გიორგი შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველი ცენტრის ლიდერობით "ტენერიფემ" "უნიკახა" 84:79 დაამარცხა. ოთხთა ფინალის მასპინძელი ესპანეთის ქალაქი მალაგა გახლდათ, თუმცა მასპინძელთა გუნდმა ნახევარფინალიც წააგო და მესამე ადგილისთვის მატჩიც.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა "უნიკახას" წინააღმდეგ 25:35 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება პასივს, გიორგიმ ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 17 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის საუკეთესო შედეგი გახლდათ.

მატჩის პირველ პერიოდში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა დიდი უპირატესობის მოპოვება და "უნიკახამ" მხოლოდ 2 ქულით მოიგო. მეორე მეოთხედში ეს უპირატესობა შერმადინის გუნდმა 15 ქულამდე გაზარდა. "უნიკახას" მატჩის შემოტრიალებაც შეეძლო, რადგან ბოლო პერიოდის ბოლოში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ "ტენერიფემ" მაინც მოიგო.

"ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულია, თუმცა წლეულს ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჩემპიონი კი ბონის "ტელეკომ ბასკეტი" გახდა, რომელმაც ფინალში იერუსალიმის "ჰაპოელი" დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრას შერმადინი უკვე ლიგა ენდესაში გამართავს, სადაც მისი გუნდი 20 მაისს "სარაგოსას" დაუპირისპირდება.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში