"ნაპოლიმ" მონატრებული ტიტულის მოპოვების შემდეგ პირველად წააგო ("მონცასთან" 0:2). შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადახალისებული შემადგენლობით, უმოტივაციო შეხვედრაში მარცხი ტრაგედია ვერ იქნება, თუმცა გულშემატკივრებისთვის ზოგჯერ შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა ასპექტებია, თუნდაც პასუხისმგებლობა, მონდომება და ბრძოლინუნარიანობა, სადაც პრობლემები დავინახეთ...

თამაში

ნეაპოლელებმა მატჩი აქტიური და მაღალი პრესინგით დაიწყეს. ამის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდს კვლავ აკლდა სისხარტე, ბურთის სწრაფად მოძრაობა და ფანტაზია. ჩემპიონების შუა ხაზი ისევ ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეები საკუთარი კარის სიახლოვიდან ამოეწიათ და ამით დამატებითი სივრცეები შეემქნათ. გვესმის გადაღლილობის ფაქტორიც, მაგრამ უნდა ჩავთავლოთ, რომ ნახევარმცველებმა საკუთარი თავი ამოწურეს ან ტიტულის გაფორმების შემდეგ არაფერს აკეთებენ იმისთვის, ღირსეული ჩემპიონის სტატუსი ბოლომდე შეინარჩუნონ. უფრო რთული ხომ მიღწეულის გაუმჯობესებაა.

კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოს არყოფნაში გუნდის მობილიზება და შემართებაც ნაკლები იყო და ამან უარყოფითი შედეგი პოზიციურადაც მოიტანა - პოლონელი მცველი ბარტოს ბერეზინსკი გაშვებული გოლის დროს საკუთარ სამოქმედო არეალში "დაიკარგა." დი ლორენცოს როტაციას სეზონის განმავლობაში იშვიათად ვხედავდით და ერთხელაც გამოჩნდა, რამხელა ძაალაა. ამის მიუხედავად, ტრიუმფატორებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, კაპიტანს ცოტათი ამოესუნთქა, მისი არყოფნა კი ასე საგრძნობი არ გამხდარიყო და მეტი ცეცხლი დაენთოთ. იმავეს ვიტყოდით კიმ მინ ჯეზეც. სამხრეთკორეელის გარეშე დაცვის ხაზი კრიტიკას ვერ უძლებდა. აქაც საკუთარ მიღწევებისა და თუნდაც უმოტივაციო თამაშის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვენახა.

ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების დროს, სპალეტიმ ვიქტორ ოსიმენს შეტევაში ყველაზე ცუდი ვარიანტი შეუთავსა. ალესიო ძერბინი საწყის 45 წუთში ვერაფერ ღირებულს ვერ გვთავაზობდა, ელიფ ელმასი კი დაცვის გაწელვას, მეტი სივრცის ათვისებასა და ნიგერიელისთვის ზონების გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.

პირველი ტაიმი განსაკუთრებით ცუდი გამოვიდა, რასაც სპალეტის მხრიდან არაერთი ცვლილება მოჰყვა. ლუჩანომ კვლავ ერთი შეცდომა დაუშვა, რომელიც პირველად არ მომხდარა. როცა ანგარიში გასათანაბრებელი გაქვს, ბუნებრივია, ვა-ბანკზე მიდიხარ და უფრო მეტი შემტევი შემოგყავს, მაგრამ მხოლოდ ეს გამოსავალი ვერაფრით იქნება. მოედნიდან ნახევარმცველების გაყვანით ბურთის სახიფათო ზონამდე მიტანას, რომელიც ისედაც გიჭირს, უფრო ართულებ. სტანისლავ ლობოტკას იდეალური თამაში აქვს თუ არა, გუნდს შეტევის წამოწყების უკეთესი ვარიანტი უბრალოდ, არ გააჩნია. თუკი ადრე მსგავს სიტუაციაში ტანგი ნდომბელეზე აქცენტის გაკეთება დავიწუწუნეთ, ახლა ყველაფერი პიოტრ ზელინსკის დაევალა. თუკი სეზონის ადრეულ ეტაპზე პოლონელისგან ეფექტური და შედეგიანი პასები გვახსოვს, ის ბოლო დროს უფრო სწორხაზოვანი და იოლად გასაშიფრი გახდა, ამავდროულად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ნაკლებად იღებს.

ხვიჩა

იმაზე ზედმეტ საუბარს არ დავიწყებთ, კვარაცხელიასთან ერთად და მის გარეშე გუნდის თამაშში რამხელა განსხვავებაა. ჩვენებურის შესახებ რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ.

სპალეტის ნათქვამით დავიწყოთ - "კვარას" უფრო მეტი მოეთხოვება მაშინ, როცა ბურთის გარეშე ვართო. გასაგებია, ქართველი გარემარბის მიმართ დიდი ინტერესია და მწვრთნელს შეკითხვებზე პასუხი ძირითადად მასზე უწევს. ამავდროულად, მისი სურვილი ხვიჩას სრულყოფაცაა, თუმცა გამოცდილ სპეციალისტს ისე გამოუვიდა, თუთქოს დაცვასა და შეტევას შორის სწორი ბალანსი არსებობდა და მეორე ტაიმში ეს დაირღვა. ანაც, 46-ე წუთიდან მეტოქემ მარჯვენა ფლანგიდან გაილაღა. შესაძლოა, 77-ე ნომერს იმდენი ართმევა და ორთაბრძოლაში შესვლა არ ჰქონია, რამდენსაც სეზონის განმავლობაში შეგვაჩვია, თუმცა ის ამის კომპენსირებას მინიმუმ, იმით აკეთებს, რომ მოწინააღდმეგე მისი ფლანგიდან შეტევას ვერ ბედავს.

ხვიჩა მუდმივად მოძრაობდა და თავისუფალ სივრცეებს როგორც სხვებს უქმნიდა, ასევე შეტევის გაგრძელება მასზეც შეიძლებოდა. ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც შეთქულებებს გავექცეთ, ახლა კი ის შემთხვევა ვნახეთ, როცა კვარაცხელია მასზე პასის გაკეთებას ხელებგაშლილი ითხოვდა, ეს იმდენად იკითხებოდა და აუცილებელი იყო, მისი თანაგუნდელებისგან კი მსგავსი ვერ ვნახეთ. ამ საქმეში სპალეტის აქტიური ჩარევაც არ შეგვინიშნავს.

ადრევე ვივარაუდეთ, ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ, ეგოიზმი რომ მოიმატებდა, მაგრამ ახლა ამან ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა. მსგავსს მხოლოდ ლობოტკაზე ვერ ვიტყვით, მან ხვიჩა რამდენჯერმე მაშინ შეიმჩნია, როცა ჩვენებური თავისუფალ სივრცეში იყო. ასეთი რამ ბევრჯერ ვერ ვნახეთ - ელიფ ელმასისგან, ჯაკომო რასპადორისგან... პიოტრ ზელინსკის ერთ შემთხვევაში ვიქტორ ოსიმენი გრძელი პასით დასარტყმელ პოზიციაზე რომ გაიყვანა, ცოტა ხანში შეტევის მსგავსი გაგრძელება "კვარადონაზე" შეეძლო, რატომღაც კი სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ხვიჩა ამის გამო წყენას არ ეძლევა და მაინც ყოველთვის პოულობს პარტნიორებს მაშინ, როცა საჭიროა, დრიბლინგით საჯარიმოში შესვლის შემდეგაც. ქართველი გარემარბი შინაგანად პასის მოყვარული და "ხელგაშლილია."

ჯოვანი სიმეონეზე ცალკე უნდა ვთქვათ. "ლივერპულთან" გაკეთებული საგოლე პასისა და ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდეგ თუკი გვეგონა, რომ ის კვარაცხელიას მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოამჟღავნებდა, ბოლო დროს ზედმეტად ეგოისტურად იქცევა. არგენტინელი ცოტას თამაშობდა, მაგრამ გაჰქონდა, ახლა ამას ვერ ახერხებს და თითქოს მხოლოდ ერთი ფიქრი აქვს - საკუთარი გოლების მონაგარის გაზრდა. ზოგიერთ ეპიზოდში მისი ქცევა თანაგუნდელებისადმი უპატივცემულობა უფროა...

შემდეგი მატჩი პრინციპულია, საკუთარ მოედანზე "ინტერთან", სადაც კვარაცხელიასაც სასტარტოში ველით და გუნდსაც უფრო შემართულსაც!..

ბექა
ხვიჩა ნაპოლიში თბილად მიღებას დახარბდა და ბევრ რამეს ისეთს იტანს რომლის ვალდებულება წესით მას არ უნდა ჰქონდეს. საყოველთაო ეიფორიის ფონზე არასასიამოვნოა ამის მოსმენა მაგრამ მაინც ვიტყვი: სპალეტის ხელში ხვიჩამ ბევრი ის თვისება დაკარგა რის გამოც ის შეიყვარა გულშემატკივარმა
მირო
ხვიჩას პასს რომ არ აძლევენ,ეს მარტო ამ თამაშში კი არა მთელი სეზონის განმავლობაში ხდებოდა.ყველაფერს აკეთებენ,რომ არ შეამჩნიონ და სხვა ფლანგზე გადაიტანონ თამაში.ალბაზთ იმიტომ,რომ არ უნდათ მათზე უკეთესი თამაში გამოუვიდეს.ნაპოლის მადლობა და დროა სხვა გუნდში გადასვლუს.
ნოი
რათქმაუნდა, კვარამდე ნაპოლიში ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, მაგრამ ვერცერთხელ ახლოსავ ვერ მივიდნენ სკუდეტომდე, ფაქტია კვარამ დიდი გარდატეხა შეიტანა გუნდში და ოსიმენის წლევანდელი გაბრწყინებაც კვარას დამსახურებაა. თუმცა ეათქმაუნდა ხვიჩას ჯერ კიდე ბევრი საშრომი და სამუშაო აქვს საპუთარ თავზე, რო მის მაქსიმუმს მიაღწიოს
კარლიტო
ნაპოლი ჩემპიონია და ხო უნდა დაისვენონ ბიჭებმა,პახმელია,გულაობა...ჩემპიონის ტიტული ცხელ ცხელი აქვთ....ექსპერიმენტებს ნუ დავუწუნებთ სამომავლოდ გამოადგებათ
მოსეხონელი
სწორედ მაგას ავალებს ანჩელოტი ბრაზილიელს.მაგიტოა რეალი კონტ შეტევაზე გამანადგურებელი.კვარაზე და ოსიმენზე სწორად შენიშნებ ეგრეა
გიო
არ გადავაჭარბებ და არ ვიტყვი რომ კვარაცხელიას გარეშე ნაპოლი არაფერი გუნდია, მაგრამ ხვიჩიას გარეშე სკუდეტოს ვერ აღწევდნენ, ეს ფაქტია ბოლო ორ შეხვედრაშიც გამოჩნდა
ბესო
მოთამაშე თამაშგარეში მაშინ ითვლება, თუ ის მოწინააღმდეგის ნახევარზე წინსწრებით მიიღებს ბურთს. საკუთარ ნახევარზე 10 მეტრითაც წინ რომ მიიღოს ბურთი, თამაშგარეში არ იქნება. ახლა წარმოიდგინეთ, კვარა და ოსიმენი დაცვაში კი ჩამოდიან, მაგრამ სადღაც მოედნის ცენტრთან ახლოს ტრიალებენ და არა საკუთარ საჯარიმოში. კვარას დრიბლინგების მ.ქ.კ. 78 % - ია. ( ევროპელები ყველაფრის სტატისტიკას აწარმოებენ და მხოლოდ "რეალში" მოთამაშე ვინისიუსს აქვს ცოტა მეტი). ხვიჩას ერთი მცველი გაუმკლავდება? ვერა - სტატისტიკით, ერთი-ერთზე ყოველ 10 დრიბლინგზე 7-8 მისია. ეს მწვრთნელებმაც იციან და, როგორც წესი, 2 და ხანდახან მეტი მცველიც დასდევს. ასევე, კონტრშეტევებზე დიდი საფრთხის შემცველია ოსიმჰენიც. მარტივი არითმეტიკული ამოცანა: რამდენი მოთამაშე მოაკლდება მოწინააღმდეგის გუნდს შეტევაში, თუ ეს დუეტი მოედნის ცენტრთან იტრიალებს? 3-4 მაინც ხომ? რიცხობრივი უპირატესობა ვის რჩება?
toti - ს
შეადარეთ "ნაპოლში" კვარას მიერ ნათამაშები პირველ მატჩები სილამაზით მეორე წრის მატჩებს. სად გაქრა კვარა? ის კვარადონა, რომელსაც ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს მილიონობით გულშემატკივარი, სპორტული კომენტატორები და ევროპელი ფეხბურთის ექსპერტები? სად გაქრა და სპალეტიმ შეჭამა! კარგი კვარას ნაცვლად მივიღეთ ცუდი პოლიტანო. კიდევ ერთი სეზონი სპალეტის გუნდში და მართლა აღარავინ მოინდომებს კვარას შეძენას. დავწერდი ახლა ეს ვისი ბრალია, მაგრამ...
გიორგი
დაიწყო ხმის მიცემა სეზონის 11ეულზე . გააპიარეთ ლინკი . სერია ა-ს ინსტაგრამის გვერდზე სთორიშია ლინკი

ზუსტად! რა უნდა ხვოჩას ან ოსის საკუთარ საჯარიმოს ხაზთან!კი არა, ხშირად მის შიგნითაც მინახავს! რა კონტრშეტებაზეა ამის შემდეგ საუბარი, მითუმეტეს ეგოისტებიც ბლომად ყავს თანაგუნდელად! მოკლედ რა,"გვიჩაგრავენ" ბიჭს!
gulshematkivari0703
აი თამაშის შესწავლა რას ნიშნავს გამაგებინეთ? რომელი ერთი დიდი ფეხბურთელის თამაში შეისწავლეს თუ დამისახელებთ? ესეთი მცნება არ არსებობს ფეხბურთში.ხვიჩას ჯვარი სწერია და ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს,თუ უკვე არ არის...
ჟორა გაბრიჭიძე
თუ რამ გამეგება ფეხბურთში მგონია, რომ ოსიმენი და ხვიჩა საკუთარი კარის ძელამდე არ უნდა იხევდნონ და თავისი საჯარიმოს გარეთ უნდა ელოდნონ მოგერიებულ ბურთს კონტრშეტევის გასახორციელებლად. ეს კი ასე, რომ არ არის, ამტომაა, რომ ყველა მოგერიებული ბურთი მოწინააღმდეგისაა და ნაპოლის კარზე შეტევას აგრძელებს.
გულშემატკივარი
დროა მართლაც კვარამ მოძებნოს სხვა გუნდი ისე კვარას უფრო ინგლისის ფეხბურთი მოუხდება ვიდრე აქ არასტაბილურ მოთამაშეებთან,
toti
საინტერესოა კონტრაქტიანი ფეხბურთელი, რომელიც კლუბს ეკუთვნის როგორ უნდა წავიდეს? ან რომელმა კლუბმა გააკეთა რეალური შეთავაზება ის მაინც დაწერეთ.
ფეოლა
ხვიჩა ღმერთი არ არის, ფეხბურთი გუნდური თამაშია რაც იმას ნიშნავს რომ, მატჩში 11 ადამიანი არის ჩართული და ქმნის ერთიან "ორგანიზმს". მთლიან გუნდს აქვს პრობლემა და შესაბამისად ხვიჩაც პრობლემური "ორგანიზმის" შემადგენელია და ის ვერაფერს შეცვლის მთლიანობაში. გაჩნდება მოტივაცია, "ორგანიზმიც" ამუშავდება, ხვიჩაც გაიბრწყინებს
გიორგი
მართალი ხართ!
რატი
სამართლიან კრიტიკას და შეფარულ ღვარძლისფრქვევას შორის დიდი განსხვავებაა.
უტა
კვარას "ნაპოლიდან" წასვლის დროა, ჩემპიონად უნდა წავიდეს...თუ "ნაპოლში" დარჩა, სპალეტი ხელში, ერთ წელიწადში, კვარა პოლიტანოდ იქცევა და აღარც ისეთი მოთხოვნადი იქნება, როგორც ახლა
ზაზას
და თქვენი აზრით ეგ თავად არ იცის? ან არ ჰყავს სათანადო ხალხი ირგვლივ, ვინც ამაზე მიუთითებს? თქვენ აიღეთ ეს პასუხისმგებლობა, რომ "დაღუპული" კვარაცხელია "გადაარჩინოთ და გამოასწოროთ"? ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე დაიხარჯა და საუკეთესო შეფასებაც მიიღო,მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია. თქვენ ვერა და მსოფლიო პრესამ ძალიან კარგად დაინახა რა დონეზეც დგას ხვიჩა, თუნდაც იმ თამაშებში, როცა გოლი ვერ გააქვს. რომელ თამაშზე არ დახარჯულა ბოლომდე? იტალიაში კი არა საქართველოს ჩემპიონატში, სამგურალებთან და თელავებთან იხარჯებოდა ბოლომდე და ერთი წამითაც არ უგრძნობინებია ვინმესთვის, რომ ათი თავით მაღლა იდგა მათზე. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის იქნება, როცა ამ დონის ფეხბურთელს უგოლო სერია გაუგრძელდება მაგრამ თუ ეცნობით მსოფლიო პრესას, პარალელურად აუცილებლად დაინახავთ მის მონდომებაზე და თამაშის ხარისხზე ხაზგასმას. რათქმაუნდა თქვენთვის ეგ არაფერს ნიშნავს და მხოლოდ სტატისტიკას უყურებთ. თუმცა სტატისტიკაც მშვენიერ ფორმაში აქვს. წელს სულ რომ არ გაიტანოს გოლი, მაინც საუკეთესო შედეგად ჩაითვლება პირველივე სეზონში მის მიერ მოხდენილი ფურორი და მოტანილი ნანატრი ტიტული. ხვიჩას თამაშის ხარისხი არ დაუკარგავს. ის, რომ ამდენი ხანი გოლი არ გაუტანია, მხოლოდ მისი ბრალი არ არის, გუნდის ბრალიცაა, რომელიც გამოიფიტა. ინდივიდუალურად ხვიჩას არაფერი აკლია. რადგან ხვიჩას გულშემატკივრებს სექტანტებს გვიწოდებთ, გეტყვით, რომ არამგონია ხვიჩას არასწორ და არაადეკვატურ ჩასაფრებებზე რეაქცია ჰქონდეს, თქვენი კომენტარი წაიკითხოს და "გამოსწორება"ზე იფიქროს. მას ამისთვის ბევრად კვალიფიციური ადამიანები ჰყავს ირგვლივ. არ მჯერა ვითომ კეთილისმსურველების, რომლებსაც ერთი სული აქვთ, აბსურდული, ჩასაფრებული კომენტარები წერონ და ამას კრიტიკა დაარქვან, თან ვინმეს გამოსასწორებლად მიმართული კრიტიკა :)) ზემოთ რა არგუმენტებიც ჩამოვთვალე ესე იგი მაქცს ცოდნა ამ საკითხში და პარალელურად ყველაფეს ვეცნობი, რაც მსოფლიოში ხვიჩაზე იწერება, ასე რომ სექტანტად ნამდვილად არ მოვიაზრებ ჩემს თავს, უბრალოდ არ შემეძლო ამ უაზრო ბრალდებებზე, ხვიჩას, თუ მისი გულშემატკივრის დამცირებისთვის პასუხი არ გამეცა...
zura222
კვარას თამაში იმიტომ შეისწავლეს რომ მთელი სეზონი სპალეტი ერთი და იგივე ტაქტიკით ათამაშებს კვარასაც და გუნდსაც @ მიაჯაჭვა მარცხენა ფლანგს და ცენტრში შესვლას არ ავალებს კი არა მგონია რომ უფლებასაც არ აძლევს @ მაგას უნდა შედეგი და შედეგი მოიტანა ამ ტაქტიკამ (კვარას რომ ფლანგზე 2-3 მოთამასედარაჯობს და ცენტრში სივრცეები რჩება თავისუფალი) და დანარჩენი სულ ფეხენზე კიდია კვარა ითამაშებს ვარსკვლავურად თუ არა @ მაგრამ მომავალ სეზონში ვნახავთ რა მწვრთნელიცაა--ასე თუ გააგრძელა ამ ტაქტიკით ხუთეულშიც ვერ შევლენ !
zaza
ხვიჩას ვენაცვალე და წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ მისი თაყვანისმცემლების რაღაც ნაწილი აგრესიულ სექტად ჩამოყალიბდა. აგინებენ და ლანძღავენ ყველას ვინც ოდნავ კრიტიკას იტყვის მის მიმართ.თურმე როგორ გაბედა და სთქვა სპალეტიმ რომ დაცვაში თამაში დასახვეწი აქვს,თუ როგორ გაბედა საკიმ რომ დაწერა,რომ კვარას თამაში შეისწავლეს მეტოქე გუნდის მცველებმა.პასს არ აძლევენ სპეციალურად,ყველას სჯობს მსოფლიოში და სხვა ათასგვარ სისულელეებს.ატყობთ რომ მართლა სექტად ჩამოყალიბდით? იმას რატომ არ ამბობთ,რომ სანაკრებო თამაშების წინ არაა ფორმაში.12 თამაში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი არ გაუკეთებია.იმედია არ დაბლოკავთ,თუმცა რატო უნდა დაბლოკოთ ეგეც არ მესმის.
გიორგი
სწორი შეფასებებია და ერთს ჩემი მხრიდან დავამატებ, გადაღლილობა ბევრს ნიშნავს და ბევრად აფუჭებს თამაშს, თუმცა ყველა ველოდებით ხვიჩას მეტ აქტიურობას და კარგად გახსნას რო საბოლოოდ კითხვები არ დარჩეს ხოლმე მის მიმართ ეგოისტური დამოკიდებულებაზე.
კაპიტან გარდენბურგი
ეგრეა ღვთისავარ, დამიბლოკეს გუშინდელი ნაწერი,ისე ნერვებმოშლილი ვიყავი. ხვიჩას შეგნებულად არ აძლევდნენ გუშინ პასებს. მარტო ოლივერა სტანდარტულად მოსალოდნელ პასებს აძლევს სტანდარტულსვე შეტევისას, არადა ხვიჩასთვის სასურველ პასებს სულ აგვიანებს გუნდი და გუშინ უჯვე აშკარად გამოჩნდაზ რომ ამაში მწვრთნელიც "ჩარეულია". როგორც ჩანს ცდილობენ აჩვენონ რომ კვარა არაა ჩემპიონობის მთავარი ფაქტორი. სამარცხვინოა ეს ყველაფერი და აგერ ინტერთან ვნახავთ ყველაფერს. მანდ ვეღარ დააიგნორებენ, მარადონაზეა თამაში
თენგო
მწვრთნელი დირიჟორია მოედანზე მისი კარნახით ეწყობა თამაში, მისი ნება, .ისი სული, განწყობა გადაეცემა მოთამაშეებს. ჩემპიონატის მეორე ნახევარში, უფრო ბოლოსკენ, და მითუმეტეს მიზანი თუ მიღწეულია, სპალეტს ახასიათებს მოშვება, მოდუნება, მუხტს კარგავს და სწორედ მისი ბრალიალია გუნდის ასეთი თამაშიც. მგონია დამეთანხმებით
Charley
სურათი უკვე ნათლად ჩანს როგორი იქნება კვარას მომავალი სეზონი. სპალეტის ისევ გაცვეთილი 4-3-3 სქემა. იგივე ახირებული დირექტივა კვარა ისევ მიწებებული აუტის ხაზზე ანუ ხვიჩას სტატები სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში ძალაუნებურად დაიკლებს. ცენტრში ლობოტკა ანგისას ჯახირი და შეტევაში ოსიმენის თუ მის გარეშე დაკლებული ეფექტურობა. მე გამოსავალს ვხედავ მელოტმა სქემა შეცვალოს და დიდ წილად გუნდი მეორე ნომრად მომართოს 4-2-3-1 ან 4-4-2 ამ სქემებში კვარას იქ აუტის ხაზზე გალიებში მოქცევის საშიშროება მნიშვნელოვნად დაიკლებს და ხვიჩა პლეიმეიკერზე პირდაპირ დასარტყმელ ან პოტენციურად საგოლე პასების ალბათობას მინიმუმ გაორმაგებს ყველა შეხვედრაში რითაც პირველ რიგში გუნდი იხეირებს.

ტყუილად ელოდებით ნაპოლისგან რომ დარჩენილ თამაშებს ჩაატარებს პროფესიონალურად როგორც ეკადრება ჩემპიონს და მომავალ სეზონშიც რამე ღირებულს გააკეთებს. ეს გუნდი განწირულია - თვითკმაყოფილება რომელიც მიიღეს 33 წლის შემდგომ სკუდეტოთი, დიდხანს გაყვებათ და ვერ დაძლევენ. ეს ტიტული სპალეტისთვის (რუსეთს არ ვთვლი) და ფეხბურთელების უმრავლესობისთვის პირველი მიღწევაა, თან კარიერის მეორე ნახევარი აქვთ და მხოლოდ ამ სეზონში გამოანათეს. "ლესტერის" გზას გაივლის ნაპოლიც.
ვა რა დონეა
ზოგიერთ ჭკუისკოლოფის აზრით ოლივეირამ და ლორენცომ წინ და უკან ირბინონ და ხვიჩამ როცა მოწინააღმდეგე უტევს დაისვენოს? საერთოდ ფეხბურთის აზრზე ხაართ?
თენგო
ნაპოლი ჩემპიონი მაშინ გახდა როცა თამაშობდა
ვვვ
საერთოდ, მოგება თუ გინდა, ალბათ ძირითადი შემადგენლობა უნდა გამოიყვანო და 2:0-ის ან 3:0-ის მერე დაასვენო შეცვლებით. თუ გკიდია და გაუშვი ბოლომდე ძერბინები. ხვიჩასთვის დაცვის შეტენვამ კიდე ტვინი იმას ქნა რაა. მაშინ კიმს მოსთხოვე დრიბლინგები და გოლები. კი მერიდება სკუდეტომოგებული მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე ))
zmo
ნაპოლი დადის მოედანზე, ეს ეხება დაცვასაც და ნახევარდაცვასაც, ხვიჩა კი ქმნის სივრცეებს მაგრამ ნახევარმცველებს ბურთი ვერ გადააქვთ სწრაფათ და ვერ ქმნიან მომენტებს, მოკლედ რაც მალე წავა ხვიჩა სხვა გუნდში მით უკეთესი, საერთოდ როგორ გახდა ეს გუნდი ჩემპიონი ალბათ სხვებს არ უნდოდათ და გაუშვეს
გუსანი
ჩვენ გვადარდებს, მაგრამ ეს ნიანსები ისედაც იკითხებოდა ნაპოლის თამაშში, პასების თემა მთლად დალაგებული არაა, შეიძლება სხვა მონახაზს გეგმავს ლუჩანო? მაგრამ აშკარად თავისუფალი მოთამაშეებამდე ბურთი არ მიდის ან მინიმუმ იგვიანებს, სხვათაშორის დინამოდან თავის დროზე მანუჩარ მაჩაიძე გაშვების ერთერთი მიზეზი ეგეც იყო, ბურთს მიუტანდა ხოლმე ფლანგზე პარტნიორს და აგვიანებდა შეტევას, გრძელი პასები იშვიათად კეთდება, გასაგებია რომ ჩაჭრის რისკი არსებობს და შეიძლება ამიტომ უშლის ლუჩანო, მაგრამ ხშირად ამის რისკიც არ იკითხება და პასი კი იგვიანებს, ან არ ტვირთავენ ხვიჩას ფიზ. კონდიციის ბალანსისთვის , ან შეტევის არაპროგნოზირებისთვის, ან მართლა ეგოიზმის გამო?! ამ დონით იგივე შემადგენლობითაც გაისად ოთხეულში მოხვედრაც მაგრად გაუჭირდება ნაპოლის...
არჩი
სპეციალისტი არ ვარ, თუმცა სტაჟიანი მაყურებელი ვარ და ჩემს მოსაზრებას დავწერ. სპალეტით დავიწყებ: დიდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის და ეგ ზენიტშიც ჩანდა, თუმცა გუნდს ისე ამზადებს, რომ სეზონის პირველ ნაწილში მაქსიმალურად ეფექტურები არიან ფეხბურთელები და სეზონის მეორე ნახევარში იღლებიან და ფორმას კარგავენ. წინა წელსაც ასე ყოფილა ნაპოლიში და დაკარგეს ჩემპიონობა, წელს კი დიდი სხვაობა შექმნეს, სხვა ფავორიტებმა ცუდად ითამაშეს და გაჩემპიონდნენ. ლიგაზე რომ ვეღარ გაქაჩეს მეოთხედფინალში, ამის ბრალია. მოთამაშეები: ოსიმენი ვარსკვლავია, თუმცა 150-170 მილიონი ღირს თუ არა, ეჭვი მეპარება. ძირითადის დანარჩენი ფეხბურთელები კარგებია, მაგრამ ვარსკვლავები არ არიან და სეზონის პირველ ნახევარში უფრო კარგად თამაშობდნენ. სათადარიგოები, მით უმეტეს დაცვაში და განსაკუთრებით ნახევარდაცვაში საერთოდ არ უვარგათ და ამიტომაც დაიღალნენ ძირითადები. ნდომბელე რომ გეყოლება პირველი შემცვლელი, ლიგაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ხვიჩა: ჩვენმა ბიჭმა სილამაზე და რომანტიზმი დააბრუნა პრაგმატულ ფეხბურთში, მაგრამ დაიღალა და ფორმა დაკარგა ბოლოსკენ. ერთი რამ მიკვირს - რატომ არ შედის უფრო ხშირად ცენტრისკენ. თუ მოპირდაპირე მხრიდან არის ჯარიმა, ხვიჩა მაინც თავის ფრთასთან არის ახლის, როდესაც ოსიმენი მარჯვენა ფრთაზეა და ჩაწოდებას აკეთებს, მაშინაც არ შედის ხვიჩა ცენტრში, მის ადგილზე. ეს უფრო სპალეტის არასწორი ტაქტიკა და დავალება მგონია, იმიტომ რომ თუ ხვიჩასგან მოდის ასეთი თამაში, მწვრთნელი უნდა მიხვდეს და მიუთითოს. დაცვაში თამაშზე მითითება არ ავიწყდება სპალეტის და ესეც უნდა უთხრას, თუ თვითონ მისი დავალება არ არის ასეთი. ხვიჩა პირველი სეზონია ტოპ ლიგაში და ადაპტაციის პერიოდია, ჩემპიონიც გახდა და ნეპოლშიც უყვართ, თუმცა მინდა წავიდეს ნაპოლიდან უკეთეს გუნდში. ერთჯერ წავიკითხე კლოპის ინტერესზე და ლივერპული და გერმანელი იდეალური განვითარება იქნებოდა ხვიჩასთვის. მინდა ვინისიუსი დაჩრდილოს და პირველი იყოს თავის პოზიციაზე, ან მეორე მბამპეს შემდეგ.
ლაშა
1, რომ პასს არ აძლევენ. სწორედ კვარასკენ მარცხნივ, ან/და პოლიტანოსკენ მარჯვნივ უნდა მიიტანონ ბურთი ან მისცენ პასი და არა კვარა ჩავიდეს დაცვაში, სადაც კიმი, დი ლორენცო, რაჰმანი და მარიო რუი ან ოლივერაა. 2, ზოგიერთი ფეხბურთელი ჯიუტად უნდა და ასრულებს კიდეც სხვის გასაკეთებელს (თუ რამდენად გამოსდის ეს მეორე საკითხია) და სწორედ აქ იქმნება უფსკრული, ნაცვლად იმისა, რომ თავისი საქმე გააკეთოს. თუ ადრე ვხედავდით პოლიტანოს ეგოიზმს, ეხლა მას რასპადორი ჩაენაცვლა, რომელსაც გარკვეულწილად ოსიმენმაც მიბაძა და რატომღაც სპალეტის დაავიწყდა, რომ შეიძლება კვარასაც მისცენ თანაგუნდელებმა პასი. მოკლეთ, პრობლემაა ის, რომ ყველა თავის ზონაში უნდა აქტიურობდეს და თავისუფალ ზონებს ქმნიდეს. როდესაც მოთამაშე მთელი 90 წუთის მანძილზე მაქსიმუმ 5 პასს მიიღებს (მემგონი არც იყო ამდენი) ეს უნდა დაინახოს მავანმა. ბარემ ის მოვთხოვოთ, მთელი გუნდი მოატყუოს და სხვას უპასოს ან გოლი გაიტანოს, რაც ყოველთვის ვერ მოხდება!
კახა
კარგი ანალიზია.გეთანხმები. ხვიჩას ნამდვილად აიგნორებენ,კარგ პოზიციაშო რომ არის პასს არ აწვდიან,რაც მის ფსიქიკაზეც მოქმედებს.და როცა კვარაცხელიას ასე ექცევიან ნაპოლის თამაშებიც არ მისდის.ასე თუ გააგრძელებენ მომავალ სეზონზე ათეულშიც ვერ შევლენ.ბევრი ფეხბურთელი ეგოისტობს,ასეთები უნდა გაუშვან და სხვები უნდა მოიყვანონ ბევრი ფეხბურთელი ეგოისტობს,ასეთები უნდა გაუშვან და სხვები უნდა მოიყვანონ,უფრო მაღალი კლასის თუ ამბიცია აქვთ ნაპოლის ხელმძღვანელობას
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია