Geo Team-ის ინფორმაციით, ბელგიური "ბრიუგეს" 15 წლის თავდამსხმელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა საქართველოს ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა. ეს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

დოლტმურზიევის ოჯახს მოწვევა ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში მისი თამაში მამის დიდი სურვილიდან გამომდინარეა. ფეხბურთელის ორივე მშობელი ინგუშეთიდანაა, თუმცა მათ რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურთ.

ჰალიდ დორტმურზიევი პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია. მიმდინარე სეზონში მას ბრიუგეს 18 წლამდელთა გუნდში 22 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

ბელგიური კლუბის ფორვარდი უახლოეს პერიოდში საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება.

ქომაგი
სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ეს ერთი, მეორეც ინგუშები ერთადერთი ერია ვისაც ქართველზე იარაღი არ აუწევია და მართლა უყვართ მაგათ საქართველო. თუ მართლა მაგარი ფეხბურთელია და სურვილიც აქვს ითამაშოს რატომაც არა.
Semi
ანუ კომენტარებში უმრავლესობას ტედი რინერისთვის რომ მიეცათ მოქალაქეობა და თუშიშვილი სკამზე მჯდარიყო მისაღები იქნებოდა? ვაი თქვენ თქვებს უბედურს. ეს საქართველოში დაბადებული მაინც ყოფილიყო ან ერთი სეზონი მაინც ეთამაშა საქართველოში, 100% დარწმუნებული ვარ რუსეთს რომ არ დაედო სანქციები არც გამოიხედავდა საქართველოსკენ და არც არავინ იწვევს ბელგიის ნაკრებში, აქამდე მიიწვევდნენ 14 წლამდელებში რამეს რომ წარმოადგენდეს
ქ. გ.
ლაშა ბექაურის წერილი წაიკითხეთ. ლაშას მენტალიტეტის მქონე პატრიოტები გვინდა საქართველოს ნებისმიერ ნაკრებში.
gpi
ნუ აურევთ-ს ხრამიაშვილი აღარ მოგეწონა ? მართლა რო ურევ ვერ ხვდები და უაზროდ რომ პროფესორობ ? ოსი კალოევი და გუცაევი , აფხაზი დარასელია რომ დინამოში იყვნენ( რამდენი კიდევ , აღარ ჩამოვთვლი ) წინააღმდეგი იყავი ? თუ რადგან საქართველოში არ არის დაბადებული , იმიტომ გიჩნდება ეგეთი ,,სუპერ პატრიოტული " აზრები ? ქურთული წარმომავლობის იყო ზაქარია მხარგრძელი , მაგრამ სპარსალარი იყო თამარის დროს . თამარზე მეტი პატრიოტი ხარ და უკეთ ხედავ ქვეყანას რა სჭირდება ? იყუჩე რა !
ხვიჩა
რა მაგრად გასხია
ხვიჩა
ხო შეიძლება სასიამოვნო ამბავს უბრალოდ კეთილი გამწყობით შეხვდე და არ "იპროფესორო". თავის გამოჩენის კომპლექსი გჭირს?
დავით 67
გიზოგ-ს! სადმე წერია ჩემს კომენტარში რომ მე წინააღმდეგი ვარ???????? ანდა მისი სურვილი კმარა ნაკრებში სათამაშოდ.უბრალიდ ვთქვი რომ მისი გოლები გვაჩვენეთ მეთქი. თუ მართლა ძლიერი თავდამსხმელია რატომაც არა. მაგრამ ვისაც ტვინი უკუღმა უდევს ის ვერ გაიგებს თუ რა ვიგულისხმე
ნუ ავურევთ
გასაგებია რასაც ამბობ,თუმცა ეს არის მხოლოდ სპორტი და ნუ ჩახვალთ ხოლმე ქვედინებებში. ინგუშები რო ჩვენი ახლობელი ხალხია ეგ ყველამ კარგად ვიცით,არ საჭიროებს განხილვას და ბევრ საუბარს. რასაც თქვენ ამბობთ,ბასკებიც ჩვენი მონათესავე ხალხია,ძირძველი იბერიელები არიან და რატომ არ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას? ან რატომ არ ვუკავშირდებით,ბილბაოში ან სან სებასტიანში ვინმეს,რათა ითამაშონ ჩვენს ნაკრებში? ბილბაოს ატლეტიკში ძირითადად ბასკები ბურთაობენ,რომელთა უმრავლესობა ვერ ხვდება ესპანეთის ნაკრებში და ჩვენ გავუკეთოთ პასპორტი,ავდგეთ და გამოვიძახოთ,რატომ არ ვაკეთებთ ამას? მადლობა ამ ბიჭს და მის ოჯახს,რაც მათ გააკეთეს არის დასაფასებელი საქციელი,თუმცა საქართველოს ნაკრები არის სხვა,მოძმე ერები და ხალხები სხვა. საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშონ დაბადებით საქართველოს მოქალაქეებმა და არა სხვა ეროვნების ხალხმა. ნაკრების მუღამი ეგ არის და ეს არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ინგუში ჩამოვიდეს,ჩემი თავი შემოევლოთ ყველს და ამ ოჯახსაც. სულ რო პელე იყოს,არ მინდა ნაკრებში,რადგან ჩემი ნაკრებია და იქ ქართველმა უნდა ითამაშოს.რატომ უნდა დაიჩაგროს ზივზივაძე ან მიქელთაძე? ვიმეორებ,სულ რო პელე იყოს,არ მინდა ნაკრებში,რადგან საქართველოს ნაკრებში ქართველება უნდა იბურთაონ(აქ იგულისხმება ყველა საქართველოში დაბადებული ადამიანი,ეტნიკურ კუთვნილებას აზრი არ აქვს,რადგან აქ დაიბადა და ქართველია).
ხრამიაშვილი
არც ისეთი ამბავია,რომ მსგავის გამოხმაურება მოჰყოლდა,რაც სრულიად ზედმეტია და არც გამოხატავს რეალობას. ჯერ პატარა იმისათვის,რომ დიდი იმედები და მოლოდინები გვქონდეს,თუმცა ქართული პასპორტის გაკეთება შესაძლებელია,რა იცი და იქნებ მართლა მაგარი დადგეს. რაც შეხება იმას,რომ ბელგიელები უპირებდნენ გამოძახებას და ამ ხალხმა საქართველო აირჩია,დაბადებით ბელგიის მოქალაქეა და ყველას გამოიძახებენ,თუ შესაბამისი შედეგები აქვს. როგორც საბა საპანაძემ დაწერა,22 თამაშში 23 გოლი აქვს გატანილი და თავისთავად გამოიძახებენ,რაც ავტომატურად არ ნიშნავს რო ეჭველად ბელგიის ნაკრებისთვის მზადება ხდება. თან ახალგაზრდულში თამაში არ აკარგვინებს შანს,ითამაშოს სხვა ნაკრებში.მაგალითად,თუ ბელგიის ახალგაზრდულში ითამაშებს,მას ჩვეულებრივად შეუძლია საქართველოს ნაკრებში თამაში,როგორც ეს წიტაიშვილმა გააკეთა. სამწუხაროდ,ინგუშეთი შედის ბოროტების იმპერიის შემადგენლობაში და რომ არა ეს სანქციები,არავინ იცის რა ან როგორ იქნებოდა. ყველაფერი გადაგებია,ინგუშები ჩვენი მოძმე ხალხია და საქართველოსთან სხვა დამოკიდებულება აქვს,საქართველოს მათთან,თუმცა აქ არაფერ შუაში არ არის. ყველამ ვიცით,რომ ეროვნებით ქართველი თამაშობს რუსეთის ნაკრებში,გიორგი ჯიქიაზე მაქვს საუბარი,რაც ავტომატურად არ ნიშნავს რო საქართველოს მოღალატეა,რადგან ეს სპროტია და რუსეთიდან მეტი შანსი ქონდა რაიმეს მიღწევას,ნუ ეხლა აღარ,თუმცა მაშინ მსოფლიოზე ითამაშა. თან კარგად მოგეხსენება,რა ხდება ქართულ ფეხბურთში,ჯიგრული პონტები და ფულაობა,ხოდა ადამიანს ყველაფრის სურვილს დაუკარგავენ. მოდით მოვიყვანოთ მაგალითები,კვარაცხელია დინამოსა აღზრდილია და მთავარ გუნდში არ უთამაში,ჯერ იყო რუსთავი და რუსეთში წავიდა. ამგვარი ტალანტი რო ფეხს ვერ იკიდებს დინამოში,რაზე მეტყველებს ეს? იგივე დავითაშვილი ავიღოთ. მამარდაშვილი ლოკომოტივიდან გაიცნო ესპანეთმა და ისიც დინამოს აღზრდილია. აგერ ახლა არ მოხდა,როცა იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე მცველი არ გამოიძახეს ნაკრებში,ხოლო აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოთამაშე იქ იყო. ასევე,ავსტრალიის ლიგაში მოთამაშე მიქელთაძე ვერ ხვდება განაცხადში,აზერბაიჯანში მოთამაშე ვოლკოვი ხვდება.თან ამ მიქელთაძემ კამპნოუზე თამაშზე თქვა უარი და ნაკრებში ჩამოვიდა,ერთი წუთიც არ მისცეს სათამაშოდ. ეს არის ქართული ფეხბურთის მანკიერი მხარე,რაზეც არავინ საუბრობს.კვარას შემოევლოს ჩემი თავი,თუმცა ერთ კაცზე დამოკიდებული გუნდი გვყავს,რაც ცუდია. თან ეს კვარაცხელია რუსებმა გაზარდეს და მიაქციეს ყურადღება,როცა საქართველომ ვერაფერი გააკეთა.ალბათ,მამამის ფული არ ქონდა... ნიჭიერი ბავშვები გვყავს,თუმცა ფუალობა მიდის. აგერ ძიუდო ავიღოთ,ნიჭიერი ხალხი არ იჩაგრება და შედეგიც გვაქვს,რაგბიც ეგრეა და თუ გვინდა რამე მივაღწიოთ ფეხბურთში,მაშინ ნიჭი უნდა დაფასდეს. ჩემი აზრით,სხვა ეროვნების კადრი არ გვჭირდება ნაკრებში,თუნდაც ინგუში. საქართველოს ნაკრები უნდა იყოს დაკომპექტებული ადგილობრივი,აქ დაბადებული ხალხით და არა ნატურალიზებული ფეხბურთელებით. შეხედეთ გერმანიას,გერმანელი სანთლით არის საძებარი და შედეგი? გერმანელები თავისი მენტალობით აღწევდნენ შედეგს,ხოლო ეხლა ვეღარ,რადგან ინტერნაციონალური გახდა გუნდი. აფრიკელი,თურქი და სირიელი რამის გაკეთებელი რო იყოს,გერმანია კი არ იქნებოდა 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი,ისინი მოიგებდნენ. ერთი ან ორი კაცი გასაგებია,თუმცა მასიური არ უნდა იყოს.ამიტომ მადლობა ამ ბავშვს და მის მშობლებს,თუმცა არ მივესალმები მსგავს ხალხს ნაკრებში. ჩემთვის ნაკრები წარმოადგენს საქართველოს და ჩვენი გაქანებით მიღწეულს ექნება ხიბლი,თორე ბრაზლიელები და ესპანელებით თუ გავავსეთ ნაკრები,აზრი?
Semi
საიდან მოგაქ ეს ინფორმაცია, რაიმე წყარო მიუთითე, ეგ არის ტყუილი რაც დაწერე, გორე ინგუშებს და ვაინახებს კია არა მთელ კავკასიას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, მე ყველა მიყვარს და პატივს ვცემ.
კონსტანტინე
დიდ მადლობას გიხდით, ჯილა ბატონო, შესწორებისთვის. რა თქმა უნდა 2030 წელი მქონდა მხედველობაში. ალბათ ამ ასწლიანი შეცდომის გამო ხალხმა ეს დისლაიქები მომაყარა. არა მგონია, რომ ვინმე საქართველოს ნაკრების მომავალი წარმატების წინააღმდეგი იყოს. გაუმარჯოს საქართველოს და მის საქართველოს ნაკრებს, 2030 წლის ბრინჯაოს მედლის მფლობელს!
Რაგბის ფანი
ინგუშები მსოფლიოში ერთადერთი ხალხია, რომლებსაც საქართველო მართლა უყვართ!
Lasha
Romelime didi nakrebi tu gaxsendebat sadac etnikurad gansxvavebuli warmomadgeneli rom ar yavdes?
ქართველი.
ქართველი არ ხარ შენ და ჩაიგდე. ბოლომდე რაც ჩასაგდები გაქ.
მთიელი
დიდი ფეხბურთელის და დიდი პიროვნების მონაცემები აქვს. დიდი ფეხბურთელი შეუძლია გახდეს და საქართველოსთან ერთად ინგუშეთიც ასახელოს
გიზოგ
ეჰ, დავით, დავით, რა ხდება მსოფლიო ფეხბურთში დააკვირდი, როგორ გამრავალფერადდა დიდი ქვეყნების ნაკრებები. ბიჭმა სურვილი გამოთქვა, განა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ თამაშებზე დააყენეს ძირითადში.
გიზოგ
ფეისბუქის გარდა, რომ არაფერი წაგიკითხიათ იმიტომ ბრძანდებით მაგ აზრზე. ისტორიას გაეცანით.
ქართველი
ქართველია ეს ბიჭი ჩათვალეთ
მერაბ ტბეთელი
ვაი პატრიოტებო და ვაი გულშემატკივრებო, მისმინეთ! 1. ინგუშები და ზოგადად ვაინახები ტაო-კლარჯეთიდან და ლაზეთიდან გადასახლებული ხალხია. ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი. ჩვენ და ინგუშებს 87% ერთი ჯგუფის სისხლი გვაქვს, გარდა ამისა ვაინახებში ბევრი მეგრული სიტყვაა შემორჩენილი. 2. იმ დაწყევლილ თემურ ლენგის შემოსევებამდე უდიდესი კულტურული გავლენა გვქონდა მათზე. 3. ლენგის მეოთხე შემოსევის დროს გაკვირვებულმა თემურმა იკითხა მიზეზი, თუ რატომ ვერ იპყრობდნენ ისინი საქართველოს, პასუხად კი მიიღო, რომ მათ გვერდში მთიელები ედგნენ. 4. თემურ ლენგის ერთ-ერთი შემოსევის დროს ისინი ჩრდილოეთიდან მიადგნენ ვაინახთა ქვეყანას, მიუხედავად ვაინახთა უდიდესი წინააღმდეგობისა სოფელი არ დაუტოვებიათ მათ გაუნადგურებელი, გადარჩენილები კი ძალით გაამაჰმადიანეს. შენ გაგიმარჯოს ჰალიდ ინგუშო და ბარაქა შენს გამზრდელ მშობლებს!
T.q
მარადიშვილის ფეხი არ იქნება საქართველოს ნაკრებში თავის დროზე მან უარი თქვა აქ თამაშზე ეგ ქართველი არ არის ეხლა გახდა საქართველო მისი სამშობლო როცა დასჭირდა? დავაი პაშლა !
კახელი
ეს მისასლმებელი ფაქტია. მაგრამ......
რატი
გენეტიკურად ვდგავართ ახლოს, ერთი ჰაპლოჯგუფი გვაქვს, სისხლში და ხორცში ამას ვგულისხმობ. ხოლო სულიერ და ადამიანურ კავშირზე კომენტარებში უჩემოდაც ბევრი დაიწერა, თუ რას წარმოვადგენთ ერთმანეთისთვის და რატომ ვართ ძმები. რაც შეეხება საქართველოსთან გაერთიანებას, ამას არ ვეთანხმები. ინგუშეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ასეთადვე უნდა დარჩეს. მთავარია ჩვენ სახელმწიფოთა კავშირი, ორი ერის კავშირი, კავკასიური კავშირი. ღმერთმა ქნას, სამომავლოდ ამას მოვესწროთ.
Jila
ალბათ 2030 გულისხმობდი, სხვანაირად ხვიჩა გამოცდილი ვეტერანი ვერ გამოდის
T.q
სისხლს და ხორცს ერთმანეთში ნუ ავურევთ, ინგუშებსაც და ჩვენც საკუთარი იდენტობა კულტურა ტრადიციები და სისხლი გვაქვს, თუმცა ამიერ და იმიერ კავკასიაშიც ყველამ კარგად იცის რომ ქართველებს ძმობა მეგობრობა და გვერდში დგომა არ გვეშლება და ძმურად მოსულს ძმურადვე და დიდი გულით დავხვდებით ჩვენ ისტორიული ურთიერთობა გვაქ ერთ უარგის ნაციას რომ არ აერია ეს ყველაფერი წარმატებები ამ კარგ კაცს და დიდი სიამოვნებით და სიყვარულით მივესალმებით თუ საქართველოსკენ მოუწევს გული ძმობით მოდის და ძმობითვე დავხვდებით მალე მოსულიყოს ის დრო როცა დიდი ვარსკვლავი გახდება მისი საქართველოს ნაკრებში თამაში მისთვისაც და ჩვენთვისაც ორმაგად სასიხარულო და მომგებიანი იქნება ამ გადაწყვეტილებას შეუძლია ჩვენი ხალხი ისევ ისე დიდი ძმობით და სიყვარულით დააკავშიროს ელვის სისწრაფით რამეთუ ფეხბურთს რა შეუძლია ყველამ კარგად ვიცით ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ხალხის ხელახალი გაერთიანების და ძმობის თუმცა ამ გადაწყვეტილებას ვშიშობ ძალიან ბევრი ხელის შემშლელი მტერი გამოუჩნდება.
ლაშა 19
ინგუშები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ეს ხალხი ჩვენს სიკეთეს არ ივიწყებს. ხალხური გამოთქმაც არის ინგუშებში, ქართველი მტრად არასიდეს გაიხადო . ვაჟკაცი ღირსეული ხალხია ჩვენი ნამდვილი მეგობრები
რატი
პრო-რაშისტები და მათი ,,სასარგებლო იდიოტები" ისეთებს აბრეხვებენ, მეტი რომ არ შეიძლება. გუბანოვას ოქროს მედალი და მარადიშვილ-საზონოვი არსად დაგეკარგოთ. ამ ბიჭს კი თავი დაანებეთ, ამას მარტო სპორტული შინაარსი არ აქვს, ამ ფაქტს ჩრდილოეთ კავკასია უყურებს და აფასებს, რაც ჩვენი კავკასიური დიპლომატიისთვის აუცილებელია. ინგუშები ჩვენი სისხლი და ხორცი არიან და არა ვიღაც გადამთიელები.
რატი
ეს ბიჭი ვიღაც ნატურალიზებული კიარ არის, როგორც მოციგურავეები, ჰოკეის ნაკრები და ა.შ. რაც მეც ძალიან არ მომწონს! ეს ბიჭი ინგუშია, ჩრდილო-კავკასიელი, ჩვენი სისხლი და ხორცი და ამას მრავალმხრივი შედეგი ექნება. ფაქტს ჯერ დაუკვირდი და მერე შეაფასე!
რატი
1000%
რატი
ისეთ შედარებას აკეთებ, რომ არაფრის აზრზე არ ხარ. ეს ბიჭი მარადიშვილი, საზონოვი და მათი მსგავსი კატეგორიიდან არ არის.
რატი
რა ბრაზილიელი? რის არგენტინელი? აქ საერთოდ სხვა რამეშია საქმე, რაც გვახარებს.
nodiko
ინდოეთის ოკეანე არ მინახავს ,მაგრამ ვიცი რომ არსებობს.ასევე,შეიძლება არც ერტ ინგუშს არ ვიცნობ,მაგრამ ვიცოდე მათი განწყობები.ქართველებმა მათ, სხვებისგან განსხვავებით, დაუბრუნეს მთელი მათი ქონება როცა გადასახლებიდან დაბრუნდნენ.ეს იტორიაა.ეს ხალხი მადლიერია ქარტველების და ვუყვარვართ.მივესალმები ქართველი და ინგუში ხალხების მეგობრობას...
მათე-ს
შენ ძამია მოგზავნილი ხარ თუ მართლა მასეთი ხარ?
Gambler-რას
ორი წლის წინ ძვ იყავი ინგუშეთში და მაგრად გვაფასებენ. ინგუში საქართველოს წინააღმდეგ არ იბრძოლებს. სამშობლოს ღალატად ჩაეთვლება. შენ ვის იცნობ არ ვიცი, ალბათ იმ სექტას განეკუთვნები, იმ ვაი ქართველებს და იშვიათად ვაი ინგუშებს ვისაც სამშობლო რუსული ჩექმა ჰგონიათ.
გიო
ერთადერთი ჩრდილოკავკასიელი ხალხია, ვინც საქართველოს მხარეს იბრძოდა აფხაზეთში
ისმაილი
მაგარი კაცი. ისე ვინც არ იცის 1944-ში ინგუშეთი და საქართველო ერთი სახელმწიფო იყო. მერე ინგუშეთი ცალკე გამოიყო და ქართველებმა ის მიწები უპრობლემოდ გადავეცით უკან რაც ეკუთვნოდათ. ჩრდილო კავკასიაში პოლიტიკურად ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერნი სწორედ ეგენი არიან. + ყველაზე მცირერიცხოვანი ერია ) ასე რომ მაგათ მიმართ არავითარი კრიტიკა ან გინება ან ქოც-ნაცური უაზრობა არაა საჭირო. ისე ვინც იცის, ალექსანდრე ჭავჭავაძის კლანმა რომ უღალატა ჩეჩნებს 19-ე საუკუნეში, კი მიიღეს მერე თავისი. კავკასიელებს არ ავიწყდებათ არაფერი.
ქორ-პარიკმახერი
ნამდვილად, გეთანხმები! თან ამ ფაქტს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება. ჩვენი ძმები არიან, გულით ვუყვარვართ და ვეიმედებით. ამ ამბავს დიდი ეფექტი ექნება, ღმერთმა ქნას ნაკრებიც ისე გაძლიერდეს რომ ყველასთვის საშიში და ანგარიშგასაწევი გახდეს. მგონია რომ რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის დასაწყისის მოწმეები ვხდებით ყველა ერთად!
გოგა
წარმატებები
გეგი
ინგუშ ერს ჩვენთვის არასოდეს უღალატია! ხოდა დიდი სიხარულით მივირებთ ჩვენს ძმას!
გეგი
ინგუშები ჩვენი ძმები არიან!
კონსტანტინე
ეს ახალგაზრდა კაცი ფეხბურთის მომავალს კარგად ხედავს და გრძნობს. რა უნდა ბელგიის ან რუსეთის სუსტ ნაკრებ გუნდებში. მას უნდა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი, რომლის მოპოვებას იმედოვნებს 1930 წლის მუნდიალზე იმ დროისთვის უძლიერეს საქართველოს ნაკრებთან ერთად. გოლსაც გაიტანს ნახევარფინალში გამოცდილი ვეტარანის ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი პასის შემდეგ.
კონცეფცია - ქართული სახელმწიფო
ამ ყოველივეს ძალიან დიდი ისტორიული დატვირთვაც აქვს ❤
ქ. გ.
რუსი კომენტატორის თვლით დანახული საქართველოს ნაკრების თამაში: Наш центральный защитник Сазонов передал мяч своему одноклубнику по московскому "Динамо" с трудно выговариваемой фамилией. Тот нашёл на левом фланге Азарова, которого в сербский клуб устроил селекционер и владелец волгоградского "Ротора" Иван Джугаев. Азаров передал мяч Хвиче, которого всему научили Сёмин и Слуцкий в "Локомотиве" и "Рубине". Наш Хвича передал мяч в одно касание Курбану Мамедову из Уфы, но тот не смог нанести удар по мячу, т.к. у него до сих пор трясутся руки и ноги после того, как ему в раздевалку позвонили из Кремля и передали личные поздравления с дебютом в сборной от Владимира Владимировича.
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
მესამედ გახდა ჩემპიონი როგორც არგენტინა ისე ნაპოლი,ეს მარტო დამთხვევა არაა, ჩვენც 33 წელი ველოდებით უკვე დიდ შედეგს..აგე 0:4 იც დაიდო ჯერ სადა ხართ.კარგი ბიჭი ჩანს, გაუმარჯოს ღმერთმა!!
მადრიდისტი
ოღონდ ჩვენი ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდეს და თუ საჭიროა ბრაზილიელიც დაგვემატოს მაგაზე კარგი რა იქნება..33 წელი ველოდებით ჩვენც... ეხ
ჯორჯო ბიძია
ინგუშები კარგი ხალხი არიან, მივესალმები მის გადაწტვეტილებას,იქნებ ჩვენი კუმირიც გახდეს ვინ იცის!!!
კოტე
ამას ასჯერ მეტად ეკუთვნის, ვიდრე მარადიშვილს
არტ
არასამართლიანი ხარ. ეს ბიჭი აწყობილ ქვეყანაშია რომელსაც ძალიან კარგი ნაკრები ყავს, ასაკობრივ ნაკრებებში იქ იწვევენ და არსად გაქცევა არ ჭირდება, (რუსეთის ფეხბურთელებისგან განსხვავებით), ხოდა ერთდერთი ინტერესი მისი და მისი ოჯახის მხრიდან მხოლოდ საქართველოსადმი სიმპათიას ეფუძნება, რაც ზოგადად ახასიათებთ ინგუშებს. ხელი უნდა ვკრათ?
Suxumchanin
კარგები აფრიკელებიც უნდა ჩამოიყვანო ბრაზილიელებიც და ინგუშებიც ქართული ჩემპიონატის და იქ მოთამაშეთა კონკურენციის ასამაღლებლად, თირემ ჟუვაჩკის წელვით იღლებიან. ევროპელი გრანდები გიჟები არიან საუკეთესოები რომ ჩამოყავთ
სოსო
სტატია წაიკითხე?15 წლისაა და რა მობილიზაციაზე ლაპარაკობ?!ბელგიის ნაკრებიც იწვევსო და ისინიც რუსეთის საქმეს აკეთებენ?ჩრდილო კავკასიათან მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება,ისედაც ჩვენი უშიშროებსათვის ყველაზე სასურველი საქმეა და თუ შევძელით,ძალიან გაგვიადვილდება ,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.ისედაც,თუ რუსეთის დაშლის პროცესი დაიწყო,ჩრდილო კავკასიასთან მეგობრული ურთიერთობა,ჩვენთვის მშვიდობის გარანტი გახდება,სხვა შემთხვევაში კი,რუსები,მათ აგრესიას ჩვენს წინააღმდეგ მომართავენ.
თენგაბი
მაგარი ამბავია! ინგუშები ჩვენი მონათესავე ერია და როცა რუსეთის იმპერია დაიშლება (ეთნიკურ რუსებს არაფერს ვერჩი), პირველი ვინც საქართველოში შემადგენლობაში შემოვა და ჩვენთან გაერთიანდება, კონფედერაციულ თუ ფედერაციულ საწყისებზე, ინგუშები უნდა იყვნენ, შემდეგ ჩერქეზები, ჩეჩნები, ყაბარდოელები და ა.შ. საქართველო კავკასიის გეოგრაფიული ცენტრი იყო და პოლიტიკური ცენტრიც უნდა გახდეს და ჩვენ კავკასიელებზე უნდა ვიზრუნოთ. გაერთიანებული კავკასია, საქართველოს მეთაურობით სერიოზული და მიმზიდველი ქვეყანა იქნება ყველა ასპექტში.
Gambler
რამდენ ინგუშს იცნობ ძმა?? ან ჩრდილოკავკასიაში გიცხოვრია? საიდან მოგაქვთ ეს აზრები ტო? არც ერთი ჩრდილოკავკასიელი ერი ჩვენი მოძმე და კეთილმოსურვე არაა..დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.
ჟორა გაბრიჭიძე
ჩრდილო კავკასია ქრისტიანული სამყარო იყო და უმეტეს მათგანს იბერიული სისხლი აქვს. ამის დასტურია დღემდე შემორჩენილი ქართული სალოცავები. მივესალმები ასეთი კაცების თავის ფესვებთან დაბრუნებას.
ლაშა
ა კაცი აბა მარადაშვილი რაში გვჭირდება ომი დაიწყო და მერე აეწვა მანამდე არც უფიქრია ჩამოსვლა
Semi-ს
ნუ პროფესორობ თუ კაცი ხარ. ,,მთავარია მონაწილეობა", ეგ ოლიმპიური პრონციპია. რადგან, ოლიმპიადაზე მონაწილეობაც კი დიდი პატივია. სპორტში კი მთავარია გამარჯვება. უბრალოდ, უღირსი გზებით ნუ იქნება გამარჯვება.
ქ. გ.
ყურბან ბერდიევიც ჩამოიყვანეთ, და ქართველები სათადარიგოთა სკამზე დასვით. ან საერთოდ რა საჭიროა ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში? რუსეთში ჰასან მამედოვების მეტი რა არის?
დავით 67
კარგი იქნებოდა მისი თამაშის ( გოლების) ნახვა. იქნებ დადოთ. მარტო ინგუშობა არ კმარა. ჩვენ ჩვენი ნაკრების გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ და არა პოლიტიკური ნიშნით ვარჩიოთ ფეხბურთელები. კომენტარებს რომ გადავხედე, მარტო ინგუშების ქება წავიკითხე. არ ვარ ნაცისტი, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ პირველ რიგში კარგი ფეხბურთელი გვჭირდება, მითუმეტეს ცენტრფორვარდი. ის რომ 23 გოლი აქვს გატანილი 22მატჩში ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. ბელგიის ახალგაზრდული ლიგა დიდად არ ბრწყინავს, არც მათი ახალგაზრდული ნაკრები.
გიორგის
ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ვაინახთა შთამომავალო.
კოლა
თხუთმეტი წლის ბავშვს რა მობილიზაცია ეხება?
ქ. გ.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. 33 წლის განმავლობაში რუსეთში ვინ გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი? არავინ. წელს მსურველების რიგი დაგვიდგა. ვერ ხვდებით, რატომ?
Semi
რა ინგუშები და საქართველო ხალხო, არსად ისტორიის მანძილზე ქართველებს და ინგუშებს დიდი კავშირი და მეგობრობა არ ქონიათ, ვიღაცამ სისულელე მოჯღაბნა ფეისბუქში და თქვენც აზიარებთ. კაცი იყოს კეთილი და პატიოსანი, და ინგუში კი არა თუ გინდა მოზამბიკელი იყოს.
gionat
სოწორად მაგიტომ, რომ ინგუშია
ირაკლი
შეადარეთ ახლა მარადიშვილს მთელი ოთხი წელი ახვეწნინა ფედერაციას თუ მეტი არა,პარალელურად რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და რუსეთი რომ მოკვეთეს მერე გაახსენდა საქართველო!უი "საქრთველოში ხომ მიწვევენ წავალ ჩემი რა მიდისო"!!!!
gionat
ინგუშების დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ საუკეთესოს მეტი არაფერი გამიგია, გასახარია ესეთი დამომიდებულება, წარმატებები ძმაო, გელოდებით!
gionat
მაგარია!
რატი
წარმატებები ღალღავ(ინგუშო)!
დიმო
ჩემთვის, რიგითი ქართველისთვის ძალიან საამაყოა ეს ინფორმაცია. მადლობა ამ ბიჭს და მის ოჯახს. სასიამოვნოა რუსეთს და ბელგიას , საქართველოს რომ ამჯობინებენ უანგაროდ. თუ რუსეთის ფეხბურთი შავ დღეშია, ბელგია ათი თავით გვჯობია. ისე ყველა კავკასიელი, სანამ მათი ქვეყნები დამოუკიდებლობას მიიღებენ , საქართველოს სახელით უნდა გამოდიოდნენ. ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ კავკასიაში. აზერბაიჯანლებს და სომხებს მე კავკასიელებად არ ვთვლი, პატივს ვცემ მაგრამ კავკასიური ადათ წესები არ აქვთ.
ლაშა
ე ბიჭო, მორიგი კარგი ამბავი მარადიშვილის შემდეგ! კეთილი იყოს ვუნდერკინდის ფეხი ჩვენთან.
nodiko
ინგუში ერი ჩვენი მოძმე ერია.ისინი დიდი პატივისცემით ეპყრობიან ქართველებს.ამ ახალგაზრდის და მისი ოჯახის გადაწყვეტილებაც პატივისცემას იმსახურებს.წარმატებები და ოცნებების ასრულება ვუსურვოთ ამ ახალგაზრდას....
ბათუმელი ექსპერტი
მაგარია როგორც სპორტული თვალსაზრისით ასევე პოლიტიკურ-მორალური პრინციპითაც! ❤️
ლევანი
ინგუშების და ქართველების ურთიერთობა, მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, ზოგადად ადამიანებმა. წარმატებებს ვუსურვებ ამ ახალგაზრდას.
ვანჩოპე
მისასალმებელია. ისე საინტერესოა დიდლაიქი შემთხვევით და სვეს თუ ვიღაცეებს არ მოსწონთ ეს იდეა. მე როცა სქროლვისას ვინმეს შემთხვევით დისლაიქს ვაძლევ ეგრევე ვწერ რომ შემთხვევით მოხდა ეს
Shoti
Warmatebess gisurvebb ...:)
Gk
მოდი ძმაო, მოდი! ინგუშების და ქართველების ურთიერთობა და მეზობლობა სამაგალითო და მისაბაძია.
Mr.kostaia
ამ ამბის არმოწონებას ძალიან ცოტა რაოდენობაა,სად ხართ რუსეთს ვერგაცილებულებო, გააქტიურდით ვერ მოგიწონებთ თქვენი ბელადი. ა5 ვიცი, არ მინახავს მისი თამაში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი,რომ ინგუში(ქართველების დიდი მეგობარი ერი) საქართველოს საკეთილდღეოდ აპირებს მოღვაწეობას,ძალიან სასიხარულოა. პ.ს.ეს პიროვნება მირჩევნია,იმ გვარით ქართველს,ვისაც ეხვეწება ჩვენი ფედერაცია
დევკალიონი
Halid Ingush - წარწერა მაისურზე.ძალიან მაგარი იქნება , წარმატებული გზა ქონოდეს.
aleksandre
მისასალმებელია, რაც მეტი კარგი ფეხბურთელი ეყოლება ნაკრებს მოთ უკეთესია
ჯიმა
ვა მაგარია. მისასალმებელია. რამხელა სიყვარულიაქვთ ინგუშებს ქართველების მიმართ. ბრავო

მარადიშვილის და მსგავსებისგან განსხვავებით დადებითი მოვლენაა
Vasili
ინგყშები ჩვენი ძმები არიან, რახან ქრ შეუძლია ინგუშეთს თავისი ეროვნული ნაკრებია გამოყვანა, მაშინ ჯობია საქართველოს ნაკრებში ითამქშოს ვიდრე სხვაგან სადმე! ჯერესერთი იმიტომ რომ ინგუშს არავისზე ნაკლებად უყვარს ქართველი, თუ ვინმეს ვუყვართ საერთოდ, და ეს ხალხი დიდ პატივს გვცემს! და კიდევ ჩვენიანია , ბოლოსდაბოლოს კავკასიელია! ასე რომ მე პირადად მივესალმები!! ნატურალიზილებული ფეხბურთელების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს გამონაკლისია, კავკასიელია, ყველა კავკასიელს უნდა შეეძლოს საქართვლოს ნაკრებში თამაში ! რადგამ საქართველო გულია კქვკასიიის! იყო! არის და იქნება! ინგუშები კი ძმები არიან!
Levani
15 წლისას U18 ში თუ ამდენი გოლები გააქვს კაი ბიჭი უნდა იყოს. საერთო შინაარსის გარდა იმედია კარგ ფეხბურთს ითამაშებს და გამოგვადგება.
goga
18 წლამდელთა გუნდში, 15 წლის ბიჭის ასეთი შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია.
ლაშა
ინგუშები ჩვენი ძმები არიან,დაუფიქრებლად უნდა მივიღოთ ნაკრებში
llcl
ღმერთმა გაუმარჯოს და წარმატებებს ვუსურვებ! Eრთადერთი ერი ჩვენს სამეზობლოში, რომელსაც არასოდეს უღალატია ჩვენთვის!
ქ. გ.
ჩემო პოლიტიკურად გაუნათლებელო თანამემამულენო! უცოდინრობის საფუძველზე დამყარებული აზრები დაგღუპავთ.
სოსო
ჩრდილო კავკასიელებს,ადრეც ვხედავდით დინამოში და ვერც ახლა ვხედავ,დაბრკოლებას.პირიქით,ჩვენი ერთიანობა,ყოველმხრივ გასახარია.კეთილი იყოს,შენი ფეხი!
გიორგი
გეთანხმებით 100%_ით. მთელ სულს და გულს ჩადებს, დარწმუნებული ვარ. გენაცვალე ვაჟკაცო
ქართველი
წარმატებები, გელით საქართველოში
ქ. გ.
საქართველოს ნაკრები ნაგვის ყუთი ხომ არ არის, მობილიზაციის გამო რუსეთიდან გამოქცეული ფეხბურთელები ვათამაშოთ.
ქ. გ.
არ გსურთ რომ გაიგოთ: ეს რუსეთის ფსბ-ს მიერ დაგეგმილი ოპერაცია არის. ჯერ რუს სპორტსმენებს ჩაიხუტებთ, მერე რუს ბოზებს, ბოლოს რუს ჯარისკაცებსაც დაუმეგობრდებით და რუსეთის სამხედრო ბაზების შექმნას მიესალმებით.
Semi
სერიოზული ფულის კეთება დაიწყეს კობიაშვილმა და მისმა კლანმა რუსი ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლების მიცემით. ვერ ვიჯერებ რომ ეს მოგწონთ, რა საერთო აქვს მას საქართველოსთან ვინმე დაფიქრდით? ელემენტარული აქ დაბადებული მაინც იყოს. დავდგეთ და მთელი ბრაზილია აფრიკა აქ ვათამაშოთ, აბურჯანიას კვეკვესკირის დონის ფეხბურთელებს მაინც ვიპოვნით. ეს არის სამარცხვინო ცრუ აღტაცება, მოციგურავის, ჰოკეის ნაკრების, წყალბურთელების, ფუტძალის და პლიაჟის ფრენბურთის არ იყოს. ასეთი გამარჯვება რამეს გაძლევთ?! მართლა გგონიათ რომ ასე მოგებული ტიტულები საამაყოა? კაშიასთან და გრიგალავასთან ერთად მირჩევნია დამარცხებული მერქვას ვიდრე ამათთან ერთად გამარჯვებული. მერე გამოხვალთ და საფრანგეთის ნაკრებს დასცინებთ აფრიკის ნაკრებიაო. მუტიკულტურიზზმს მივესალმები, აქ დაბადებული სომეხი, აზერი, ქურთი, პოლონელი ან ბერძენი რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს ეს სასიხარულო და მისასალმებელია მაგრამ, ეს კაცი ვინაა საიდან მოვიდა? მისთვის ხომ საქართველო მხოლოდ ფულის საშოვნელად და პირადი კარიერის მიღწევის საშუალებაა? სიტყვებს მაინც დაუფიქრდით საქართველოს ეროვნული ნაკრები და ბელგიაში მოთამაშე ინგუში? მაშინ რატომ არა ჩრდილო კორეელი? მაგრამ თქვენ გულშემატკივრების უმეტესობა არ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ აღტაცებას მიყვებით, მარტო გამარჯვებულები გიყვართ რადგან თავს მათთან აიგივებთ. ძიუდოს რაგბს მხოლოდ იმიტომ უყურებთ რომ იქ გამარჯვებულები ვართ. აი როცა დამარცხებულები გეყვარებათ მაშინ მიხვდებით სპორტის მთავარ აზარტს და ,,თეზას მთავარია მონაწილეობა,,!!
giorgi
ვიდეოც ატვირთოთ იქნებ რაღაც ორი გოლის მეტი ვერ ვიპოვე
ლევანი
გენაცვალე ძმაო წარმატებებს გისურვებ.
გიორგი
ინგუშები ქართველთა უახლოესი ნათესავები არიან!! ჩვენი ძმები. სისხლი და ხორცი. დნმ-ის უახლესი კვლევებითაც დასტურდება ეს
რობი
შვილო ბედნიერი იყოს შენი ფეხი საქართველოს ნაკრებში :) ისე ინგუშებს გენეტიკურ დონეზე უყვარს საქართველო! ჩვენი ქვეყანა მათვის რაღაცნაირად შანგრილაა :)
მათე
ვინც მართლა ქართველია და ეკუთვნის ეროვნულ გუნდში თამაში( მარადიშვილს) ვგულისხმობ, ერთი ამბავი ატეხეს ეს როგორ შეიძლებაო და ინგუშევს და. ყაბარდო დიდო ღლიღვები მოსულაა? თუ როგორაა?
მათე
რას ქვია სურვილი გამოთქცა? ვისაც მოუნდება უნდა ათამაშონ თუ როგორაა?! ინგუში საქაეთველოს ნაკრებში რა პონტში? ესაა ეროვნული გუნდი. ეროვნულიიიი! დედით ან მამით რავიცი მოკლედ კართველი უნდა იყოს. აბა ისე დამსგავსება ფუტზალის ნაკრებს, მარყო მეკარე რო ყავთ ქართველი და მაგარი ნაკრები გვყვავსო რო წერენ. რა მაგრად ტეხავს!!
ILIA
მსოფლიოში ქართველს ყველაზე დიდ პატივს ინგუში სცემს. ღვიძლ ძმებად გვთვლიან. ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. კეთილი იყოს ამ ბიჭის ჩამოსვლა საქართველოში!
რრრ
გაიხარე შვილო, ასეთი თუნდაც არაქართველი მარა გულით ქართველები, მირჩევნია ისეთ ქართველებს ვისაც უნდა ეხვეწო და სხვა გზა რომ არ რჩებათ მერე თანხმდებიან საქართველოში თამაშს.
ჯაბა მეგრელი
კეთილი იყოს შენი მობრძანება
დონ
ინგუშები ჩვენი ძმებია ძმას კიდევ შენთან თუ უნდა,მითუმეტეს
რეზო
ზე ამბავია! უმნიშვნელოვანესი! ოქრო ხალხი-მშობლები! გაუმარჯოს ისა კოძოევს! გაუმარჯოს ჩვენ ძმობას!
G.LA
ინგუშები ამ ომამდეც და უფრო გაცილებით ადრეც ჩვენკენ იყურებოდნენ. ძალიან გვაფასებენ და პატივს გვცემენ. საქართველოს დროშის ქვეშ ვინც სისხლს და ოფლს დაღვრის მე ყველა მათგანის გულშემატკივარი ვიქნები. მარადიშვილზე რომ დავწერე ასეთ კომენტარი ვიღაცამ მომწერა; ძიუბამ რომ ითამაშოს მას უგულშემატკივრებო? ძიუბა და პუტინი საქართველოს დროშის ქვეშ არასოდეს დაღვრიან ოფლს და მითუმეტეს არც სისხლს. მეც გკითხავთ, ჩვენი ბიჭები უკრაინაში სისხლს რომ ღვრიან პატივისცემას არ იმსახურებს უკრაინელებში? ძალინ სასიხარიულოა ჩემთვის ამ ბიჭის მშობლების არჩევანი საქრთველოზე გაეკეთებიანათ.
beqa
გელოდებით წარმატებები
ქართველი
ველოდებით დიდი სიყვარულით, წარმატებები
ზაზა
ღმერთმა ხელი მოგიმართოს შვილო,კეთილი იყოს შენი ფეხი საქართველოში!!!
xishnika
მსჰვენიერიაააააა
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა