი გამოვიდა. საქმისათვის სჯობს ფედერაციამ ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა დაიწყოს. ნაკრები გადასახალისებელია. უძლიერესები და ღირსეულები უნდა იყვნენ ნაკრებში და არა "სტარიკები" და არაფრის მაქნისები!!!
ეეე
100 კგ-ში რომ იყო ტაისონა მაგან დაღუპა ზუსტად მისი კარიერა, როგორ შეიძლებოდა ღვინიაშვილის სიმაღლის კაცის 100-ში ჭიდაობა, კიდე მანდ დაბრუნდესო იძახი.
აქაური
გელა წაეყვანათ ნეტა მძიმეში მაგარი მიჭია..
rable
ალბათ მოგებით გამოწვეულ ორდღიან ეიფორიაში იყო ჩვენი სამწვრთნელო შტაბი და სათანადოდ ვერ განეწყვნენ დღეს. ადამიანთან თუ წააგებდა სულამანიძე არ მეგონა, მითუფრო რუსები სატურნირო პრაქტიკას მოკლებულები არიან ორი წელი რამის. ლიპოს მადლობა ყველა მედლისთვის და ალბა დროა მომავალ თაობას დაუთმოს ასპარეზი. წარმატება თ
მახა
ვინმემ გააგებიეთ ლიპარტელიანს რომ დროა პენსიაზე გავიდეს...
ზაზა
ვარლამი ლეგენდაა, მაგრამ ასაკს თავისი წესები აქვს!!!
ალექს
სამწუხაროდ,ნევაზას გარდა სხვას უკვე ვეღარაფერს სთავაზობს მეტოქეებს ლიპო.. დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ მისი საუკეთესო წლები ჩავლილია, ისიც 90ში. დიდ ტურნირებზე ახალბედებს არ უნდა შეუშალოს ხელი. თუნდაც ზაალიშვილი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გამოსვლას.
არა რუსეთს
Ijf დედაც ადამიანი რო დაუშვა ფინალს ვიწიდავებდით. ლიპოს კი უკვე აშკარად დროააა.
რეზო
გამოჩნდა კიდევ ერთხელ. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთე, მაგრამ წასვლაც უნდა იცოდე რა! ზაალიშვილი უნდა წაეყვანათ
₾ადო
გადავუხადოთ ლიპოს (დიდი) მადლობა და დროა წავიდეს უკვე. ზაალიშვილი უფრო იმსახურებდა წაყვანას. (ანუ, +100 უნდა გაეორებინათ!) სვანუ ჯიგრობის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვხედავმ ლიპ[ოს წაყვანაში. პს ბიჭებთან ყოფნა თუ უნდა, წავიდეს წაყვეს ხოლმე. განა ვინ დაუშლის
Nick
ვულოცავთ IJF-ს რუსულ რუბლებს. ილიამ გული არ დაიწყვიტოს, ოქროც იქნება მომავალში.
მწვრთნელი
კაი რა ვარლამ! რა შარხანი რის შერხანი! ვისთან წააგე!? შენს მერე ბურთივით აბზრიალეს კრპალეკმა და პალჩიკმა! 10 წუთზე მეტი ეჭიდავე მაგ გოდორს და ვერაფერი მოუხერხე!? ბოდიში და შენი ტექნიკის პატრონი მასე არ უნდა ჭიდაობდე! ილია წამით მოდუნდა, თორემ არ არის ის მოჭიდავე ეგ რუსი, რომ ილია დაეჯაბნა! დროა ღვინიაშვილი 100 კილოში გადავიდეს, თორემ წლები ემატება და მაგ კაცსაც დავკარგავთ!
ტტტ
წადი რა ლიპო წვალობ უკვე.
სტუმარი
ამ ლიპარტელიანს ისე ურჩიოს ვინმემ რომ დაუთმოს ახალგაზრდებს ადგილი.
სად იყურები ფედერაცია
რამე ვალი აქვს ფედერაციას და ქვეყანას ლიპარტელიანის? გაუშვი რა ვინმე ახალგაზრდა იმედისმომცემი მოჭიდავე რაღა დროს ხელმოცარული ტიპის მონაწილეობაა მსოფლიოზე :(((((
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
პსჟ "ბარსელონას" მცველის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდება
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის