საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილ გუნდს ოსტრავაში 3 მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან 2 უკვე ითამაშა.

ჩვენი ნაკრები ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

ეკატერინე წივწივაძე, ანა გელაშვილი, ელისაბედ ხიმშიაშვილი, ეთერი შონია, ლიკა კვირკველია, ლიზი აბრამიშვილი, ნატალი ჩუტკერაშვილი, ნიცა სამადაშვილი, ანა ნამგალაძე, სალომე სვანი, თამარ პაპუაშვილი, თეკლა გუჯაბიძე.

პირველი მატჩი ქართველებმა ფინურ ჰელმი ბასკეტთან გამართეს და 35:63 (სტატისტიკა) დამარცხდნენ. თამარ პაპუაშვილმა 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ნატალი ჩუტკერაშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 4 ჩაჭრა დაგროვდა.

მეორე შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი, ოსტრავას გუნდი იყო. ქართველებმა შეხვედრა 55:82 (სტატისტიკა) დათმეს. ორმაგი დუბლი მოაგროვა ლიკა კვირკველიამ – 17 ქულა, 10 მოხსნა. 16 ქულა სალომე სვანის ანგარიშზეა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ეტაპის ბოლო მატჩს 13 მაისს გამართავს. ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე უკრაინული ინვასპორტი იქნება. მთლიანობაში, ჩვენს ნაკრებს ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 3 გამარჯვება მოიპოვა.

GBF

ტარიელი
ყველას ღმერთმა გაუმარჯოს მწვრთნელიან -მოთამაშიანად , მაგრამ მაგათ გაწვრთნილის არაფერი სცხიათ .(((
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე