ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია - როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.

ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".

• სოსო

ზურა,ნაპოლის ვინ ჰყავს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე?ხვიჩა კვარაცხელიაა მარცხენა,შემტევი ნახევარმცველი და როცა მის ფლანგზე მცველი მიდის შეტევაში,სწორედ ის უნდა გაჰყვეს მას.სხვანაირად ერთ მცველზე,ორი მოიერიშე წამოვა და შედეგებიც არ დააყოვნებს.ასევე მარჯვენა ფლანგზე ლოსანო,ან პოლიტანო იკავებენ მთელ ფლანგს,მცველთან ერთად.ნახევარმცველები კი,მოედნის ცენტრში ქმნიან უმრავლესობას და აკონტროლებენ ბურთს.სწორედ ეს ნახევარდაცვაა დღეს ჩავარდნილი და ამის გამოა ასე შენელებული ნაპოლი.აგერ მილანზე ,ნაპოლი რომ გამოაგდო,ამბობდნენ,ნაპოლიზე ძლიერიაო,მაგრამ ბოლო სამი თამაში,მიჯრით წააგო,ზამთარშიც 6 მატჩიანი წარუმატებელი სერია ჰქონდათ.რატომ?იმიტომ რომ ორ ფრონტზე ბრძოლას,მეტი ადამიანური რესურსი სჭირდება და არ ჰყოფნით,ნაპოლის კი,უფრო მოკლე სკამი აქვს.სეზონის მიწურულს,გუნდი ფიზიკურადაც გამოფიტულია და უკვე ჩემპიონობა განაღდებულს,ფსიქოლოგიური მოტივაციაც აღარ ჰკმარა.ტრავმებიც ხომ თავისას შვრება.ხვიჩას უკვე ზედიზედ ორი სეზონია არ დაუსვენია და მის შედეგიანობაზე,ესეც აისახება.ღმერთმა ქნას,რომ ნაკრების თამაშებისათვის შესძლოს და აღიდგინოს ძველი სიხალისე და ენერგია.

• david guramiSvili

ფეხბურთის უცოდინარ ფანატებს:როცა მოწინააღმდეგე გუნდი გიტევს განაპირა მცველებიც ერთვებიან შეტევაში და თუ შესაბამისი თავდამსხმელები უკან არ დაბრუნდნენ რიცხობრივ უპირატესობას მიიღებენ და მეტი შანსი აქვთ გოლი გაგიტანონ.ასეა ხვიჩას შემთხვევაში.მას ევალება მარჯვენა მცველზე ხელის შეშლა.ბოდიშს გიხდით ვინც ფეხბურთში კარგათ ერკვევით.

• zura222

ყიფიანიც ჩადიოდა უკან პელეც და მარადონაც (ერთადერთი მესხი იდგა ხოლომე მარცხენა ფლანგზე შეტევაში და უკან რო არ ჩადიოდა მაყურებლები ეძახდნენ--ერთ ადგილზე რას დგახარ დროშას მაინც მოეფარე მზემ არ დგკრასო DD)მაგრამ სპალეტი ხვიჩასგან მთელი ფლანგის გაკონტროლებას მოითხოვს და რობოტი დაუღლელი მანქანა გონია @ თუ ასე უნდა რომ გააკონტროლოს ხვიჩამ მთელი ფლანგი მაშინ შეუცვალოს მაგას და რუის ადგილები ხვიჩა დაცვაში დააყენოს და რუის გოლების გატანა და შექმნა დაავალოს და რასაც მოიგებს ნახავს

• გურულო

ყიფიანის სიტყვები მახსენდება,მეტოქემ მაგრად შემოგვიტია, მე უკან ჩავედიო,ახალკაცმა დამიძახა და მითხრა რას შვები დათო ის ორი კაციც შენ რომ გდარაჯობდა ჩვენს მოედანზე გადმოიყვანეო.არაფერი მწვრთნელი სპალეტი არ არის,რა აქვს მოგებული ნახეთ,ახლა მაგრად გაუმართლა ფეხბურთელებში.

• სოსო

ზურა,შენ გგონია დათო ყიფიანი,დაცვაში არ ჩამოდიოდა?იმდენი იმის სულს ცხონება,რამდენჯერაც ჩვენ საჯარიმოში მეტოქისათვის ბურთი წაურთმევია,ან კიდევ ჩაწოდებული მოუგერიებია.როცა მეტოქე გვიტევდა,ფაქტობრივად საყრდენი ნახევარმცველის მოვალეობას ასრულებდა და როგორც კი ბურთს მოიხელთებდა,უკვე იქიდან უშვებდა შენგელია გუცაევს,კონტრშეტევაზე.მე შენ გეტყვი და პასი შეეშლებოდა.40 -50 მეტრიან პასებს აძლევდა ბიჭებს.ის კონკრეტული შემთხვევა,რომელიც ყველამ ვიცით,სწორედ ის შემთხვევა იყო,როცა გუნდს მისი წინ დარჩენა უფრო აწყობდა,ყიფიანი კი,ალბათ ჩვეულებისამებრ,ახლაც ძველებურად ცდილობდა ,დაცვის დახმარებას.არც თავიდანვე გამხდარა გუნდის ლიდერი,დაახლოებით 25 წლისა გახდა გუნდის ერთერთი ლიდერი,თამაშს რომ წარმართავდა.მანამდე კი,რამდენიმე პოზიცია შეუცვალეს მწვრთნელებმა.პირველივე წელს,არავინ გაღიარებს გუნდის ლიდერად და მხოლოდ შენზე გავლით დაიწყებს თამაშს.ამას,დრო და დამსახურება უნდა.აგერ,რონალდო რომ რონალდოა,ისიც კი არ მიიღეს ყველა გუნდში,არც მესი აღიარეს პარიზში,აღიარებულ ლიდერად და ყველასათვის უცნობი ხვიჩა,ვის უნდა მიეღო?დი ლორენცოა,გუნდის აღიარებული ლიდერი,სხვები კი,ახლა იმკვიდრებენ თავს და დრო გამოარჩევს,ვის მიიღებს გუნდი.არავინ ამბობს,რომ ჩვეულებრივი მცველის დონეზე ასრულებდეს მცველის ფუნქციას,მაგრამ როცა სათამაშო ეპიზოდში,მას მოუწევს დამცველის ფუნქციის შესრულება და პოზიციის გადაფარვა,რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც უნდა შეეძლოს ამის გაკეთება და ესკორტივით არ გააცილოს,ბურთიანი მეტოქე.როცა მცველი შეტევაში ერთვება,ყოველთვის შეიძლება ხვიჩა მცველზე უკან აღმოჩნდეს და კონტრშეტევაზე გამოქცეული მეტოქე,ვინც მასთან ახლოსაა,იმან უნდა შეაჩეროს.რაც უკეთ შეუძლია ამის გაკეთება,მით უფრო თამამად წავა წინ,შენი ფლანგის მცველი და გუნდიც მეტ სარგებელს ნახავს.აქ ბევრი აგინებს მარიო რუის,მაგრამ ის და ხვიჩა რომ კომბინირებდნენ,ხვიჩას პოზიციას,რუი ავსებდა,მცველები კი,ხვიჩაზე იყვნენ ადევნებული და თავისუფალი ზონიდან,მარიო რუი აძლევდა საგოლე პასებს,ოსიმენს თუ დანარჩენ ფეხბურთელებს.ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კი,ხვიჩა ავსებდა მის პოზიციას და ბევრჯერ მახსოვს,ბოლომდე რომ უდევნია და გაუნეიტრალებია,კონტრშეტევა.როცა ეს არ გააკეთა,სწორედ იმას აკრიტიკებს სპალეტი,რადგან ასეთ დროს გოლს,ან სახიფათო დარტყმას იღებდა ნაპოლი.წინ წასულ მცველს,ყოველთვის უნდა ჰქონდეს,შენი იმედი.

• zura222

შეტევაში თუ სტრატოსფერულია მაშინ გაათავისუფლე დაცითი ფუნქვიებისგან და კოსმოსური იქნება შეტევაში ! ვინც როიალზე უკრავს იმას გამოაქვს სცენაზე როიალი ? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს ! იმ როიალის გამომტანსაც უნდა სცე პატივი და დამკვრელსაც ! თავის დროზე ყიფიანი უმაგრესად "უკრავდა როიალზე" და როიალის გამომტანები-დარასელია სულაქველიძე ჩივაძე და სხვები ნაკლებ პატივში იყვნენ და არ ხედავდა ხალხი იმათ შრომას ?? თანაც კვარა წინ რომ დარჩება მინიმუმ 2 მეტოქეს დაიტოვებს გვერდზე და რომელი ჯობია ? დაცვაში ჩავიდეს და ის 2 მეტოქეც გაიყოლოს და ამით მეტოქის შეტევა გაააძლიეროს ??? კვარა რომ მოედანზეა და მეტოქის მარჯვენა ფლანგი რომ ვერ ბედავს წინ წასვლას და კვარა რომ გადის მოედნიდან და მერე რომ ლაღდება იმათი მარჯვენა ფლანგი ეგეც არაფერს არ ნიშნავს ? მოკლედ კვარას უნდა ისეთი მწვრთნელი რომელიც 100% გამოიყენებს კვარას შეტევაში !

დონე თუ არ აქვს მწვრთნელს, ვერც ტიტული უშველის.

• სოსო

1978 წლის,არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და საუკეთესო ბომბარდირმა,მარიო კემპესმა,პლეი ოფის ერთერთ მატჩში,მხოლოდ დაცვას კი არ ეხმარებოდა,ცხრიანში დარტყმული ბურთი,ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია(მაშინ ამაზე, წითელი ბარათით არ სჯიდნენ)დანიშნული პენალტი კი,მეკარემ მოიგერია და არგენტინის ნაკრებმა გაიმარჯვა.როცა მოედანზე ხარ,რაც გუნდს სჭირდება,ყველაფერი უნდა გააკეთო და ამის გაკეთება,რაც უკეთ შეგიძლია,მით უკეთესი ფეხბურთელი ხარ. ამ ზაფხულს,ორწლიანი მუდმივი თამაშის შემდეგ,როგორც იქნა დაისვენებს,მერე გუნდთან ერთად სრულფასოვან მოსამზადებელ პერიოდს ჩაატარებს და დარწმუნებული ვარ,მათ შორის,დაცვითი ფუნქციების შესრულების და ფიზიკური მომზადების,თავით თამაშის გაუმჯობესებაზეც ბევრს ამუშავებენ მწვრთნელები.ეს კი,მას,გაცილებით უკეთეს და მრავალმხრივ ფეხბურთელად გადააქცევს.ტყუილად არ ამბობენ სპეციალისტები,ხვიჩას ტალანტს,ჯერჯერობით ჭერი არ უჩანსო.

• haha

ჭკუისკოლოფების აზრით თუ თავდამსხმელი დაცვას არ უნდა დაეხმაროს მაშინ დამცველსაც აუკრძალონ შეტევაში გადასვლა და რა მაგარი ფეხბურთი გამოვა?

• ნუკრი

ხვიჩა, თუ უკეთეს პირობებს შემოგთავაზებს ლივერპული(და ასეც იქნება),წადი კლოპთან.იქით დაგავალებს ცენტრს აქეთ არ გადმოხვიდეო და მერე ვნახავთ რა ბომბარდირიც გახდება ოსიმენი და საერთოდ რას ითამაშებს ნაპოლი.გუშინ ეს უკვე ვნახეთ მონცასთან.

• თერჯოლელი

მესხისთვის რომ დაცვა დაევალებინათ,უფრო მეტიც,პელესთვი ან მარადონასთვი ეთქვათ დაცვის ფუნქციები გააუმჯობესეთო და წინდა უკან {მაპატიონ მათმა სულებმა}მავთულზე გაბმული ძაღლებივით ერბინათ,არც მესხი იქნებოდა მესხი,არც პეპლე,პელე და არც მარადონა,მარადონა,ჩვეულებრივი რიგითი ფეხბურთელები იქნებოდნენ,აქეთკენ მიყავს სპალეტის ხვიჩა,მთელი მეორე წრე აი ასე ჩაკეტილში ჰყავს სპალეტის კვარა და სურვილიც კი არა აქვს მისცეს საშვალება ხვიჩამ თავისი ფეხბურთი ითამაშოს.

• ქომაგი

კვარამ პირველივე სეზონში მოიგო სკუდეტო. ის მეგავარსკვლავია. ნაპოლიში ამის აღქმა არა აქვთ. ჰგონიათ სკუდეტოს ისედაც მოიგებენ. არადა სპალეტის ოცი წლის მანძილზე არ ღირსებია ეს. ზელინსკი მერვე წელია სერია აშია და არც მას ღირსებია და არც არავის მანდ. გუნდში ერთადერთი ჩემპიონია და მან ყველა გააჩემპიონა. თუ არაბებმა მილიონები არ დაიშურეს, ლაურენტისი წელსვე შეელევა კვარას, დიდ გუნდებში კი ზუსტად იციან, რომ ნაპოლი კიდევ 30 წელი ვერ გახდება ჩემპიონი, გუნდში არსებული არაჯანსაღი ვითარების გამო კი კვარას ფორმა და ფასიც დაეცემა და მაშინ სიამოვნებით იყიდიან. კვარას ეშველება და მეგავარსკვლავია მეგაგუნდში მოხვდება, ნაპოლი კი დარჩება სოფლის გუნდად, რომელიც 30 წელიწადში ერთხელ გაისვრის.

• დედას გორჯისტანა

კარში რო ჩავაყენოთ?

• თბილისი

ვერ არის თავის მატორზე ეს სპალეტი!!! ჟურნალისტებთან თავის საუკეთესო ფეხბურთელის ამდენი კრიტიკა როგორ შეიძლება?! ან ტაქტი არ უსწავლებიათ, ან კულტურა??? ცალკე დაისვი ერთი-ერთზე და ესაუბრე! ვერ ყოფილხარ კარგი დამრიგებელი!!! ასე ხომ სულ გაუფუჭებს ხასიათს ჩვენს კვარას?! იძულებულს ხდის გუნდიდან წავიდეს! შე დალოცვილო ვის რაც ეხერხება და უკეთ გამოსდის იქ ათამაშე. ბარემ მარცხენა მცველად გაამწესე! ერთხელ თუ გითქვამს ჟურნალისტებთან, თამაშის წაგება ჩემი ბრალია სულ ერთი ტაქტიკით რომ ვათამაშებო??? მილანმა ხომ მოუძებნა გასაღები. მის მერე ყველა გუნდი ასე ეთამაშება. ეს პროფესორი კოდევ მაინც თავსისას აწვება, არაფერს არ ცვლის...

• Anjelo Antei

საინტერესო ამონარიდი ხვიჩას ჩავარდნაზე ერთერთი ქართული სპორტ ფორუმიდან. დამცინებენ, მაგრამ მე ცოლის მოყვანა უდიდესი ფაქტორი მგონია თან ისეთის, რომელთანაც არ გიცხოვრია ქორწინებამდე (ხვიჩა ღრმად რელიგიური ტიპია და ეს გასაგებია) არ დაიწყოთ უაზრო პრეტენზიები ზაფხულში წაეყვანა, რა ეჩქარებოდათ? კი არ გაიქცეოდა ეგ გოგო ხვიჩასგან თან სულ სხვა სიმღერა მესმოდა, და ამიტომ ვწერ, რომ არ ჩქარობდნენ, იმას თითქოს სამედიცინოს დამთავრება უნდოდა, ამას კარიერის აწყობა და ბახ უცებ მოულოდნელი იყო. ჩემი საქმე ნამდვილად არ არის ხვიჩას პირადი ცხოვრება, მაგრამ ეს უდიდეს გავლენას ახდენს განწყობაზე. გოგო იმედია ნელი დოროყაევას არ ჩართავს არ ჩანს ეგეთი სწერვა კარგი ბავშვია თითქოს.

• ბესო შიოშვილი

კვარა უკვე ფეხბურთელია და თანაც დიდი ფეხბურთელი!!! ამას დანახვა უნდა!

• Მახვში

სპალეტი არის ერთფეროვანი, რისკის გარეშე, ერთ ტაქტიკიანი მწრთვნელი... შეისწავლიან მის გუნდს და ამიტომაც ამ დრომდე არ ღირსებია იტალიაში ჩემპიონობა (ხვიჩა რომ არა არც ეღირსებოდა!) მილიონი წარმატება ჩვენს კვარას... წინ საქართველოსთვის...

• რეზო

ეს უკვე თავხედობაა!!! პირიქით, ისე უნდა მოახერხოთ, რომ გუნდის მთავრა მარგალიტს, ტვინს და ფანტაზიას შავი საქმის კეთება არ სჭირდებოდეს! და პლუს მაგას "მიბმული" არ უნდა იყოს იმ მარცხენა ფლანგზე. ასეთ ფეხბურთელებს თავისუფლება თუ არ მიეცი, ვერ გაიფურჩქნება ბოლომდე. ამიტმ (პარადოქსულად_ სჯობდა მაცონე ლიპის. ბაჯოს რომ ვერ მოუძებნი ადგილს და მესის დაცვაში თამაშს თხოვ, დავაი დასვიდანია

• ქუთაისი

და რა თქვა ეხლა ასეთი ამ კაცმა... დაცვითი ფუნქცია მინდა რომ უკეთესი ქონდესო, ეს თქვა... დი ლორენცოსავით უნდა ითამაშოს დაცვაშიო ხომ არ უთქვამს... და ასეცაა... კვარა თუ დაცვით ფუნქციებს გააუმჯობესებს, უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი იქნება და უფრო მაგარი გახდება

• ვაჟა მასწ.

სპალეტი რა ქლიავიცაა ზენიტში როცა იყო მაშინაც ჩანდა. მგონი შემდეგ თამაშებში კვარას "აუტჩიკად" დააყენებს. ისე ჩვენში დარჩეს და ნიგერიის პრეზიდენტის ნაქები უჩა ოსიმჰენი მგონი არ იყო მოედანზე სანამ ხვიჩა არ გამოვიდა მე-2 ტაიმში. სპალეტი კი მომავალ სეზონში 5-7 თამაშის მერე - პენსიაზე გაძუნძულდება. ასე იქნება ეს!

• გური

პირველ ტაიმში როგორი შემადგენლობაც დააყენა ის შედეგი აჩვენა, გამახსენდა ჩვენი ნაკრების პირველი ტაიმის შემადგენლობა, ამ მწვრთნელებს ცოტა ეშლებათ, ხვიჩაზე შენიშვნა უადგილო იყო. ოსიმენმა რა გაუკეთა, ხვიჩას,რომ ორი ტაიმი ეთამაშა ერთ გოლს აუცილებლად გაიტანდა.

• ლაშა

დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინ ჯე და მარიო რუი (ან ოლივერა)? დოღის ცხენი ხომ არაა ხვიჩიკო?! პრობლემა მისი ბურთებით მოუმარაგებლობაა და ამის არ დანახვა როგორ შეიძლება?

• სიმართლე

მეორე წრეში გუნდის ჩავარდნა, სრულად სპალეტის ბრალია. საოცრება მოხდა და ჩემპიონია ნაპოლი ამით ნუ გაბლატავდი, საოცრება ამ წელს მოხდა...........

• xishnika

ეს ტლოპინა ხოარ გამ.....ა მტლად.მცველიაა არაა სჰემტევიაა იუზგარ.

• G.LA

კარებში დააყენოს იქნებ მერეტსაც აჯობოს. აქ ჩვენ ახალგაზდულშიც ვათამაშოდ და მერე კალათბურთში მსოლფლიოზეც გავაგზავნოთ. ხოკეის ნაკრებიც შეგვიქმნეს და მერე ხოკეიც ვასწავლოთ. ამ კაცმა რა ჩაიხვია დაცვაზე, ჯერ ვერ გაერკვა რომ დამცველი არ არის ხვიჩა?

• Charley

აი მიტომ ხარ ლუზერი მწვრთნელი, რომ თანაგუნდელებს უთავისუფლებს სივრცეს და არა პირიქით თანაგუნდელები მას, რა უნდა კვარასნაირ გაქანების ფეხბურთელს აუტის ხაზთან მიჭაჭვული, ის კონტრშეტევის გამოკლებით სულ საჯარიმოს გარშემო უნდა ტრიალებდეს იმიტომ რომ კვარას მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი აქ არის. მაგრამ როგორც ჩანს ამ ხისთავიან მელოტს ლოზანო და პოლიტანო მართლა კვარას დონის იგროკები გონია, ხვიჩა როცა აუტის ხაზთან მცველებს იწებებს იქეთ სივრცეში პოლიტანო და ლოზანო გაიჯეჯილებენო, მაგრამ სივრცეშიც იგივე "ხეები" არიან როგორც უსივრცოდ და კვარა თამაშში მაინც გამოკეტილი რჩება. ანუ ამ ტაქტიკის ხეირი თითქმის ნული კვარა კი "გალიებში". იმის მაგივრად გუნდი კვარაზე ააწყოს კიდევ თავის ჯიუტ ახირებულ მიდგომას არ ცვლის. სპალეტიმ მომდევნო სეზონშიც კიდევ თუ იგივე მიდგომა გააგრძელა რაც მთელი მეორე წრეა, ხვიჩას ძალიან გაუჭირდება სტატების დადება და შესაბამისად რეგალიების მიღება.

• 1408

ხვედელიძე! დაცვას მიხედე,დაცვას...

• ალექს

ამას ვინმემ 'ფეოლა' ხომ არ აყურებინა??

• rigiti

რაღაც... მგონი ფეოლას პონტია, ხვედელიძე.........

• გოგა

ეს გაფუჭებს კვარას მომავალ სეზონში, რა დაცვა ხო არ გამოს... მთლად, ხვიჩასგან ასე არ უნდა ითხოვდეს დაცვაში თამაშს, სპალეტი გამოაშტერებს მთიანად გუნდს მომავალ სეზონში და ვერც შევლენ ოთხეულში, ამას მართლა მაგარი მწვრთნელი გონია თავი, ერთი ადგილი უკოცნე ხვიჩას, რო სერია ა მოგაგებინა სიბერეში

• გიგა

სპალეტი რა გაუხურე ამ ბიჭს საქმე 90 წუთი წინდა უკან ხოარ ირბენს, როცა საჭიროა ჩამოდის და ეხმარება დაცვას. დაცვა დაცვა დაცვა ამოვიდა ყელში.

• კობა

ხვიჩასგან საერთაშორისო კლასის მცველს ვერ გამოიყვანთ სპალეტი!!...რაც დროზე მიხვდებით უკეთესი იქნება თქვენთვის!!...

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა

მიმდინარე სეზონში მეორედ - ნესტა "მონცას" მწვრთნელად დააბრუნეს

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

"მონცასთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

კვარაცხელიამ გაიტანა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის შემდეგ "მონცას" 2:0 ამარცხებს [VIDEO]

როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში?

ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"მილანმა" შესაძლოა, დანიელ მალდინი დაიბრუნოს

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა